სხვადასხვა რჩევა

ჩვენი რჩევები

სხვადასხვა რჩევა

2017 ივლ 7 12:56:36

_ ივნისსა და ივლისში, როცა აგრარულ კულტურებს სრული სავეგეტაციო პერიოდი უდგათ და შედარებით ბევრ შრომას არ საჭიროებს, აქტიურდებიან მავნებლები. მათი სხვადასხვა სახეობიდან გამომდინარე, ბრძოლის ღონისძიებებიც ზოგჯერ განსხვავებულია.

სხვადასხვა ბოსტნეულ მცენარეზე (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა) ხშირად ჩანს სხვადასხვა ბუგრები. ისინი ძირითადად ფოთლებს აზიანებენ, რის შემდეგაც ღერო ხმობას იწყებს. ამ ბუგრების წინააღმდეგ გამოვიყენოთ კარბოფოსის 0, 2 %-იანი ხსნარი. შევასხუროთ მშრალ ამინდში, ნაშუადღევს.

ბოსტანში ამ დროს ხშირად არის მავთულა ჭია, რომელიც ერთნაირად აზიანებს ნებისმიერი ბოსტნეულის აღმონაცენს. ყველაზე მეტად პომიდორს ემტერება _ ღეროში მიძვრება და სირბილეს მთლიანად გამოჭამს, რასაც ხმობა მოჰყვება. მავთულას წინააღმდეგ გამოვიყენოთ ზემოთ აღნიშნული ხსნარი, ოღონდ სამი გრამი ექვს ლიტრ წყალში და პომიდორს ძირებთან დავუსხათ.

_ ახლა, როცა ახალი კარტოფილია შემოსული, ზოგჯერ ხდება ისე, რომ ზედმეტს გაფცქვნით და აღარ გჭირდებათ. უცებ რომ არ გაფუჭდეს (რაც ახასიათებს ახალ კარტოფილს), დაფარეთ წყლით, დაუმატეთ ცოტა ძმარი და ასე შედგით მაცივარში. სულ ცოტა, სამი დღე არ გაფუჭდება და ჩვეულებრივად შეწვავთ ან მოხარშავთ.

_ ზაფხულში ხშირად ხდება ისე, რომ მწერის ნაკბენი კანს აღიზიანებს ან ალერგიულ ქავილს იწვევს. დაიყარეთ კანზე ბრინჯის ფქვილი, რაც უებარი საშუალებაა.

_ ეცადეთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში კიტრი მიირთვათ ხილის მსგავსად, წიწაკის და ძმრის გარეშე. იგი ასე გაცილებით უკეთ კლავს წყურვილს, წმენდს ორგანიზმს, კანს აშორებს ფერისმჭამელებს.

 _ ზაფხულში ერიდეთ მაგარ ღვინოებს _ სასურველია, ისინი სრულად ამოიღოთ რაციონიდან და მიირთვათ ტკბილი ღვინოები ხილის არომატით.

_ ზაფხულის დღეებში უხვად მიირთვით ალუბალი. ძალიან შველის დაღლილობით გამოწვეულ თავის ტკივილს. ალუბლის სამკურნალო თვისების საიდუმლო წითელ ნივთიერებაშია, რომლითაც ნაყოფია შეფერილი.

_ სიცხეში ჩაის დალევა, ყველამ იცის, რომ წყურვილს კლავს, თუმცა ხალხური მედიცინა ამბობს, რომ სიცხეში დალეული ჩაი უფრო ეფექტურია სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ.

კარგი ხარისხის ჩაის კიდევ უფრო გამოხატული არომატი ექნება, თუ მდუღარის დასხმამდე, ცოტა შაქარს დავაყრით. ჩაის ძველი ნაყენი საუკეთესოა ოთახის ყვავილებისთვის, აჩქარებს ზრდას. ამიტომ როცა გამოცვლით, არასდროს გადაასხათ, გამოიყენეთ ყვავილებისთვის. არა მარტო სითხე, დაქუცმაცებული მასაც მიაყოლეთ და ჩაუშვით ქოთანში.

ჩაის ძველი ნაყენი ასევე მაშინვე აქრობს ხახვის, ნივრის, თევზის უსიამოვნო სუნს საოჯახო ჭურჭელზე.




 ახალი ამბები
  • მეუფე იოსები: “ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, დათესეთ რამე"“არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს,“ _ ამ სიტყვების მიმართა საკვირაო წირვაზე მრევლს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. მისივე თქმით, ხალხის 2 პროცენტი ეზიარება, ალბათ, საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. “ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით არ გადავა ვირუსი, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“ - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა. ... ...
  • ოზურგეთში პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლისოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი, მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს. პოლიცია ასევე იმ წესებს შეახსენებს მოსახლეობას, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა ... ...
  • სამეგრელოში მანქანით გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდებასამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება, ავტომობილებით გადაადგილებას კი პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი. დადგება დამატებითი ბლოკპოსტები რეგიონის მუნიციალიტეტების შესასვლელებში. რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი პირის ყოფნაა დასაშვები ანუ მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ეს წესი იყოს დაცული“,_ განაცხადა ჩიქოვანმა. ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ გაკონტროლდება სხვა წესების დაცვაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება. პრემიერის პრესსიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდატის საათის ... ...
  • მეუფე იაკობი: რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთმეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რომ  ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. „სახელმწიფო, რასაც იტყვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, მთავრობა ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობასა და და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, დავრჩეთ სახლში. თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება. მადლობა მთავრობას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცსებში მონაწილეობს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ... ...
  • COVID 19 _ აკრძალული საკვირაო "რიტუალი" ჩოხატაურში (ფოტორეპორტაჟი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საკვირაო ბაზრობები აიკრძალა. გამონაკლისი არც ჩოხატაურის აგრარული ბაზარია. ჯერ კიდევ გასულ კვირას ხმაურიან ადგილას, დღეს უჩვეულო სიჩუმეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ აკრძალული საკვირაო "რიტუალი" ... ...

არქივი