როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

ჩვენი რჩევები

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

2018 აპრ 3 10:10:00

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში თუ ამ დროისთვის იშვიათი ბუნებრივი გამოვლინების _ თოვლის ან ძლიერი ყინვის გამო არ მოხდება შეფერხება, შესაძლებელია, ღია გრუნტში დავთესოთ ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა ოხრახუში, ნიახური, თვის ბოლოკი, მწვანე ხახვი, წიწმატი, ქინძი, ნიორი, მხალეული. ამ ბოსტნეულს საკმაო მედეგობა ახასიათებს შედარებით დაბალი ტემპერატურის მიმართ, ვიდრე კიტრს, გოგრას, პომიდორს თუ ბადრიჯანს.

თუ მეურნე დაინტერესებულია, მალე მოხდეს ბოსტნეულის ზრდა-განვითარება, მარტივი კვალსათბურის მოწყობა ადვილი მოსახერხებელია, რომელიც ცელოფნით უნდა გადავხუროთ. თუმცა, მათთვის, ვინც სისტემატურად თესავს შესაბამის დროს ბოსტნეულს და საბოსტნე მეურნეობა მოწესრიგებული აქვს, გასული წლის სექტემბრიდან დათესილი აღნიშნული ბოსტნეული, ამ დროისთვის, საკმაოდ აქვს ოჯახში მოსახმარად და ახლა დათესვა ჩასანაცვლებლად არის აუცილებელი. ამიტომ, ღია გრუნტში დათესვა არ უნდა შეგვეშინდეს იმის გამო, რომ ზრდის პროცესი, შესაძლოა, შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, ნელი ტემპით მოხდეს.

რაც შეეხება გოგრასა და კიტრს, ზოგადად გოგროვანებს, ისინი ძალიან მგრძნობიარე არიან სიცივის მიმართ. ამიტომ დათესვისთანვე აუცილებლად უნდა დავხუროთ ცელოფნით ან სათბურში გამოვიყვანოთ ჩითილების სახით.

მარტის ბოლოდან, ასევე, უნდა ვიზრუნოთ ბადრიჯნის, წიწაკის, პომიდვრის, შაშტრამის და რეჰანის ჩითილების გამოყვანაზე. სასურველია ერთჯერადი ცელულოიოდის ჭიქებში ან სახელდახელოდ გაკეთებულ მცირე ზომის ქოთნებში ჩავყაროთ კარგად განოყიერებული მიწა, ჩავრგოთ და აპრილის ბოლომდე დავტოვოთ ჩითილები. შემდეგ კი გავიტანოთ ღია გრუნტში.

ამ დროისთვის სასურველია მოვასწროთ გადაბარვა, ორგანული ნაკელის შეტანა ჩვენს ნაკვეთებში. ასევე, საჭიროა, წინასწარ მოვამზადოთ პატარ-პატარა ორმოები ჩითილებისთვის. ჩავყაროთ ნეშომპალა, გადამწვარი ნაკელი და ასე დავტოვოთ აპრილის ბოლომდე, ვიდრე ჩითილებს არ ჩავრგავთ.




 ახალი ამბები
  • "სირცხვილია" _ მომიტინგეებმა სპეცრაზმელები შეძახილით გააცილესამ წუთებში რუსთაველის გამზირს ტოვებენ სპეცრაზმელები. აქციის მონაწილეებმა ისინი სირცხვილიას შეძახილით ... ...
  • რუსთაველის გამზირის დასუფთავება დაიწყესრუსთაველის გამზირზე მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავება დაიწყეს. მათ აქციის მონაწილეების მიერ მიტანილი ტომრების, კარვებისა და კასრების ტერიტორიიდან გატანა ... ...
  • მელია, ჯაფარიძე, მაქარაშვილი _ აქციაზე დაკავებები დაიწყოაქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ოპოზიციონერთა თქმით, დაკავებული არიან  ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და გიგა ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს, საზოგადო პანთეონის მოსაწყობად პეტიციით მიმართესდღეს ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარმოადგინეს პეტიცია,  მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი  ფინანსური სახსრების და მიწის ნაკვეთის გამოყოფისტვის ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად. პეტიციაში ნათქვამია, რომ ოზურგეთში არ არსებობს სააფლაო ან სასაფლაოს ნწილი,  რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისტვის, რომ გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგონ ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურის და საზოგადო მოღვაწეებს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ გმირებს და სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიცია დასარეგისტრირებლად ... ...
  • ოზურგეთის 2020 წლის ბიუჯეტი და დეპუტატის შენიშვნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე,    მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომელიც   26 211,6 ათასი ლარით  არის განსაზღვრული. ბიუროს წევრ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკზე შეთანხმდნენ. ხვალიდანვე,  19 ნოემბრიდან,  საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ოზურგეთის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას დაიწყებენ. საკრებულო ბიუჯეტს განიხილავს მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებისა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთადაც. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა: _აქ არ არის წარმოდგენილი  ბიუჯეტის აღწერილობითი ნაწილი. მარტო დანართით არ  მოხდება განხილვა, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს და როგორც საჭიროა, ისე შემოიტანეთ, _ თქვა ბიგვავამ. საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის აღწერილობითი ნაწილი ხვალვე წარედგინება საკრებულოს. კანონმდებლობის შესაბამისად,  საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებით 25 ნოემბრისთვის დაუბრუნებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?