როგორ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციის გასხვლა-ფორმირება

ჩვენი რჩევები

როგორ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციის გასხვლა-ფორმირება

2017 მარ 7 14:54:42

მიუხედავად იმისა, რომ ჩაის კულტურამ დაკარგა ძველი დიდება, გაიჩეხა და ამოიძირკვა ასეულობით ჰექტარი პლანტაცია, შემორჩენილ გაველურებულ თუ ნაწილობრივ მოვლილ ჩაის ფართობებზე მაინც იკრიფება ჩაის მწვანე მასა. ხშირად ეს ხდება სტიქიურად _ რომელიმე სოფელში რომელიმე კერძო პირი, არც თუ ურიგო დღიური ანაზღაურებით, სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას, მოკრიფოს ჩაი, რაშიც ხელზე უხდის ფულს.

ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამა შეიმუშავა მთავრობამაც, თუმცა რეალური შედეგის დადგომამდე საკმაო დროა. ხალხსაც გადაავიწყდა ჩაის პლანტაციის მოვლა, მისი გასხვლა-ფორმირება.

გვინდა შევახსენოთ ჩაის მოვლის წესები ჩვენს დაინტერესებულ ფერმერებს, ვისაც საკუთრებაში აქვს ან აპირებს გააშენოს ახალი ჩაის პლანტაციები, რაც უკვე რეალურად არის მოსალოდნელი _ ამას საფუძველი ეყრება ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით.

15 თებერვლიდან სამ აპრილამდე, კარგი ამინდის პირობებში, უკვე უნდა დაიწყოთ ჩაის ბუჩქის გასხვლა და ფორმირება. ამ ოპერაციების ძირითადი მიზანია ჩაის მცენარისთვის მკვრივი და ფართოვარჯიანი, დაბუჩქული ფორმის მიცემა, რაც უზრუნველყოფს ზრდის წერტილების მასობრივ და ხანგრძლივ წარმოშობას და ჩაის ფოთლის კრეფის პროცესის გაადვილებას.

გაუსხლავი ჩაის მცენარე ივითარებს ნათლად გამოსახულ ტანს და მეჩხერ ვარჯს. ასეთ მცენარეებს ახასიათებს გაძლიერებული ყვავილობა და ვეგეტატიური ორგანოების შენელებული ზრდა-განვითარება.

მას, ვინც ახლა ჩაის კულტურის აღდგენას ან სულაც პირველად აპირებს გაშენებას, უნდა ახსოვდეს, რომ ამ კულტურის არსებობის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ვეგეტატიური ორგანოების (ფოთოლი) მასა მივიღოთ. ამისთვის ჩაის მცენარეს სამი წლის ასაკში პირველად სხლავენ ნიადაგის ზედაპირიდან 10-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რომ მცენარემ დაიწყოს დაბუჩქება.

ამ წელს ჩაის ფოთლის კრეფა არ უნდა აწარმოოთ, რათა მცენარეზე განვითარდეს 8-10 ძლიერი ტოტი, რომლებიც შეადგენენ მომავალ ფოთოლსაკრეფ ბუჩქის ჩონჩხს. მომდევნო წელს ასეთ ბუჩქებს ჩაის ძირითად რაიონებში უკვე გასხლავთ 40-50 სმ სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში თუ ბუჩქები აღნიშნულ სიმაღლეს ვერ მიაღწევენ, შემდეგ წელს უნდა გასხლათ. მესამე და შემდგომ წლებში ბუჩქების გასხვლას აწარმოებენ შპალერული წესით ისე, რომ ბუჩქის ზედაპირს ნახევრად ოვალური ფორმა მიეცეს.

ზოგადად, გასხვლა უნდა აწარმოოთ წინა წელს გასხლულ დონეზე 5-10 სანტიმეტრით მაღლა, იმ ანგარიშით, რომ ბუჩქებზე მაისში ნაზარდი 2-3-კვირტიანი ნეკი დარჩეს.

გასხვლის ოპერაცია 15 თებერვლიდან შეიძლება გააგრძელოთ სამ აპრილამდე. დაბლობ, ვაკე ადგილებში, სადაც ყინვის საშიშროებაა, გასხვლა უნდა დაიწყოთ პირველი მარტიდან.

რაც შეეხება სრულხნოვან ჩაის პლანტაციას, მისი გასხვლის მიზანია: 1. ბუჩქზე ყლორტის წარმოქმნის უნარიანობის გაძლიერება და ნაყოფის მსხმოიარობის შემცირება; 2. ბუჩქების ნახევრად ოვალური ზედაპირის შექმნით კრეფის გაადვილება.

ყველა გასხვლის დროს ბუჩქებში ავადმყოფი და დაზიანებული ტოტები და ფოთლები გულდასმით უნდა გაიწმინდოს. თუ ვრცელი პლანტაცია გაქვთ, ან შეძლებთ ფართოდ მოახერხოთ მისი გაშენება, რაც უფრო სამთავრობო პროგრამებითაა შესაძლებელი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩაის პლანტაციების გასხვლა მექანიზებულად უნდა მოხდეს.




 ახალი ამბები
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვლება„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი  საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარუდგინა. კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა  დაკავებულ პირზე. პროკურატურა   სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით ... ...
  • "ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“ _ გოჩა მირცხულავათუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... , _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. "თუ ჩვენ არ ვისწავლით ვითარების ობიექტურად გაანალიზებას და მტუან-მართალს მხოლოდ იმის მიხედვით განვსაზღვრავთ ვის ვინ მოგვწონს, არაფერი გამოვა. მესმის, ძალიან რთულია სიმართლის გააზრება და აღიარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარე ხარ, ვიღაც მოგწონს, ვიღაც გძულს... მაგრამ, აბა, კარგად გადავხედოთ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავიხსენოთ უმნიშვნელო დეტალები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიცია და ეკლექტური ხელისუფლება. მერე? ამ ხელისუფლების კონგლომერატები ისევ ოპოზიციაში... მიზეზებს არ განვარცობ... ჩვენ გვისმოვნებს, როდესაც იმას ვისმენთ ერთ წინადადებად, რაც ჩვენს სურვილებს ემთხვევა. დანარჩენს კი, რამდენსაც არ უნდა გვატყუებდნენ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ტყუილს "ვაპრავებთ' და მერე თავად ვიჯერებთ. --საოცარი რამეა ცხოვრება, საოცარი. იცით, 2017 წლის 22 ივნისს რა მოხდა? მოიცა, მოიცა, არ დაგაბნევთ, ფეისბუქზე, ჩემს პირად გვერდზე, გამოვაქვეყნე „ჩანაწერი“ – „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... დიდი არაფერი ხო? პრინციპში ვისაც დაგაინტერესებთ ეს ჩანაწერი ახლაც მანდ დევს... სრული პასაჟი და ლაიტმოტივი ამ ჩანაწერის ის არის რასაც სათაურში კითხულობთ. მიზეზები რაც მაშინ ეს დამაწერინა, ფრიად აქტუალური გახლდათ. თუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... რა რატომ?--ახლა კი განსჯა - რატომ არ ითხოვდა ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და მხოლოდ გახარიასი? მე ჩემი განმარტებები მაქვს და თავს არ შეგაწყენთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვაში ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს. მივიდეს მინიმალური საგარეო და საშინაო ზიანით. ეს ჩვენ გვჭირდებ,ა ამ ქვეყნის მოქალაქეებს და აქ პრიორიტეტი ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გნებავთ ხელისუფლების დღის წესრიგი. ამიტომ, მე ასეთ ვითარებაში მთავრობის სრულ შემადგენლობას შევცვლიდი. რამდენად პოზიტიური იქნებოდა ეს სახელმწიფოსთვის ამის ახსნასაც არ დავიწყებ. ახალ მთავრობას თუნდაც ოპოზიციასთან ჯანმრთელი და ჯანსაღი დიალოგის წარმოების შანსი უჩნდება. დიალოგი კი თავის მხრივ შეანელებს იმ დაძაბულობისა და ურთიერთზიზღის მუხტს, რითაც საბოლოდ შესაძლოა, ჩვენმა მტერმა, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინმა ისარგებლოს. ვინმესთვის გაუგებარია, მისი "იუდას ამბორი" რას ნიშნავს, მით უფრო იმ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, რაშიც რუსეთს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. მაგრამ ირანის ფაქტორით აბალანსებს, ჯერჯერობით, _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...