როგორ მოვაწყოთ მოლი და მოვუაროთ მას

gurianews.com

ჩვენი რჩევები

როგორ მოვაწყოთ მოლი და მოვუაროთ მას

მაისი 02
10:12:03 2017

კომპაქტურად აღმოცენებული მოლი საოცრად  ნაზ, თითქოს, საგანგებოდ მოქსოვილ ფაფუკ ხალიჩას ქმნის და ზურმუხტოვანი ფერი ხშირად სხვადასხვა ელფერს იძლევა, რაც უსაზღვროდ ალამაზებს გარემოს, კერძო ოჯახის კარმიდამოს თუ ბაღ-პარკებს და  მხატვრული პეიზაჟის შექმნისთვის უმშვენიერესი საშუალებაა.

მოლის მოწყობაზე ათეული წლების წინ განსაკუთრებით ზრუნავდნენ. მერე მინელებულმა ტრადიციამ, დღეს ნელ-ნელა იწყო განახლება, ხშირად კითხულობენ მოლის საუკეთესო ჯიშების და მისი დათესვის, მოწყობა-მოვლის შესახებ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მოლის ყოველ კვადრატულ მეტრზე მარცვლოვანი ბალახები, ვეგეტაციის პერიოდში, აორთქლებს 500-დან 750 ლიტრამდე წყალს. სილამაზის გარდა, მწვანე მოლი საგრძნობლად აგრილებს ზაფხულის პერიოდში ჰაერის ფენებს.

მოლი, დანიშნულების მიხედვით, ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ეს არის დეკორაციული და სასპორტო.

ამჯერად ჩვენ დეკორაციულ მოლზე ვსაუბრობთ, რომელიც საოჯახო გარემოშია მიზანშეწონილი და ბევრს აინტერესებს მისი დათესვა და მოწყობა. ასეთ სახეობას ეკუთვნის "მავრიტანული" და "იაპონური" მოლი, რისთვისაც მოლის ბალახს, მოყვავილე ბალახის თესლთან შერეულს თესავენ. ეს უნდა მოხდეს ძალიან კარგად დამუშავებულ ნიადაგზე.

თუ გვინდა ჩვენი მოლი მთელი სეზონის განმავლობაში _ ადრე  გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე  ყვავილობდეს,  დათესვამდე უნდა შევარჩიოთ ასორტიმენტი. გურიის სინამდვილეში როცა ვმოქმედებთ, მოლის თესლის ნარევის შედგენისას  უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური პირობებისადმი დამოკიდებულება. უმჯობესია 2-4 კულტურის ნარევი, რადგან ბალახების განვითარებისას, რომელიმეს დაღუპვის შემთხვევაში, ერთი ავსებს მეორეს და სახეს ხანგრძლივად ინარჩუნებს.

დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში მოლის დათესვის მსურველმა ბალახების ასეთი ნარევი უნდა გამოიყენოს:  50% მრავალწლოვანი კოინდარი, 15%  ჰიბრიდული სამყურა, 35% იტალიური კოინდარი. მოლის ბალახი სქლად უნდა დავთესოთ.  თესვის საუკეთესო დრო მარტი და აპრილია ან გვიანი შემოდგომა. შეიძლება დავთესოთ მაისშიც. საოჯახო პირობებში სქლად, ხელით მოვაპნიოთ, სამი სმ სიღრმეზე. მობნეული თესლი კიდევ ერთხელ ფოცხით მოვასწოროთ, გავათანაბროთ და  დავტკეპნოთ ფიცრის სატკეპნით და ან სხვა მოხერხებული საგნით. შემდეგ ზედაპირი დავნამოთ წმინდა ბადიანი სანამით. პირდაპირ წყლის ჭავლი, თუნდაც სუსტი,  არ მიუშვათ.

სათანადო და რეგულარული მოვლით მოლი ათეული წლების განმავლობაში არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას და ღირებულებას. ის ყოველთვის უნდა გავწმინდოთ სარეველებისგან და თუნდაც წვრილი კენჭებისგან. ასევე, მოლი ხშირად საჭიროებს, როგორც მორწყვას, ისე თიბვას თუ გაკრეჭას. მოთიბვა უნდა მოვახდინოთ ფრთხილად, ერთი მიმართულებით, რის შემდეგაც მცენარე ივითარებს უამრავ ახალ მწვანე ყლორტს და ქმნის შეკრულსა და  მკვრივ კორდს, ხოლო ერთწლიანი სარეველა ბალახები თავისთავად ისპობა.

მოლის გადათიბვა მაშინ უნდა მოვახდინოთ, როცა ბალახის ნორჩი ყლორტები 10-12 სმ სიმაღლეს აღწევს. რაც უფრო მაღალია ბალახი,  მით უფრო უხეში ხდება იგი _ ფოთლები მაგრდება, ბაცდება. ძველი ყლორტებიდან თანდათან ცვივა ქვედა შეყვითლებული ფოთლები, ყლორტის ქვედა ნაწილი შიშვლდება და ღეროები იწყებს ყვავილობას.

მოლი ყოველ 12-15 დღეში უნდა გავთიბოთ.  მონათიბი ბალახი კი უნდა ავიღოთ მაშინვე, რათა საღი მასა არ გააყვითლოს.



 ახალი ამბები
  • ექსკლუზიური ფოტოები "ნაბეღლავის" მუზეუმიდანსს "წყალი მარგებელის" ახალ ქარხანაში, რომელიც "ნაბეღლავთან" და "ბახმაროსთან" ერთად რაუხის პროდუქციასაც უშვებს მუზეუმიც მოაწყვეს. კომპანიის განვითარების ყველა ეტაპი ფოტოებზეა აღბეჭდილი. აქვე, "ნაბეღლავის" პირველი გამოშვებაც შეგიძლიათ ნახოთ. მუზუემში განთავსებული უნიკალური ფოტოები, რომლის გადაღების უფლებაც "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად მიიღო, საუკუნეზე მეტი ... ...
  • "ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური"_ სააკაშვილს ბრილიანტის მწვანე შეასხეს ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მაისურზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ინციდენტი ვინიცის ოლქში მოხდა, სადაც სააკაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავდა. მომხდარზე კომენტარი სააკაშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ზე გააკეთა. ყოფილმა გუბერნატორმა პერანგის გაფუჭებისთვის 50 ევროს გადახდა პრეზიდენტ პოროშენკოს მოსთხოვა, რადგანაც მისი მტკიცებით, თავდამსხმელები სწორედ პოროშენკოს ბლოკის წევრებმა დაიქირავეს. „მორიგი თავდასმა ბრილიანტის მწვანეთი ლადიჟინში. თავდამსხმელმა აღიარა, რომ 200 გვივენად დაიქირავეს ადამიანებმა, რომლებიც როგორც ჩანს, პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლები იყვნენ. პეტრო ალექსეევიჩ, ან შეწყვიტეთ ეს საბავშვო ბაღი, ან ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში შევიძინე, როდესაც ტანზანიიდან ვბრუნდებოდი“, - წერს სააკაშვილი. ანალოგიური ინციდენტი 19 ივნისსაც მოხდა. კრივოი როგში სააკაშვილს კვერცხები და ბრილიანტის მწვანის პაკეტები ესროლეს. ... ...
  • თბილისი-თელეთის გზატკეცილზე ავტობუსი ამობრუნდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-თელეთის გზატკეცილზე. მოსკოვი-ერევანის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.  „მოამბის“ კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულები მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი - სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაცმინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან დაკავშირებით აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. „მინდა სიტყვა გადავცე ენერგეტიკის მინისტრს, ადამიანს, რომელმაც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში, მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.  შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის ... ...
  • პრემიერის მიერ დარგული ხე და განსაკუთრებული მილოცვა ნაბეღლაველებს40  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გურიაში _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო, რომელიც კომპანია „წყალი მარგებელს“ ეკუთვნის, გასულ შაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, თუმცა, გახსნამდე, ქარხნის ეზოში სიმბოლურად ციტრუსი დარგო. ახლად გახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი", ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან" ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. როგორც „წყალი მარგებლის“  დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, ახალი ქარხანა უდიდესია არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში: „წყალი მარგებელი დღეს 20 წლის გახდა და სიმბოლურია, ახალი ქარხნის გახსნა რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა“, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. ღონისძიებას, პრემიერის გარდა  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. "განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე.  მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე _ უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულზე:  "მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია "რაუხი",  ქართული პროდუქცია გაიყიდება არა ერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის გახორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა", _ აღნიშნა პრემიერმა. როგორც მიხეილ სვიმონიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი, ასევე, ექსპორტზე ... ...

არქივი

ზაფრანი

კარაქის სამკურნალო თვისებები

კარაქის მთავარი ღირებულებაა რძის ცხიმი,...

„ვარსკვლავი“ თოჯინები

 ჰოლივუდის ვარსკვლავთა საყოველთაო აღიარებით, ე.წ....

"დიდი ფინჯანი"... შოკოლადი

 გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად მსოფლიოში...

მწვანე აფთიაქი

გარდა იმისა, რომ კრაზანას ანტისეპტიკური,...

ვაშლი ჯანმრთელობის სამსახურში

ცნობილია, რომ ვაშლი არა მარტო...

„ლოთი“ თუთიყუშები

ავსტრალიის ქალაქ პალმერსტონს მთვრალი თუთიყუშები...