როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ჩვენი რჩევები

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

5 ნოე. 2017, 15:51:43

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან და წამლებიდან ორგანიზმში აღწევს უცხო ნივთიერებები. ბევრი მათგანი მავნე და შხამიანია, რომლებსაც ორგანიზმი ვერ უმკლავდება. მათი დაგროვება კი იწვევს ინტოქსიკაციას.

ინტოქსიკაციის სიმპტომებია: - უღონობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, სუნთქვის გაძნელება, ქრონიკული დაავადების გამწვავება. ტოქსინებით ყველაზე დიდ დარტყმას იღებს ღვიძლი, ამიტომ საჭიროა მისი დაცვა, რაშიც დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეები - ბაყაყურა და მატიტელა, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის მუშაობას, ხელს უშლიან მის დაშლას. ამ მცენარეებით დამზადებული წამლები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში.

ორგანიზმს მავნე ნივთიერებებთან გამკლავებაში დაეხმარება შემდეგი მცენარეების ნაერთი:

1. ბირკა, შვიტა, კრაზანა, ორკბილა, სამყურა, მარწყვის ფოთლები.

2. ნეგო, მოცხარისა და არყის ხის ფოთლები, ძიძო, ორკბილა, კრაზანა.

ორივე ნაერთის ნაყენის მომზადების წესი ერთნაირია.

ამ მცენარეთა თანაბარი ნარევის 1ს/კ-ს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსია 20 დღე.

ორგანიზში დაგროვილ ნიტრატებსა და ქლორს გამოდევნის კრაზანა, გულყვითელა, ასფურცელა, ნეგო, ცაცხვი, წიწმატურა, ძირტკბილა.

მძიმე მეტალებსა და რადიონუკლეიდებს - ასფურცელა, ნაძვისა და სოჭის წიწვი, ორკბილა, მრავალძარღვა, მწვანე ჩაი, ცირცელი, სელის თესლის ნახარში, წითელი მშრალი ღვინო.

ტყვიას გამოდევნის შვიტა და ნიორი.

პესტიციდებს - სიმინდის ფაფა.

თამბაქოს ბოლის კანცეროგენურ ზემოქმედებას ანეიტრალებს კამის თესლი.

ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას ხელს უშლის წყალი და სწორი კვება. ამიტომ სვით რაც შეიძლება მეტი უგაზო წყალი და შვრიის ფაფა ვაშლით, მწვანე ჩაი, რომელიც არა მარტო მატონიზებელია, არამედ მსუბუქი შარდმდენიც.

თირკმლებს აქტიურად ამუშავებს ხილის ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი.

ხშირად მიირთვით აირღუმელში შებრაწული და მოხარშული არტოშიკი და მიწავაშლა, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავებისა და ღვიძლის მუშაობას, ხელს უშლიან ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვას.

მიირთვით მეტი ხილი და კენკრა: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, საზამთრო, ნესვი, კიტრი, ყურძენი, ხენდრო, ჟოლო.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - აღნიშნავს მეუფე ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?