როგორ მოვუაროთ მონსტერას

ჩვენი რჩევები

როგორ მოვუაროთ მონსტერას

2017 მარ 7 14:38:05

ჩემს მონსტერას, რომელსაც ხუთი წელია, სასოებით ვუვლი, ბოლო დროს ფოთლები დაუავადდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ფოთლის კიდეები გამხმარი აქვს, მოშავო და ყავისფერი ლაქებით დაფარული. ასევე აქვს, დაახლოებით, დიდი ღილის ოდენა დაზიანებული ადგილები. გიგზავნით დაავადებული მცენარის ფოთლების ფოტოს. იქნებ, მირჩიოთ, რა მოვუხერხო?

 პატივისცემით,ცირა გოგოტიშვილი, ოზურგეთი

მონსტერა ტროპიკული მცენარეა. მას წვიმა და სინესტე უყვარს. ამასთანავე, სითბოს მოყვარულია. სურათიდან რაც ჩანს, მცენარეს აშკარად ეტყობა, მშრალი ჰაერის გამო, დისკომფორტი შეექმნა. როცა ზამთარში ოთახის ტემპერატურის პირობებში ვამყოფებთ, მშრალი ჰაერი მცენარეზე დადებითად არ მოქმედებს. ამიტომ, ფოთლები ხშირად უნდა გავწმინდოთ სველი ღრუბელით, შემდეგ ჩვარით და დავნამოთ.

კვირაში ორჯერ დანამვა სავსებით საკმარისია, რომ თქვენი მონსტერა სრულფასოვანი ფოთლებით შეხვდეს გაზაფხულს. როცა მას ღია სივრცეში გაიტანთ, ეზოში მოათავსეთ ჩრდილქვეშ. არც ოთახის და არც საკარმიდამო პირობებში (როცა წვიმა არ არის) არ დაგავიწყდეთ მორწყვა, კვირაში ერთხელ მაინც.

გირჩევთ, დაზიანებული ადგილები ფოთლებს ფრთხილად შემოაჭრათ მაკრატლით ისე, რომ სიმწვანეს არ შეეხოთ.

ზოგადად ოთახის მცენარეებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ტროპიკული წარმოშობისაა, გამოზამთრება სწორედ იმიტომ უჭირთ, რომ მიუხედავად თბილი გარემო პირობებისა, ოთახის მშრალი ჰაერი მათ დისკომფორტს უქმნის. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ დანამვა! გაითვალისწინეთ ფოთლების უკანა მხარეების როგორც მტვრისგან გაწმენდა, ისე დანამვაც.

 

ზურაბ ბაუჟაძე, ჟურნალისტი, ყვავილოვან მცენარეთა მოყვარული მებაღე




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის 86_ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე ცუდად გახდა _ უბანზე სასწრაფოაამ წუთებში ზუგდიდის #86-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა. არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე გახდა ცუდად. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა ჯერ არ დაწყებულა და დაძაბული სიტუაციაა. გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, მათი 4 დამკვირვებელი უბნიდან არის გამოძევებული. ადგილზე მობილიზებული პოლიცია, რომელიც უბნის ეზოში ჟურნალისტებს არ უშვებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა არ გამორიცხავს, რომ უბანზე გაყალბების გეგმა აქვთ. _ ალბათ, სურთ, ჩვენი მეხუთე დამკვირვებელი გამოაძევონ და მერე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, _ აღნიშნა ... ...
  • სანდრა რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვხუმრობ თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. რულოვსი ამბობს, რომ არჩევნები მოიგო: „ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ, ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა ... ...
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...