როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ჩვენი რჩევები

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

23 იან. 2019, 20:28:46

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და ებრძვიან ამ საშინელ დაავადებას, ალბათ ყველაფერს გაიღებენ, ეს ავადმყოფობა რომ დაამარცხონ.

“ყველა ზომა რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც სიმსივნით დაავადებულნი იღებენ წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ასევე ეფექტურია ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც”, – ასე ამბობს ექიმი დუაით მაქქეი, ონკოლოგიური დაავადებების კვლევისა და მკურნალობის და ჯანსაღი კვების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

მაქქეი გირჩევთ გაითვალისწინოთ მარტივი წესები. საჭიროა არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ საკუთარ თავს სიტყვა მისცესთ, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოიყენებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმია და ყოველდღიურად უწევს თავის პაციენტებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება, დუაით მაქქეი ამტკიცებს, რომ მისი რჩევები ნამდვილად ეფექტურად მოქმედებს არა მხოლოდ მის პაციენტებზე, არამედ მათზე ვინც ამას გაითვალისწინებს.

1. თავიდან აიცილეთ სტრესი

ქრონიკული სტრესი თრგუნავს იმუნური სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას, ეს კი – სიმსივნის კერის საფუძველია. უნდა იპოვოთ სტრესისგან თავის დაღწევის სასიამოვნო საშუალება, იქნება ეს იოგა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, მედიტაცია ან ისეთი აქტივობა რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს. საიდუმლო ზუსტად სიამოვნების მიღებაში მდგომარეობს: თუ არ გსიამოვნებთ ამის კეთება, მალევე თავს მიანებებთ.

2. მოერიდეთ ობს

"მიკოტოქსინები და აფლატოქსინები, რომელსაც ობი შეიცავს, მეცნიერულ სამყაროში ყველაზე ცნობილი კარცეროგენებია, " – ამბობს ექიმი მაქქეი. თუ სახლში მილს გასდის, ან მსგავსი პრობლემა გაქვთ აბაზანასა თუ სარდაფში, კედლები გისველდებათ და ობის სუნს გრძნობთ, არ დააყოვნოთ, გამოიძახეთ ექსპერტი, რომელიც თქვენს სახლს შეამოწმებს და დაადგენს რამდენად სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

3. ოფლი მოიდინეთ

ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) კვლევების თანახმად, სპორტულ დარბაზში სიარული ეხმარება სიმსივნის თავიდან აცილებასა და მის დამარცხებაში. მეცნიერებმა შეისწავლეს 16 ონკოპაციენტი, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ დაავადებას, სამთვიანი ვარჯიშის კურსამდე და მის შემდეგ. მათ შეადარეს ჯანმრთელი იმუნური უჯრედების რაოდენობა, რომელსაც უნარი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს სიმსივნეს, იმ ჯრედებს, რომელსაც არ გააჩნია მსგავსი მოქმედების საშუალება. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი უმრავლესობაში იყო ვარჯიშამდე, მაშინ როდესაც 3 თვის შემდეგ "ცუდი" უჯრედების რაოდენობა 15%-ით შემცირდა.

4. დახმარების ხელი გაუწოდეთ

არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც უანგარო დახმარებას უწევთ სხვას (მაგალითად, მოხალისე ხართ), ამით თქვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას ამაღლებთ. "ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მუდმივად იყოთ დაკავებულნი იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ამბობს მაქქეი. – და ამ შემთხვევაში არაფერია იმაზე უფრო შესაფერისი, ვიდრე უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს."

5. მიიღეთ ვიტამინები

ალბათ დაიღალეთ ამის მოსმენით, მაგრამ ვიტამინი D ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მთლიანობაში – და ამასთან, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი მას საკმარისი რაოდენობით არ იღებს. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სუფთა ჰაერზე სეირნობით – საკმარისია 10 წუთი დღისით. თუმცა, რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მზე უფრო სუსტდება, ამიტომ D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება მოგიწევთ, მაგალითად, ცხიმიანი თევზის.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი გაიხსნებასაქართველოს ბანკის პარტნიორობით ბათუმში, უეფა-ს IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება.   2017  წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს დასრულდა. ბათუმის ახალი სტადიონი უმაღლესი ხარისხის მონიტორებით, განათებებითა და ხმის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ხმის მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს. საფეხბურთო სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს, როგორც მინდვრის საფარის, ასევე სკამების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონზე მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგია განთავსებული. ასევე მოწყობილია სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. პროექტის ჯამური ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატება. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ქვეყანაში კიდევ ერთი, წარმატებული პროექტი განხორციელდა. ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც იძლევა არა მხოლოდ უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო მატჩების, არამედ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებს. საქართველოს ბანკი კვლავ აქატიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია და ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერ ბანკს,  ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ... ...
  • გიორგი გახარაია: "სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ"„ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართება, სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს განიხილავენ. „დღეს ჩვენ გვექნება ასევე კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ", _ განაცხადა ... ...
  • როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთებიგახდით კრისტოფერ კოლუმბი და აღმოაჩინეთ ახალი გზები! იცოდით რომ ახალი გზების აღმოჩენით თქვენ შეგიძლიათ უამრავი თანხა დაზოგოთ ნებისმიერი მიმართლებით ფრენისას? ამის გასაგებად მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. თუკი ავია ხაზები ახალ რეისებს იწყებენ ნებისმიერი ლოკაციის მიმართულებით, როგორც წესი საწყის პერიოდში ამ რეისებზე ფასები ძალიან დაბალია. ასეთი სასარგებლო ინფორმაციების მიღება სხვადასხვა ავიაკომპანიების სიახლეების წერილების გამოწერით შეგიძლიათ, მაგალითად ელექტრონული ფოსტის დახმარებით. შეარჩიეთ გაფრენის დრო იდეალურად, რათა ყველაზე იაფი ავიაბილეთები შეიძინოთ როდესაც იაფად ავიაბილეთების შეძენა გსურთ, მთავარია შეარჩიოთ ზუსტი დრო, რის დროსაც ერთ დღესაც კი უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუკი თქვენ გაფრენის წინა დღეს მოგესურვებათ ავიაბილეთების დაჯავშნა, ამაში ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ, რაც მდიდარი კლიენტების პრეროგატივაა. თუ თქვენ ერთი კონკრეტული ავიახაზების ერთგული მომხმარებელი არ ხართ და მათ რომელიმე დაანონსებულ ფასდაკლებას არ ელით ბოლო წუთებამდე, მაშინ სჯობს რაც შეიძლება ადრე გააკეთოთ არჩევანი. ცნობილი საძიებო სისტემის გაანალიზების შედეგად დადგენილია, რომ 53 დღით ადრე ბილეთის დაჯავშნა თითქმის ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად არის შესაძლებელი. დაზოგეთ თანხა შესვენებით  ნებისმიერი მიმართულებით გაფრენისას, პირდაპირი რეისები ყოველთვის უფრო კომფორტულად გვეჩვენება. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ დროის დაზოგვა ყოველთვის უფრო მეტის გადახდას არ უდრის, ამ ხერხის გამოყენება მაინც მნიშვნელოვანია. თუკი თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის პირდაპირ ჩაფრენა სასურველ აეროპორტში, მაშინ აჯობებს რომ გზაში შეისვენოთ. ამით საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვას შეძლებთ. რეისები, რომლებიც რომელიმე აეროპორტში გადაჯდომით სრულდება, ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე პირდაპირი ფრენები.   გამოიყენეთ მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემა ისეთი თანამედროვე ინტერფეისის მქონე საძიებო სისტემების გამოყენება, როგორიც avia.ge გახლავთ, საკმაოდ დიდ თანხას დაგაზოგინებთ. მოხერხებული ვებგვერდი საშუალებას მოგცემთ სწრაფად და მარტივად იპოვოთ ყველაზე დაბალფასიანი aviabiletebi, ნებისმიერი მიმართულებით. ამის გასაკეთებლად სახლიდან გასვლა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების სტუმრობაში დროის დახარჯვა აღარ ... ...
  • ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი იყო- პრემიერიმობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში  ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი. „ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიყავით აბსოლუტურად ღია, გულწრფელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვებოდა ინფიცირების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ, თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა, ვირუსის, დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა და ეს გახლდათ ის, რომ მაში, არ თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური, რა თქმა უნდა, რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ბევრი  ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია. დღესაც, საქართველო მწვანე ქვეყანად რჩება", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ... ...
  • ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ- გახარიადღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს განიხილავენ,_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა. პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური. "ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც და ბავშვები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნა გიორგი ... ...

არქივი