როგორ ვებრძოლოთ ადრიან გაზაფხულზე მცენარის მოყინვას

ჩვენი რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ადრიან გაზაფხულზე მცენარის მოყინვას

7 მარ. 2017, 14:46:18

თუ წლევანდელ ზამთარს გავითვალისწინებთ, რომელიც თავს არ გვანებებს და თებერვლის მიწურულსაც თოვს, ადვილი შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე ყინვებმა იმძლავროს. სწორედ მაშინ, როცა მცენარე ყვავილობას იწყებს.

გურიაში, სადაც ხშირი არ არის ყინვები, წლევანდელი ცივი და თოვლიანი ზამთარი საშიშროებას ქმნის. ამიტომ თებერვლის ბოლოსთვის მზად უნდა გვქონდეს სხვადასხვა ხმელი მასალა _ ფოთლები, წიწვები, რომელიც უხვად ყრია ნაძვებიან ტერიტორიაზე. ასევე, უნდა გამოიყენოთ მანქანის ძველი საბურავები.

მასალა, რომელსაც ცეცხლს წაუკიდებთ, ვაზის, კივის, მანდარინის თუ ხეხილოვანი ბაღების ტერიტორიაზე სწორხაზობრივად ისე განალაგეთ, რომ ტერიტორია მთლიანად მოიცვას _ ერთ ადგილზე ცეცხლის დანთება მთელ ბაღს ვერ უშველის.

ცეცხლი საღამოს პირას ისე უნდა დავანთოთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბოლავდეს და არ ჩაქრეს. თუ შეატყობთ, რომ ყინვა ძლიერია, სასურველია, მცენარეებს ღამეც უთიოთ და დრო და დრო ცეცხლი განაახლოთ.

ყინვების დასრულების შემდეგ, მცენარეებს კარგად უნდა დააკვირდეთ _ შესაძლოა, უფრო ახალგაზრდა, ერთი ან ორწლიანი ნარგავები მაინც წაყინოს. ამიტომ, ის ჩვეულებრივ უნდა გავსხლათ.

მოყინულ ადგილებს კარგად შევამჩნევთ მცენარის ვეგეტაციის დაწყების დროსაც. ტოტების ზედა ნაწილში წაყინული კვირტები დამჭკნარი იქნება და აღარ გაიშლება. ამიტომ, ის აუცილებლად წავასხლათ, რომ ქვედა ნაწილს განვითარებაში ხელი არ შევუშალოთ.

წაყინვის თუ ნებისმიერი ადრე საგაზაფხულო სხვლის დროს, მოიშველიეთ ბაღის მალამო ან ჩაანაცვლეთ ის ნატურალური სანთლით. არ დატოვოთ შიშველი წანასხლავი ადგილები, რადგან ასე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ მცენარის წაყინული ტოტების განახლების საკითხს.

 

 




 ახალი ამბები
  • როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთებიგახდით კრისტოფერ კოლუმბი და აღმოაჩინეთ ახალი გზები! იცოდით რომ ახალი გზების აღმოჩენით თქვენ შეგიძლიათ უამრავი თანხა დაზოგოთ ნებისმიერი მიმართლებით ფრენისას? ამის გასაგებად მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. თუკი ავია ხაზები ახალ რეისებს იწყებენ ნებისმიერი ლოკაციის მიმართულებით, როგორც წესი საწყის პერიოდში ამ რეისებზე ფასები ძალიან დაბალია. ასეთი სასარგებლო ინფორმაციების მიღება სხვადასხვა ავიაკომპანიების სიახლეების წერილების გამოწერით შეგიძლიათ, მაგალითად ელექტრონული ფოსტის დახმარებით. შეარჩიეთ გაფრენის დრო იდეალურად, რათა ყველაზე იაფი ავიაბილეთები შეიძინოთ როდესაც იაფად ავიაბილეთების შეძენა გსურთ, მთავარია შეარჩიოთ ზუსტი დრო, რის დროსაც ერთ დღესაც კი უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუკი თქვენ გაფრენის წინა დღეს მოგესურვებათ ავიაბილეთების დაჯავშნა, ამაში ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ, რაც მდიდარი კლიენტების პრეროგატივაა. თუ თქვენ ერთი კონკრეტული ავიახაზების ერთგული მომხმარებელი არ ხართ და მათ რომელიმე დაანონსებულ ფასდაკლებას არ ელით ბოლო წუთებამდე, მაშინ სჯობს რაც შეიძლება ადრე გააკეთოთ არჩევანი. ცნობილი საძიებო სისტემის გაანალიზების შედეგად დადგენილია, რომ 53 დღით ადრე ბილეთის დაჯავშნა თითქმის ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად არის შესაძლებელი. დაზოგეთ თანხა შესვენებით  ნებისმიერი მიმართულებით გაფრენისას, პირდაპირი რეისები ყოველთვის უფრო კომფორტულად გვეჩვენება. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ დროის დაზოგვა ყოველთვის უფრო მეტის გადახდას არ უდრის, ამ ხერხის გამოყენება მაინც მნიშვნელოვანია. თუკი თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის პირდაპირ ჩაფრენა სასურველ აეროპორტში, მაშინ აჯობებს რომ გზაში შეისვენოთ. ამით საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვას შეძლებთ. რეისები, რომლებიც რომელიმე აეროპორტში გადაჯდომით სრულდება, ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე პირდაპირი ფრენები.   გამოიყენეთ მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემა ისეთი თანამედროვე ინტერფეისის მქონე საძიებო სისტემების გამოყენება, როგორიც avia.ge გახლავთ, საკმაოდ დიდ თანხას დაგაზოგინებთ. მოხერხებული ვებგვერდი საშუალებას მოგცემთ სწრაფად და მარტივად იპოვოთ ყველაზე დაბალფასიანი aviabiletebi, ნებისმიერი მიმართულებით. ამის გასაკეთებლად სახლიდან გასვლა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების სტუმრობაში დროის დახარჯვა აღარ ... ...
  • ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი იყო- პრემიერიმობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში  ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი. „ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიყავით აბსოლუტურად ღია, გულწრფელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვებოდა ინფიცირების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ, თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა, ვირუსის, დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა და ეს გახლდათ ის, რომ მაში, არ თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური, რა თქმა უნდა, რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ბევრი  ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია. დღესაც, საქართველო მწვანე ქვეყანად რჩება", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ... ...
  • ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ- გახარიადღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს განიხილავენ,_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა. პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური. "ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც და ბავშვები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნა გიორგი ... ...
  • ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ დააკავა. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ... ...
  • კიბერდანაშაულის ფაქტზე ოზურგეთში ორი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ტ.ც. და 1990 წელს დაბადებული ო.ჩ. დააკავეს. ტ.ც.-ს ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ო.ჩ.-ს კი ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ტ.ც.-მ მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. მან, კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7000 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი - 2000 ლარი ტ.ც.-მ წინასწარი შეთანხმებით, ამავე ონლაინ ტოტალიზატორის მომხმარებელ ო.ჩ.-სთან ერთად გაანაღდა. მეორე ნაწილი კი - 5000 ლარი ტ.ც.-მ ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა. სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ... ...

არქივი