როგორ ვიმოქმედოთ ხეხილოვანთა პლანტაციებში ზამთრის მოახლოებისას

ჩვენი რჩევები

როგორ ვიმოქმედოთ ხეხილოვანთა პლანტაციებში ზამთრის მოახლოებისას

21 დეკ. 2017, 23:56:57

ნოემბერი მიიწურა და პირველ რიგში, უნდა მივხედოთ ისეთ ნარგავებს, რომელიც ბუჩქოვანია და აკვრას საჭიროებს, რომ ნაადრევად მოსულმა თოვლმა ან ქარმა არ დააზიანოს. ასეთია ფეიჰოა, კენკროვნები.

ფეიჰოას ბუჩქები სარზე შემოხვევის პრინციპით უნდა მივამაგროთ. ზოგი მხოლოდ ერთი წრის შემოხვევით კმაყოფილდება, რაც საიმედო არ არის. ასევე, კარგად უნდა ავაკრათ კენკროვნები.

ყურადღებით დავაკვირდეთ ჟოლოს ბუჩქს. ბოლო პერიოდში ამ კულტურის პოპულარობა გაიზარდა და ბაზარზე ნაყოფის ფასი აიწია.

ჟოლო ადვილად მრავლდება ფესურით. საყურადღებოა ერთი რამ, რაც ჟოლოს გადარგვისას უნდა ვიცოდეთ _ ბევრი ყურადღებას არ აქცევს და მიიჩნევს, რომ სულ ერთია, როდის გადავრგავთ. დაუშვებელი არ არის, თუ მცენარეს ადრე გაზაფხულზე გადარგავთ, თუმცა, გვიან შემოდგომაზე გადარგული უკეთესია _ გაზაფხულზე აყვავდება და მსხმოიარობის დასრულების შემდეგ, მომდევნო შემოდგომაზე, ღერო უკვე ძირში მოსაჭრელი იქნება.

თუ ადრე გაზაფხულზე გადარგული ჟოლო გვაქვს და ასეთი ნარგავები ბევრგან გვხვდება, სათითაოდ ავაკრათ შპალზე და როცა ფოთლებს დაყრის, დეკემბრის ბოლოს, წვეროდან ქვემოთ, ორი-სამი კვირტის მქონე ღეროს ნაწილი წავაჭრათ. ასეთი ნერგი გაზაფხულზე უხვმსხმოიარე იქნება, შემოდგომაზე კი დასჭირდება განახლება _ ხმელი ღერო მოიჭრება და ამოიყრის ახალი. უმჯობესია, ჟოლო გვიან შემოდგომაზე გადავრგოთ და ერთწლიანი შუალედით მოვახდინოთ მცენარის განახლება. არ შეიძლება გაზაფხულზე გადარგულ ძირზე წამოსული ღეროს შემოდგომაზე მოჭრა.

თუ ამინდი საშუალებას მოგვცემს, ხეხილოვნებს ჩამოვფხიკოთ ხავსები, სხვადასხვა ლაქები, მღიერები და შემდეგ შევათეთროთ. გაზაფხულზე კი ეს პროცედურა კვლავ გავიმეოროთ. ხშირად ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მეურნეებს, რომ გაზაფხულზე დაეწყოთ ხეხილოვნების შეთეთრება, თუმცა, ბუნებაში მომრავლდა როგორც სოკოვანი და ნაცრის დაავადება, ასევე მავნებლები. ამიტომ ხეხილოვნებს მეტი ყურადღება სჭირდება.

კირის წყალხსნარი გააკეთეთ ასეთი თანაფარდობით: ერთი კილოგრამი კირი ხუთ ლიტრ წყალში გახსენით.

აუცილებლად ამოავსეთ ხის ტოტებსა თუ ვარჯზე თუნდაც მცირე ფუღუროები. თუ მალამოს ვერ იყიდით, გაცერით ნაცარი, მოზილეთ ცომის სისქის მასა და ამოავსეთ ნებისმიერი სიღრუე.

ნოემბრის ბოლოდან მოამზადეთ ორმოები სხვადასხვა ნერგებისთვის. არ გადადოთ საგაზაფხულოდ თხილის, წაბლის, კაკლის თუ ციტრუსოვანთა გადარგვა. გაზაფხულზეც აუცილებლად გაიხარებს თქვენი ნარგავები, მაგრამ შემოდგომაზე დარგული უმჯობესია.

დღეისთვის გამახვილებულია ყურადღება ტყემლის ნარგავების გაშენებაზე, რადგან ბაზარზე გაიზარდა ქართული საწებლის მოთხოვნა. სასურველია, ტყემალიც შემოდგომაზე დავრგოთ. ოღონდ თუ ნამყენია, დარგვის შემდეგ 70-80 სმ სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას. როდესაც ყლორტები მიაღწევს 3-5 სმ-ს, ნამყენის გადაჭრის არეში უნდა შეირჩეს 4-5 კარგად განვითარებული ყლორტი, დანარჩენი ყველა ყლორტი ამოიჭრება. მეორე წელს ნამყენზე არსებული ტოტებიდან კარგად განვითარებული ზედა ტოტი უნდა შეირჩეს ცენტრალურ გამაგრძელებლად და გადაიჭრას 50-60 სმ სიმაღლეზე. დანარჩენი ტოტები დაექვემდებარება მას და დამოკლდება 25- სმ სიმაღლეზე.

ტყემლის გასხვლა-ფორმირებაც იგივეა, რაც ქლიავის, იმ განსხვავებით, რომ ტყემლის კულტურაზე გამაახალგაზრდავებელი გასხვლა საჭირო არ არის.

ყურადღება მივაქციოთ საშემოდგომო გასხვლას. გურიაში მკაცრი ზამთარი არ იცის, ამიტომ დაკვირვების შემდეგ, თუ არ ცივა და ყინვებსაც არ პროგნოზირებენ, ყველანაირი კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის გასხვლა დასაშვებია. მცენარეები გავათავისუფლოთ ზედმეტი ხშირი ამონაყრებისგან. გასხვლა აუცილებლად უნდა დავიწყოთ ფოთოლცვენის დასრულების შემდეგ.

ზამთრის მოახლოებისას ყურადღება მივაპყროთ ახალგაზრდა, ახალმსხმოიარე ხეხილის ბაღებს, ვენახს და აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ნიადაგის განოყიერება, როგორც ორგანული, ისე, არაორგანული სასუქით. ხეხილოვანი კულტურების ქვეშ სასუქების შეტანის ვადების სწორად განსაზღვრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ხეხილოვანი კულტურები, განვითარების ბიოლოგიური ფაზების მიხედვით, სხვადასხვა რაოდენობით მოითხოვენ საკვებ ნივთიერებებს. ხეხილის დარგვისას ფოსფორიანი სასუქებიდან ნიადაგში უნდა შევიტანოთ როგორც მარტივი, ისე ორმაგი სუპერფოსფატი, თუმცა, გურიაში, სადაც მჟავე ნიადაგებია, უნდა შევიტანოთ ფოსფორის სუფთა ფქვილი, ხოლო კალიუმიანი სასუქებიდან ორმოცპროცენტიანი კალიუმის მარილი.

რაკი აქცენტი ახალგაზრდა ბაღებზე გავაკეთეთ, ნიადაგის კარგად განოყიერების შემთხვევაში, ამ ახალგაზრდა ბაღებს სამი წლის განმავლობაში აღარ სჭირდება არანაირი სასუქი, გარდა აზოტიანისა, რომელიც ყოველწლიურად ძირებთან ჩათოხვნით უნდა შევიტანოთ.




 ახალი ამბები
  • “გადავწყვიტე, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის შემესწავლა ან გამეხსენებინა ინგლისური ენა“კორონავირუსის დროს არაერთმა ადამიანმა მიატოვა ქალაქში სწავლა-განათლება  და მშობლიურ მხარეში დაბრუდნა. თორნიკე ზივზივაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ახლა გურიის ერთ-ერთ სოფელში აგრძელებს დისტანციურ სწავლებას და თანაც სოფელში ექვსს ბავშვს ეხმარება ინგლისურის სწავლაში. „მოდი დავიწყებ იქედან, რომ თოკე ლორენსის სახელით ვარ ცნობილი სოციალურ ქსელში და სამომავლოდ მინდა, ამ სახელით გამიცნოს ფართო საზოგადოებამ. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით ვარ ჟურნალისტი. ვარ მეორე კურსზე, თუმცა ამის მიუხედავად მაქვს მედიაში მუშაობის გამოცდილება, რადგან პირველივე კურსიდან აქტიურად ვიყავი "კარიერულ" საქმიანობაში ჩართული“,_  ამბობს ჩვენთან საუბრის დროს თორნიკე ზივზივაძე.  თორნიკე ზივზივაძე: რაც შეეხება მსოფლიო პანდემიას, მაშინ, როდესაც მივხვდი რომ რეგულაციები ნელ-ნელა მკაცრდებოდა, ასე ვთქვად მოვასწარი და ჩამოვედი გურიაში ბებოსთან და ბაბუასთან სოფელში და ვიყავი სრულ თვითიზოლაციაში, რომელიც სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ ყოფილა მაინცდამაინც ძნელად შესასრულებელი მისია, თან  წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და გურულებს ოდითგანვე გვქონდა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა. _ თორნიკე, როგორც გავიგეთ ბავშვებს უანგაროდ ასწავლით ინგლისურ ენას? _ დიახ, მაშინ, როდესაც  ამ პერიოდში  საგანმანათლებლო სისტემა სწავლების ონლაინ რეჟიმში გადავიდა, მათ შორის მე, გადავწყვიტე, რომ  სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის შემესწავლა ან გამეხსენებინა ინგლისური ენა და ამით მათი საქმე გამემარტივებინა. თანაც წესების სრული დაცვით.  თავიდან ერთ ბავშვს შევთავაზე რომ დიდი სიამოვნებით ვამეცადინებდი მას შემდეგ კი ნელ-ნელა სოფელში ხმა გავრცელდა და უკვე ექვსს ბავშვს ვამეცადინებ. შეიკრიბა სამი ჯგუფი და თითო ჯგუფში ორი ბავშვს ვასწავლი უცხო ენას. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ შედეგმა გამოიღო და სიტყვებს არა მარტო "ჰაერში ისვრიან," არამედ გრამატიკაც აითვისეს და წარსულ, ახლანდელ და სრულ დროებში ჩვეულებრივ მელაპარაკებიან ინგლისურად. აუცილებლად მინდა ავღნიშნო ისიც, რომ არიან ძალიან თბილი, მეგობრული და კარგი ბავშვები. _ თქვენ, როგორ ახერხებთ სწავლას პანდემიის პერიოდში?  _ პანდემიის პერიოდში  დიახ, აქტიურად ვიყავი და ახლაც ვარ ჩემს სტუდენტურ საქმიანობაში ჩართული და მინდა ვთქვა, რომ ჩემი უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს გვიწყობს ხელს, რათა სასწავლო პროცესი სრულფასოვნად და ხარისხიანად შედგეს.  _ თქვენს ფეისბუქგვერდს გადავხედე და ასტროლოგიით ხართ გატაცებული? _ ასტროლოგიით არა მარტო თავისუფალ დროს, არამედ  თითქმის ყოველდღე ვარ დაკავებული, რადგან  ბავშვობიდან მიზიდავს მისტიკა და ზოგადად ეზოთერული საქმიანობები, რომელიც ჩემი ურანი მე-11 სახლის დამსახურებაა, თუმცაღა ჩემი ეს ნათქვამი არამგონია   ფართო აუდიტორიამ და თქვენმა მკითხველმა გაიგოს, ამიტომ ამჟამად გაჩუმებას ვამჯობინებ . ისე, ასტროლოგიის გარდა ვმღერი და სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც დავუკავშირებ ჩემს ცხოვრებას სიმღერას, რომელზეც გაგიკვირდებათ და დღედაღამ ვმუშაობ და მაინც... ამდენს როგორ ვასწრებ?  კარანტინის პერიოდში იოგითაც დავკავდი...  _ ასტროლოგიურად რა გველოდება?  _ პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ 21 აპრილიდან, 21 მაისის ჩათვლით თუნდაც კორონა ვირუსის გავრცელების თვასაზრისით შედარებით სიმშვიდე იყო. ეს იმიტომ, რომ მზე გადასული იყო ყველაზე სტაბილურ და მშვიდობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშან კუროში. თუ ამას ასტროლოგიურ ჭრილში განვიხილავთ. აი შემდეგ, როდესაც მზე გადავიდა ყველაზე კომუნიკაბელურ და მოუსვენარ ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში, კარგად ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ისევ წავიდა შემთხვევების მატება, რაც ჩემი აზრით თავად ამ ზოდიაქოს ნიშნის ორბუნებაზე მეტყველებს. ტყუპები- ეს გაორებული ნიშანია და ამ პერიოდში სტაბილურობა ნებისმიერ საკითხში არაა. ხოლო რაც შეეხება 22ივნისის შემდგომ პერიოდს, როდესაც მზე მეოჯახე და ასევე მშვიდობისმოყვარე წყლის სტიქია კირჩხიბში გადაინაცვლებს, შემთხვევებიც თანდათანობით ჩაცხრება და კლებას დაიწყებს. იმ ფონიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ხდება, საბოლოო ჯამში წლევანდელი ზაფხული ასე თუ ისე შედგება. აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერო ჩვეულ რიტმს ... ...
  • ბალდის მონასტრის წინამძღვარს მეუფე პეტრეს მხარდაჭერის გამო მსახურება შეუჩერესჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვითისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ათენეგონეს მსახურება შეუჩერა. არქიმანდრიტის განცხადებით მსახურების შეცერების მიზეზად მიტროპოლიტ პეტრეს(ცაავა) მხარდაჭერას უკავშირდება. ,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოძიებენ, ეკლესია პასუხი არ ექნება, ვერ შევძლებ. შემდეგ ძალოვნები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ მოვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ეს მოხსენიება წაიღეს დაველოდებით“, - აცხადებს არქიმანდრიტი ათენოგენე. არქიმანდრიტისთვის მსახურების შეჩერებას, ადგილობრივი მრევლი აპროტესტებს, მათი განცხადებით, სხვა სასულიერო პირს მსახურების ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“იმ ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ მინდობით აღზრდის მომსახურებაში, არ ფლობს არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, არც რომელიმე სხვა სტრუქტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს მცირე საოჯახო სახლებიდან გასული ახალგაზრდების სრული ბაზა, უცნობია გენერალური ერთობლიობა. ჩვენ ხელთ არსებული ბაზა მოიცავდა 150 ადამიანს, თუმცა, მათგან მხოლოდ 82 დათანხმდა კვლევაში მონაწილეობას, დარჩენილი 68 ახალგაზრდიდან გარკვეულმა ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, ზოგიერთთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ვერ იქნება რეპრეზენტატულობის მაღალი ხარისხის მქონე, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ამ თემაზე საქართველოში ჯერჯერობით კვლევა არ ჩატარებულა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული ობიექტური ტენდენციების გამოვლენა, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი სისტემების ამოქმედებისათვის”, _ ეს არის ამონარიდი იმ კვლევიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩაატარა და მისი შედეგები უკვე საჯარო გახადა. კვლევის საგანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული სრულწლოვანი ახალგაზრდები იყვნენ. კერძოდ, ისინი, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის შესრულების დროისთვის ცხოვრობდნენ მცირე საოჯახო სახლებში და სწორედ ეს მომსახურება წარმოადგენდა მათთვის სახელმწიფო ზრუნვის უკანასკნელ ფორმას. კვლევის ძირითადი საკითხები იყო: სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები; განათლების ხარისხი; დასაქმება და ანაზღაურება; სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების გამოცდილება; ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ არსებული გამოწვევები; სოციალური დახმარებები; ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცხოვრება საოჯახო ტიპის სახლის შემდეგ “გურია ნიუსი“ დაინტერესდა გურიაში მყოფი ახალგაზრდებით, რომლებმაც საოჯახო ტიპის სახლები უკვე დატოვეს და ცხოვრებას დამოუკიდებლად განაგრძობენ. ირაკლიმ (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია )საოჯახო ტიპის სახლი წელს 2019 წელს დატოვა, რადგან ის უკვე 18 წლისაა და უკვე დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს. წინ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე სურს, რომ „საზღვაოზე ჩააბაროს“. “მეგობრების დატოვება ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან ჩემს დებთან და ძმებთან დავბრუნდი საცხოვრებლად. პირველი, რაც უნდა მომეგვარებინა, ეს იყო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის გარემონტება. ამაში სოციალური სამსახურის აგენტი დამეხმარა და განცხადებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, საიდანაც გარკვეული თანხა ჩამირიცხეს და ეს პრობლემა მოვაგვარე“, _ გვითხრა ირაკლიმ. ახლა ირაკლის უმაღლესი განათლების მიღება სურს. “ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ვნახოთ, რა გამომივა. თუ სახელმწიფოსგან დაფინანსება (გრანტი) ვერ მივიღე, მაშინ, არ ვიცი, რა მოხდება. კარგი იქნება, ამ დროს სახელმწიფომ სწავლის ნახევარი მაინც დამიფაროს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ სწავლასთან ერთად მუშაობაც მომიწევს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ირაკლიმ. მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანებიი ყველაზე მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ადგილებს, დასაქმებას, სოციალურ პაკეტებს და განათლებას.  “მაგალითად, ჩემ ირგვლივ ხუთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებმაც ვერ მოახერხეს უმაღლესი განათლების მიღება. ისინი თვითდასაქმებულები არიან და ასე ირჩენენ თავს“. რა დახმარებებს იღებენ საოჯახო ტიპის სახლიდან წასულები ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სახლიდან წამოსულებისთვის _ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიებში ერთჯერადი დახმარებაა გათვალისწინებული. მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სპეციალური კომისია ვითარებას სწავლობს, რის შემდეგ ხდება თანხის ჩარიცხვა. “ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სახელწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვანების გამო ამორიცხული 18-24 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, სულ მცირე, 2 წელი გაატარეს. დახმარების თანხა განისაზღვრება 1500 ლარამდე“, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში. ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასულ 24-წლამდე ახალგაზრდებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფინანსურ დახმარება გაიცემა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძემ “გურია ნიუსის“ კითხვაზე _ სახელმწიფო რა პროგრამებით ეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებიდან მიდიან 18 წლის შესრულების შემდეგ? _ ასე გვიპასუხა: “უშუალოდ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების მომსახურებებს. თუმცა ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებენ  პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ფუნქციონირებს ახალგაზრდული სახლები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრუწლოვანებისთვის.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული აღსაზრდელების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და აღმზრდელების/დედობილ/მამობილების  მიერ ერთობლივად ხდება ბავშვის მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა, პროფესიული და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და  მისი ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებში სწავლების ხელშეწყობა. ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების თვითმოვლის და ცხოვრებისეული  უნარ-ჩვევების განვითარებას, თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფას, არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევების განვითარებას, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, ზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, მომავალში  ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.  მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს. სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში, მათი სურვილისა და მიდრეკელების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ის სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, სარგებლობენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით.“ ამონარიდები კვლევის შედეგებიდან ამ ეტაპზე, რესპონდენტთა უმრავლესობა _ 51.2% დასაქმებულია. მათგან 42.7% დაქირავებული თანამშრომელია, ხოლო 8.5% _ თვითდასაქმებული. ნაწილი _ 29.3% პერიოდულად ყოფილა დასაქმებული, თუმცა, ამჟამად უმუშევარია. გამოკითხულთა 19.5% არასდროს ყოფილა დასაქმებული. დასაქმებულ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი _ 54.1% მუშაობს მომსახურების სფეროში. მომსახურების სფეროს ობიექტებს წარმოადგენს: კაფე, რესტორანი, მაღაზია, დღის ცენტრი, კლუბი, ავტოშეკეთების პუნქტი, დასუფთავების სამსახური, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკაბელო ტელევიზია, კომპიუტერული მომსახურების ცენტრი, სილამაზის სალონი, სამკერვალო და სახელოსნოები. დასაქმების მომდევნო _ ყველაზე გავრცელებულ სფეროებს წარმოადგენს მშენებლობა, სადაც დასაქმებულია რესპონდენტთა 16,4%, დაცვის სამსახური _ 9.8%. მხოლოდ ერთი  რესპონდენტი აღმოჩნდა დასაქმებული სამთავრობო სტრუქტურაში. ახალგაზრდები დასაქმებულები არიან შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, მიმტანი, სტილისტი, მშენებელი, ოპერატორი ქარხანაში, კონსულტანტი სავაჭრო ობიექტში, მუშა, ხელოსანი, ანიმატორი, მოცეკვავე, მკერავი, ხელოსანი, გადია, დამლაგებელი და სხვა. რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია სამუშაო ანაზღაურებით, სამუშაო გარემოთი, დასაქმების ადგილებში თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებით, ასევე, თავად დამქირავებლის/დამსაქმებლის (დაქირავებული თანამშრომლის შემთხვევაში) მათდამი დამოკიდებულებით. ისინი კმაყოფილებას გამოხატავდნენ სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებითაც. რესპონდენტთა იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად არ არის დასაქმებული, ნახევარს (50%) უცდია მუშაობის დაწყება სამთავრობო ან კერძო სტრუქტურებში/დაწესებულებებში; ხოლო მეორე ნახევარს - 40.5% არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია ამ მიზნით. რესპონდენტთა იმ ნაწილს, რომელსაც არ უცდია დასაქმება, მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში უშედეგო იქნება სამსახურის ძიების პროცესი, ამიტომ არანაირი ქმედებისთვის არ მიუმართავთ. მცირე ნაწილი, ამის მიზეზად საოჯახო საქმიანობას ან სწავლას ასახელებს. ერთი რესპონდენტის მხრიდან მოტივაციის არქონა, სამსახურის მოძებნის თვალსაზრისით, შეზღუდული შესაძლებლობებითაა გამოწვეული, კიდევ ერთის _  მონასტერში ცხოვრებით. ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი, მიზეზად  ასახელებენ დაბალ ანაზღაურებას, არასაკმარის კვალიფიკაციას და მიუღებელ სამუშაო პირობებს. სტატისტიკურად მცირე პროცენტი სხვა გარემოებებზე მიუთითებს, როგორიცაა: დამსაქმებლის მიერ კადრის არასამართლიანად შერჩევა, საცხოვრებელი ადგილიდან დასაქმების ადგილის სიშორე, დედაქალაქში ცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის დამატებითი თანხების აუცილებლობა, ჯარში გაწვევა, ოჯახის წევრის მოვლა.  რესპონდენტების ძირითადი ნაწილი _ 43.9%, ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს; ამიტომ, ძირითადი ნაწილი დღეისათვის ცხოვრობს იმ საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობს ოჯახი. 6% ცხოვრობს საკუთარ სახლში, 4% _ ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდის "საქართველოს კარიტასი" ახალგაზრდულ საცხოვრისში; 4% _ ბარაკის ტიპის (ფიცრულ) საცხოვრებელში, 6% _ მონასტრის კელიაში, ხოლო 1% _ საერთო საცხოვრებელში. ახალგაზრდების 45% ცხოვრობს ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელში, 31%-ის ოჯახს ბინა/სახლი აქვს ნაგირავები, 6% ახლობლის კუთვნილ საცხოვრებელში, რომელშიც არ იხდის საფასურს, მცირე პროცენტი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტსა და მონასტერში.  რესპონდენტების მიერ უმთავრეს პირად პრობლემად დასახელდა საკუთარი საცხოვრებლის არქონა (25.8%). შემდეგ საფეხურზეა სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის არარსებობა (22.7%), დასაქმება (21.1%), ურთიერთობის დამყარების/აღდგენის პრობლემა ოჯახის წევრებთან/ნათესავებთან (9.4%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემები (7.8%), დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონა (3.9%), ქალაქში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა (2.3%). ოჯახებში არსებული პრობლემებიდან, განსაკუთრებული სიმწვავით, გამოკითხულთა 27.9%-მა გამოჰყო არასაკმარისი ფინანსები, 14.4%-მა _ ოჯახის წევრების დასაქმება, 12.4%-მა _ საბინაო პირობები, 10.4%-მა _ კომუნალური გადასახადების გადახდა, 7.5%-მა _ მედიკამენტების შეძენა, 5.5%-მა _ ვალებისა და კრედიტების გადახდა, 5.0%-მა _ ოჯახში არსებული კონფლიქტები, 3.0%-მა ტანსაცმლის შეძენა, 3.0%-მა _ სამედიცინო მომსახურება. ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ: რესპონდენტები მათი ოჯახების წინაშე მდგარი პრობლემებიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოყოფენ არასაკმარის ფინანსებს (27.9%), ოჯახის წევრების დასაქმებას (14.4%), საბინაო პირობებს (12.4%), კომუნალური გადასახადების გადახდას (10.4%). რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებს და ბოლოს, “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა: რეკომენდაციებს, რომელიც შეიმუშავეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში კვლევის დასრულების შემდეგ, მოჰყვა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემა. “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სოციალური კომპონენტის მენეჯერის სალომე ჭიჭინაძის თქმით, რეკომენდაციები იქნა გაცემული შემდეგი უწყებებისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის; ადგილობრივი თვითმმართველობისთვის; სოციალურ მუშაკთა ასოციაციისთვის “რაც შეეხება გამოხმაურებას, სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ კვლევის მიგნებების შედეგად გაწეული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. აქვე დავსძენთ, რომ ორგანიზაცია, როგორც კოალიცია ‘’ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საბჭოს წევრი ლობირებს აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვადასხვა პლატფორმაზე“, _ გვითხრა სალომე ჭიჭინაძემ. სალომე ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს შემდეგ რეკომენდაციებზე რეაგირება _ შემუშავდეს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ საკითხებს/კომპონენტებს სამიზნე ჯგუფის დახმარების მიმართულებით; დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლის ეტაპზე ტრანზიტული მხარდამჭერი მომსახურებების (ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურება, თავშესაფარი, დასაქმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და სხვა) განვითარება  სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის; ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგიული მიდგომა, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის ... ...
  • ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“ პროფესიული განათლების შესახებ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ყავლი არ გასვლია  და მისი ცვლილებისთვის ნაბიჯი ზანტად იძვრის, რასაც  თავისი მიზეზ-შედეგობრივი საფუძველიც გააჩნია.    საქართველოში,  კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“,  2010 წელს დამტკიცდა. კანონთან ერთად არსებობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები), რომელიც არის  პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც სტრატეგიის ზოგად და კონკრეტულ მიზნებში გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ა) ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბ) პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ფენისათვის, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა, რასაც ძირითადად, მხოლოდ ზოგადი განსაზღვრის იერი აქვს. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან,  ჩვეულებრვი მოვლენა იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან,  ძირითადად, მოსწავლეთა სუსტი ნაკადის გადინება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში  ან  პირიქით, საკმაოდ კარგი მოსწავლის და უფრო მეტად კი მისი მშობლების უპირობო სურვილი იყო, სწავლის გაგრძელება ასეთ სასწავლებელში მხოლოდ ხელსაყრელი, უმეტესად კი ხუთოსნის  ატესტატის „დათრევის“ მიზნით, რომ შემდეგ გაადვილებულიყო გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ეს მიდგომა გაბატონებულ მენტალობად, სტერეოტიპად  მრავალი ათეული წლის მანძილზე იმდენად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად ძირეული სახელმწიფოებრივი ცვლილებებისა, პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც ინერციით  სვლას  განაგრძობს და ამჯერდ პროფესიულ კოლეჯებში სერთიფიკატის ძებნის პროცესში გადაიზარდა. უფრო ნაკლებია სურვილი,    პირს  ჰქონდეს პროფესიაში მაღალი  კვალიფიკაცის დამადასტურებელი მოწმობა. და მაინც ჩვენ მოგვიწევს ძველი და ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის  შხედულებების, მიდგომების და პრინციპების გაანალიზება, მიმოხილვა და მათზე დაყრდნობით იმის განჭვრეტა, რა არის საჭირო, რომ მენტალობად ქცეული შეხედულებები პროფესიული განათლების შესახებ, თანდათან უკუგდებულ იქნეს და დამკვიდრდეს  პროფესიული განათლებისკენ მოტივირებული ლტოლვა, რომლის გარეშეც ასე ნანატრ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! დღეისთვის საგანგაშოა ისეთი პროფესიების სიმცირე, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი, მეფრინველე და ასე შემდეგ, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს რეგიონებს. (ამ შემთხვევაში გურიაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე აგრონომებს და ვეტერინარებს  თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ ნახავთ). როგორია პროფესიული განათლების მიღებისთვის იდეალური მოწყობა? რა სამუშაო ტარდება როგორც არსებული  შეხედულებების შესაცვლელად უკეთესობისკენ, ისე აუცილებელი მაღალი პროფესიული განათლების მისაღებად? თუ მოვუსმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ რომ კომუნისტურ ეპოქაში მაინც ბევრად უფრო უკეთ იდგა პროფესიული განათლების საკითხი და დღეს უმჯობესი არაფერი შეუქმნიათ.  მათი აზრით, თუ დღევანდელობას ვინმე კარგი სპეციალისტი  შემორჩა, გასაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა თუ   სამშენებლო საქმეში,  საბჭოთა პერიოდში  მომზადებული სპეციალისტებია. _რომ დასჭირდეს საქმეს, ჩაის რეაბილიტაციაზე რომ გაიძახიან ყოველ დღე,  ჩაის საკრეფი მანქნის სპეციალისტები გვყავს?   რაიონში არსებობდა სპეციალური პროფსაწავლებელი, სადაც მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ. საგანგებოდ ისწავლებოდა ჩაის საკრეფი ტრაქტორის  მძღოლის პროფესია, არ იყო ადვილი და ყველა  ტრაქტორისტი ვერ დაჯდებოდა ამ საკრეფ ტრანსპორტზე.  წარსულის გამოცდილების ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. არსებობდა ძვირფასი ლიტერატურა, რომელიც დღესაც  ხელმისწავდომია და უნდა გადახედონ.  უცხოეთი კარგია და იქ მიღებული განათლების ან იქედან გადმოღებული გამოცდილების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუმცა,  მხოლოდ უცხოურითაც ვერ წავალთ წინ, ესაა ჩემი რჩევა. განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული კიდევ ერთი რამ- საბჭოთა პროფსასწავლებელს გააჩნდა საცხოვრებელი კორპუსი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ ოთხჯერადი კვებით და ბინით. დღეს საკმაო გასაჭირია, ძალიანაც რომ სურდეს,  სამგზავრო ფულის გადახდა ყოვედღიურად,  ნებისმერ ოჯახს გაუჭირდება, რომ შვილი სასწავლებელში გამოუშვას.  არადა, სოფლის ახალგაზრდობა პროფესიას უნდა დაეუფლოს. სხვანაირად საქმე არ გამოვა- გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, პენსიონერი მზია თავართქილაძე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში. _პროფესიული განათლების მიმართ დამკვიდრებულ შეხედულებებს მხოლოდ სურვილი ვერ შეცვლის  ან კარგ სპეციალისტებს კარგი  შენობა-დანადგარები ვერ მოგვცემს. აშენდა და მოეწყო ბევრი კარგი კოლეჯი, თუმცა,  აუცილებელია  პრობლემის  კარგად გააზრება, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, _ გვეუბნება წარმატებული გურული  ფერმერი დავით თენიეშივილი, _ იქ,  სადაც დაწყებითი  (ოთხი კლასი) განათლების შემდეგ ხდება არჩევითობის პრინციპით მიდგომა და  სპეციალიზირებულ სკოლებში პროფესიების გაძლიერებული სწავლება ყალიბდება და ასეა ეს ყველა წარმატებულ ქვეყანაში, კარგ სპეციალისტს რა დალევს?  მცოდნე, კვალიფიცირებული პედაგოგი კარგად ერკვევა და ხვდება, რა მონაცემები აქვს ბავშვს იმთავითვე. ამის შემდეგ ხდება მოსწავლის დაინტერესება, მოტივირება თავისი სურვილის და მონაცეების შესაბამისად. ჩვენთან ასეთი მიდგომისგან შორს ვართ.  ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის მოსწავლეს მეცხრე კლასიდან სთავაზობენ პროფესიის არჩევის შანსს. ამ დროს ასაკის და არაერთი სხვა ფაქტორის გამო, „მისი გონება სხვაგან ქრის“.  ამიტომ სახელწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს კოლეჯი,  რეგიონულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა სჯობს იმას, რომ ხელოვნებისთვის, ჩვენი ფოლკლორისთვის სერიოზული ფინანსებია გამოყოფილი, თუმცა, ასეთივე მიდგომა უნდა იყოს პროფესიული განათლების დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. პროფესიული დაოსტატება უნდა მოხდეს პრაქტიკულ გარემოში, რის სრული ფუფუნება არ აქვს პროფესიულ კოლეჯს. აუცილებელია თანაბარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება  დამკვიდრედეს იმ გარემოში, სადაც ვართ. სახელწიფომ უნდა ააშენოს კოლეჯი რეგიონული განვითარებისთვის, სადაც  პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, უწყვეტად ვასწავლით  თეორიაც! მეტ-ნაკლებობა არ უნდა იქნეს. შემდეგ კი სასწრაფოდ გავუშვებთ უცხოეთში უკეთ განვითარებისთვის. ეს იქნება ზედნაშენი განათლება, რომლით შეიარაღებული ახალგაზრდა სპეციალისტი  ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულ  რეგიონს. ვიმეორებ, კატასტროფაა - არ გვყავს ვეტერინარი და აგრონომი. კონკრეტულად გურიის მაგალითზე კი, რეგიონი უამისოდ განვითარდება? გვექნება რაღაც სტიქიური, ნაკლებშედეგიანი  შრომა.  ახლა გვაქვს  მოცემულობა_ თურქეთიდან რომ არ შემოჰქონდეთ, თუნდაც აგრარული პროდუქცია, ჩვენი ბოსტეულითაც ვერ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ საბაზრო მოთხოვნას. იქნება ნამდვილი შიმშილობა. ესაა სიმართლე.  მართალია, მთავრობა ცდილობს, მიღებულია კანონი პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა მაინც უფრო ფორმალურობასთან გვაქვს საქმე. ამიტომა არის  სასწარაფო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. გლობალური  საკითხია ეს და  ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში, _ საკმაოდ ლოგიკურ ანალიტიკას გვთავაზობს დავით თენიეშვილი. კოლეჯ „ჰორიზონტის“  დირექტორის,     ნანა ჯოლიას აზრით, გურიაში  პროფესიული განათლების საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მისი პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად გამუდმებით იღწვიან. _პროფესიული განათლების მიმართ დაინტერესება იზრდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რომ შეწყვიტეს   ან დაასრულეს სწავლა და კონკრეტული პროფესიის მისაღებად ჩვენთან მოვიდნენ.  ასევე შრომის ბაზარი უკვე ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, რომლის მომზადებაც უკვე ჩვენ არ გვიჭირს. გვაქვს მატერიალურ-ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბაზა. ადგილობრივი ბინესმენები თუ უცხოელი ინვესტორები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ იმ პირობითაც, რომ ჩვენ პროფესიაში კარგად მოზადებულ კადრებს მივაწვდით. ქალბატონმა ნანამ მოიყვანა მაგალითი, რომ როცა ოზურგეთში უცხოელმა ინვესტორმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, კადრები კოლეჯიდან მიიწვიეს. საინტეესო საკითხია ე.წ.  სასკოლო პროექტები, იგივე პროფესიული უნარების განვითარება სკოლებში, რომლის დანიშნულებაა, უფრო სწორად ძირითადი გამოწვევაა მეტი პროფორიენტაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანს პროფესიული განათლების შესახებ. _ამ საქმეს  ჩვენი კოლეჯი აკეთებს. გვაქვს ეს პროექტი, რაც ეხმარება ახალგაზრდას, არ დაკარგოს დრო პროფესიის არჩევაში. ჩვენ სკოლებში ჩვენი აღჭურვილობით შევდივართ. ეს არის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი კურსი, ადგილზე ნახოს, ისწავლოს, დააკვირდეს მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას. აირჩიოს,  რა უნდა და თუ სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა კოლეჯში, _ გვითხრა ქალატონმა ნანა ჯოლიამ. პროფესიული განათლების შესახებ შეხედულებებსა და მის მნიშვნელობაზე ხაზგასმას მეტ-ნაკლები აზრობრივი დატვირთვით ახდენენ   კონკრეტული მოქალაქეები, წარმატებული ფერმერები, უფროსი თაობის ადამიანები თუ კონკრტულად ამ სექტორში დასაქმებული რიგითი თუ ხელმძღვანელი პირები. თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  პროფესიული განათლების მიმართულებით, გამორჩეულად  უტყუარი ალღო მაინც გამოცდილ ფერმერებს გააჩნიათ. ამიტომ  ძალზე უპრიანი იქნება მათი აზრის გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებისას, რაც გლობალური საკითხია და ბუნებრივია,  მისი ხელაღებით და უცებ  ფორმირება არ ... ...
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?