როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

ჩვენი რჩევები

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

2019 აპრ 15 13:59:18

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს ტრადიციულად ვუვლით, განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება გაზაფხულიდან, რომ კარგი რაციონი შევურჩიოთ.

ამ დროს კი, ზოგჯერ პირიქით ხდება, რადგან ბევრ ოჯახში უკვე თავდება ან ნაკლებად აქვთ სიმინდის მარცვალი, რომლის გარეშეც შეჩვეული ფრინველი ძნელად ეგუება სხვა საკვებზე (მაგალითად, ხორბალი, დამბალი პური, სხვადასხვა საოჯახო პროდუქტის ნარჩენი) გადასვლას, რასაც ბევრი მიმართავს ადრე გაზაფხულზე. არადა, ამ დროს შინაურ ფრინველს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება.

გამოცდილი საოჯახო მეურნეობის მცოდნე ქალბატონები, ტრადიციული წესით კვებისას, ამჯობინებენ, საგაზაფხულოდ ფრინველს არ მიაკლდეს სიმინდის მარცვალი. ამასთან ერთად, დავუჭრათ და მივცეთ თეთრი მხალის ("კეჟერას") ფოთლები, რომელიც გურიის რეგიონში თითქმის ყველა ოჯახშია. საოჯახო პროდუქტის ნარჩენებიდან, მაგალითად, ბურღულეულის შემადგენლობით, თუ დაუყრით, სასურველია, მარილიანი არ იყოს. ყველანაირი საკვების მონარჩენს ფრინველს ნუ დაუყრით _ უმჯობესია, პურეულის ნარჩენები.

რაც შეეხება სასმელ სითხეს, ფრინველისთვის განკუთვნილ წყალში ჩაყარეთ დანაყული ან დაქუცმაცებული ნიორი, მრავალძარღვა. ასევე, აუცილებლად დაათვალიერეთ ფრინველის ბუმბული, არ ჰყავდეს ტკიპა, ტილი. გახსოვდეთ, რომ გაზაფხულზე ყველა სახის პარაზიტი აქტიურია, ქათმისთვის კი ამ პერიოდში, როცა აქტიურად დებს კვერცხს, უმთავრესი ხელშემშლელი პირობაა.

კვერცხი ამინომჟავების მნიშვნელოვანი წყაროა. ორი ცალი წარმატებით შეცვლის ერთ ჭიქა რძეს ან ხორცის საშუალო ულუფას. ხოლო კალორიულობითა და შემადგენლობით წინ უსწრებს ახალ ხორცს და აუდუღარ რძეს. კვერცხის გულში არსებული ვიტამინების, ამინომჟავების მინერალური ნაერთების სიმრავლე, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, მეცნიერებს აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ კვერცხი მიაკუთვნონ დიეტურ პროდუქტს. თუმცა, აუცილებელია, გვქონდეს ხარისხიანი კვერცხი, რასაც შინაურ პირობებში ქათმის კარგად კვებითა და მოვლით მივაღწევთ. ასევე, ვიცოდეთ სწორად და სასარგებლოდ მოხმარების წესი _ კვერცხის ნაწილობრივ მოხარშვა, როდესაც ცილა მკვრივია, ხოლო გული ოდნავ თხევადი. ძალიან მაგრად მოხარშული კვერცხი სასარგებლო თვისებებს კარგავს.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?