საგაზაფხულო წაყინვის შემდეგ, გურული ვაზი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

gurianews.com

ჩვენი რჩევები

საგაზაფხულო წაყინვის შემდეგ, გურული ვაზი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

2017 ივნ 5 23:20:16

წლევანდელმა საგაზაფხულო ყინვამ, გურიის რეგიონში სერიოზული ზიანი მიაყენა ვაზის (და არა მარტო ვაზის) ახალ ყლორტებს. ასევე, გასული, 2016 წელი გურიაში და მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა რეგიონში, მევენახეობისთვის საკმაოდ რთული კლიმატური პირობებით გამოირჩეოდა.

ტენიანმა ზაფხულმა ხელსაყრელი პირობები შექმნა ვაზის სოკოვანი დაავადებების გავრცელებისთვის, რამაც, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, გარკვეულწილად შეამცირა მოსავლის რაოდენობა და საგრძნობლად გააუარესა მისი ხარისხი.

ახლა მთავარია, რაც გადაურჩა წლევანდელ ყინვას, მას ვუპატრონოთ და ვიზრუნოთ, როგორც ხარისხიანი მოსავლის მოწევისთვის, ისე ცალკეულ მიკროზონებში დაზიანებული ვენახის შემდგომი გაჯანსაღებისთვის.

ღონისძიება სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ

ასეთი ღონისძიების გატარება სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. უმთავრესი კი არის, რეგიონის კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, პრეპარატების სწორად შერჩევა, აგრეთვე წამლობის წესებისა და ვადების დაცვა.

წამლობა უნდა ჩატარდეს დილით (სასურველია, ცვარის შეშრობამდე) ან საღამოს საათებში, წყნარ, უქარო ამინდში. დიდი მნიშვნელობა აქვს შესხურების ხარისხს. წამალი უნდა განაწილდეს თანაბრად. შეძლებისდაგვარად, განსაკუთრებით უნდა შეიწამლოს ფოთლის ქვედა მხარე და ნაყოფი.

კომბინირებული ნაზავის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატების თავსებადობა. დიდი მნიშვნელობა აქვს კონტაქტური (ზედაპირული მოქმედების) და სისტემური (მცენარეში შეღწევის უნარის მქონე) პრეპარატების სწორ მონაცვლეობას. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით კრიტიკული ფენოფაზა მოიცავს პერიოდს, ვაზის ყვავილობის დასაწყისიდან ისრიმობამდე (მე-3, მე-4, მე-5 წამლობები). ამ დროს უნდა გამოვიყენოთ სისტემური მოქმედების ფუნგიციდები, ყველა სხვა შემთხვევაში კი _ კონტაქტური.

დაავადებებისადმი გამძლე რასების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად, რაც საბოლოოდ იწვევს რეზისტენტობას (შემგუებლობას), საჭიროა, ერთი და იგივე პრეპარატი არ გამოვიყენოთ ორ ჯერზე მეტად ერთ სეზონზე.

მრავალწლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, დღეს ბაზარზე არსებული სოკოვანი ავადობების წინააღმდეგ მოქმედი პრეპარატების (ფუნგიციდების) ეფექტურობის გათვალისწინებით, გთავაზობთ გურიის რეგიონისთვის ოპტიმალური წამლობების ჩემეულ სქემას, შესაბამისი პრეპარატების ჩვენებით, რაც, ვიმედოვნებ, რეკლამირებაში არ ჩამეთვლება. ამ პრეპარატებს წლების მანძილზე ვიყენებ და აქვს დიდი ეფექტურობა. ასევე, არსებობს სხვა ეფექტური პრეპარატებიც.

წამლობების თანმიმდევრობა დაავადების მიხედვით

პირველი წამლობა: 3-6 ნამდვილი ფოთლის ფაზა. ჭრაქის წინააღმდეგ: ანტრაკოლი

მეორე წამლობა: პირველი წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ. ჭრაქის წინააღმდეგ: ანტრაკოლი ან ბორდოს ნარევი (კუპერვალი).

მესამე წამლობა: ყვავილობის წინ. ჭრაქის წინააღმდეგ: კურზატი ან ტანოსი, ან რიდონეტი, ან რიდომილ-გოლდი, ან მიკალი, ან მელოდი_დუო. ნაცრის და ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ნატივო ან ზატო-სტარი.

მეოთხე წამლობა: დაყვავ­­ილების­თანავე. ჭრაქის წინააღმდეგ იგივე პრეპარატებია საჭირო, რაც მესამე წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა. ნაცრის წინააღმდეგ: ფალკონი ან ტოპაზი ან ტოპკანაზოლი.

მეხუთე წამლობა: ხდება ისრიმობის დასაწყისში, მტევნის ფორმირებისას. წინა წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ. იგივე პრეპარატებით, რაც მეოთხე წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა.

მეექვსე წამლობა: მარცვლების დამსხვილება. წინა წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქის წინააღმდეგ: კოსაიდი ან ბორდოს ნარევი (კუპერვალი). ნაცრის წინააღმდეგ: კოლოიდური გოგირდი.

მეშვიდე წამლობა: მტევნების შეკვრა. წინა წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ: იგივე პრეპარატები, რაც მე-6 წამლობისას. ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ეუპარენი ან როვონე, ან სკალა.

მერვე წამლობა (საჭიროების შემთხვევაში) შეთვალება. ჭრაქის წინააღმდეგ. ბორდოს ნარევი.

ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ეუპარენი ან ტელდორი.

ბრძოლა მავნებლებთან

ვაზის მავნებლების გავრცელების შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს საჭირო დროს, კომბინირებულ ნაზავში სპეციალური პრეპარატების (ინსექტიციდების და აკარაციდების) შეღწევით ან მათი ცალკე შესხურებით.

რეგიონში ძირითადად გავრცელებული გალებიანი (ქეჩისმაგვარი) ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება ენვიდორი ან ნეორონი, ხოლო ბოლო წლებში მოძალებული ფოთლის ქვედა მხარეს მოსახლე თეთრი მწერების, თრიფსების, აგრეთვე ყურძნის და კვირტის ჭიების, ჭიჭინობელების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა კონფიდორ-მაქსის ორჯერადი გამოყენება, 10 დღის ინტერვალით ისე, რომ ლოდინის პერიოდი (დრო ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე) შეადგენდეს მინიმუმ 25 დღეს.

ახალშენი ვაზის წამლობა

დღეს ბევრი გურული ოჯახი უარს ამბობს უცხოური დაბალხარისხიანი ჰიბრიდების: ნოას (ნოვე), იზაბელას (ადესა), ჭეიშვილისა და სხვათა სახეობის ყურძნისგან მიღებული ღვინის მოხმარებაზე და ჩვენი წინაპრების მიერ, საუკუნეების მანძილზე გამოყვანილი ძვირფასი ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებას უბრუნდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საკმიელას, ათინაურის, თეთრი კამურის, ჩხავერის, ბადაგის, მტევანდიდის, სხილათუბანის, ჭუმუტას, ჯანის, მტრედისფეხას ნერგებზე. არა ერთმა ფერმერმა გააშენა ისინი თავიანთ ნაკვეთებში ან აპირებენ მათ გაშენებას.

ახალშენის ვაზის მოვლას თავისი სპეციფიკა ახასიათებს. აქ, სხვა ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოკოვან დაავადებებთან, პირველ რიგში, ჭრაქთან ბრძოლას. წამლობა იწყება კვირტების გაშლისთანავე და შემდეგი თანმიმდევრობით გრძელდება:

1, 2, 3, წამლობები: ანტრაკოლი, კვირაში ერთხელ.

4, 5, 6 წამლობები: მელოდი-დუო ან მიკალი, 10 დღეში ერთხელ. მე-5 წამლობის დროს უნდა შევურიოთ ფალკონი ან ტოპაზი (ნაცრის საწინააღმდეგოდ).

დანარჩენი წამლობები: ბორდოს ნარევი (კუპერვალი), კვირაში ერთხელ. წამლობები გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. პერიოდულად მოვრწყოთ. რწყვისას მოვერიდოთ ფოთლების დასველებას.

ყველა ზემოაღნიშნული პრეპარატების ხარჯვის ნორმებისა და დოზირების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათი შეძენისას, სპეციალიზებულ მაღაზიებში.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება

ეკოლოგიურად სუფთა ღვინისა და სუფრის ყურძნის წარმოება, რომლებზეც მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ ფინანსურ და შრომით დანახარჯებს მოითხოვს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ჭრაქის წინააღმდეგ ვაზი უნდა შეიწამლოს მხოლოდ კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი, ხოლო ნაცრის წინააღმდეგ მხოლოდ გოგირდოვანი პრაპარატებით. გამოიყენება აგრეთვე ბიოპრეპარატებიც. შესაბამისად, მათი შედარებით ნაკლები ეფექტიანობის გამო, წამლობების ჯერადობა საგრძნობლად იზრდება.

გამოსაკვებად, მინერალური სასუქების ნაცვლად, გამოიყენება ორგანული სასუქები: ნაკელი, კომპოსტი, ტორფი და ა. შ. აგრეთვე ქარხნული წესით წარმოებული ბიოსასუქები. სამაგიეროდ, მიღებული პროდუქციის ხარისხი მკვეთრად მაღალია და ძვირადაც ფასობს.

ფერმერების დაინტერესების შემთხვევაში, გურიის რეგიონში ასეთი პროდუქციის წარმოება სავსებით შესაძლებელია. ზოგიერთმა მათგანმა გადადგა კიდეც ნაბიჯები ამ მიმართულებით. იმედია, მათი რიცხვი მომავალში გაიზრდება.

ანდრო ვაშალომიძე,
ასოციაცია "გურული ვაზის" თავმჯდომარე


ნახვა: 176


 ახალი ამბები
  • ძლიერი წვიმის შედეგები თბილისშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა, რომელთაგან ყველაზე მეტი გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონიდან იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ძლიერმა წვიმამ რამდენიმე შენობის სარდაფი, ასევე სავაჭრო ცენტრ „გალერა თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დატბორა. ძლიერმა ქარმა კი ელექტროსადენები დააზიანა და ხეები წააქცია. სოფელ გიორგიწმინდაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო  გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა. მაშველები გაწმენდით და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის მანძილზე აწარმოებდნენ. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ კადრებს რა ხდებოდა დედაქალაქში მთელი ღამის ... ...
  • რა საკითხების დაყენებას ითხოვენ “ნაცმოძრაობის“ წევრები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას 21 ივნისს ითხოვენ _ ამის შესახებ ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას.  “ბესიკ ქათამაძეზე დანაშაულებრივ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა საკრებულოს შემდეგი თანამდებობის პირები: გელა აროშიძე _ ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს,, თავმჯდომარე; გენო ჩავლეშვილი _ ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების,,  თავმჯდომარე; დავით ჭაკნელიძე _ ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების,,  თავმჯდომარე; გოჩა კილაძე ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის,,  თავმჯდომარე;  თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გია ჩაგანავა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე, ასევე, მომხდარის შესახებ, ამავდროულად, ცნობილი   გახდა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიასთვის. ზემოხსენებული ყველა პირი წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირებს. თავი რომ დავანებოთ ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმას, მათი მოქმედება წარმოადგენს ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ და ზიანს აყენებს, ზოგადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეპუტაციას. ვინაიდან მომხდარ თავდასხმას შეესწრო თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე, მისი სამსახურებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნდა შეესწავლა მომხდარი ინციდენტი და განეხორციელებინა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება, ასევე ფაქტის შესახებ ცნობილია საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასათვის. ხსენებული თანამდებობის პირების მხრიდან უმოქმედობა ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმის ტოლფასი დანაშაულია და წახალისებაა მომავალი ძალადობისაკენ“, _ აღნიშნულია წერილში, რომელიც საკრებულოს აპარატში უკვე დარეგისტრირებულია. ასევე, წერილში აღნიშნულია თუ რა საკითხების განხილვა უნდა მოხდეს საკრებულოს სხდომაზე. “ისეთ პირობებში, როდესაც საკრებულო თავმჯდომარის და ეთიკის კომისიის თავმჯდო­მარის მხრიდან ხორციელდება მომხდარი ფაქტის სრული იგნორირება მოგმართავთ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით და ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში დაინიშნოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის პირველი ნაწილის ,,დ,, პუნქტი). რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი: საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გია ჩაგანავას უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი კომისიის თავმჯდომარის არჩევა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იური­დიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძისათვის უფლებამისილების  შეწყვეტა და ახალი კომისიის თავმჯდომარის არჩევა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის,, თავმჯდომარის - გოჩა კილაძისათის უფლებამოსილების შეწყვეტა და კომისიის თავმჯდომარის არჩევა.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ წერილი 18 ივნისს, გვიან შემოვიდა საკრებულოს აპარატში და შესაბამისად, მოხდება მისი შესწავლა. “ჩატარდება თუ არა რიგ გარეშე სხდომა, ეს კანონით არის გათვალისწინებული. “ნაცმოძრაობის“ დეპუტატებისგან, რაც არის მოთხოვნა შემოსული, რიგგარეშე სხდომის ჩატარების დასაბუთებულ აუცილებლობას უნდა შეიცავდეს წერილი. კანონის ფარგლებში, წერილს შვიდი დღის განმავლობაში უნდა გაეცეს პასუხი. შესაბამისად, მოხდა წერილის შესწავლა და ოფიციალურად მოხდება პასუხის გაცემა.“ - გვითხრა გიორგი ... ...
  • ,,აუცილებელია სამინისტროების შიდა რეორგანიზაცია„ _ხუხაშვილი არაეფექტურ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობსპოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“  სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე საუბრობს. როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, გარკვეული სამინისტროების გაერთიანება მისასალმებელია, თუმცა, არსებითად მნიშვნელოვანი შიდა რეორგანიზაციის საკითხია, რაც, მისი თქმით, სამინისტროების ეფექტურ ფუნქციონირებაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. ,,რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში შესამჩნევი იყო მმართველობითი სისტემის კრიზისი, იმისთვის, რომ სისტემა იმართებოდეს,  მართვის სწორი ალგორითმია საჭირო. კერძოდ, მნიშვნელოვანია იმ სტანდარტებთან და ტრადიციებთან დაახლოება, რაც მსოფლიოში არსებობს. ვფიქრობ, რომ სასჯელაღსრულებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები არ არის ტრადიციული სამინისტროები, შესაბამისად, მათი არსებობა ამძიმებს სისტემას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მხოლოდ რაოდენობის შემცირება სერიოზულ შედეგს ვერ მოიტანს. აუცილებელია, მოხდეს სამინისტროების შიდა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია. წინასწარ თქმა, რომ სამინისტროების გაერთიანება  კონკრეტულ ეფექტს მოიტანს, ძნელია“, _ გვითხრა ხუხაშვილმა. პოლიტოლოგს 2017 წელს  საქართველოს მთავრობაში გახორციელებული სტრუქტურული და  საკადრო ცვლილებები შევახსენეთ და ვკითხეთ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა აღნიშნული სამთავრობო რეორგანიზაცია? როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, აღნიშნული ცვლილებები მექანიკური ხასიათის იყო და არანაირი შედეგი მოიტანა. ,,სამწუხარო ის არის, რომ მაშინ მოხდა მექანიკური გაერთიანება, რამაც არანაირი შედეგი მოიტანა. შიდა ოპტიმიზაცია არ მომხდარა. მაგალითად,  ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები მექანიკურად გაერთიანდა და არანაირი ოპტიმიზაცია არ განხორციელებულა, ამიტომ ეს არის ორ ეტაპიანი სამუშაო _ ერთი, რაოდენობის შემცირება და მეორე, სამინისტროში არსებული ამოცანების შესაბამისობაში მოყვანა“, _ განაცხადა ხუხაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14- დან 11-მდე შემცირდება. თუ რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია ფორმალური მთავრობის დამტკიცების შემდეგ გახდება ... ...
  • მოშიმშილეთა პირველმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზთან "ნაცმოძრაობის" წევრების შიმშილობის პირველმა ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ბესო ქათამაძე ამბობს, ოთხი დეპუტატი იშიმშილებს მანამ, სანამ არ მოხდება მისი ცემის ფაქტზე სწორი მიმართულებით გამოძიება. "არანაირ ექსცესებს ადგილი არ ქონია. პოლიციელებს თითქმის მთელი ღამე მუსიკები ჰქონდათ ჩართული და ასე დასრულდა შიმშილობის პირველი ღამე", _ თქვა ბესო ... ...
  • მოშიმშილე დეპუტატს სასწრაფო დახმარება დასჭირდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღებში მოშიმშილე დეპუტატს ბესო ქათამაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  როგორც ქათამაძემ გვითხრა, მას თავის არეში ძლიერი ტკივილები აქვს და ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს: _ მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად ვგრძნობ, არ ვაპირებ აქედან ადგომას მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ და ყველა ის დეპუტატი არ დაისჯება, რომლებმაც ჩემს ცემაში მონაწილეობა მიიღო, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

ხარები დალტონიკები არიან. ინდოეთში 50...

ზოდიაქოს 4 ყველაზე ძლიერი ნიშანი

თუ ფიქრობთ, რომ ყველაზე ძლიერი...

როგორ უნდა განვსაზღვროთ მომავალი ბავშვის თვალის ფერი

მშობლები ყოველთვის ცდილობენ იმის წარმოდგენას,...

ჭკვიანი ადამიანები მალე გადაშენდებიან

ისლანდიელთა ცხოვრებაზე დაკვირვებითა და მათი...

დინოზავრების რეკორდები

დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ,...

„დაუპატიჟებელი სტუმრები“

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მემონტაჟე დალი...