საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

ჩვენი რჩევები

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

2019 ნოე 8 18:07:41

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი შეგიძლიათ იხილოთ ბევრ ბინაში. ბაზარზეც ლამინატის ფართო არჩევანია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ეს მასალა ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რისგან შედგება ლამინატი. მისი ნებისმიერი დაფა შედგება 4 შრისგან, რომელთაგან თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. ლამინატის ქვედა ფენას დეფორმაციებისგან დაცვის ფუნქცია აკისრია და ნაკეთობას დამატებით სიმტკიცეს აძლევს. ზოგიერთი მწარმოებელი ამ ქვედა შრეზე ხმის მაიზოლირებელ ფენასაც აკრავს, რათა ლამინატზე სიარულის დროს ნაბიჯების ხმა ძლიერად არ ისმოდეს.

შემდეგი ფენა ლამინატის აწყობასა დაერთმანეთთან დაკავშირებაზე აგებს პასუხს.

მესამე შრე კი დეკორატიულია და სხვა არაფერია, თუ არა სპეციალური ქაღალდი, რომელზეც თქვენი ლამინატის სახეა აღბეჭდილი - ეს შეიძლება იყოს ქვის ან ხის იმიტაცია.

მეოთხე შრე ფისის ხსნარს წარმოადგენს, რომელიც თქვენს იატაკს იცავს გადახეხვისგან.

ლამინატის შემადგენლობის 80% ხეა, დანარჩენი კი სხვა მატერიალები, თუმცა, რაც უფრო იაფია ლამინატი, მით უფრო მცირეა მასში ხის შემცველობა. ლამინატის ქვედა სამი შრე ადამიანისთვის უსაფრთხოა, რასაც მეოთხე შრეზე ვერ ვიტყვით.

ყველაზე ხშირად ზედა ფენისთვის სინთეტიკურ ფისს და სინთეტიკურ ლაქს იყენებენ, რაც ნამდვილად არ გახლავთ უსაფრთხო ნივთიერება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მათ შემადგენლობაში ტოლუოლი და ქსილოლი შედის. ადამიანზე მათი ზემოქმედება შემდეგნაირად გამოიხატება: თვალების ჩაწითლება და ცრემლდენა, გამონაყარი კანზე, ნერვული სისტემის დარღვევა.

მედიცინაში ცნობილია შემთხვევები, როცა ტოლუოლი მუცლის მოშლის და უნაყოფობის მიზეზი გამხდარა.

ამ ნივთიერებების გარდა ლამინატში ფორმალდეჰიდის აღმოჩენაც შეიძლება, რომელიც იმუნური და ნერვული სისტემების მოშლას და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი იწვევს.

თუმცა, სპეციალისტები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ლამინატიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფა ძალზედ უმნიშვნელო რაოდენობით ხდება, მაგრამ ეს ძირითადად, ძვირადღირებულ და სერტიფიცირებულ პროდუქციას ეხება, რაც შეეხება იაფფასიან პროდუქციას-აქ გარანტიებს ვერავინ მოგცემთ.

და მაინც, საშიშია თუ არა ლამინატის იატაკი? ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, რადგან დღეს, ძირითადად, ხელოვნური მასალებითაა ბაზარი გაჯერებული და უფრო სწორი იქნება შეკითხვა რომ ასე დავსვათ: როგორ შევამციროთ ლამინატის მავნე ზემოქმედება?

ლამინატის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხიან პროდუქციას, მოითხოვეთ სერტიფიკატი და დარწმუნდით, რომ მასალა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. და თუ უკვე გაქვთ ლამინატის იატაკი - ხშირად გაანიავეთ ბინა, რადგან საქმე არა მხოლოდ თქვენი ბინის კომფორტს, არამედ თქვენსა და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას ეხება.




 ახალი ამბები
  • „აუცილებლად მოვიკრებთ ძალას“_ ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  უმრავლესობის უკვე ყოფილი  წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. „ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა, ხვალ 11 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“,_ განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი, არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. თალაკვაძემ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის ბოლომდე ... ...
  • ცვლილება ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტში _ თანხა 7 648 426 ლარს შეადგენსდღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხომაზე,  2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.  როგორც მან განაცხადა, ამ წლის ბიუჯეტში  ბევრი ცვლილება არ მომხდარა. სულ ორი ცვლილება გახორციელდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში  ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით,  საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხით იზრდება. სულ, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში განხორციელდა 2 ცვლილება. ცვლილება შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარებების გაცემის წესს, აგრეთვე მეორე ცვლილებით ბიუჯეტი, სულ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში, გაიზარდა 16 154 702,43 ლარით. აღნიშნულ ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...
  • ,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ - ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებსვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში. ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. ,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”, - წერს ლაშა ბერულავა ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. წყარო: რადიო ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდადღეს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკუი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები სტუმრობდნენ. ცენტრმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, წელს კომპანია “ავერსს“ დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ იქნება. “ეს აქციის ფარგლებში ჩატარდა უფასო გამოკვლევა პაციენტების და ასევე მედიკამენტების დარიგება უფასოდ. მსგავსი აქციები პერიოდიულად კიდევ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში არაერთ ადამიანს გაეწია დახმარება და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“ - გვითხრა დავით მდინარაძემ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭიროა. “მსგავსი სახის აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და დღეს ვიყავით ოზურგეთში. გვინდა, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ჩავუტაროთ კვლევები. ჩვენ თვეში ერთხელ საქართველოს რეგიონებში ვატარებთ უფასო გამოკვლევებს და ასევე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში გადავცემთ მედიკამენტს. უფასო მედიკამენტები ჩვენ მოვოპოვებული გვაქვს “ავერსის“ საქველმოქმედო ფონდიდან.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თეა ... ...
  • თქვენ ხართ თავხედი _ დაპირისპირება ლანჩხუთში წილოსანსა და აქციის მონაწილეებს შორისცხარე სიტყვიერი დაპირისპირება და ეპითეტებით ბრძოლა გაიმართა დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტრ დეპუტატ ნინო წილოსანსა და ოპოზიციის გურულ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დღეს დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. „თქვენ გადააგდეთ დასავლეთი, გადააგდეთ ქართველი ხალხი. თქვენ ჩვეულებრივი მატყუარა ხართ.“ „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ ან „ევროპული საქართველო“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე მყოფთა მხრიდან. „თქვენ ხართ თავხედი. მთელი საქართველო დაინახავს ამ თქვენს საქციელს“, _ ამ სიტყვებით იგერიებდა წილოსანი ოპონენტთა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?