სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ჩვენი რჩევები

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

2019 სექ 10 11:25:09

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის და საკარმიდამო ნაკვეთების გასუფთავება, მხოლოდ გაზაფხულზე და ნაწილობრივ ზაფხულში შესასრულებელი სამუშაო ჰგონია. თუმცა, მიწის გასაფხვიერებლად და სარეველების მოსპობის მიზნით აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში თოხნა აუცილებელი ღონისძიებაა. ამ დროს უნდა მოვახდინოთ მოთოხნილი ბალახეულის სხვადასხვა ბოსტნეულის ძირას (ფხალეული, მწვანილეული) ან ირგვლივ (ვაზის, ახალი ნარგავების) დამულჩვა. ნათოხნ ბალახს დავაყაროთ ცოტა ნაკელი ან ტორფი, მერე ისევ ბალახეული. ეს პროცედურა ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და ამავე დროს მცენარისთვის აუცილებელი სასუქის წარმოქმნას.

გვიან შემოდგომასა და გაზაფხულზე რომ მწვანილეული გვქონდეს, სექტემბერი საუკეთესო დროა წიწმატის, ნივრის, ქინძის, ოხრახუშის დასათესად. თუმცა, თესვის პროცესის გაგრძელება მომდევნო თვის მანძილზეც შეგიძლიათ. ამასთანავე, აქედანვე გავამახვილოთ ყურადღება ბოსტნისთვის აუცილებელ მიკროელემენტებზე, რაც უმეტეს შემთხვევაში ყველას ავიწყდება და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, როცა ბაღჩა-ბოსტანს, წყლის და სასუქის საჭირო დოზით მიცემის მიუხედავად, უჭირს, ვერ იღებენ სასურველ მოსავალს.

საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა სასუქი, წყალი, დროული გათოხნა ხშირად საქმეს არ შველის. ბოსტნისთვის ჰაერივით საჭიროა მიკროელემენტები, რომლის ნაკლებობა მარტო მოსავლის რაოდენობაზე არ აისახება და რასაც მოიწევთ, იმ ბოსტნეულსაც უგემურს ხდის.

აღნიშნული ელემენტებია რკინა, სპილენძი, მარგანეცი, გოგირდი, ბორი, იოდი... ეს ელემენტები მხოლოდ მილიგრამებია საჭირო, რომ ბოსტანში მიწა გამოაცოცხლოს და მაღალნაყოფიერი გახადოს. ამიტომ ნიადაგი სრული მზადყოფნაში რომ გვქონდეს, მივაწოდოთ მას მიკროსასუქები, რომელიც ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში იყიდება. ასევე, ნიადაგში შევიტანოთ ხელატები, მიკროვიტები, კრისტალონი და სხვა, რომლებსაც ყველა აგრარული კულტურა სწრაფად ითვისებს და შედეგიც გარანტირებული გექნებათ.

სექტემბერში, ასევე, კარგია სხვადასხვა ჯგუფის ქოთნის ყვავილებისთვის საჭირო ნიადაგის ნარევის მომზადება, რომელსაც ორი კვირის განმავლობაში გავაჩერებთ შერეული სახით და შემოდგომის ბოლომდე ყვავილებს მიწას შევუცვლით, რომ კარგად გამოიზამთრონ.

სხვადასხვა სახეობის ქოთნის ყვავილებისთვის საჭიროა განსხვავებული ნარევის მომზადება. მაგალითად, მონსტერას, ტიტას, კამელიას, გარდენიას ქოთნებისთვის მოვამზადოთ შემდეგი ნარევი: ოთხი წილი ტორფი, ორი წილი ტყის მიწა და ერთი წილი სილა. ფურისულას, იებს, ბეგონიას, ყოჩივარდას უხდება ის მიწა, როგორიც სჭირდება ციტრუსოვნებს: ტორფი, ნეშომპალა და ტყის მიწა თანაბარი რაოდენობით, მაგალითად, ორ-ორი წილი და ერთი წილი სილა. რაც შეეხება კაქტუსოვნებს, აგავას, ალოეს, ასევე ულამაზეს ჰიბისკუსს, ოლეანდრს, ჭორტანებს, ფილადელფუსს, ტყის მიწა ყველაზე მეტი რაოდენობით სჭირდება: ექვს წილ ასეთ მიწას შევურიოთ ორი წილი ნეშომპალა და ერთი წილი სილა.

შესაძლოა, თქვათ, რომ სხვა ნიადაგშიც კარგად ხარობს ეს ყვავილოვნები და ასეცაა, თუმცა, რეკომენდებული, ნაცადი ნაზავი გაცილებით უკეთეს შედეგზეა ორიენტირებული.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი