შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ჩვენი რჩევები

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

2018 იან 26 11:16:46

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას. თებერვლიდან უკვე სერიოზულად უნდა დავიწყოთ შეწამვლითი ღონისძიებები. განსაკუთრებით ეს ეხება თხილის კულტურას, რომელიც ჩვენში, სოკოვანი დაავადებების თუ მავნებლების გამო, უკვე  სერიოზულ დეგრადაციას განიცდის და სასწრაფო შველა სჭირდება.

ჩვენი რჩევების მეორე ეტაპი ეხება მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული სხვადასხვა პესტიციდების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ მომწამვლელ ნივთიერებებს.

გურიაში ათწლეულების მანძილზე  არ გამოუყენებიათ პლანტაციებში სხვადასხვა პესტიციდები. ამიტომ, როცა მათი გამოყენების სერიოზული საჭიროება დადგა, ძალიან სერიოზულად და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეწამვლის პროცესს, რადგან არასწორი მოქმედების  შედეგად, შესაძლოა,  ის საშიში გახდეს ადამიანის და ცხოველის სიცოცხლისთვისაც კი.

უბედურ შემთხვევათა თავიდან აცილების მიზნით, პესტიციდებთან  მომუშავე პერსონალმა, მეურნეები იქნებიან  ეს თუ დაქირავებული  მუშა ჯგუფი, მტკიცედ უნდა დაიცვან პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომები:

არ არსებობს არც ერთი ქიმიკატი რისკის გარეშე, მაგრამ არსებობს მათი უსაფრთხო მოხმარების გზები. პირველ რიგში, გულდასმით წაიკითხეთ ტარის ეტიკეტი და მოიქეცით მითითებული ინსტრუქციის  თანახმად. მცენარეთა დაცვის ნებისმიერი საშუალება ანუ პესტიციდი ადგილობრივ მოქმედებას ადამიანზე ახდენს უშუალო სხეულთან კონტაქტის დროს. შესაძლებელია, აგრეთვე, ადგილი ჰქონდეს საერთო ხასიათის მოქმედებას, რაც გამოწვეულია პესტიციდის ორგანიზმში შეღწევით.

განსაკუთრებით დაიხსომეთ, მცენარეთა დაცვის საშუალებებმა ორგანიზმში შეიძლება შეაღწიონ სამი გზით: კანის საშუალებით, გადაყლაპვით, ორთქლის ჩასუნთქვით. მოწამვლის თავიდან  ასაცილებლად სამივე ეს გზა უნდა გამოვრიცხოთ. ყველაზე ხშირია კანთან კონტაქტი. ეს ხდება უშუალოდ პრეპარატთან შეხებით, ასევე, დაბინძურებული ტანსაცმლის მეშვეობით.  ადამიანის კანი არ წარმოადგენს სრული დაცვის ბარიერს _ კანთან კონტაქტისას, შესაძლოა, მისი ორგანიზმში შეწოვა.

თუკი მოხდა კანის დაბინძურება, ნუ მოიქცევით ზერელედ, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ პრეპარატის კანთან შეხების ადგილი. პესტიციდების ორგანიზმში მოხვედრა ძალზე საშიშია და იწვევს მოწამვლას. ამგვარი რისკი შეიძლება შემთხვევით ხასიათსაც ატარებდეს, რაც კიდევ უფრო საშიშია. განსაკუთრებით შორს გქონდეთ პესტიციდები ბავშვებისგან.

პესტიციდებთან მუშაობისას აკრძალულია ბინძური ხელებით საკვებისა და სასმელის მიღება, სიგარეტის მოწევა.

არ დააბინძუროთ საკვები პროდუქტები პესტიციდებით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჰერბიციდებით შეწამლული თესლი ცალკე უნდა შეინახოთ, რადგან  შემთხვევით  საკვებად არ გამოიყენოთ.

შეწამვლითი სამუშაოების დროს, ყოველთვის გამოიყენეთ აირწინაღი ან მისი შემცვლელი. სანამ შეწამვლას დაიწყებთ, პრეპარატის სამუშაო ნაზავის მომზადება უზრუნველყავით კარგი აერაციის შენობაში ან სულაც ღია ცის ქვეშ. კონცენტრატი ფრთხილად დაასხით და ასევე გაფრქვევის დროს ახლოს ნუ დადგებით.

და რა უნდა ვქნათ, თუკი მაინც მოხდა პესტიციდის ჩაყლაპვა ან  შესუნთქვა? ჩაყლაპვის შემთხვევაში, რაც იწვევს გულის რევას, ტკივილს მუცლის არეში, ვიდრე ექიმი მოვა, დაზარალებულს დავალევინოთ ჭიქა  წყალი, აქტივირებულ ნახშირთან ერთად რამდენჯერმე, შემდეგ კი მივცეთ საფაღარათე მარილი. შესუნთქვის შემთხვევაში, დაზარალებული გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, სიმპტომები იგივეა, რაც გადაყლაპვისას. კანზე მოხვედრისას პესტიციდების უმრავლესობა სწრაფად შეიწოვება, ამიტომ სწრაფად  ჩამოირეცხეთ გამდინარე წყლით. დამწვრობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ გამდინარე წყლით. ყველა ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან რისკი მაინც არსებობს.

შხამიან ნივთიერებებთან მუშაობისას აუცილებლად უნდა იქონიოთ წყლის  დიდი მარაგი, საპონი, ქსოვილის ნაჭრები, რომ უცაბედი დაბინძურების შემთხვევაში, სასწრაფოდ  ჩამოიბანოთ ან გაასუფთაოთ დაბინძურებული ადგილები.

პრეპარატთან მუშაობის დასრულების შემდეგ, სამუშაო ტანსაცმელი სასწრაფოდ გაიხადეთ და აუცილებლად დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით.

პესტიციდებთან მუშაობისას  არ შეიძლება თამბაქოს მოწევა,  საკვებისა და წყლის  მიღება. თუ ძალიან  მოგწყურდათ, მიღების წინ კარგად დაიბანეთ ხელები, მოიბანეთ სახე.

მეტად მნიშვნელოვანია შესხურების შემდეგ, ნაკვეთზე გასვლის ვადა _ ის შეზღუდულია 24-საათიანი ინტერვალით, როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში. ეტიკეტზე მითითებული ლოდინის პერიოდი _ ეს ნიშნავს ბოლო წამლობიდან მოსავლის აღების ვადას. ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა დავიცვათ, რადგან პესტიციდის ნაშთი თქვენს მიერ მოწეულ პროდუქტში დასაშვებ ნორმას შეესაბამებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პესტიციდი ვერ ასწრებს დაშლას და თქვენი მოსავალი დაბინძურებული აღმოჩნდება პესტიციდის ნარჩენებით.  ეს მეტად  საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ჩვენი რჩევები  განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ გურულმა მეურნეებმა, რადგან დასავლეთ საქართველოში, სადაც თითქმის არასდროს ხდებოდა თხილის პლანტაციების თუ ხილის ბაღების შეწამვლა, ამიერიდან ახალი რეალობის წინაშე დგომა მოგვიწევს. ამიტომ, ჯერ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მერე მცენარეებს, ჩვენს მომავალს. მით უფრო, როცა მოსალოდნელია ფაროსანას წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობაც კი გამოცხადდეს. ამიტომ, აქედანვე იფიქრეთ იმაზე, რომ შეწამვლითი  სამუშაოების დროს, ერთი ზერელე ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეიძლება.

 

ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიის მეცნიერებათააკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში ვირუსული დაავადების გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავენ28 იანვრის მდგომარეობით, ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში ვირუსული დაავადების მატებას ადგილი არ აქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 620-მა პაციენტმა სხვადასხვა სახის ჩივილებით მიმართა. "აქედან მწვავე რესპირატორული დაავადების 26 შემთხვევა იყო მხოლოდ. ვირუსული დაავადება და გრიპი არ გამოვლენილა,"- ეს ინფორმაცია მიაწოდა ,,გურია ნიუსს" ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა, ლუარა კახიანმა. ვირუსული დაავადების არსებობის და გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავს შპს ,,პედიატრის" მთავარი ექიმიც. ვახტანგ დუნდუას შეფასებით, ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებში  ვირუსული დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ლუარა კახიანის თქმით, ვირუსული დაავადების მატება, ზოგადად, ზამთრის ბოლო თვეშია მოსალოდნელი. თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრს  გართულებული სიტუაცია არც წინა წლების თებერვალში ჰქონია. დროებითი ბინადრობის უფლებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს და სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევა. თუმცა, პოლიკლინიკას ამ წლების განმავლობაში პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით  მხოლოდ რამდენიმემ მიმართა. მათ ქვეყანაში გავრცელებული ვირუსული დაავადების გამო ჩინელებზე ვერც ეჭვის თვალით ყურებისა და ვერც კორონავირუსის გავრცელების საფუძველს  სამტრედიაში ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელი, ლუარა კახიანი ვერ ხედავს. ... ...
  • პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა - ახმედ ჩატაევმა, "აბუ ჰურეირამ" და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა. აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს.თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება.მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით. ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ. ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა. ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების ... ...
  • „სოფლის მხარდასაჭერი პროგრამით გათვალისწინებული თანხა, უმჯობესია, არ დანაწევრდეს“„ფინანსური დანაწევრების გამო, უარესდება შესრულებული პროექტების ეფექტიანობა. შესრულებული პროექტი არაა მიმართული კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ და ისეც ხდება, რომ შერჩეული პრობლემები არ ემთხვევა შერჩეული პროექტის დასახელებას“- ასეთი შინაარსის, მეტად  მნიშვნელოვანი  შენიშვნა გამოითქვა 27 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში   გამართულ ოზურგეტის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად სოფლის მხარდამჭერი პროგრამა განიხილეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, გრიგოლ მახარაძემ განაცხადა, რომ 2019 წელს, 13 მუნიციპალიტეტში 59 სოფლის პროექტი   შეამოწმეს, კონკრეტულად ოზურგეთში მოხდა ნარუჯის, ძიმითის, ვაკიჯვრის, მზიანის და სოფელ ოზურგეთის პროექტების შემოწმება. -ძირითადად, სოფლებში მოქალაქეები ესწრებიან კრებებს, არიან ინფორმირებულნი ამა თუ იმ პროექტის შესახებ, რომელიც მათთან ხორციელდება, თუმცა, არაერთხელ აცხადებენ, რომ როცა თანხის დანაწევრება ხდება,  მერე ხარისხიც  და ეფექტიანობაც   უარესდება,_თქვა გრიგოლ მახარაძემ. საკითხის ირგვლივ   საუბრისას, გამოიკვეთა  აზრი, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული  თანხა ძალიან არ უნდა დანაწევრდეს და მოხმარდეს ერთ ან ორ მეტად აუცილებელ და სოფლის მოსახლეობის მიერ შერჩეული  პროექტის   ... ...
  • „ოზურგეთს უნდა დაუბრუნდეს ლესელიძის და ჩანჩიბაძის ძეგლები“27 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს - მორიგი სხდომა გაიმართა. განსახილველი საკითხების გარდა, სხომაზე საინტერესო საკითხებიც წამოიჭრა, რაც მრჩეველთა  საბჭოს წევრებმა არგუმენტირებულად მიიჩნიეს. კერძოდ, მრჩეველთა საბჭოს წევრმა, კოტე შავიშვილმა დასვა საკითხი, ოზურგეთის მუზეუმში, სადღაც საკუჭნაოში შეყრილი გამოჩენილ ადამიანთა ბიუსტები  მზის სინათლეზე გამოიტანონ და გმირთა  მოედანზე ან სხვა შესაფერის ადგილზე დადგან. _ისეთი სარდალი არმიისა, როგორიც კონსტანტინე ლელელიძე იყო ან პორფილე ჩანჩიბაძე, ბევრი გვყავს ან მსოფლიოს რომელიმე ხალხს ჰყოლია უთვალავი? წარსული ვისაც  ახსოვს, მომავალს  ის მართავს კარგად. ეს საკითხი უნდა დავსვათ და  ამ ადამიანების ძეგლები უნდა დაიდგას  ღირსეულ ადგილზე, _ თქვა მან. მრჩეველთა  საბჭოს   სხდომაზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საბჭოს წევრებმა მოიწონეს შავიშვილის წინადადება. მათ  განმარტეს, რომ ეს ბევრნაირი მიმართულებით იქნება   საინტერესო და საყურადღებო. _თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით, როცა აქ მოსული უცხოელები გაეცნობიან დიდი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ვიზუალურად ნახავენ ძეგლებს, __თქვა „პროგრესის სახლის“ დირექტორმა  მინდია სალუქვაძემ. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს მერიის წინაშე დასვამენ. ასევე აღნიშნეს, რომ  თავის დროზე არ უნდა აეღოთ იქედან,  სადაც ძალიან კარგად ... ...
  • საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის"  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო. დღეს, 2020 წლის 27 იანვარს, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია  და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს. გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - pc.gov.ge  და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე   ,,ლაივ სტრიმით" გადაიცემოდა. საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, დღეს, 11:00 საათზე გააგრძელებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...