შევქმნათ სტაბილური ეკოლოგიური პირობები თხილის ნაყოფის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის

ჩვენი რჩევები

შევქმნათ სტაბილური ეკოლოგიური პირობები თხილის ნაყოფის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის

2017 აპრ 13 12:16:07

თხილის კულტურამ რამდენადაც ფეხი კარგად მოიკიდა გურიაში და საქართველოს სხვა რეგიონებში, იმდენად გააფთრებით უტევს მას სხვადასხვა მავნებელი და ამიტომ, აუცილებელია, გამუდმებით მივმართოთ და ვურჩიოთ ჩვენს მეურნე, მშრომელ ადამიანებს, რომ საგაზაფხულო სამუშაოები მრავალი სახისაა და მის ხარისხიან შესრულებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ როგორი მოსავალი გვექნება მომავალ ზაფხულში.

როგორ უნდა შევუქმნათ თხილის მცენარეს ისეთი სტაბილური ეკოლოგიური პირობები, რომ გაზაფხულზე ნაყოფის (ბურჩხის) ჩამოყალიბების სრულფასოვანი პროცესი შედგეს?

თხილი ერთლებნიანი, გაყოფილსქესიანი, ფოთოლმცვენი მცენარეა, რომლის ერთ ძირზე მოთავსებულია, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი საყვავილე კვირტები, რომლებმაც უკვე დაიწყო მომწიფება. მომწიფებული დინგი მომზადებულია დასამტვერიანებლად. თხილის კვირტზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ალუბლისფერი დინგის წვერო, რომელზეც მამრობითი (მოგრძო ფორმის) ყვავილებიდან ჩამოცვენილი მტვერი დაიფრქვევა, განაყოფიერდება და ნაყოფი იწყებს განვითარებას. ეს პროცესი ახლა, გაზაფხულის დასაწყისიდანვე მიმდინარეობს.

როგორც შემოდგომა-ზამთარში, ისე ახლა, გაზაფხულზე, მავნე ორგანიზმებიდან ყველაზე საშიში და თვალსაჩინოა თხილის კვირტის მეგალე ტკიპა, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ჩაუსაფრდეს!

თხილის ტოტებზე აშკარად შესამჩნევია ყვავილივით გაფურჩქნული კვირტი, ამონაზარდი, რომელსაც ნორმალური კვირტის ფორმა სრულიად დაკარგული აქვს. ამ გაბუჩქულ კვირტში მიმდინარეობს დაზიანების პროცესი, რაც საბოლოოდ იწვევს მის უნაყოფობას.

ამის გარდა, ეს კვირტი არის მავნებლის გავრცელების უდიდესი რეზერვი, რომელშიც მოთავსებულია 30 ათასი სხვადასხვა ფაზის ტკიპები (სხვადასხვა ხნოვანების პრონიმფები) ერთდროულად. თუ კვირტს შუაზე გავჭრით, მხოლოდ მიკროსკოპით დავინახავთ უამრავ წყლისმაგვარ მატლს, რომლებიც დაზიანებულ კვირტებში უამრავია და ვითარდებიან.

მეგალე ტკიპა რაკი თვალით უხილავია, ჰგონიათ, რომ საფრთხე დიდი არაა, არადა ის დღეს უპირველესი საშიშროებაა _ სულ ცოტა, სანაყოფე კვირტების 20 პროცენტი უკვე დაზიანებულია ჩვენს პლანტაციებში. სავეგეტაციო პერიოდში ამ ტკიპის თაობათა რიცხვი 6-7-ჯერ მეტია! მათი რიცხოვნობა თხილის სხვადასხვა ჯიშებზე, სხვადასხვაა. უფრო მასობრივად აზიანებს შემდეგ ჯიშებს: ბერძულა, ნემსა, შველისყურა, დედოფლისთითა... დანარჩენ ჯიშებს მეტი იმუნიტეტი აქვთ.

ახლა მავნებელთა უმეტესობა დიაპაუზაშია. ისინი ზამთრობენ სხვადასხვა თავშესაფარში და გაზაფხულის დამთავრებისთანავე გამოდიან, იწყებენ უკვე შეფოთლილი თხილის დაზიანებას.

ერთ-ერთი ახალი მავნებელი მარმარა ბაღლინჯოც, მეგალე ტკიპას მსგავსად, წუწნით აზიანებს სხვადასხვა მცენარეების ორგანოებს, მათ შორის, თხილისაც.

ახლა, როცა თხილი იწყებს შეფოთვლას, მავნებლებთან ერთად, სხვადასხვა დაავადებების თანდათან გამოჩენაც იწყება. ესაა თხილის ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლეები, თხილის ნაცარი და სხვა.

ახლა, გაზაფხულზე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გატარებული უნდა იქნეს ბრძოლის შემდეგი მეთოდები .

1. კარანტინული ღონისძიებები: თხილის ნერგები არ უნდა გადავრგოთ დაზიანებული პლანტაციიდან ახალში, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი ნაკლებად ითვალისწინებს.

2. პლანტაციებს სჭირდება ხშირი დათვალიერება, რათა არ მოხდეს ახალი მავნე ორგანიზმის შემოჭრა.

3. ახალი პლანტაციის გაშენებამდე აუცილებლად ჩაატარეთ ნიადაგის ქიმიური ანალიზი.

გაითვალისწინეთ ასევე აგროტექნიკური, სანიტარულ-პროფილაქტიკური, ჰიგიენური მეთოდები: დაზიანებული ტოტების გასხვლა, ნაკვეთიდან გატანა და აუცილებელი დაწვა.

თუ ნაკვეთში გავრცელებულია თხილის ცხვირგრძელა, ის უნდა დაიტბორის წყლით, რათა ნიადაგში მოზამთრე მავნებლის ჭუპრები ასე ყველაზე ადვილად იხოცება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიზიკურ-მექანიკურ მეთოდს. ის ყველაზე ეფექტურია მავნებლის დასახოცად, იმიტომ, რომ კვირტის ღრმულებში შხამი ვერ აღწევს და ამიტომ ამ მავნებელზე შესხურებას სრული შედეგი არ მოაქვს.

ქიმიური მეთოდის ჩატარება ადრე გაზაფხულზე შესაძლებელია დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, რომელიმე ფუნგიციდით, ოღონდ კონცენტრაცია დაბალი უნდა იყოს, რათა არ დაზიანდეს მდედრობითი კვირტებიდან ამოზრდილი საყვავილე დინგები, რომლებიც მცენარის ნაზი ორგანიზმებია.

გირჩევთ, საგანგებოდ დაიმახსოვროთ და გაითვალისწინოთ წინამდებარე ჩვენი რჩევები, რადგან თხილის ნაყოფის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის სტაბილურ გარემოს მხოლოდ ასე შევქმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული წელიც კმარა გასახსენებლად, როცა თხილი, თავისი ნაჭუჭით, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, გული უმეტესად სოკოვანებით იყო დაავადებული, რამაც საერთო ჯამში ფასის ვარდნა და ფერმერთა ეკონომიკური ყოფის გაუარესება გამოიწვია.

ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა  აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • ვის შეხვდა მოსკოვში ნინო ბურჯანაძერუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შორის შეხვედრა შედგა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია  აღნიშნული, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ქვეყნებს შორის ავია მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა უნდა გამოიჩინოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,  რომ მოსკოვში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ აღიქვამენ და სხვა სახელმწიფოების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევისგან პრინციპულად იკავებენ თავს. ცნობისთვის, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა. ... ...
  • დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს  და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი  ყალბი 500 ევროიანი კუპიურა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ... ...
  • „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობა სხდომას გამართავსდღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე უმრავლესობის წევრები  ერთ-ერთ საკითხად საარჩევნო სისტემის შესახებ იმსჯელებენ. მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ... ...
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს