სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

ჩვენი რჩევები

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

2018 დეკ 18 16:21:47

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებით, მრავალი საუკუნის მანძილზე კარგად არის დაუფლებული და ამაზე საუბარი ზოგს, იქნებ, სასაცილოდაც მოეჩვენოს. თუმცა, მავნებელ აზიური ფაროსანას გამოჩენამ სიმინდის მოვლა-პატრონობის საქმეში დამახასიათებელი ცვლილება შეიტანა, რაც, ძირითადად, ვეგეტაციის პერიოდში საგანგებო დაკვირვებას გულისხმობს.

საქმე იმაშია, რომ სიმინდის ფართობებში ხვნა-თესვა, თითქმის ერთი თვის მანძილზე და ზოგჯერ მეტადაც გრძელდება. ამიტომ ვეგეტაციის ფაზებიც ერთ განსაზღვრულ დღეს ან კვირაში არ დგება. შესაბამისად, სიმინდის ტაროს დამარცვლიანებაც ერთი თვის მანძილზე სხვადასხვა დროს ხდება. ფაროსანაც ტაროზე მარცვლების არსებობის შესაბამისად გამოჩნდება. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, საყანე ფართობების შეწამვლა-დამუშავება ერთ კონკრეტულ დღეს არაა საჭირო და იმის მიხედვით უნდა მოხდეს, რომელი ფართობიც უფრო ადრე ან გვიან დაითესა.

მეურნე, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი ჟორა ცინარიძე საკუთარი დაკვირვების შესახებ გვესაუბრება და ამბობს, რომ სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ, რაშიც არ იგულისხმება მცენარისთვის თოხნის ჩატარების თუ სასუქის შეტანის სავეგეტაციო პერიოდები:

_ ეს ყველაფერი ჩვენმა ხალხმა, მრავალი საუკუნეა, კარგად იცის, თუმცა, ყოველივე წყალში ჩაიყრება, თან სამიოდე დღეში, თუ სიმინდის ფართობს მაშინ არ დავაკვირდებით, როცა მარცვალი რძისებრი სიმწიფის პროცესშია. ფაროსანა სწორედ ამ დროს ეტანება მას და პოპულაციის მხრივაც მავნებელიც ყველაზე აქტიური ამ დროსაა. კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ თუ ამ დროს საყანე ფართობში თუნდაც სამი-ოთხი ცალი მავნებელი დაინახეთ, სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ ფართობის ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა. საუკეთესო პრეპარატია "ინსაკარი" _ მომდევნო ოცი დღის განმავლობაში შეწამლულ ფართობს მავნებელი არ გაეკარება. ეს დაკვირვებამ აჩვენა. თუ არა ერთის მსგავსად, რასაც წლევანდელ სეზონზე ჰქონდა ადგილი, ჩათვლით, რომ შეწამვლა მაშინაა აუცილებელი, როცა ფაროსანა აქტიურად და ბლომად შეესევა სიმინდს, უკვე დაგვიანებული იქნება. მავნებელი ტაროს წვეროდანვე იწყებს მარცვლებამდე ჩასვლას და მის უსწრაფესად დაზიანებას იწვევს. მერე შეწამვლა კი არაფერს უშველის. ამიტომ, თუნდაც რამდენიმე მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს ფართობი, რომ დასაწყისშივე აღიკვეთოს მავნებლის ქმედება და არ მოხდეს მისი უფრო ვრცელ არეალში გადასვლა-გავრცელება. ასევე, არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ერთი შეწამვლის შედეგს _ სიმინდის მოსავალი რომ სრულფასოვანი გვექნეს, ზაფხულის პერიოდში აუცილებელია, სექტემბრის დასაწყისის ჩათვლით, მისი სამჯერ შეწამვლა. ეს დაადასტურა ბოლო ორი წლის გამოცდილებამ და თუნდაც ერთი შეწამვლის ჩავარდნა ნიშნავს სრულად დაზარალებულ მოსავალს.

დაკვირვებიდან გამომდინარე ყველას ვურჩევ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს სიმინდის ახლებურად მოვლის წესს, რაც გამუდმებულ დაკვირვებას გულისხმობს ივნისის ბოლო რიცხვებიდან, _ გვითხრა ცინარიძემ.

 მან ასევე გაიხსენა ზოგი მეურნის მოქმედება, როცა საკუთარი საყანე ფართობი არ შეწამლეს ან ერთხელ დაამუშავეს ცივი შესხურების მეთოდით და მეტად საჭიროდ აღარ ჩათვალეს. შედეგი კი ის იყო, რომ მთლიან ფართობზე მხოლოდ დაზიანებული, უხარისხო მოსავალი მიიღეს.




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...