სუსტი განტოტვის დამაგრება

ჩვენი რჩევები

სუსტი განტოტვის დამაგრება

2018 აგვ 10 10:18:30

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი მსხმოიარობისას, როგორც ამ სეზონზე გვაქვს გურიაში, განსაკუთრებით ხნიერ ნარგაობებში, ხშირია შტამბის განტოტვის ადგილას ტოტების ჩამოხლეჩა. ამის მიზეზია ვარჯის არასრულყოფილი ფორმირება და განტოტვების ცუდი შეხორცება. ასეთი ტოტი დიდი მოსავლის დროს ვერ უძლებს ნაყოფის სიმძიმეს და განშტოების ადგილას იხლიჩება. აღნიშნული ვარჯიდან ცალკეული დედა ტოტების გამოთიშვა ძლიერ ამცირებს მოსავალს, აქვეითებს ხის ცხოველმყოფელობას და ხშირად ახმობს მას.

ჩამოხლეჩის თავიდან ასაცილებლად ტოტები ლითონის წვრილი, გამძლე მავთულით უნდა დავამაგროთ. თუმცა, ეს ღონისძიება თუ არასწორად ჩავატარეთ, პირიქით, შესაძლებელია, უფრო დავაზიანოთ ტოტები _ მოჭერილი მავთული მცენარის ტოტებში ღრმად იჭრება და საფრთხეს უქმნის კამბიუმს, აფერხებს ფოთლებიდან ფესვებში საკვების მიწოდებას. ამიტომ ასეთი ტოტების დამაგრება რეკომენდირებულია, როგორც მავთულით, ისე სპეციალურად დამზადებული (თუნდაც შინაურ პირობებში) საჭერებით.

განტოტვიდან 30-40 სმ სიმაღლეზე, მოპირდაპირე ტოტებზე წვრილი ბურღით აკეთებენ თითო ნახვრეტს, რომელშიც არჭობენ მავთულის ბოლომოღუნულ სამაგრს. თუ განტოტვა დიდია და შეხორცება სუსტი, მაშინ ასეთი სამაგრი მოპირდაპირე მხარეზეც უნდა ჩაისვას, პირველის ოდნავ ზემოთ ან ქვემოთ. რკინის სამაგრი უნდა იყოს წვერწამახული. მავთულის მერქანში ჩარჭობის სიღრმე დამოკიდებულია ტოტის სისქეზე. პრაქტიკაში, უმჯობესია გამოვიყენოთ 1-1,4 სმ სისქის რკინის მავთული. ნახვრეტის სიგანე აღნიშნულ სიმაგრეზე, 2-3 მმ-ით ნაკლები უნდა იყოს.

ცუდი შეხორცების განტოტვის დამაგრება შესაძლებელია, აგრეთვე, მავთულის შემოჭერითაც. მხოლოდ შემოჭერის ადგილას, მავთულის ქვეშ, აუცილებლად უნდა დაიდოს რაიმე რბილი მასალა, მაგალითად რეზინი ან სხვა _ იგი რკინის მავთულს არ მისცემს მერქნის ჩაჭრის საშუალებას.




 ახალი ამბები
  • „საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია“ - თამარ ჩუგოშვილი115-კაციანი უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე დგას. თუ გუნდიდან კიდევ ერთი დეპუტატი წავა, „ქართული ცონება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს. აღნიშნულზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში ტრაგედია არ არის. „საკონსტიტუციო უმრავლესობას მე პირადად, სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის ალბათ ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო", - განაცხადა ... ...
  • საქართველოში ველური ბუნების სააგენტო შეიქმნებაეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება. რეორგანიზაციის მიზნით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა. ახალი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა. სამინისტრომ ახალი სააგენტოს დებულებაც უნდა შეიმუშავოს. მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაცია პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. ... ...
  • რომან გოცირიძემ პარლამენტში "სამარცხვინო დეპუტატების" 45-კაციანი სია გამოაკრა"გუშინ პარლამენტში ვერ გავიდა რეზოლუცია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ. ეს რომ მიეღოთ, ამას მოჰყვებოდა უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები. ამის შესახებ გააფრთხილა უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარემ და მოუწოდა მათ, არ დაეჭირათ მხარი „პატრიოტთა ალიანსის“ ამ უგუნური ინიციატივისათვის: გულით რეზოლუციის მხარეზე ვარ, მაგრამ სამართლებრივად ვერაო, ბრძანა სპიკერმა. მაინც ვერ შევიდა ზოგიერთების თავში მათი თავმჯდომარის ნათქვამი. დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის წინ გამოვაკარი ”სამარცხვინო სია” იმ 45 ბნელი დეპუტატისა, რომელმაც ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი", _ წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და შესააბამის ვიდეოს ... ...
  • გია ვოლსკი: “თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს“პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა გულდასაწყვეტია: „ძალიან გული მწყდება _ პირველი შეგრძნება გულდაწყვეტაა. გარკვეულ საკითხებზე სრული უთანხმოება არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს, როგორ მოვდიოდით და როგორ ვიდექით ერთ პოზიციაზე რთულ ვითარებაში. შეიძლება, საკითხზე ემოციურად ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ანალიზი, რა მოჰყვება ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქციის სახით, ამ საკითხზე ჩვენი შეფასება სხვადასხვანაირია“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ. დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა რთულია: „თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს. არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ინანო და პირველ პლანზე ეს დააყენო. პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია, რაც საზოგადოებაზეც აისახება მაშინ, როდესაც სიმართლე გაცილებით არაპოპულარულია. პოზიცია ემოციურად ყველასთვის ერთია, მაგრამ ანალიზიდან გამომდინარე ეკა ბესელიას პოზიცია არასწორია“, _ განაცხადა გია ... ...
  • "ქართული ოცნება" 1 ოქტომბრის იდეალებს ასცდა" _ ბესელიამ უმრავლესობა დატოვაეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და მიზეზებზე საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა: „რთულია და ძალიან ემოციური ჩემთვის, ამავდროულად საპასუხისმგებლო, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, ამ პოლიტიკური გუნდიდან მივდივარ იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება. კოჰაბიტაციას არ გადაყვება თითოეული ოჯახისთვის ყველაზე ღირებული რამ _ სამართალი, სამართლიანი სასამართლო. ჩვენ, ყველას ერთად, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა. რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება _ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათ უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა; იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს. „ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებთა სხვაობა, ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით, ვერ გამოიღო შედეგი“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...