თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

ჩვენი რჩევები

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

13 თებ. 2021, 09:44:09

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში, მცირე თუ დიდ ბოსტნებში უპირველესი სამუშაოებია, მიწის გადაბარვა, ხეხილოვანთა გასხვლა და ნიადაგში სასუქების შეტანა.

გადაბარვა, როგორც წესი, უნდა მოხდეს ბაღ-ბოსტნებში, ასევე, უნდა შემოვბაროთ ხეხილოვანთა ირგვლივ ნიადაგი, შემდეგ კი ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები შევიტანოთ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ვარაუდობენ თოვლს, წვიმიან ამინდებს. ამიტომ, გამოვიყენოთ კარგი ამინდი, გავსხლათ ხეხილოვნები: ვაშლი, მსხალი, ატამი. ასევე, უნდა გაისხლას კივი, ჩაი, ვისაც აქვს. ეს ერთგვარი სამზადისიც იქნება იმისთვის, რომ თოვლმა ტოტები არ ჩამოამტვრიოს და რა თქმა უნდა, მცენარე ვეგეტაციას უფრო აქტიურად შეძლებს.

ბოსტნების გადაბარვა ამ პერიოდში გააუმჯობესებს სამომავლოდ აგრარული კულტურების ხარისხს. გადაბარვის შემდეგ შეიტანეთ უმჯობესია ნაკელი, ასევე არაორგანული სასუქებიც.

მრავალწლიანი მცენარეების ირგვლივ, უფრო ხეხილოვნების, შემობარვა მოვახდინოთ მეტრნახევარ რადიუსში.

გაასუფთავეთ საყანე ფართობები. მოამზადეთ გოგროვნების დასათესი კვლები. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მეურნეებს, ხმელი ფოთლები, ნასხლავი თუ სხვა მცენარეული ნარჩენები, არ დაწვან და ნეშომპალით საუკეთესო სასუქი მოამზადონ. თუმცა დაუშვით გამონაკლისი გოგრის დასათესი ნიადაგის მომზადებისას. ამ მცენარის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასუქი მცენარეული ნარჩენების ნამწვია.

თებერვლის თბილი დღეები ასევე გამოიყენეთ ღობეების გასამაგრებლად. უმეტესად კი, როგორც ვთქვით, მოასწარით გასხვლა, ჩაბარვა, ზოგადად ნიადაგის განოყიერება.




 ახალი ამბები
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუნდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო8 მარტს 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით  მთელი საქართველოს მასშტაბით 10:00 საათზე დაიწყო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად მიმდინარეობს და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება. ოლიმპიადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.  მესამე ტურში გადასულ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სიგელი. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ ... ...

არქივი