თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

ჩვენი რჩევები

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

2019 მარ 8 15:21:40

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა არაერთგვაროვნად აღიქვამს. სამწუხაროდ, არც ისე ცოტა ადამიანი თვლის, რომ ეს დაავადება თხილს "ვიღაცამ" გაუჩინა, ზოგი დივერსიაზეც საუბრობს. ეს რომ ასე არ არის, ცოტა უკან, ახლო თუ შორეულ წარსულშიც მივიხედოთ.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ზიანის მომტანი დაავადებების არსებობა უძველესი დროიდანაა ცნობილი. უძველეს ანდერძებში აღწერილია ნაცროვანი და ჟანგაროვანი დაავადებების არსებობის მაგალითები.

მცენარის დაავადებებით გამოწვეული უდიდესი ზარალის და მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგების საუკეთესო მაგალითია 1845-1846 წლებში ირლანდიაში კარტოფილის ფიტოფტოროზით დაავადება. აღნიშნულმა დაავადებამ კარტოფილის მოსავლის განადგურება გამოიწვია, რის გამოც, ირლანდიამ თითქმის მოსახლეობის 1/3 დაკარგა. ერთ მილიონამდე ადამიანი შიმშილით დაიღუპა, ხოლო ნახევარმა მილიონმა ირლანდია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა.

დაავადებული მცენარის ან მისი პროდუქციის გამოყენებით ადამიანისა და ცხოველების სიკვდილის ან დაავადების უამრავი მაგალითები არსებობს, მაგალითად, "ჭვავის რქით" დაავადება. ამ დროს მისი სკლეროციუმები ხორბალში ერევა და თუ ასეთი ხორბალი საკვებად იქნა გამოყენებული, ამას მოყვება ადამიანების და ცხოველების მოწამვლა და სიკვდილი.

ზღვისპირა და მთიან რაიონებში ხშირია "მათრობელა პურის" მოვლენა. იგი გამოწვეულია ხორბლის მარცვლის სოკო Fusariumi-ით დაავადებისას.

1940-1941 წლიდან დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში თავი იჩინა ციტრუსების დაავადებამ, ე. წ. ხმელამ ანუ მალსეკომ. მალსეკოს გამომწვევი სოკო ობლიგატი პარაზიტია. იგი მცენარეში ტოქსინებს გამოყოფს, რაც იწვევს მცენარის დაღუპვას. სოკო განსაკუთრებით პათოგენურია ლიმონის მიმართ. 1952 წლიდან ეს დაავადება საქართველოში ძალიან გავრცელდა და მოხდა ეპიფიტოტია _ დაავადების აფეთქება, რის გამოც თითქმის განადგურდა ქართული ლიმონი.

1963 წელს ხანგრძლივი წვიმების გამო გავრცელდა ვაზის ჭრაქი და ბევრი რაიონი მთლიანად უმოსავლოდ დარჩა. ჭრაქით ვაზი ისე ძლიერი იყო დაავადებული, რომ 1964 წლის მოსავალიც ძლიერ შემცირდა. კიდევ უფრო მეტი ზარალი გამოიწვია ვაზის ჭრაქმა 1972 წელს.

2017-2018 წლებში მოხდა თხილის მცენარის პათოგენ სოკოთა ძლიერი გავრცელება, დაავადებათა აფეთქება_ ეპიფიტოტია.

ჩვენ მიერ თხილის დაავადებათა შესწავლა 1977-1978 წლიდან დაიწყო. თხილის მცენარეზე გამოვლინებულია 51 სახეობის სოკო. აღნიშნულ სოკოებს თავიანთი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების დადგომისას შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ თხილის კულტურას.

2017-2018 წლებში თხილის მცენარეზე ძლიერ გავრცელდა შემდეგი სოკოვანი დაავადებანი _ თხილის ყავისფერი სიდამპლე, თხილის ნაცრისფერი სიდამპლე, ფუზარიუმის გვარის სოკოებით გამოწვეული თხილის ნაყოფების სიდამპლე, თხილის ნაყოფების მონილიოზი, თხილის ნაყოფების ფომოზი, თხილის ალტერნარიოზი, თხილის ნაცარი. ზემოთ ჩამოთვლილი სოკოები გასულ წლებშიც გამოვლინდებოდა ხოლმე, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული მავნეობა მინიმალური იყო და თხილის მოსავლიანობაზე არსებით გავლენას არ ახდენდა. წინა წლებში თხილის ნაცარი ზაფხულში, ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოში აღინიშნებოდა. მისი მავნეობა იმით გამოიხატებოდა, რომ რამდენიმე ფოთოლი ჩამოცვივდებოდა, რასაც მცენარისთვის პრაქტიკულად ზიანი არ მოჰქონდა. 2018 წელს კი თხილის ნაცარმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თხილის კულტურას.

თხილის დაავადებათა აფეთქება _ ეპიფიტოტია გამოიწვია სოკოების განვითარება-გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობამ, ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩაუტარებლობამ, მავნებელი ხოჭოს _ ფაროსანას გავრცელებამ, რომელმაც ინფექცია სხვადასხვა მცენარეებზე გადაიტანა. ასევე, მემცენარეობაში საერთოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზღვრებს გარედან ჰაერის ნაკადით შემოტანილი ინფექცია.

დაავადების შესაზღუდად აუცილებელია ჩატარდეს პროფილაქტიკური ღონისძიებანი: თხილის მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა, გამოიჭრას დახავსებული და მღიერებით დასახლებული ღერო-ტოტები, ძლიერ დაავადებული და გამხმარი ტოტები მთლიანად მოიჭრას, მერე კი მოხდეს მათი გატანა თხილნარებიდან და დაწვა. აუცილებელია ჩამოცვენილი ფოთლებისა და ხეზე შერჩენილი დაავადებული თხილის ბურჩხების შეგროვება და დაწვა. გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში თხილის მცენარის ირგვლივ ნიადაგის შემობარვა. ამ დროს დაავადებული მცენარის ნარჩენები, რომლებშიც სოკოები და სხვა მავნე მიკროორგანიზმები იზამთრებენ, ნიადაგის ღრმა ფენებში მოექცევა და ლპება.

თხილის მცენარის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებებია:

ჯეკ-პოტი 0,15-0,2%-იანი, ან ზატოსტარი 0,15-0,2%-იანი, ან ზახისტი 0,15-0,2%-იანი ან 0,4%-იანი სპილენძის ქლორჟანგი, რითაც უნდა მოხდეს მცენარეების შესხურება.

პირველი შესხურება უნდა მოვახდინოთ ახლა, ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, მეორე და მესამე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 10-12 დღის ინტერვალით.

თხილის ნაცრის საწინააღმდეგოდ აგრეთვე კარგ შედეგს მოგვცემს ნაცრის გამოჩენისთანავე დაფქული გოგირდის შეფრქვევა ან კოლოიდური გოგირდის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში წამლობა, სულ ცოტა, 4-5-ჯერ შეიძლება განმეორდეს.

 ლამზირი ბერაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფიტოპათოლოგი




 ახალი ამბები
  • "არ გიშველით არც ეს ვირუსომანია"_ ნათელაშვილი ხელისუფლებასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს იურიდიულ უმძიმეს დანაშაულს უწოდებს. „ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი ,რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე,სხვა საპროტესტო აქციებზე,არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ- არ გიშველით არც ეს ვირუსომანია,”_ წერს ... ...
  • საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია ... ...
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლაჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...