ტრიფოლიატის ახალი ხანა

ჩვენი რჩევები

ტრიფოლიატის ახალი ხანა

2017 მარ 7 14:52:38

ტრიფოლიატის ეკლიანი ღობე, როცა გვეგონა, წარსულში დარჩა, დღეს ისევ აქტუალურია, როგორც დეკორატიული, ულამაზესი, მარადმწვანე და გამძლე საშუალება კარმიდამოს თუ ბაღების შემოსარაგვად. ამასთანავე, საუკეთესო და შეუცვლელი საძირეა ციტრუსოვანთათვის.

დღეს საქართველოში არა ერთგან დაინტერესდნენ ტრიფოლიატის დეკორატიული ღობეების გაკეთებით. ის ერთგვარ ეგზოტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს, რომ ეზო-კარი საუცხოოდ გამოიყურებოდეს.

დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ, როგორ უნდა მოახდინონ ტრიფოლიატის თესვა თუ საძირეების გადარგვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის მსგავსად, ბევრგან აჭრეს ტრიფოლიატის ღობეები და შესაბამისად ინტერესიც აღარ იყო მის მიმართ, მაინც შემორჩენილია და თესლის შეგროვებაც ძნელი არ არის. მანდარინის მსგავსი მცირე ზომის ნაყოფს მცენარე მუდამ ისხამს, რომლის შეგროვებას და შემდეგ სათესლე მასალის მიღებას, დაინტერესებული ადამიანი მუდამ შეძლებს.

თესვაც და საძირეების გადარგვაც უნდა მოხდეს 25 თებერვლიდან 15 მარტამდე. თესვა უნდა აწარმოოთ ერთი მეტრის სიგანის კარგად დამუშავებულ კვლებზე, გარდიგარდმო მწკრივებად. თესვის სიღრმე უნდა იყოს სამი სანტიმეტრი. ერთ ჰექტარზე ითესება 250 კილოგრამი თესლი. აღმოცენებულ მცენარეებს შორის მანძილი მწკრივებს შორის უნდა იქნას 6 სანტიმეტრი. უფრო ხშირი აღმოცენებისას, საჭიროა ნათესი გამეჩხერდეს. შემდეგ, ერთწლიანი ინტერვალით, თებერვალ-მარტში, ერთწლიანი ტრიფოლიატის საძირეების გადარგვა უნდა აწარმოოთ ორგვარად: კვლებზე და მინდვრული წესით (კვლების გარეშე). ჭარბტენიან ნიადაგზე საძირეებს ვრგავთ 10-15 სანტიმეტრით ამაღლებულ კვლებზე. კვლების სიგანე სხვადასხვაა _ ერთი, ორი და სამმეტრიანი. საძირეების მწკრივები ეწყობა კვლების გასწვრივ მთელ სიგრძეზე. მინდვრული წესით დარგვა შეგიძლიათ წყალგამტარ, ქვიშნარ ნიადაგებზე. ამ წესით სანერგის მოწყობისას მეტად გაადვილებულია სამუშაოთა მექანიზაცია.

დარგვა უნდა მოვახდინოთ ზონარის მიხედვით და მანძილი საძირეებს შორის სხვადასხვა უნდა იყოს: კვლებზე დარგვისას, 50 სანტიმეტრი რიგებსა და 25 სანტიმეტრი _ მცენარეებს შორის. ამ წესის დაცვა ყოველთვის სასურველია. თუ ვრცელ ფართობზე აშენებთ, ჰექტარზე 80 ათას ძირ ნერგს მოათავსებთ. მინდვრული წესით დარგვისას, რიგებს შორის მანძილი უნდა დავტოვოთ 80 სანტიმეტრი მაინც. რიგში კი, მცენარეთა შორის მანძილი 25-30 სანტიმეტრი უნდა იყოს. დარგვისას საძირეები უნდა მოირწყას, შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნებას, რასაც ხშირი გაფხვიერებით უნდა მიაღწიოთ.

თუ ტრიფოლიატი გვინდა ციტრუსოვანთა საძირეებად (ამ მხრივ ის შეუცვლელია), თებერვალ-მარტში, საგანგებოდ შერჩეულ სანერგის მეორე მინდორზე, სადაც მოთავსებულია ნამყენები, უნდა მოახდინოთ რიგთაშორისების გადაბარვა.

გადაბარვის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე, მარტში უნდა დავიწყოთ ნამყენების კვირტზე გადაჭრა, რაც ასე უნდა ჩავატაროთ:

დამყნილი კვირტიდან 1-1,5 მილიმეტრის სიმაღლეზე კარგად ალესილი სეკატორით ვაცილებთ ნეკს. გადანაჭერს უნდა წაუსვათ ბაღის მალამო. თუ არ გაქვთ, შეიძლება თხლად გადაუსვათ კარგად დარბილებული თაფლის სანთელი.

ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა თვალყური ვადევნოთ, რომ კვირტიდან გამოსული ნორჩი ამონაყრები არ დაზიანდეს. ამ მიზნით მათ ვუყენებთ პატარა ჭიგოებს, რომელზედაც ნამყენები უნდა მიეკრას. აგრეთვე, სისტემატურად უნდა ჩავატაროთ ტრიფოლიატის ამონაყრების ხელით მოცილება.

უნდა ვეცადოთ, რომ სანერგეში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერი და სარეველებისგან გაწმენდილი იყოს. ოკულანტების ზრდის გასაძლიერებლად უნდა შეიტანოთ აზოტიანი სასუქი _ 2 გრამი საკვები ნივთიერება თითოეულ მცენარეზე. სასუქი უნდა შევიტანოთ ნიადაგის გადაბარვის და გაფხვიერების დროს, თებერვლის ბოლოს, მარტსა და შემდეგ მაისში.




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167  ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,  სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27  პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ... ...
  • ხარების სადღესასწაულო წირვა სამტრედიის საკათედრო ტაძარშიხარების დღესასწაული დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღინიშნა. სამტრედიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მეუფე საბამ. მრევლი მიტროპოლიტის ლოცვასა და ქადაგებას ტაძრის ეზოში ისმენდა. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს ... ...

არქივი