ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

ჩვენი რჩევები

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

2019 ოქტ 8 12:54:45

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი დარგი იყო და არის, თუმცა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ცნობილი მოვლენების გამო, ზოგადად სოფლის მეურნეობის უკუსვლას, ციტრუსოვანთა შემცირება და გავერანება თუ აჩეხვაც მოჰყვა.

ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს.

მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ციტრუსოვნები მაღალრენტაბელური კულტურებია და მათი გაშენების თუ მოვლა-მოყვანისთვის გაწეული ხარჯები, უხვმოსავლიანობის დროს, ძალზე მოკლე დროში ანაზღაურდება. აგროტექნიკურ ღონისძიებათა რაციონალურად გახორციელებით ერთ ჰექტარზე 35-40 ტონა მაღალხარისხოვანი ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი.

თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკა, განსაკუთრებით საოჯახო, გავაძლიეროთ, კვლავ განსაკუთრებული ძალისხმევით ვებრძოლოთ ციტრუსოვანთა დაავადებებს, გავერანებული ან დაძველებული პლანტაციები გავაახლოთ, რადგან გურია-აჭარის ზონაში ციტრუსოვანთა მოძლიერება რეგიონს საგრძნობლად გამართავს წელში.

ციტრუსოვანთა დაავადებებიდან ყველაზე საყურადღებოა ციტროსოვანთა ინფექციური ხმობა _ სახელად მალსეკო, მეჭეჭიანობა, ფიტოფტოროზი, მელანოზი, გომოზი, ანტრაქნოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ციტრუსოვანთა ვეტიცილიოზური ხმობა. ასევე ციტრუსოვნებისთვის მნიშვნელოვანი მავნეობის მომტანია ბაქტერიული დაავადება _ ბაქტერიალური ნეკროზი ანუ ციტრუსბლასტი.

ახლა გირჩევთ, თითოეული ამ დაავადების წინააღმდეგ როგორ და რა მეთოდით უნდა ჩატარდეს პირველ რიგის პროფილაქტიკური ღონისძიებები _ მოახდინეთ ვარჯის გასხვლა, ტოტების და ყლორტების იმგვარად განლაგება, რომ არ მოხდეს მათი ჩახუთვა, ასევე, ზუსტად უნდა მოვახდინოთ სასუქების ბალანსირებული შეტანა.

რაც შეეხება დაავადებებს _ ავადმყოფობის ძლიერი განვითარების შემთხვევაში, პირველი წამლობა უნდა ჩავატაროთ ადრე გაზაფხულზე ბორდოს ხსნარით, მეორე წამლობა დაყვავილების შემდეგ ხდება, 0,55-იანი ბორდოს სითხით ან სპილენძის ქლორჟანგით.

ცალკე გამოვყოფ მეჭეჭიანობას _ მის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიება, რაც მდგომარეობს დაავადებული ორგანოების მუდმივი შეგროვებითა და მოსპობით; ქიმიური ღონისძიებებიდან კი უნდა გამოვიყენოთ კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდის ერთპროცენტიანი ბორდოული სითხით ან 0,5-პროცენტიანი სპილენძის ქლორჟანგის ხსნარით წამლობა. პირველი წამლობა უნდა მოხდეს ვეგეტაციის დაწყებამდე, მეორე _ დაყვავილების შემდეგ და მესამე _ როცა ნაყოფები კაკლისოდენაა.

ციტრუსოვანთა ბაქტერიალური ნეკროზის ანუ ციტრუს-ბლასტის წინააღმდეგ, გაზაფხულზე წამლობების დაწყებამდე გამხმარი, დაავადებული ტოტები საგულდაგულოდ უნდა გავსხლათ და დავწვათ. დაავადებული ადგილების მოჭრა და დეზინფექცია მოვახდინოთ სპილენძის ხსნარით, ხოლო ჭრილობები კი ბაღის მალამოთი ან ზეთოვანი საღებავით დავფაროთ.

პირველი წამლობა ამ დაავადების საწინააღმდეგოდ უნდა ჩავატაროთ თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში. მცენარეები უნდა დავამუშავოთ ბორდოს ხსნარით და სპილენძის ქლორჟანგით. მეორე შესხურება ნაყოფის გამონასკვის შემდეგ უნდა მოვახდინოთ, მესამე კი იგივე პრეპარატებით ან ანტრაკოლის და ზატოსტარის ხსნარით, ივნისში ან ივლისში.

ციტრუსოვანთა ფიტოფტოროზის წინააღმდეგაც ბრძოლისას პირველ რიგში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვაა საჭირო. მერე კი დაავადების წინააღმდეგ უნდა ჩავატაროთ სამჯერადი წამლობა იგივე ბორდის და და სპილენძის ქლორჟანგის ან ზატოსტარის ხსნარით, სამჯერ, ვეგეტაციის დაწყებამდე, დაყვავილების შემდეგ და და შემდეგ ივნისსა და ივლისში, დაავადებების ძლიერი განვითარების კერებში.

ციტრუსოვანთა ვერტიციოლოზური ხმობის წინააღმდეგ საჭიროა მცენარის ვარჯის სწორი გასხვლა. ამ კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ორგანულ-მინერალური პრეპარატი _ ხელატი.

ციტრუსოვანთა ალტერნარიოზის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებისას, ასევე, ვიწყებთ სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებებით, შემდეგ კი სამჯერადი წამლობა ისევე უნდა ჩავუტაროთ, როგორც ზემოთ ნახსენები დაავადებების დროს, იგივე თანმიმდევრობით და ვადების დაცვით.

ახლა ვისაუბროთ ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ, რაც თხილსაც ძლიერ მოედო _ წამლობის დაწყებამდე გამხმარი და დაავადებული ტოტები მაქსიმალური ყურადღებით უნდა გამოიჭრას და დავწვათ. ქიმიური ღონისძიებებიდან კი კონტაქტური ფუნგიციდის ერთპროცენტიანი ბორდოს სითხით ან 0,5-პროცენტიანი სპილენძის ქლორჟანგით ან ზახისტის ხსნარით. ამ შემთხვევაში ადრე გაზაფხულზე უნდა მოხდეს შესხურება.

რაც შეეხება ციტრუსოვანთა გომოზას, მცენარეს დაავადებული ნაწილი უნდა ავთალოთ, მოვაჭრათ, სადაც არის, ხოლო შიშველი ადგილები შემდგომ დავუმუშავოთ შაბიამნის ხსნარით და დავფაროთ ბაღის მალამოთ ან ზეთოვანი საღებავით. შემოდგომაზე მსხმოიარე მცენარეების შტამბისა და ტოტების შეთეთრება ზამთრისთვის მოვახდინოთ შემოდგომის ბოლოს _ ათი წილი კირის, ათი წილი თიხის და ორი წილი რკინის ან სპილენძის შაბიამნის ნარევით.

ციტრუსოვანთა ფესვების ლპობის საწინააღმდეგოდ საჭიროა ჩატარდეს კომპლექსური ღონისძიებები: სანიტარულ-ჰიგიენური, აგროტექნიკური და პროფილაქტიკური.

სამხრეთული ფესვის სიდამპლის ინფექციის აფეთქების დროს, სასწრაფოდ უნდა ამოვთხაროთ თესლნერგები და ნიადაგის ზედაპირს დავასხუროთ ორპროცენტიანი ბორდოული სითხე ან პრევიკური ენერჯის 0,25%-იანი ხსნარით ნიადაგი მოვრწყოთ _ ერთი კვადრატული მეტრი ოთხი ლიტრი სითხით.

ფუზარიუმისა და ფიტოფტორას გვარის სოკოებით გამოწვეული ფესვის ყელისა და ფესვთა სისტემის დაავადების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა მცენარის დარგვამდე ან დათესვამდე ნიადაგის დეზინფექცია ბალზამით და 80 გრამი სითხით ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე.

ფესვების სიდამპლის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იქნეს ბიოლოგიური ფუნგიციდები, როგორც ნიადაგში შეტანით, ასევე, შესხურებით, 0,3%-იანი სპილენძის ოქსიქლორიდი-ნეორამთან, 0, 3%-იანი მაქსიმით.

ციტრუსოვანთა სიშავის წინააღმდეგ, ძირითადად, ბრძოლა მწერების წინააღმდეგ უნდა მივმართოთ, რადგან სიშავის გამომწვევი სოკოები ფარიანებისა და ბუგრების მიერ გამოყოფილ ტკბილ წვენზე ვითარდებიან და ახლა, შემოდგომაზე, ციტრუსოვანთა ნაყოფის დაკრეფის შემდეგ, უნდა ჩავატაროთ ბრძოლის ღონისძიება, როგორც დაავადებების, ისე მავნებლების წინააღმდეგ შემდეგი ფუნგიციდური ნაზავით: ფუნგიციდი-ზატოსტარი 0,15-0,2% ან ანტრაკოლი 0,15-ო 2% ან ზახისტი 15-0,2%.

 ლამზირი ბერაძე,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167  ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,  სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27  პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ... ...
  • ხარების სადღესასწაულო წირვა სამტრედიის საკათედრო ტაძარშიხარების დღესასწაული დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღინიშნა. სამტრედიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მეუფე საბამ. მრევლი მიტროპოლიტის ლოცვასა და ქადაგებას ტაძრის ეზოში ისმენდა. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს ... ...

არქივი