ზამთრის მიწურულის სამუშაოები თხილის ბაღებში

ჩვენი რჩევები

ზამთრის მიწურულის სამუშაოები თხილის ბაღებში

2017 მარ 7 14:51:09

უძველესი ჩინური წყაროებიდან ცნობილია, რომ თხილის ნაყოფი ღმერთის მიერ ბოძებული ნაყოფების პირველი ხუთეულის უწმიდესი ნაყოფია, კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელია, რომელზედაც განუსაზღვრელი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე.

მისი სადღეისო გავრცელების არეალი ჰიმალაიდან კანადის ჩრდილოეთი საზღვარია, თუმცა, სამრეწველო ნარგაობანი გვხვდება შუა ევროპისა და მცირე აზიის ქვეყნებში, ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიაში, აშშ-სა და კანადაში.

თხილის ნაყოფს აქვს არა მარტო კვებითი მნიშვნელობა ნედლი სახით, არამედ გამოიყენება მთელ რიგ წარმოებაში და მედიცინაში. თხილის გულს დიდი გამოყენება აქვს საკონდიტრო მრეწველობაში, გამოხდილ ზეთს კი ხმარობენ ტექნიკურ და პარფიუმერულ წარმოებაში. ფოთლები და ბურჩხები შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელიც გამოიყენება ტყავის წარმოებაში, თხილის ნაჭუჭი კი იხმარება ლინოლეუმის წარმოებაში.

თხილის მცენარის სიცოცხლისუნარიანობა 180-200 წელია. თითოეული დედა ტოტი ცოცხლობს 60-65 წელს. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-4 წელს, მაგრამ ხშირად მაღალ აგროტექნოლოგიურ ფონზე, შესაძლებელია მსხმოიარობა მესამე წელსაც დაიწყოს.

თხილის ახალშენი ბაღი სრულმოსავლიანად ითვლება დარგვიდან მერვე-მეათე წელს, რომელიც დამოკიდებულია ჯიშსა და მოვლა- განოყიერების მაღალ აგროტექნოლოგიურ ფონზე. ამ დროისთვის თხილის მძლავრი ფესვთა სისტემა მთლიანად ფარავს მისთვის განკუთვნილ კვების არეს. ამიტომ სხვა დამატებითი კულტურების შეთესვა ან გამორგვა მიზანშეწონილი არ არის. რიგთაშორისები უნდა დარჩეს ბუნებრივი ბალახეული საფარის ქვეშ, რომელიც საჭიროების მიხედვით უნდა გაითიბოს და გამოყენებული იქნას ცხოველთა საკვებად, მულჩად რიგთაშორისებში ან დამუშავდეს შესაბამისი ჰერბიციდით მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე.

სრულმსხმოიარობის ასაკამდე, თხილის კულტურის ერთ-ერთი ბიოლოგიური თავისებურებაა ფესვიდან ამონაყრების ინტენსიური განვითარება. თხილის დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ იწყება ამონაყრების მასიური წარმოქმნა, რომელიც იჭრება ვარჯის ტოტებში, იწვევს ძირითადი ტოტების ჩახშირებას, დასუსტებას, იქმნება პირობები მავნებელ-დაავადებათა განვითარებისთვის, ძნელდება მოვლითი ღონისძიებების ჩატარება, მცენარის ვარჯში მცირდება ჰაერაცია და სინათლე, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს, მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში და გავლენას ახდენს ტრანსპირაციაზე, კვების ინტენსივობაზე და მცენარეში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიურ პროცესზე. კარგი განათებისა და ჰაერაციის პირობებში კი უზრუნველყოფილია მცენარის გენერაციული ორგანოების ნორმალური ზრდა-განვითარება. ამიტომ, ყველა ფერმერმა და ამ საქმით დაინტერესებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს და შეარჩიოს თხილის ბაღის გაშენებისას მცენარის კვების არე ისე, რომ არ მოხდეს მცენარეების კარგი განათების და ჰაერაციის გარეშე დატოვება.

თხილის ბაღებში ამონაყრების განვითარების შემთხვევაში შეუძლებელია ტექნიკის ეფექტურად გამოყენება. სუსტდება თხილის მცენარის ნორმალური განვითარება და მცირდება მოსავალი, რადგან ამონაყარი ართმევს საკვებს ძირითად ტოტებს, რაც წინაპირობაა მოსავლის შემცირებისა. ამავე დროს თხილის მასიურ ამონაყრებში ვითარდება მავნებელ-დაავადებები, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მცენარეს. ამიტომ ამონაყრებისგან თხილის ბუჩქის გათავისუფლება (ახალგაზრდა ბაღებში) უნდა მოხდეს მთლიანად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროა ნერგის წარმოება ახალი ბაღების გასაშენებლად. ამონაყრებიდან ბრძოლა გამოიხატება სეკატორით და ბაღის ხერხით ფესვის ყელთან მათ მოცილებაში.

ამონაყრებისგან ბუჩქის გათავისუფლება უნდა მოხდეს გვიან შემოდგომაზე, როდესაც მცენარე ფოთოლს დაყრის ან ადრე გაზაფხულზე, როდესაც თხილის ბუჩქი იმყოფება ჯერ კიდევ ზამთრის შესვენების პერიოდში (დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით). თხილის ბუჩქი უნდა გასუფთავდეს ხნიერი და ამონაყარი ტოტებისგან იმ ანგარიშით, რომ ბუჩქზე დარჩეს 5-8 ახალგაზრდა ტოტი. მოჭრილი, შედარებით ხნიერი ტოტები, გამოიყენება სათბობად და ჭიგოებად ბოსტნეული კულტურებისთვის, ხოლო ახალგაზრდა ამონაყრებისგან მზადდება ლამაზი დეკორაციული გოდრები, კალათები და საახალწლო ჩიჩილაკები.

რაც შეეხება თხილის ხანდაზმულ ბაღებს, გაშენებიდან 20-25 წლის შემდეგ აღინიშნება მოსავლის თანდათანობით კლება. 30 წლის შემდეგ კი იწყება წრიული ტოტების ხმობა (ბუჩქის შუა ნაწილიდან), ხოლო შემდგომ წლებში ღერო მთლიანად ხმება. ამ შემთხვევაში საჭიროა ბუჩქების მთლიანი გაახალგაზრდავება _ თხილის ბაღების გაახალგაზრდავების და მოსავლიანობის გადიდების ძირითადი მიზანია ბუჩქის სასარგებლო ფართობის ზღვრული სიდიდის შენარჩუნება, ძველი მცირე მოსავლიანი, დახავსებული ტოტების მოშორება და ახალი უფრო პროდუქტიული ტოტების დატოვება _ ამ დროს აუცილებელია ვარჯიდან ამოვჭრათ სუსტად განვითარებული, მექანიკურად დაზიანებული, დაავადებული, ხმელი, ერთმანეთში გადახლართული ტოტები.

ბევრი მკვლევარი და პროფესორი იძლეოდა რეკომენდაციებს, რომ თხილის ბაღების გაახალგაზრდავება წარმოებულიყო სამი წლის განმავლობაში, რისთვისაც უნდა მოჭრილიყო ძველი ტოტების ერთი მესამედი, მაგრამ აღნიშნული რეკომენდაცია ვერ იძლეოდა წარმოდგენაც მოსავლის დანაკარგზე და მოსავლიანობის აღდგენაზე მსხმოიარობისთვის, ტოტების სხვადასხვა რაოდენობის დატოვების დროს.

ჩვენ მიერ რეკომენდირებული თხილის ბუჩქების გაახალგაზრდავების მეთოდი მდგომარეობს ძველი (ხნიერი, დახავსებული) და ახალი ნაზარდების პროპორციულ შეთანაწყობაში. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით გამოიჭრება ტოტების ნახევარი ან მეტი ისე, რომ ბუჩქზე დარჩეს 3-4 შედარებით ძლიერი ტოტები. ბაღი გაიწმინდება გამოჭრილი ტოტებისგან. პირველი სავეგეტაციო პერიოდის გავლის შემდეგ ბუჩქებში ამონაყარი ტოტებისგან გამოირჩევა 8-10 ლიდერი ტოტი, დანარჩენი ტოტები კი სეკატორით ამოიჭრება. მეორე-მესამე წელს ბუჩქები ხელახლა გაიწმინდება ახალი ამონაყრებისგან და წინა წლებში დატოვებული ხნიერი ტოტებისგან იმ ანგარიშით, რომ ბუჩქში საბოლოოდ დარჩეს 8-10 შემცვლელი ახალგაზრდა ტოტი. ეს ტოტები შესანიშნავ მასალას წარმოადგენს მცენარის სტადიურად განახლებისთვის ხნიერი ტოტების გამოჭრის შემდეგ. დატოვებულ ახალგაზრდა ამონაყრებზე პირველი მცირე მოსავალი გამოჭრიდან მეორე წელსვე აღინიშნება. გამოჭრიდან მესამე წელს კი (მაღალი აგროტექნოლოგიების პირობებში) მსხმოიარობაში შედის ტოტების 70-75%, ხოლო მე-4, მე-5 წელს ყველა ახალგაზრდა ამონაყარი. ასე თანდათანობით გაახალგაზრდავებით მე-6 წლიდან მიიღება თხილის განახლებული, სრულმოსავლიანი ბაღი, სადაც გარდა მოსავლიანობის ზრდისა, აღინიშნება ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაც. ხნიერი დედა ტოტები უნდა გადაიჭრას ფესვის ყელთან ახლოს, დანარჩენი ტოტები განტოტვის ადგილას, რადგან ამ ზონაში გადაჭრის შემდეგ უფრო აქტიურად წარმოიქმნება ახალი ნაზარდები.

თხილის ბაღების გაახალგაზრდავების ციკლი სასურველია განმეორდეს 20-25 წელიწადში ერთხელ ხანდაზმულ პლანტაციებში.

ამრიგად, თხილის ბუჩქების მოსავლიანობის და ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესების ეკონომიკური ეფექტი განისაზღვრება ბუჩქებში 8-10 ტოტის დატოვებით. თხილის არსებული ბაღების რეკონსტრუქციის _ გაახალგაზრდავების ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია ხანდაზმული ბაღების პროდუქტიულობის სრული აღდგენა-გახანგრძლივება. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, თუნდაც გამოცდილმა მეურნეებმა, რადგან თითოეული ნიუანსი, საბოლოოდ, თხილის სრულფასოვანი მოსავლიანობის გარანტია.

 ვახტანგ გოლიაძე,
ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობისაკადემიური დოქტორები




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...