დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

კარმიდამო ჩემი

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

2018 მარ 5 13:51:07

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მწვავე პრობლემა. დღეს, როცა მაქსიმალურად გაიზარდა შხამ-ქიმიკატების წარმოება და მისი გამოყენება მცენარეთა სხვადასხვა დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, ბუნება დაბინძურდა ტრანსპორტის გამონაბოლქვებით და უამრავი სხვა მავნე აირებით, მით უფრო მეტ ზრუნვას, ყურადღებას და მოფრთხილებას მოითხოვს გარემო, სადაც ვცხოვრობთ და რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია.

არ შეიძლება ადამიანს ეწოდოს კარგი, რომელიც ჩეხავს ტყეს, გადათხრის მთის ფერდობებს, დააბინძურებს წყალს, დააზიანებს დედამიწის საფარს, სპობს ფლორას და ფაუნას, რითაც დიდ უბედურებას აყენებს კაცობრიობას. სწორედ ამიტომ, ბუნებასთან ადამიანის დამოკიდებულების საკითხი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

ტყე კაცობრიობის აკვანი, უნივერსალური გლობალური ფაქტორია, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს. ტყე ბუნების საოცრებაა, განუმეორებელი ქმნილება, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლის შენარჩუნება და თვით კაცობრიობის ყოფნა-არყოფნაც კი. ტყეში არსებული მცენარეულობა გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ბუნებრივი ფაქტორია. ამიტომ მას სამართლიანად უწოდებენ დედამიწის "მწვანე ფილტვებს", რომელიც გამოყოფს სიცოცხლისთვის ასე აუცილებელ ჟანგბადს, შთანთქავს ნახშირორჟანგს, წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირებისგან.

იქ, სადაც ტყეს არ უფრთხილდებიან და ჩეხენ, ელემენტარულ დონეზე არ აზროვნებენ, რომ ამის გამო, თვალსა და ხელს შუა გვეცლება ჯერ წყაროები და მერე მდინარეები. ზოგს არც კი სჯერა, რომ თუ დღეისთვის სათანადოდ არ გაუმჯობესდა ტყის მოვლა-პატრონობა, მეცნიერები უკვე დიდ საშიშროებაზე საუბრობენ _ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კაცობრიობა წყლის ნაკლებობის კატასტროფულ ზღვარზე აღმოჩნდება. დადგენილია, რომ მცენარეები საგრძნობლად ადიდებს ჰაერის შეფარდებით ტენიანობას, ამცირებს ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს, ახშობს ხმაურს ქუჩებში, რასაც ადამიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ტყე იცავს ადამიანებს მავნე მიკრობებისგან და ნაირგვარი დაავადებებისგან. მცენარეები, განსაკუთრებით წიწვოვნები, რომლებიც გამოყოფენ ფიტონციდებს, სპობენ და ანადგურებენ მწერებს და მიკრობებს, რომელიც სხვადასხვა სიძლიერით აქვს გამოხატული სხვადასხვა მცენარეს.

მცენარეები ვიტამინისა და პროვიტამინის წყაროა. მათ გარეშე კი სიცოცხლე შეუძლებელია და მათი ნაკლებობა ორგანიზმის ნაირგვარ დაავადებებს იწვევს. ტყე ჩვენი ბუნების სილამაზეა, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ახალისებს და ოპტიმისტს ხდის მას. ტყე უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზეც და ძალზე დადებითი გავლენა აქვს მასზე.

ზოგადად, ტყესთან ერთად, ისეთივე გაფრთხილება სჭირდება წყალსა და ჰაერს. უერთმანეთოდ სრულყოფილება არც ერთს არ ექნება. ყველამ კარგად იცის, რომ წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ადამიანი და საერთოდ ცოცხალი არსება ხომ 75-88% წყლისგან შედგება. საკმარისია, ადამიანმა სხეულიდან დაკარგოს წყლის ერთი მესამედი და იგი მოკვდება. მაშასადამე ბუნების პროცესებში ურთიერთობის გაუთვალისწინებლობა ყოველთვის დიდ უბედურებებს იწვევს.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ამოცანაა, ტყესთან ერთად გავუფრთხილდეთ წყალს. დიდი წყალსატევების კეთება, მაინც და მაინც არაა მიზანშეწონილი და ამას, რატომღაც. ხშირად არ ითვალისწინებენ. რად უნდა პროტესტის გამოხატვა იმას, რომ ტყე არ გაიჩეხოს ან წყალი არ დაბინძურდეს? ხალხი თუ ხელისუფლება ამ სიმდიდრეს ისე უნდა უფრთხილდებოდეს, როგორც საკუთარ სიცოცხლეს.

რაც შეეხება ჰაერს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სიცოცხლე, თუ ვუფრთხილდებით ტყესა და წყალს, ჰაერიც თავისთავად საუცხოოო გვექნება. საკვების გარეშე ადამიანი 75 დღე ძლებს, უწყლოდ 7-8 დღე, უჟანგბადოდ კი მხოლოდ რამდენიმე წუთს.

საერთოდ, თანამედროვე ეპოქაში, განსაკუთრებით ბოლო ჟამს, სითბოს, როგორც არასდროს, ისეთი გლობალური მატება დაეტყო. საქართველო არაა გამონაკლისი _ ეს ყოველივე აქაც იგრძნობა. თუ მსოფლიოში მეტ-ნაკლებად მილიონობით ავტომანქანაა, საკმაოდ ბევრია ჩვენთანაც, რომლებიც ინტენსიურად აბინძურებენ ატმოსფეროს მავნე გამონაბოლქვებით. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ერთი ლაინერი 8-10 საათის ფრენის დროს შთანთქავს 35 ტონა ჟანგბადს, ყოველდღიურად კი ათასობით ლაინერი სერავს ჰაერს.

ჟანგბადის წყარო მცენარეა. თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენადაც მხოლოდ ლაინერები ისრუტავენ ტონობით ჟანგბადს, ადამიანები იმდენად თუ ვზრუნავთ ტყის შესანარჩუნებლად, გასაახალგაზრდავებლად? ერთი ჰექტარი ტყე წელიწადში გამოყოფს 12 ტონა ჟანგბადს. მათ შორის, მუხნარი _ 13 ტონას, წიფლნარი _ 12 ტონას, ფიჭვნარი _ 11 ტონას, ნაძვნარი კი _ 10 ტონას. მაშასადამე, ერთ ლაინერს სჭირდება იმდენი ჟანგბადი, რამდენსაც 3-4 ჰექტარი ტყე გამოყოფს მთელი წლის მანძილზე. თუ ამ ყველაფერზე ადამიანი ცოტა სერიოზულად დაფიქრდება, შიშიც კი შეიპყრობს. ამიტომ, საჭიროა სასწრაფო და გონივრული მოქმედება ტყის გადასარჩენად, შთამომავლობისთვის მის შესანახად. თუმცა, ადამიანები დღემდე ვერ აცნობიერებენ  ტყის ძირითად მნიშვნელობას და ის, პირველ რიგში, სამშენებლო და საწვავი მასალა, სამკურნალო საშუალებები თუ ველურ ხილი, რისთვისაც დაუნდობლად ანადგურებენ.

რასაკვირველია, ტყე საჭიროებისამებრ ყველაფრისთვის უნდა მოვიხმაროთ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს სანიტარულ ჭრების, გეგმაზომიერი მიდგომის საფუძველზე, როცა რამდენიმე მოჭრილი ხის ნაცვლად ერთ ძირს მაინც დარგავ.

ბუნებასთან დამოკიდებულებაში უნდა გავითვალისწინოთ მეცნიერების _ გეოფოზიკოსების, გეოგრაფების, გეოლოგების და ჰიდროლოგების რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია წყალდიდობების, მეწყერების, ღვარცოფების, ნიაღვრების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი შედეგების ლიკვიდაცია-აღკვეთისკენ.

საცაა კარს შემოაღებს გაზაფხული. დავუკვირდეთ, ბევრი ადამიანი რგავს ხეს? არადა, ამის შესაძლებლობა და შესაბამისი გარემო თითქმის ყველას აქვს. არც ნერგების მოძიებაა რთული. გვიან არასდროს არ არის, თუ ადამიანები სოფლებში, ქალაქის განაპირა მხარეებში, ქუჩებსა და სკვერებში თუნდაც ერთ ძირ ხეს ან ბუჩქს დარგავენ.

ხის დარგვის ინიციატივა ყოველთვის ღვთიურ საქმეში ეთვლება ადამიანს და განსაკუთრებით, ყოველ გაზაფხულზე უნდა იყოს ასეთი სურვილით შთაგონებული. თუ თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით პერიფერიებში, მოიწადინებს ერთი ძირი ხის დარგვას და მეორეს გამოიწვევს, შედეგი უკვალოდ არ ჩაივლის. რაც შეიძლება ნაკლებად მოვჭრათ და მეტი დავრგოთ. თუ არადა, იმდენივე მაინც, რამდენსაც ვჭრით _ ვიყოთ უკომპრომისო საკუთარი თავის მიმართ. გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ტყეს, ჰაერს, წყალს და ეს თვით დედამიწის მიმართ მზრუნველობა იქნება. ცისფერი პლანეტა საფრთხის ქვეშაა და უნდა გვახსოვდეს, თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის ფეხს ვითრევთ, მის გადარჩენასაც თანდათან ვაგვიანებთ.

 

ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...
ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...