ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

კარმიდამო ჩემი

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

2 აპრ. 2021, 11:05:27

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები, მრავალმხრივი საოჯახო მეურნეობის მესაჭე ტარიელ ჯიბუტი, ჭიშკართან მისვლისთანავე გვეუბნება:

_ ერთი ბაჭიით და მარნით დავიწყე საქმე და კარგია, თუ ასე სახელგანთქმული გავხდი... მარანს რატომ ვახსენებ, იცით? ვაზი და ღვინო ქართველი კაცის ძარღვი და სისხლია. ბოლო დროს, გურული ჯიშების გაშენებაზე ბუმია და ჩემზეც აღმატებულად იმოქმედა. ბოცვრის ნაკელი (ცურცლი) ერთ-ერთი საუკეთესო გამანოყიერებელი ნიადაგისთვის. საკმიელას მოშენებას მივყევი ხელი. სხვა გურული ჯიშებიც "შემოვიშენე" _ ჯანი, ჭუმუტა, კამური, ცივჩხავერა... როცა ბოცვრის ბაჭია შვილიშვილს აჩუქეს, აღმოჩნდა, მდედრობითი სქესის იყო. გადავწყვიტე, გამეზარდა. მერე ინტერნეტს მივუჯექი ახლანდელი ახალგაზრდებივით და ვისწავლე, მარა რა ვისწავლე, _ ხუმრობს და სიცილს ვერ იკავებს ჩვენი გულღია მასპინძელი.

მართლაც, საგულდაგულოდ მოვლილ კარმიდამოში, სადაც ვაზის, ხეხილოვნების, თხილის ნარგავების სიმრავლეა, ყველა კუთხეშია განთავსებული ბოცვრის გალიები. სათვალავი არ აქვს, თუმცა, მაინც ვეკითხები: _ ხუთასი იქნება? პასუხს არ აგვიანებს: _ კი, მგონი... იყოს, რამდენიც გინდა, _ კვლავ იუმორი ეძალება ტარიელ ჯიბუტს და მიგვიძღვება სანაშენეში, მერე კი ღია სივრცეში, სადაც არაერთგან არის განთავსებული გალიები. ყველა გალიიდან ნაირნაირი ფერის და სიდიდის ბოცვრები იცქირებიან.

_ ის ბაჭია, მდედრობითი სქესის რომ აღმოჩნდა, მოვუძებნე მეწყვილე. დავიწყე კალიფორნიული ჯიშით. მალე იზრდება, მეხორცული ჯიშია. მერე ახალზელანდიური, საბჭოური შინშილას და გერმანული რიზელის ჯიშისაც შევიძინე და დავიწყე შესაბამისი შეჯვარება. თავიდან კალიფორნიული კალიფორნიულს რომ შევაჯვარე, სუსტი გამოდგა. მერე დავიწყე შერეული ჯიშების გამოყვანა და გაამართლა. გამძლე, შედარებით ადვილად მოსავლელია _ მალე მრავლდება, მალე იზრდება, გემო და სასარგებლო თვისებები ხომ, ბოცვრის ხორცს უნიკალური, საუცხოო აქვს. ყველა ოჯახმა უნდა მოაშენოს. ზოგადად, ცხოვრება გაჭირდა, მაგრამ სოფელში მცხოვრებ, მიწის მფლობელ ჯანმრთელ კაცს რომ მოშივდება, ის უნდა დატოვო იმ შიმშილთან და გაჭირვებასთან, _ გვეუბნება ბატონი ტარიელი.

ბოცვრის ფერმა მის საოჯახო-სამეურნეო საქმიანობაში წინა პლანზე წამოიწია. სულ სამი წელია, რაც ამ საქმეს ხელი მიჰყო. ამბობს, რომ ახლა მისი უმთავრესი საქმიანობა ვაზის და ბოცვრის მოვლაა, თუმცა, აქვს საყანე ფართობი, ოჯახში ჰყავთ მეწველი ძროხა, ქათმები, ღორი. ერთი სიტყვით, შერეული მეურნეობის ტიპს განეკუთვნება ტარიელ ჯიბუტისა და თამარ ყაჭეიშვილის საოჯახო სამყარო. თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვით, ახლა ყურადღების ცენტრში ბოცვერია. მცირე ბიზნესის დაწყებაც ამ კუთხით გადაწყვიტეს.

ბატონი ტარიელი ამბობს, რომ როცა ბოცვრის მომრავლება დაგეგმა, მის გამოკვებაზეც სერიოზულად იფიქრა, რომ ყველაზე მთავარი ნიშა _ ბიოპროდუქციის მწარმოებლის სტატუსი ჰქონოდა. 3 000 კვ.მ. ფართობზე სოიო დათესა. სიმინდი ისედაც მოჰყავდა.

_ მე ის მიკვირს, სახელმწიფო რატომ არ უნდა აფინანსებდეს ისეთ პროექტს, სადაც მებოცვრეობის მოშენებაზე იქნება აქცენტი. თუ მოვლის საქმეს ერთგულად მიჰყვები, ქათამზე და ყველა შინაურ ცხოველ-ფრინველზე ადვილი მოსავლელია. რაოდენობით, ხარისხით, შემოსავლის და სარგებელ-მარგებლიანობით არათუ ჩამოუვარდება რომელიმეს, უკეთესიცაა. სხვა რა უნდა გვინდოდეს? უქოლესტერინო ბოცვრის ხორცზე რასაც ინტერნეტში ვკითხულობ და საკუთარ სახლშიც გამოვცადე მისი უპირატესობა და სარგებლიანობა, სხვა რით უნდა დავკავდე და დავინტერესდე? _ გაკვირვებული სვამს კითხვას ჩვენი მასპინძელი.

ბატონ ტარიელს, როგორც თავად ამბობს, მომხმარებლებიც ჰყავს სხვადასხვა რესტორნიდან. პანდემიის პირობებში, მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. მიიჩნევს, რომ ერთი კილოგრამი ბოცვრის ხორცი 18 ლარადაც იაფია. ეს არის დღეს არსებული ფასი.

თუ როგორია ბოცვრის მოშენება-მოვლის თანმიმდევრული წესი, ტარიელ ჯიბუტი გვარწმუნებს, რომ გაცილებით ადვილია, ვიდრე რომელიმე შინაური ცხოველის თუ ფრინველის მოვლა და მზადაა, ყველა დაინტერესებულ მეურნეს დაეხმაროს რჩევებით:

_ ბოცვერს, რაც მთავარია, საკვები არ უნდა მიაკლო და სიცხემ არ უნდა შეაწუხოს. დღეში ორჯერ ვაძლევ საკვებს _ დილას და საღამოს, ბალახს, სტაფილოს თუ კომბოსტოს ნარჩენებს. ეს რომ უყვარს, ბავშვობაშიც გვაქვს ნასწავლი, სხვა თუ არაფერი. ერთ თვემდე მაკეობს. 15-მდე ბაჭიას შობს. თუმცა, 7-8 ცალს ვუტოვებ, რომ მალე გაიზარდონ და დედა ზედმეტად არ გადაღალონ. ერთი თვის შემდეგ, დამოუკიდებელ კვებას იწყებენ. ერთი სასაცილო ამბავი უნდა გითხრათ _ ზოგი მეუბნებოდა, დედა ბოცვერს 15 დღე არ უნდა შეხედო, როცა ბაჭიებს შობს, თორემ ყველა დაიღუპებაო (იცინის). "თვალის ცემის" ასეთ გაგებაზე, ერთ-ერთ ჩემს ფეისბუკმეგობარს ვუამბე _ მასაც ჰყავს ბოცვრები. სასაცილოდ არ ეყო. მითხრა, "შენ თავად თუ გაანადგურებ, უკეთეს წესს ვერ მოიფიქრებო. იქნებ, გაიჭყლიტა რომელიმე ბაჭია, ჭამა და წყალი არ უნდა? ან წამალი სჭირდება, რა იცი, რა გაუჭირდება ამ 15 დღის მანძილზეო".

ტარიელ ჯიბუტის თქმით, განსაკუთრებულ მკურნალობასაც არ ითხოვს ბოცვერი. უმეტესად, ბაჭიების შობის შემდგომ სჭირდება ცოტა თერაპიის ჩატარება და ასევე, ბეწვის დამუშავება უსუნო პრეპარატით. სამი თვის ბოცვერი სამ კილოგრამამდე იწონის, რაც ასაკის შესაბამისად, საუკეთესო შედეგია.

_ ყველაფერი ხარისხიანი აქვს. ბოცვრის ქონს ვერც ერთი მალამო ვერ სჯობს. ადრე, კომუნისტების დროს, კი იყო ბოცვრის ფერმები, მაგრამ მაინც მაგ კომუნისტებმა შეურაცხყვეს გლეხის სტატუსი _ საკუთრებაში არ უნდა გყავდეს ბევრი, ჩვენ უნდა დავთვალოთ, რამდენი ძროხა თუ ინდაური გყავთო. მე ახლა ინდაურებიც ბევრი მყავს. ბოცვერიც ხომ მოვაშენე და ეს რომ ასე ყოფილიყო სულ, ქვეყანა უფრო წინ იქნებოდა. კი იყო კომუნისტების დროს მებოცვრეობის ბევრი სანაშენე მეურნეობა, მაგრამ სად, ვისთვის და რატომ ყიდდნენ, ამას კერძო პირს, გლეხს არავინ ეკითხებოდა. დღეს, ძირითადად, დაკარგულია მებოცვრეობის დარგი და რომ მოძლიერდეს, სახელმწიფომ უნდა იფიქროს გლეხის ამ კუთხით დაფინანსებაზე. თვითონ გლეხმაც უნდა გამოიღვიძოს, შრომა არ დაიზაროს და ასე ერთობლივად, ეკონომიკური სიძლიერე მოვა ჯერ ოჯახში და მერე ქვეყანაში. მეტი პოპულარობა, მეტი რეკლამა... თუ რას ეძახით? გაპიარება სჭირდება ბოცვრის ხორცს, _ იცინის ბატონი ტარიელი.

ამ დროისთვის, როგორც გვეუბნება, 30 დედა ბოცვერი გაჩერებული ჰყავს. შეჯვარება რომ მოახდინოს, 150-მდე ბაჭიას მიიღებს ერთ თვეში, რასაც საგანგებო მზრუნველობა სჭირდება. მალე ბალახი წამოვა, უფრო დათბება და მისივე თქმით, უფრო ორიენტირებულ შედეგზე გავა.

ჩვენი რესპონდენტი, როგორც ვთქვით, მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს, მოტივირებულ მეურნეს გაუწიოს დახმარება; ურჩიოს, როგორ მოაშენოს ბოცვერი. თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ მაქსიმალურად მოტივირებული შრომა უნდა ჩაიდოს ამ საქმეში, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ. წუხს იმაზე, რომ შრომა ეზარებათ, თორემ ეს საქმე საკმაოდ ადვილია.

_ უმეტესობას რომ ეყოლება, საუცხოო ხორცსაც მიირთმევს და ამდენ გაყინულ ხორცს, ქათამია თუ ღორი, არ შემოგვაჩეჩებენ. სახელმწიფომ უფრო მეტად იმაზე უნდა იზრუნოს, ხალხმა მოაშენოს, ყველას ჰყავდეს ბოცვერი. ნაკლებად უნდა იყვნენ დაინტერესებულები გაყინული ხორცის შემოტანით, რაც ერთეულ პირებს აძლევს დიდ შემოსავალს. ხალხი კი ვერ ახერხებს წარმატებულ ეკონომიკური საქმიანობას. ესაა პრობლემის არსი, _ ამბობს წარმატებული ფერმერი და ბოლოს ოჯახურ იდილიაზეც საუბრობს:

_ ჩემი მეუღლე, თამარ ყაჭეიშვილი ჩემივე თანასოფლელია. შორს არ გავუშვი! ერთ ენაზე ვსაუბრობდით. აბა, სხვა რომ მომეყვანა, როგორ მესწავლებინა გურული "მოი, წაი"? ოთხი ქალიშვილი მყავს. ორ-ორი ქორწილი მქონდა, თითო წელში და რომ მცოდნოდა ასე ადვილად გაფრინდებოდნენ, კიდე ვიფიქრებდი მომდევნო ოთხზე. აბა, რაფერ?! ცხრა შვილიშვილი მყავს და ვუგზავნი სულ სამწვადედ თუ ჩაქაფულისთვის ბოცვრის ხორცს. მე სანადიროდ წასვლა აღარ მჭირდება. ადრე დავრბოდი და ახლა რეიზა უნდა გევიქცე, კურდღელი სახლში მყავს და ღვინო მარანშია. დადიან მეგობრები, ახლობლები, შვილები, შვილიშვილები და მიხარია ეს წუთისოფელი. თუ ვარგიხარ კაცი, შრომასაც ძალიან შედეგიანად მოასწრებ და ლხინსაც, _ ენაწყლიანობაც მოიშველია და ქალბატონ თამარს გასძახა, ბოცვრის მწვადი მოართვი ჩვენს სტუმრებს, მე აი ბოცვრები უფრო სტუმრებიზა და ახლობლებიზა მყავს, ვიდრე ფულის საკეთებლადო.

გურულ სტუმართმოყვარე "ყაძახს" სად გაექცევით? ჩადგა კარში და "მიგვრეკა" სუფრასთან, სადაც სადღეგრძელოს "დავალებაც" მოაყოლა, ამბავი მიმიტანეთ მთავრობასთან მოსიარულე კაცებთან, ყური მეტად მოადეთ გლეხკაცის გულს და კარმიდამოსო...

წარმატებულ, კვლავ დაუღალავ შრომას ვუსურვებთ გარჯისა და სიყვარულის ენაზე მოსაუბრე, დაუღლელ გურულ კაცს, ტარიელ ჯიბუტს, ვის კარმიდამოზეც თვალის გადავლება ბევრად მეტს ეუბნება მნახველს, ვიდრე ერთი სტატია.





 ახალი ამბები
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...
  • გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტეს - ქუთაისიდან მსვლელობა ვერ შედგაქუთაისის პარლამენტის შენობიდან ავტომსვლელობა დაიწყო, რომელიც გუმათისკენ, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობისთვის, ადგილზე უნდა მისულიყო, თუმცა აქციის მონაწილეები ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი, რადგან გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტილია, რომლის გამოც ქუთაისიდან მსვლელობის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. როგორც აქციის მონაწილეები, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი გუმათისკენ გზას ფეხით განაგრძობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, სოფელ გუმათში პოლიციამ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები დაარბია და რამდენიმე ადამიანი დააკავა. „წავალთ გუმათისკენ, სადაც პოლიცია ახლაც უკანონოდ იქცევა და იქ შეკრებილ ადამიანებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მთელი ქვეყანა გავიდეთ და ვანახოთ, რომ ეს ხალხი არ არის მარტო“ – განაცხადა აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, დავით კუხიანიძემ. ცნობისთვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც ... ...
  • ნინუცა მაყაშვილი: არ ვაპირებ ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, არ მინდა დაიჭირონმსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმარი, "რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან არ უნდა ეს ადამიანი დაიჭირონ. ამის შესახებ მაყაშვილმა  "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. "არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ", _ ამბობს ნინუცა მაყაშვილმა. ცნობისთვის, შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ... ...
  • სენაკში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვასენაკში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.ა დგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო დახმარების ეკიპაჟები დროულად მივიდნენ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა _ ის, სავარაუდოდ, გაიგუდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი დღეს, გამთენიისას ... ...
  • გახსოვდეს: ჩემს სიცოცხლეს თეთრი ხალათით შემოსილი შენი სიცოცხლის იმედი აქვს!ირმა გოლიაძე სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა ექთანი იყო, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში, ჯერ ოზურგეთის სამშობიარო სახლში, მერე კი კლინიკა “მედალფაში“, როგორც სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების საოპერაციოს უფროსი მედდა, პროფესიონალურად, დაუღალავად იბრძოდა პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. “ერთად ვიდექით 30 წელი საოპერაციო მაგიდასთან და ჩემი მარჯვენა ხელი იყო“, _ ასე ამბობს მისი ხელმძღვანელი და კოლეგა, კლინიკა “მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე ირმას შესახებ. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე, სულ ახლახან, კოვიდ-19-მა იმსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გურიაში კორონავირუსით 150-მდე მედიცინის მუშაკი დაინფიცრდა; აქედან, ორი მათგანი _ ექთანი ირმა გოლიაძე და ექიმი ნანა ცინცაძე, გარდაიცვალნენ.   დავით მდინარაძე, ექიმი, კლინიკა “მედალფას“ დირექტორი: „ირმა გოლიაძე იყო მედიცინის მუშაკი, კლინიკა “მედალფას“ თანამშრომელი და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, 52 წლის, რომელიც მუშაობდა ჯერ წლების წინ ძველ სამშობიარო სახლში, სამეანო-გინეკოლიგიური განყოფილების საოპერაციო უფროსი მედდა იყო; შემდეგ, 2011 წლიდან ამავე თანამდებობაზე მუშაობდა აღნიშნულ კლინიკაში. ერთად ვიდექით 30 წელი საოპერაციო მაგიდასთან და ის იყო ჩემი მარჯვენა ხელი. მას არანაირი სხვა ჩივილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ ჰქონდა და არ აწუხებდა. ერთ დღეს მოხდა ის, რომ დაინფიცირდა კორონავირუსით. პირველ ეტაპზე ის იწვა სტაციონარში კლინიკა “მედალფაში“, რის შემდეგ გადაყვანილი იქნა სამეგრელოში, რუხის კლინიკაში. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიზეზი შეიძლება არის ის, რომ ადამიანები არ ვიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია, გახდეს ჩვენი ცხოვრების წესად: ხელების დეზინფექცია, პირბადის გამოყენება და დისტანცია. პანდემიისას ან უნდა არსებობდეს მედიკამენტი, რომ დავლიოთ და დავამარცხოთ ეს ვირუსი ან უნდა ჩავიტაროთ ვაქცინით აცრა. ვაქცინის გაკეთების გარეშე ამ ვირუსს ვერ დავამარცხებთ. პირადად მე “ასტრაზენეკა“ გავიკეთე და ამით ჩემი სათქმელი ვთქვი. აქამდე, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ ბოლო დღეებში აღინიშნება მატება. ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა! ხომ უნდა დავამარცხოთ ეს ვირუსი ერთხელ და სამუდამოდ?!“  _ ამბობს დავით მდინარაძე. COVID-19-ის ეპიდაფეთქების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა ჯანდაცვის სფეროს მუშაკების დაცვა და მათი ინფიცირების პრევენცია. ინფექციის გადაცემის ჯაჭვში სამედიცინო პერსონალს, ხშირ შემთხვევაში, წამყვანი როლი აქვს. მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინფიცირების წყარო არის არა მარტო პაციენტი, არამედ ოჯახური და სოციალური კონტაქტები. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე, მსოფლიოში 5-დან 20%-მდე მერყეობს. საქართველოს მთავრობამ, პანდემიის პირველივე ეტაპზე ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისას მომზადებულ დოკუმენტში, გაითვალისწინა ზემოთ თქმული და ცალკე თავად გამოჰყო ჯანდაცვის სფეროს მუშაკების დაცვის და მათი ინფიცირების პრევენციის საკითხი.   პანდემიის პირველ ეტაპზე, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19-ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა. როგორც “კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საქრთველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში“ ვკითხულობთ, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, “ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში ტრენინგებისა და პირადი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფის გარდა, კოვიდ 19-ისა და ცხელების კლინიკების მენეჯერებთან ერთად დანერგა პერსონალის 2-კვირიანი როტაციის სქემა. სამედიცინო ქსელში ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით, შეიზღუდა პერსონალის დასაქმება კოვიდისა და ცხელების კლინიკების გარდა სხვა კლინიკებში, რომლებიც აგრძელებდნენ სხვა სტანდარტული სერვისების მიწოდებას. კოვიდ 19-ის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა 2 -კვირიანი ცვლების დროს პერსონალის სათანადოდ დასვენების პირობები. ანტისხეულებზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა კოვიდის და ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა თანამშრომელს. სამედიცინო პერსონალი ექვემდებარება რეგულარულ ტესტირებას პჯრ/RT-PCR ტესტით მაქსიმალური დიაგნოსტიკური სიზუსტის მიზნით“. თუმცა, ეს ანგარიში მხოლოდ პანდემიის პირველ ეტაპს მოიცავს და მონაცემებიც მოძველებულია. შემდეგში, ინფექციის პიკური გავრცელების პერიოდში,  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მედპერსონალის დაინფიცირებისა და სიკვდილისაგან ფიზიკური გადარჩენა _ დინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა. სამწუხაროდ, არაერთგზის მცდელობისა, ორი კვირაა, ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა და რამდენი დაინფიცირდა საქართველოში პანდემიიდან _ დღემდე. ვაქცინაციის სქემაში, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიგეგმა, თუმცა, მოხდა ისე, რომ მსურველთა რაოდენობა ძალიან მცირე აღმოჩნდა. კლინიკა “მედალფას“ 79 წლის ექიმი ნანა ტრაპაიძე წუხს, რომ ძვირადღირებული ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვიდა, არ გაფუჭდეს ჩვენი ინერტულობის გამო. თავად კი, ასაკის მიუხედავად, აუცილებლად აპირებს აცრას: „ვაქცინა, რომელიც შემოტანილია საქართველოში და დიდი თანხა დაჯდა, არ უნდა გაფუჭდეს. ვაქცინის გაკეთებას თავისი გაკეთების დრო და თავისი წესები აქვს. ეს არის ერთადერთი იმედი, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელმაც ჩვენი ჩვეული ცხოვრება უკუღმა გადააბრუნა. მე პირადად აუცილებლად ავიცრები. უბრალოდ, ახლა ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემ გვერდით მუშაობს, დაემართა კოვიდი და იძულებული ვარ, 12 დღით გადავდო ეს აცრა. მერე აუცილებლად ავიცრები; ეს იმდენად სერიოზული ვირუსია, იმდენი გართულებები მოჰყვება, ძალიან მეშინია _ ხშირად მიწევს პაციენტებთან ურთიერთობა და საკმაოდ ასაკიანიც ვარ. გირჩევთ, როცა აცრას გადაწყვეტთ, კარგად უპასუხეთ იმ კითხვებს, რომელსაც ვაქცინაციამდე დაგისვამენ“. ოჯახის ექიმსა და პრე ჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტს დათო ჩხარტიშვილს ვკითხეთ, თუ რატომ მოხვდნენ ვაქცინაციის გეგმის პირველი ეტაპის ასაცრელებს შორის მედიცინის მუშაკები. _ სხვა მიკერძოების გამო კი არა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდ რისკ ჯგუფში ვართ, ყველაზე მეტად ჩვენ გვაქვს ინფექციასთან, ინფიცირებულთან შეხება; მედიცინის მუშაკები მართლა ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. _ რას ფიქრობთ, რა იყო მიზეზი, რომ მედიცინის მუშაკების დიდმა ნაწილმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა? _ შეიძლება ადამიანს მიაჩნია, რომ აქვს ანტისხეულები; ამიტომ, ხომ არ ჩავატაროთ ჯერ ანტისხეულების კვლევა და ვაქცინაციაც ამის მიხედვით ხომ არ ჩავატაროთ?! უკვე წამოვჭერი მე ეს საკითხი. ძალიან ბევრ ექიმს მიაჩნია თვლის, რომ გადატანილი აქვს კოვიდი და ბევრის აზრით, 6 თვე იცავს. შესაძლოა, ამიტომაც არ იყო ვაქცინაციის პროცესში  ექიმების, მედიცინის მუშაკების აქტიურობა.  შეიძლება, უბრალო მოსახლეობამ არ იცოდეს, რა არის ანტისხეული, მაგრამ ექიმმა იცის და ზედმეტ შარში რატომ უნდა გაეხვეს, როცა თვლის, რომ აქვს ანტისხეული?! _ თქვენ პირადად, თუ გაიკეთეთ აცრა? _ მე, პირადად, ჯერჯერობით, არ გამიკეთებია აცრა. დავრეგისტრირდი “ასტრაზენეკაზე“, შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა _ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებას ვგულისხმობ. ექიმი ვარ და მაინტერესებს პრეპარატის მოქმედების მექანიზმი, მაინტერესებს მისი ხარისხი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, რომლებსაც ძლიერი მარეგულირებელი ჰყავთ ჯანდაცვის სისტემაში, გააჩერა “ასტრაზენეკას“ გამოყენება. შემდეგ ზოგმა ქვეყანამ განაახლა, მაგრამ განაახლა 55 წელს ზევით მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მეც თავი შევიკავე. ველოდები უახლოეს დროში როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება, განაახლონ “ასტრაზენეკას“ გამოყენება იმ ქვეყნებმაც, რომლებზეც ვსაუბრობთ. შესაბამისად, მეც ავიცრები. რაც შეეხება “ფაიზერს“, მაქვს კითხვები მისი მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით. “ფაიზერზე“ არ ყოფილა რაიმე ხარისხობრივი პრობლემა; პრინციპში, რომც მინდოდეს, “ფაიზერზე“ ამოწურულია ყველა დოზა. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ვაქცინაციის მიმართ, გეტყვით, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. აცრას ვუკეთებ მე ჩემს შვილებს, ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ, როცა საქმე ეხება ახალ ვაქცინას, ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მე მაინც ვამჯობინებ ტრადიციულ წესზე დამზადებულ ვაქცინას. თუმცა, ამის მინუსი არის ის, რომ დროში გაწელილი პროცესია. შესაბამისად, მე ველოდები ასეთ ვაქცინას. _ თქვენი გადაწყვეტილება ხომ არ მოახდენს გავლენას სხვა ადამიანებზე? _ მე არ ვაკეთებ ანტივაქსერულ პროპაგანდას. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მაქვს კანონიერი უფლება, რაღაცას შევხედო ეჭვის თვალით, რაღაც მომწონდეს, ან არ მომწონდეს. მერე რა, რომ ექიმი ვარ, მეც მაქვს ჩემი ინტერესები, მეც მინდა სიცოცხლე და მეც მინდა ჯანმრთელობა. მაქვს უფლება ახალს და შეუსწავლელს შევხედო ეჭვის თვალით. ეს არის მიზეზი, რის გამოც აქამდე აცრა არ გამიკეთებია. მაქვს კიდევ მეორე არგუმენტიც: უკვე სამი ტალღა გადავიტანე, ოჯახშიც მქონდა კორონავირუსის შემთხვევა და მე არ მემართება; მიუხედავად იმისა, აბსოლუტურად დაუცველიც ვყოფილვარ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან მისული, ჯერჯერობით, არ მემართება. შეიძლება ვფიქრობდე კიდეც, რომ ანტისხეულების მატარებელი ადამიანი ვარ, თან ასაკობრივადაც არ ვარ ისეთი რისკის შემცველ ჯგუფში და ან ჯანმრთელობის მხრივ, რომ მეშინოდეს. ზოგადად, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგადად, მედიცინაც ასეა _ უნდა უმკურნალო არა დაავადებას, არამედ ადამიანს, ესაა ამოსავალი წერტილი. ვთვლი, რომ მოცემულ მომენტში, არ ვდგავარ იმ აუცილებლობის წინაშე, რომ თავქუდმოგლეჯილი გავიქცე და ავიცრა ნებისმიერი შემოთავაზებული ვაქცინით. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სიმპათიას ტრადიციული წესით დამზადებული ვაქცინების მიმართ. სხვათა შორის, ჩინური “სინოფარმის“ ვაქცინა სწორედ ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული, თუმცა მის ეფექტურობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, _ ამბობს ჩვენთან საუბარში დათო ჩხარტიშვილი. დათო ჩხარტიშვილს მისი კოლეგის, ახლახან გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის ნანა ცინცაძის შესახებაც ვესაუბრეთ: _ ქალბატონი ნანა იშვიათი ადამიანი იყო თავისი სიკეთით, სითბოთი... მართლა გამორჩეული, ძალიან პოზიტიური. მე, პირადად, ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან, თუნდაც პროფესიული დახმარება _ როგორ მეხმარებოდა, როგორც თავის უმცროს კოლეგას. საოცარი ადამიანი იყო. კარგი პროფესიონალი დააკლდა ლანჩხუთის სამედიცინო წრეს და მთლიანად საქართველოს, _ გვითხრა დათო ჩხარტიშვილმა. “ თუ შეიძლება რამე დადებითი ითქვას ადამიანზე, ეს პიროვნება იყო ასეთი _ კეთილშობილი და ადამიანების მოყვარული“ _ ასე ახასიათებს გარდაცვლილ ექიმს ნანა ცინცაძეს მისი კოლეგა, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ გოგუაძე: _ ქალბატონმა ნანამ ინფექცია მიიღო პაციენტისგან. ჩვენთანაც მუშაობდა და “მედალფაშიც“. ხშირად უწევდა გამოძახებები არასამუშაო საათებში კოვიდინფიცირებულებთან, მდგომარეობის დამძიმების გამო და ის არასოდეს იზარებდა მათთან მისვლას. როგორც ჩანს, დიდი კონცენტრაციით მიიღო ვირუსი და ვინც ქალბატონი ნანას ოთახში იჯდა, ის მედპერსონალიც დაინფიცირდა. უცებ დამძიმდა ნანას მდგომარეობა და სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა...  ნანა ჩვენთან თითქმის 30 წელი მუშაობდა. საოცრად კარგი ადამიანი, კარგი დედა, შესანიშნავი მეუღლე, ძალიან კარგი, დასაყრდენი მეგობარი. არასოდეს არც პაციენტთან, არც კოლეგასთან პრობლემა არ ჰქონია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა გაენეიტრალებინა მწვავე სიტუაცია... _ ამბობს ქალბატონი თინათინი. თინათინ გოგუაძე მიიჩნევს, რომ ვირუსისგან გარდაცველების და მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ ერთი გზაა- ვაქცინაცია. _ ინფექციურ დაავადებებთან და მით უფრო კოვიდთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელია და რომელიც გზადაგზა ამჟღავნებს თავის თვისებებს, გამოსავალი ვაქცინაციის გარდა, არაფერია. მითუმეტეს, რომ მყარი პრეპარატი, რომელსაც დაეყრდნობა მედიცინა და რომელიც დროულად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს 100%-ით განკურნავს, ჯერჯერობით, არ გვაქვს. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალში აცრის დაწყებას, ჩემს დაწესებულებაში, დაახლოებით, 30%-ს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია და საჭიროა გარკვეული დრო. პერსონალის ნაწილი კონტაქტში იყო კოვიდინფიცირებულებთან და ასეთმა პირებმაც უნდა დაიცვან გარკვეული პერიოდი, რომ მოემზადონ ასაცრელად. ამ შემთხვევებმა განაპირობა, გარკვეულწილად, ინერტულობა. მაგრამ ეს ინერტულობა, დამატებით, გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობითაც. უარყოფითი გავლენა იქონია სოციალურ ქსელში დაწერილმა კომენტარებმაც _ სიახლის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად ვართ ქართველები განწყობილი, მით უმეტეს, რომ ვაქცინა ძალიან სწრაფად დამზადდა. ალბათ, საჭირო იყო უფრო  ინტენსიური მუშაობა. მართალია, იწერებოდა და კეთდებოდა კომენტარები ვაქცინის სიკეთეზე, მაგრამ, ამავდროულად, კეთდებოდა უარყოფითი შეფასებებიც, იმავე ჩვენი კოლეგებიდანაც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მუშაობენ. ყოველივე ამან განაპირობა სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციის პროცესისადმი; ძალიან იმოქმედა იმ უბედურმა შემთხვევამაც, რაც ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას დაემართა... სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შტამებია წამოსული ან იმავე შტამის მძიმე შემთხვევები გვხვდება. ჩვენი დაწესებულების შემთხვევებიდან ქალბატონი ნანა, კლასტერი იყო 4 ექიმი და 2 ექთანი, რომლებიც საკმაოდ მძიმედ დაინფიცირდნენ. ჰოსპიტალიზირებულია ყველა მათგანი. შესაბამისად, ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის და უკვე დაიწყო ინტენსიურად  ასაცრელი კონტიგენტის პორტალზე დარეგისტრირება. რაც შემეხება მე, გადატანილი მაქვს კოვიდინფექცია; 120 დღე გადის 14 აპრილისთვის და რა თქმა უნდა, დავრეგისტრირდები. იმ ვაქცინას გავიკეთებ, რომელიც ჩემთვის იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. _ ბოლო სტატისტიკა ადასტურებს, რომ “მესამე ტალღა“ გვიახლოვდება. რას გვირჩევთ, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია? _ სამწუხაროდ, “მესამე ტალღა“ მოსალოდნელია. ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებს კიდევ არ სჯერათ. უკვე გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქუჩაში მოსაუბრე ადამიანები ერთმანეთთან პირბადის გარეშე დგანან. არის ოჯახებით გადასვლა სხვა ოჯახებში პირბადეების გარეშე და ასე შემდეგ... ჩვენ, სამედიცინო პერსონალი არავის ვამადლით მომსახურებას, მაგრამ თუ ხალხმა არ გაითავისა ვირუსის საშიშროება, არაფერი გამოვა. რამდენი ექიმი დაიღუპა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანებმა არ დაიცვეს ის რეკომენდაციები, რასაც 24 საათის განმავლობაში უსმენენ ტელევიზიიდან, უყურებენ და კითხულობენ, ეცნობიან სოციალურ ქსელში?! ყველგან ესმით, რომ აუცილებელია გაიკეთონ პირბადე, დაიცვან დისტანცია. პირბადის გაკეთება ვერ ისწავლეს ადამიანებმა _ უკეთიათ არასწორად, მხოლოდ პირზე, ნიკაპზე... არ ვიცი, სხვაგან რა მდგომარეობაა, მაგრამ გურიაში, თითქმის დაწყებულია “მესამე ტალღა“. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მომატებულია კოვიდ ინფიცირების შემთხვევები. ოჯახებშია მოდებული, რადგან, ერთ ოჯახში თუ ვინმე გახდა ავად, მეორე ოჯახიდან მოსანახულებლად კოლექტიურად მიდიან! ვერ გაითავისეს ადამიანებმა კოვიდის არსებობა. შეიძლება წლების შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია იყოს, მაგრამ ახლა მისი თვისებები ბოლომდე არ არის შესწავლილი და ამიტომ, მკაცრად უნდა დაიცვას ყველამ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვაძლევენ _ პირბადე, ჰიგიენა და სოციალური დისტანცია. მართალია, ხალხი დაიღალა არსებული მდგომარეობით და პირბადის ტარებით, მაგრამ ჩვენც დავიღალეთ, მედიცინის მუშაკები, განსაკუთრებით ისინი, ვინც კოვიდგანყოფილებაში და რეანიმაციაში მუშაობენ. ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი: „აცრის შემთხვევაში, მედიცინის მუშაკები იქნებიან უსაფრთხოდ და მათ შეეძლებათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა. ის სტრესი, რაც ჰქონდათ ექთნებს და ექიმებს ამ რთულ ვითარებაში არ ექნებათ _ ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. მთავარია, რომ ვაქცინა ჩვენ გვაზღვევს მძიმე შემთხვევისგან და გარდაცვალებისგან. რომც დაგვემართოს, რის გარკვეული მცირე შანსი მაინც არსებობს, ის წავა მსუბუქად, რთული გაციების სტილში. რატომ არ იცრებიან? - იმიტომ, რომ სრულად ინფორმირებულები არ არიან; სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია რისკებზე, ვთქვათ შედეგებზე, ეფექტურობაზე, სამწუხაროდ, არ აქვთ და ამიტომაც ბევრი იკავებს თავს. ყველას ერთად უნდა ემუშავა _ სამინისტროსაც, ასოციაციებსაც,  პროფესიულ ჯგუფებს და კარგად ინფორმირებული მედიცინის მუშაკები მზად იქნებოდნენ აცრისთვის. შემდეგ, ევროპაში ორი კვირით “ასტრაზენეკას“ შეჩერებამ, რა თქმა უნდა, პრობლემები შექმნა და სანდოობა ცოტა შეამცირა, თუმცა, მოგვიანებით ვაქცინაცია ჩვეულებრივად გაგრძელდა და არაერთი ქვეყანა იყენებს ამ ვაქცინას. ბრიტანეთში 25 წამში იცრება 1 ადამიანი და შესაბამისად, მათ უკვე აქვთ იმის საშუალება, რომ შეამცირონ გარკვეული შეზღუდვები“. ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში გარკვეული როლი ითამაშა ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტმაც, მაგრამ, ძირითადი მიზეზი საინფორმაციო ველის მოუმზადებლობა იყო; ამისთვის, ზრუნვა კი 2020 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო. „ახლა ნელ-ნელა იმატებს აცრების რაოდენობა, მაგრამ ის არ არის, რაც უნდა იყოს. ყველას, რომლებიც იკეთებენ ვაქცინას ან ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, სრული და დამუშავებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და შემდეგ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ მათ დავაძალებთ, უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ. თავის დროზე რომ გამართული ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, ახლა 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი ადამიანი გვეყოლებოდა აცრილი. ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ისინი მზად არიან აცრისთვის და ამისთვის, თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებიც შესაბამისად არიან აღჭურვილები. პანდემიის დასრულების, ადამიანების გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ვაქცინა უსაფრთხოა, ის არ იწვევს არც კიბოს და არც უშვილობას, როგორც მიზანმიმართულად ავრცელებენ მითებს, ცრუ ინფორმაციას. უნდა დავძლიოთ ინერტულობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევს ვაქცინასთან დაკავშირებით“, _ ამბობს ვახტანგ კალოიანი.   პანდემიის პირველივე დღეებში, როცა მსოფლიო შეძრწუნებული აცნობიერებდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ საფრთხესთან ჰქონდა საქმე, ერთადერთი იმედი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი, ვაქცინის ან მედიკამენტის შექმნის მოლოდინი იყო. სამედიცინო პერსონალს _ უფროსს, საშუალოს, უმცროსს, თქვენ წარმოიდგინეთ, სტუდენტსაც კი, წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მოუხდა მობილიზება; საჭირო გახდა მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვის, ცხელების შემთხვევაში ონლაინ კონსულტაციის გაწევის, ტესტირების მასობრივი კამპანიების დროს ნაცხის აღების ტექნიკის სწავლება ძალიან სწრაფად და შეზღუდული რესურსების პირობებში.  როგორც “კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატრებული ღონისძიებების ანგარიშში“ ვკითხულობთ, ამ საქმეში, ჩვენს ქვეყანას დიდი დახმარება გაუწიეს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ჩეხეთის მთავრობამ (ჩეხეთის კარიტასი), ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ“, აივ/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურმა ფონდმა. აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ გაიღო წვლილი ჩვენი სამედიცინო პერსონალის უკეთ მობილიზებისთვის და პატივისცემა გამოვხატოთ მათ მიმართ. მართალია, ახლა სამედიცინო პერსონალი უკეთაა მობილიზებული და ცოდნით აღჭურვილი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ახლა, როცა ქვეყანაში ნანატრი ვაქცინა უკვე არსებობს,“მესამე ტალღის“ მოლოდინში, მედიცინის მუშაკები (სოციუმი, რომელიც სახელმწიფომ ვაქცინაციის სქემაში პირველ რიგში განათავსა!) უნდა გააქტიურდნენ და აიცრან, რადგან უცნობი და შეუბრალებელი ვირუსისგან დევნილ საზოგადოებას, უთანასწორო ბრძოლაში გასამარჯვებლად მხოლოდ ჯანმრთელი და უვნებელი მედიცინის მუშაკების იმედი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...