"ერთხელაც ვაზის ჭიგოს ხელს წავავლებ და წამოვდგები!"

კარმიდამო ჩემი

"ერთხელაც ვაზის ჭიგოს ხელს წავავლებ და წამოვდგები!"

5 ივნ. 2017, 23:21:54

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ახალგაზრდა კაცი, ლომინ თოფურია ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში თავდაუზოგავი შრომა სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტრაგიკული ავტოავარიის შემდეგ, ხერხემალი დაუზიანდა და ეტლს მიეჯაჭვა. თუმცა, დღემდე იმედს არ კარგავს, რომ შეძლებს, ფეხზე წამოდგეს და ჩვეულ ცხოვრებას ძველი შემართებით დაუბრუნდეს.

 ლომინ თოფურია 1980 წელს, ლანჩხუთში დაიბადა, აქვე სწავლობდა მეორე საჯარო სკოლაში, შემდეგ კი პროფესიული კოლეჯი დაასრულა. პარალელურად, საფეხბურთო სკოლაში დადიოდა და ბავშვობიდან სპორტის ამ სახეობაზე უსაზღვროდ შეყვარებული, მალე ლანჩხუთის "გურიას" წამყვანი მოთამაშე გახდა...

მისი სპორტული კარიერა 2005 წელს მომხდარმა ავტოავარიამ შეაჩერა, რასაც ცოცხალი კი გადაურჩა, მაგრამ ხერხემლის ტვინი დაუზიანდა და ჯერჯერობით, ეტლით გადაადგილდება. თუმცა, იმედოვნებს, რომ მალე დადგება დღე, როცა ისე გაივლის და ირბენს, როგორც ბავშვობაში, საყვარელ სტადიონზე...

_ კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის", რომელსაც გიორგი ძნელაძე ხელმძღვანელობს, ჩემს მეორე ოჯახად იქცა. ამ კოალიციაში შშმ პირებია გაერთიანებული. თავდაპირველად გავიარეთ ტრენინგები. მეორე ეტაპზე, როცა ბიზნესგეგმის დაწერა დაგვავალეს, იდეა შერჩეული მქონდა და პროექტი უმალ სასათბურე მეურნეობაზე გავაკეთე! მივიღე გრანტი! სულ, გურია-აჭარაში ორი შშმ პირი დაგვაფინანსეს.

სიხარული დიდი იყო და საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობას სულ თავიდან შევუდექი, ანუ როგორც იტყვიან, ნულიდან დავიწყე. ეზოში შრომას ბავშვობიდანაც მიჩვეული ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლებს არასდროს დაუძალებიათ, გინდა თუ არა, იმუშავეო. ვხედავდი, როგორ შრომობდნენ და საკუთარი სურვილით, მეც სამუშაოდ ვიყავი განწყობილი. ამიტომ მიწასთან მიახლოება, მიუხედავად იმისა, რომ ეტლში ვზივარ და დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდები, ხელს არ მიშლის, არანაკლებ ვიშრომო, ვიდრე დამოუკიდებლად მოძრავმა ადამიანმა, _ გვეუბნება ლომინ თოფურია და ეტლით ისე ოსტატურად მოძრაობს, აშკარაა, თავისი არა ერთი "სვლა", სათბურის შიგნით თუ გარეთ სამოძრაოდ, განსაზღვრული "გეომეტრიულობით" აქვს შემუშავებული.

სასათბურე მეურნეობა სალათის ფოთლების დარგვა-მოყვანით დაიწყო. საამისოდ საუკეთესო ჯიში შეარჩია და ჯერ დათესა, შემდეგ ჩითილები გამოიყვანა და დედის და ოჯახის წევრების დახმარებით, შეძლო საწყის ეტაპზე არც ისე ურიგო მოსავალი მიეღო.
გასულ წელს, იანვრიდან დაიწყო სათბურის მშენებლობა, რომელშიც დღეს უკვე პომიდვრის საუკეთესო ჯიშის ნერგები აქვს განთავსებული და უკვე მსხმოიარეა.

თანდათან დათესა და მოიყვანა სხვადასხვა მწვანილეული. შემდეგ დაიწყო ღია გრუნტში იმ მწვანილეულის გატანა, რომელსაც ყინვა ნაკლებად აზიანებს, სათბური უფრო კიტრსა და პომიდორს დაუთმო.

დედის დახმარებით, უფრო სწორად, დედასთან ერთად, ბადრიჯნის თუ წიწაკის ჩითილების გამოყვანას ისეთი ოსტატობით ახერხებს, ბევრ მეურნეს შეშურდება.

მართალია, თავდაპირველად მხოლოდ სასათბურე მეურნეობის გაკეთებასა და საადრეო ბოსტნეულის მოყვანაზე ფიქრობდა, თუმცა, როგორც კი ეს საქმე გამოუვიდა, მერე გაფართოებაზეც ფიქრი დაიწყო. ახლა სათბურის გვერდით მდებარე ნაკვეთზე, ბოსტნეული კულტურების პარალელურად, ახალშენი ვაზის ნერგებია ჩამწკრივებული. როგორც თვითონ ამბობს, ეს ცოლიკაურია და ამ ჯიშის ვაზის მოშენება პირველად სცადა. ნერგები მეგობრებმა აჩუქეს. ღია გრუნტში დათესილ ბოსტნეულის მწკრივებს შორის, ნელ-ნელა ვაზის დარგვაც იმიტომ დაიწყო, როცა ფართობს მთლიანად შევავსებ, მერე აქ ზვარი იქნება და ბოსტნეულს აღარ დავთესავო.

_ ვენახი სულ გვქონდა ეზოში, ოღონდ, ძირითადად ეს იყო ხეებზე "გაქცეული" "ჭეიშვილი" თუ "ადესა". აქ დაბლობია და ვაზს ცოტა უჭირს. "ცოლიკაური" შედარებით უფრო ეგუება ამ გარემოს. ხშირად ჩავუვლი ხოლმე ამ ახალ ნარგავებს, ვეფერები... ასე მგონია, ერთხელაც ამ ჭიგოებს ხელს წავავლებ და წამოვდგები... _ ამბობს ლომინი და ეტლიდან ვაზის ნორჩ ლერწებს ეფერება...

რწმენით და იმედით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცი, უკვე მე-12 წელია ფეხზე წამოსადგომად იბრძვის და მიუხედავად იმისა, რომ არა ერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ექიმთან მკურნალობდა, საბოლოო იმედი საკუთარ ფსიქოლოგიურ სამყაროში გამოჭედა... ვაზის ძირთან რაღაცას სხვა თვალით ზომავს. ვინ იცის, იქნებ, სწორედ ასე, ადგილის დედის დახმარებით შეძლოს შეუძლებელი.

ჩვენი წერილის გმირის საქმიანობა მხოლოდ სასათბურე მეურნეობით არ შემოიფარგლება. გაცილებით ადრე, ვიდრე შშმ პირების კოალიციას დაუკავშირდებოდა, მეგობრებთან _ ლადო მჟავანაძესთან და დავით სამსონიასთან ერთად, ჩაერთო პროექტში _ "აწარმოე საქართველოში" და ხის ავეჯის დამზადება დაიწყეს. შეიძინეს სხვადასხვა სამუშაო ხელსაწყოები და შინ სახელოსნო გახსნეს. ამზადებენ სკამებს, სავარძლებს, მაგიდებს...

_ დასაკეცი მაგიდის ნიმუში ინტერნეტში ვნახე. კარგად დავაკვირდი და შევძელით მისი აწყობა. საერთოდ, მე და ჩემმა მეგობრებმა, რაც ვცადეთ, ყველაფერი გამოგვივიდა, _ ამბობს ლომინი.

საუბარში დედა, ქალბატონი თინა მდინარაძე ერთვება:

_ საოცარი მეგობრები ჰყავს. ბიჭები ერთი წუთით არ ტოვებენ, მუდამ გვერდში უდგანან. აწყობენ გეგმებს და მერე საქმედ აქცევენ ჩანაფიქრს... ძალიან იმედიანი ბიჭია ჩემი ლომინი. წლების წინ, როცა ავარიაში მოყვა და ცოცხალი გადარჩა, ხერხემლის დაზიანების გამო, ფეხზე გავლა ვერ შეძლო. ყველამ იცის, დედისთვის რა მძიმეა შვილის გასაჭირის ცქერა, თუმცა, ეს სხვანაირი ადამიანია, ხალისიანი, იმედით განწყობილი, მებრძოლი. უკარგესი სამეგობროს და ამ ხასიათის წყალობით არის, რომ დღეს ასე საქმიანობს და იბრძვის მომავლისთვის. აქ დაქირავებული მუშა არავინაა. ერთად შრომობენ და ცდილობენ, საქმიანობა გააფართოონ. ღმერთი გადმოგვხედავს ალბათ... ექიმები ამბობენ, რომ ახალგაზრდაა და ადვილი შესაძლებელია, მოხდეს ხერხემლის ძვლის ტვინის აღდგენა. მით უფრო, როცა ლომინს უსაზღვროდ სჯერა სასწაულების, _ ამბობს ის.

ლომინ თოფურია ჩვენმა სტუმრობამ ძალიან გაახარა, არაერთხელ გადაგვიხადა მადლობა და ასე დაგვემშვიდობა:

_ კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ჩემს დამოკიდებულ ცხოვრებაში ახალი მუხტით შემოვიდა. საოცარ ადამიანებს _ გიორგი ძნელაძეს და თამარ მაღლაკელიძეს მადლობას ვუხდი, რომ მაჩვენეს გზა, რომელზეც ისეთივე შემართებით გავედი, როგორც ერთ დროს ფეხბურთის სტადიონზე ჩემთვის საყვარელ ბურთს დავდევდი... მადლობას გიხდით თქვენ, ყველას, ვინც არ მივიწყებს ან ჩემს შესახებ გაიგებს და მეხმიანება. უდიდესი ძალა აქვს ადამიანურ, თბილ სიტყვას, რომელსაც ჩემთვის იმ ექიმებზე არანაკლები იმედი მოაქვს, ვისთანაც წლების მანძილზე ურთიერთობა მიწევს!

ჩვენ, პირიქით, თავად ლომინ თოფურიას ვუხდით მადლობას, რომ მას შეუძლია, აჩვენოს ადამიანთა მოდგმას, რა შეუძლია რწმენითა და შრომის სიყვარულით შეპყრობილ კაცს. იმედია, დადგება დრო, ლომინ თოფურიას სწორედ ვაზის მწკრივში, ჩანაფიქრის მიხედვით წამომდგარს ვნახავთ და კიდევ ერთხელ მოვუყვებით ჩვენს მკითხველს სპორტსმენი ბიჭის შესახებ, რომელიც არ დანებდა, არ გაჩერდა და გაიმარჯვა!




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...