ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

კარმიდამო ჩემი

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

2018 აპრ 3 10:11:43

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი არსებობს, სიდიდით თუ საკუთრების ფორმით განსხვავებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთრებაში არა ერთი მუზეუმია, ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი თვალსაჩინო საყოფაცხოვრებო ნივთებით. თუმცა, უკანასკნელ წლებში ფართო გასაქანი ჰპოვა ცალკეული კერძო პირების მიერ საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეების თუ უფრო სრული სახით წარმოდგენილი მუზეუმების მოწყობამ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გორმაღალში მცხოვრებ ახალგაზრდა ისტორიკოსს, გოგიტა გიორგაძეს, ორი შვილის მამას და სოფლის ეკლესიის სტიქაროსანს, საკუთარ კარმიდამოში უკვე საკმაოდ მოზრდილი ეთნოგრაფიული მუზეუმი აქვს. ის, დიდი ხანია, ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვებითაა დაკავებული და ეს საქმიანობა სტუდენტობის ასაკიდან დაიწყო. თუმცა, როგორც თავად გვეუბნება, ბავშვობიდანაც იზიდავდა ლამაზად ნაკეთი, ხეზე კვეთილობით თუ ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული და დამუშავებულ-გაფორმებული არა ერთი ნივთი, რომელსაც ოსტატის ხელი ეტყობოდა.

_ მინდა ჩემ კარმიდამოში პატარა ეროვნული მუზეუმი მქონდეს. ვიღაცას ეღიმება, ზოგი დამცინის კიდეც _ "შენ უბერავო", მეუბნებიან. ზოგს პირიქით, მოსწონს ჩემი საქმიანობა და არა ერთ ადამიანს უჩუქებია სხვადასხვა საინტერესო ნივთი. ჩემი ხალხის ეთნოგრაფიული ყოფა და ამ ყოფის ამსახველი ნივთები განსაკუთრებული შთაგონებით მავსებს, ჩემი პროფესიის გამოც არის, ალბათ, რომ სულ ეთნოგრაფიული წიაღი მეძახის. ვაგროვებ ყველანაირ საყოფაცხოვრებო ნივთს, ოღონდ ყველა კუთხეში გავრცელებულს. მხოლოდ იმერული ყოფის დამახასიათებელი ნივთებით არ ვავსებ ჩემი პატარა მუზეუმის სივრცეს. ვეძებ, მჩუქნიან, მიგზავნიან; ხან გადაგდებულ, გაბზარულ ნივთებსაც ვპოულობ, ვასუფთავებ, ვცდილობ პირვანდელი სახე დავუბრუნო და განსაკუთრებულ ადგილზე ვდებ. სიბრალულის განცდა მაქვს _ მეცოდება უგულო ადამიანების მიერ მიგდებული და მოძულებული, _ გვიამბობს ის და საკუთარ კარმიდამოში დაგვატარებს.

კითხვაზე, ნაჩუქარ ნივთებს თუ აწერს, ვინ უსახსოვრა, ამბობს, რომ ყველა ადამიანი ახსოვს, ვისგან რა გადმოეცა, თუმცა, ჯერ სრულად ჩამოყალიბებული მუზეუმის სახე არ მიუცია თავისი კოლექციისთვის და როცა დაასრულებს შეგროვებას და შინ თუ გარეთ ნივთების განლაგებას, მაშინ ყველა ნივთს წარწერას გაუკეთებს.

გოგიტა გიორგაძის კარმიდამოში, ღია ცის ქვეშ, უამრავ ეთნოგრაფიულ ნივთს ნახავთ. ხშირად, მხატვრული კომპოზიციებიც გვხვდება. ხის კუნძებით, კრამიტით თუ სხვადასხვა ფორმის ქვებით გაკეთებული დეკორაციული ხაზები გარემოს უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე მარტო ეთნოგრაფიული ნივთების ხილვა.

გუთანი, საწნახელი, სხვადასხვა ზომის ქვევრები სხვადასხვა ადგილზეა განლაგებული. თიხის ჭურჭელს _ ფიალებს, დოქებს, ჭინჭილებს სახლის სიმყუდროვეში აქვს კუთხე მიჩენილი. იქვეა ჩუქურთმებიანი მაგიდა, რომელიც განსაკუთრებით უყვარს ჩვენს მასპინძელს:

_ ეს მაგიდა ძალიან დიდი ხნისაა. მოგეხსენებათ, ხეზე კვეთის ხელოვნებას ჩვენს ქვეყანაში უძველესი ტრადიცია აქვს, დღეს კი დავიწყებას ეძლევა. ძალიან ცოტას თუ შეხვდებით ხეზე კვეთის ოსტატებს. ეს მაგიდა რომ ვნახე, საკმაოდ მოძველებული, მაგრამ ლამაზი, ნამდვილად ხელოვნებით შესრულებული, პატრონმა, ასაკოვანმა კაცმა, გოდერძი გეგუჩაძემ თავად მაჩუქა _ შემატყო, რომ მომეწონა. მან იცის ჩემი გატაცების ამბავი და გამახარა. ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანის, _ ამბობს იგი და წუხს, რომ ჯერჯერობით, ყველაფერი მაინც ერთ კუთხეში აქვს მოთავსებული.

_ მეტი ხიბლი და ეფექტურობა ექნება მაშინ, როცა მუზეუმის სახე მიეცემა, სხვადასხვა ოთახში განთავსდება და მიგნებულ ადგილს დაიკავებს, ამ ეტაპზე მაინც შეგროვილი კოლექციის პატრონი ვარ და მინდა ნაბიჯი უფრო წინ გადავდგა, _ ამბობს გოგიტა.

საქართველოში არა ერთ კერძო პირს აქვს საკუთარი ეთნოგრაფიული მუზეუმი. მოტივაცია, თითქმის, ყველგან ერთი და იგივეა _ ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ადამიანები ნელ-ნელა ფიქრობენ და ცდილობენ საკუთარი ძიებით განახლებული ეთნოგრაფიული სამყარო ჩართონ ამ მიმართულებაში.

_ ეს საქმიანობა რომ რაღაც კუთხით ბიზნესად ვაქციო და ტურიზმის განვითარებას ნაბიჯი ავუწყო, ბევრი კეთილისმყოფელი მირჩევს, თუმცა, ჯერ ამ კუთხით ნაბიჯი არ გადამიდგამს. ზოგს სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩემი გატაცება, მათ შორის, შინაურებსაც. ამაზე მეცინება და რომ ჰგონიათ, საქმედალეული ვარ, მე მაინც მეტი მონდომებით ვაგრძელებ ჩემს საქმეს და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და ტურისტებისთვის თუ ადგილობრივებისთვის საინტერესო სანახაობა მექნება. ჩემთან დღესაც ბევრი მოდის, მოჰყავთ მოსწავლეებიც, თუმცა, ეს უფრო სტიქიურად ხდება, _ გვეუბნება მასპინძელი და იხსენებს ერთ უსიამოვნო ამბავს, როცა უთხრეს, სამტრედიაში და ქალაქებში არ დადის ხალხი მუზეუმში და გორმაღალში ვინ ამოგაკითხავსო. ამის შემდეგ უფრო მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სწორედ აქ, მშობლიურ გორმაღალში გააკეთოს ისეთი ეთნოგრაფიული მუზეუმი, მნახველი რომ არ მოაკლდება.

ახალგაზრდა ისტორიკოსი და ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერი ძალიან მოწადინებულია. ასე ახალგაზრდა ასაკიდანვე ფიქრობს, სასოებით შეგროვებული ნივთები მხოლოდ მის საკუთრებაში დარჩეს და მისი ექვსი წლის საბა და ორი წლის რატი იმ სულისკვეთებით გაზარდოს, რომ მუზეუმს ეპატრონონ, უყვარდეთ აქაურობა, გააგრძელონ მამის საქმე და სოფლის გამაგრების გზა ამ საქმეშიც ეძებონ.

_ მე ეს სამყარო, სოფლის იდილია და ტყეებით დაბურული გარემო მიტაცებს და არა ქალაქის ტროტუარები. ძალიან მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ამაში ბევრი თანამოაზრე არ მყავს. არც ესაა პრობლემა. მარტო რომ დავრჩე, ამ საქმეს მაინც არ დავთმობ, ასეთი შთაგონებით გავზრდი შვილებსაც, _ სიმტკიცე ეტყობა ხმაში და კითხვაზე, უყვარს თუ არა სასოფლო-სამეურნეო შრომა, გულწრფელად ამბობს, კი მიყვარს, მაგრამ მშობლები უფრო უძღვებიან ამ საქმეს და მე უფრო ჩემი გატაცებით ვარ დაკავებულიო.

ოჯახში, სოფლის შესაფერად, ჰყავთ შინაური პირუტყვი, ფრინველი, საკარმიდამო ნაკვეთში ხეხილოვნები არ აკლიათ, თუმცა, გოგიტას ყველაზე ძალიან უწყინარი ცხვარი უყვარს.

_ ჩვენი ცხვრები იმერული ჯიშისაა და ზედმეტად წყნარი, მიმნდობნი არიან. ძალიან მიყვარს, ხშირად ადამიანივით ვეფერები, კისერზეც ვისვამ და ამ ჩემს მუზეუმში დავატარებ... ძალიან მიყვარს ჩემი ეზო-გარემო, ჩემი პროფესია, რომელმაც ასეთი გატაცება შვა ჩემში, _ ამბობს ის და უახლოეს მიზანსაც გვიმხელს _ გოგიტას სურს, როგორც თვითონ ამბობს, მეტი სული შთაბეროს ამ გარემოს _ ერთ ჰოლში ისე განალაგოს ნივთები, რომ საგანგებოდ მოძიებულ და შედგენილ სოფლის ისტორიას ესადაგებოდეს. დანარჩენ ოთახებსა და ეზოში, ღია ცის ქვეშ კი ძირითადად ისე დატოვოს ყველაფერი, როგორც დღემდე გააკეთა. ამბობს, რომ შენიშვნების გათვალისწინება უყვარს, უაღრესად ეკლესიურია, სოფლის ტაძარში სტიქაროსანია და ერთადერთი, რასაც კარგად ვერ ასწრებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. უფრო სწორად, ამ საქმეს ოჯახში მშობლები უძღვებიან და სწორედ მათი დახმარებით შეძლო საყვარელი საქმიანობის ისე წარმართვა, რომ ახლა უკვე მის მიერ მოძიებული ეთნოგრაფიული ნივთები ერთი მუზეუმისთვის სავსებით საკმარისია.

_ ჩემი სოფელი სამტრედიიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. ზოგს სწორედ ეს აკვირვებს და იმასაც კი მეუბნებიან, ქალაქის ეთნომუზეუმს ჩააბარე შენი ნივთები და ერთობლივად იმუშავეთო. თუმცა, მე სხვა აზრზე ვარ _ ჩემს სოფელში უნდა გავაკეთო ეს, საკუთარ ოჯახში და მნახველები აქეთ უნდა მოვიზიდო. ვფიქრობ, სოფლის გამაგრების საქმეში ასე საკმაო როლს შევასრულებ. ყოფილა შემთხვევა, ერთი ნივთი ხელიდან წამირთმევია და ფული გადამიხდია ადამიანისთვის, რომელიც ნახევარ ლიტრ არაყში ცვლიდა ან ამ ფასად ყიდდა ძველებურ სანათს თუ ფიალებს, _ ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს პროფესიით ისტორიკოსი, უდაოდ ნიჭიერი და პატრიოტი ახალგაზრდა კაცი გოგიტა გიორგაძე.

წარმატებას ვუსურვებთ საკუთარ სოფელზე და პროფესიაზე შეყვარებულ ადამიანს, რომელსაც სოფლის გამაგრების და შენარჩუნების საკუთარი საინტერესო ხედვა აქვს და არც ცდება _ ამ ყველაფერს საკუთარი საქმიანობით აჩვენებს მნახველებს.




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...