გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

2018 აგვ 10 10:29:27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი, მოყვარული მეურნე კოტე სარიშვილი სამიოდე წლის წინ დაინტერესდა, თავის საკარმიდამოში ეგზოტიკური ბოსტნეული კულტურების ჯიშები შემოეტანა. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ბამიას, იგივე ოკრას მოშენებით, რომლის უნიკალურ თვისებებზე ბევრის სმენოდა და მეგობრის დახმარებით, როცა ავსტრალიიდან სათესლე მასალა მიიღო, საქმეს შეუდგა. როგორც თავად ამბობს, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

_ დავთესე დახურულ გრუნტში და გამოვიყვანე ჩითილების სახით. გურიას ძალიან კარგად შეეგუა, ოღონდ ხელის შეწყობაც სჭირდება _ სიცივე და წვიმა არ უყვარს. თავიდან უმჯობესია დახურულ გრუნტში ყოფნა. ეს არის უნიკალური ბოსტნეული მცენარე, შეიცავს უამრავ ვიტამინს.

მე მოვიძიე ლიტერატურა მის შესახებ და მოყვანით ამის შემდეგ დავინტერესდი. მეცნიერთა განმარტებით, ის საუკეთესოა დიაბეტიანთათვის, სისხლში ამცირებს შაქარს და როცა მისგან წამალს დაამზადებენ, ვარაუდობენ, რომ სრულად განიკურნება ეს დაავადება და ადამიანებს ინსულინი აღარ დაჭირდებათ. ასევე, იგი ამცირებს სიმსივნურ წარმონაქმნებს. ხომ წარმოგიდგენიათ, აღნიშნული დაავადებები რა მასშტაბით არსებობს, როგორც ჩვენში, ისე მთელ მსოფლიოში? ამიტომ დავინტერესდი და შედეგით მართლაც კმაყოფილი ვარ, თუმცა, მთავარი საქმის კეთებას აწი ვაპირებ, _ გვეუბნება კოტე სარიშვილი და გამოთქვამს სურვილს, ეს კულტურა მომავალში გურულების ბოსტნებშიც უხვად იქნეს.

_ კონუსისებური ფორმა აქვს. მწვანე, ბუსუსებიანია. ესაა, მოკრეფის დროს შესაბამისი სამოსით _ გრძელსახელოიანი პერანგით და ხელთათმანებით უნდა იმოქმედო. კიტრის თუ ლობიოს მსგავსად, უფრო ჩვილობისას უნდა მოკრიფო, რადგან მერე კანი უმაგრდება და საჭმელად უვარგისი ხდება. მრავალი კერძი კეთდება, როგორც წვნიანის, ისე ბადრიჯნის ან არაერთი ფხალეულის მსგავსად შეკმაზული, _ ამბობს სარიშვილი და მიიჩნევს, რომ ბამია, როგორც საკვები, ისე სამკურნალო კულტურა, შეუდარებელია. ამიტომ სურს, ის პოპულარული გახდეს გურიაში და უხვად გაჩნდეს ჩვენს აგრარულ ბაზარში თუ სუპერმარკეტებში.

მეორე ეგზოტიკური ბოსტნეული, რომელიც სარიშვილის ბაღჩაში იწონებს თავს, რუკოლაა.

მასპინძელი ამბობს, რომ ის, ძირითადად, სალათებში გამოიყენება, თუმცა, საუკეთესოა წვნიანი კერძების, განსაკუთრებით, სუპების დასამზადებლად. რაც მთავარია, სარიშვილის სამეურნეო საქმიანობაში რუკოლამაც გამოიჩინა თავი და ბამიას მსგავსად, მას გამორჩეულად სათუთი დამოკიდებულება არ სჭირდება. ადვილად მოსავლელია, ასე ვთქვათ, თავისუფლად ხარობს ღია გრუნტში, არ უშინდება სიცივეს თუ გვალვას. მთავარია, მეურნემ ყურადღება მიაქციოს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბოსტნეულ კულტურას _ იაპონურ კომბოსტოს, მიძუნას, სარიშვილმა კიდევ უფრო მოგვიანებით მოაშენა და ამ შემთხვევაშიც შედეგით ძალიან გახარებულია. ბამიას მოშენებით დაწყებულმა საქმემ და შედეგმა გაუღვივა ინტერესი, დღითიდღე გაამრავალფეროვნოს ეგზოტიკური ბოსტნეულით თავისი სამეურნეო გარემო.

_ მივიჩნევ, რომ მოყვარული მეურნე ვარ. მაქვს ამბიცია, თავისუფლად შემოვიდეს ჩვენში და პოპულარული გახდეს ისეთი უნიკალური თვისებების მქონე კულტურები, როგორიც ბამია, რუკოლა თუ მიძუნაა. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა, ისიც მგონია, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია და ჩანაფიქრის ასრულებამდე ბევრი მიკლია, _ ამბობს კოტე სარიშვილი.

მართალია, იგი თავს მოყვარულ მეურნედ მიიჩნევს, თუმცა, საქმის დასაწყისს ეტყობა, რომ არ ხუმრობს და სერიოზული შედეგის სანახავად ორი-სამი წლის შემდეგ გვეპატიჟება. თუმცა, როგორც მის დაწყებულ საქმეს ეტყობა, უფრო ადრე მოგვიწევს შეხვედრა "ახალი ხილის" პოპულარიზაციის მსურველთან. როგორც თვითონ გურული ხუმრობის მოშველიებით აცხადებს, ეს მსუსხავი "ბამია _ ლედის თითები" ისე მოვათვინიერე, დანარჩენი როგორ დამიმაგრდებაო.

სარიშვილი, დიდი ალბათობით, არაერთი ეგზოტიკური ბოსტნეულით დაამშვენებს ჯერ საკარმიდამო ფართობს, მერე კი გურულ ბაზარს. თუმცა, ამაზე პირდაპირ საუბარს თავს არიდებს.

ბატონი კოტე, ასევე, მივიწყებული ფხალეული მცენარის _ ჩვენში კარგად გავრცელებული ჯიჯილაყას შესახებ გვესაუბრება.

_ ამ მცენარეს ხომ მოშენება არ სჭირდება? გაერომ 21-ე საუკუნის კულტურად გამოაცხადა. უამრავი ვიტამინი, კვებითი და სამკურნალო ღირებულებები, რაც ჯიჯილაყას გააჩნია, სრულად უნდა გამოვიყენოთ. მით უფრო, აგერ თვალწინ გაქვს და რატომღაც სარეველა გვგონია მცენარე, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია, _ გვითხრა მან და ჯიჯილაყას კერძის არა ერთ რეცეპტს შეგვპირდა, რომელსაც მისი დედა, ქალბატონი გულნაზ სარიშვილი ამზადებს.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?