ქართული საღებავების საიდუმლო

კარმიდამო ჩემი

ქართული საღებავების საიდუმლო

2017 აპრ 13 12:11:59

ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან იყენებდნენ მცენარეულ საღებავებს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებდნენ, რომ ბუნებრივი საღებავების გამოყენებით შექმნილი ხალიჩები ასეულობით წლებს უძლებდნენ და დღემდე გაუხუნარი იერით არის მოღწეული.

ქართველი ხალხი იყენებდა ენდროს ფესვებს, ბროწეულის, თრიმლის, წყავის, ტყემლის, კოწახურის, კაკლის ქერქს. კაკლის ქერქის გარდა, მისი ფოთოლი და წენგოც არანაკლებ გამოიყენებოდა. თავდაპირველად სწორედ ფოთლებს, ყვავილებს და ნაყოფს იყენებდნენ შესაღებად. მცენარის ფესვების თუ ქერქის გამოყენება საღებავ საშუალებად უფრო მოგვიანებით დაიწყეს.

ძალზე პოპულარულია ენდროს საღებავი, რომლის მომზადება ყველამ იცის და უპირველესად ის სააღდგომო კვერცხის შეღებვასთან ასოცირდება. თუმცა, უძველესი დროიდან სწორედ ენდრო იყო ერთ-ერთი პირველი საშუალება შინაურ პირობებში ძაფის შესაღებად, რომელიც ასობით წლის მანძილზე გაუხუნრად ინახებოდა.

რაკი აღდგომა მოახლოებულია და ორიოდე კვირა გვაშორებს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, გესაუბრებით ენდროს ფესვების გამოყენებით კვერცხის შეღებვის წესზე, რომელიც ყველამ იცის, თუმცა, არც თუ იშვიათად ივიწყებენ ნიუანსებს, რაც შეღებვის წესს ახლავს. სწორედ ამიტომ, არც თუ იშვიათად, ვხედავთ ცუდად შეღებილ სააღდგომო კვერცხებს. მცენარეული საშუალებებით (ყვავილი, ქერქი, ფესვი) კვერცხის შეღებვა ბიომეთოდიცაა, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ დღეს და ბუნებრივია, ყველანაირ ქიმიურ საღებავთან უპირატესობა გააჩნია.

თუ გვინდა, რომ კვერცხი კარგად შეიღებოს, უნდა გავითვალისწინოთ როგორც დოზა, ისე საღებავის მომზადების წესი.

50 ცალი კვერცხის შესაღებად საჭიროა, დაახლოებით ენდროს 500-600 გრამი ფესვები. ჩაქუჩით დავჩეჩქვოთ ეს ფესვები და ორი დღით ადრე დავალბოთ წყალში, რომელიც მას მხოლოდ ფარავს.

შემდეგ დავამატოთ ორი ლიტრი წყალი და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, ერთი საათით მაინც. გავწუროთ. ჩავასხათ ქვაბში, რომელშიც კვერცხის მოხარშვა გვინდა. დავუმატოთ ორი სუფრის კოვზი მარილი და კარგად გავხსნათ. ჩენჩო, რომელიც გამონაწურს დარჩა, გამოვკრათ მარლაში და ამ ქვაბის კუთხეში გავნასკვოთ, ჩავკიდოთ, უფრო სწორად. ჩავალაგოთ კვერცხები, დავამატოთ წყალი იმდენი, რომ დაიფაროს. ვადუღოთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ კვერცხი ამოვალაგოთ ცხრილზე ან მარლაგადაკრულ სათავსზე ისე, რომ კარგად გაშრეს. ამის შემდეგ გავაპრიალოთ ზეთში ოდნავ დასველებული მარლით.

ერთხელ ასეთი "ცდაც" ჩავატარე _ ენდროს საღებავის მომზადებისას დაჩეჩქვილ მასას დავუმატე ხუთი თავი დეკორატიული ზაფრანის ფოთლები და მაისის ვარდის ფურცლები. კვერცხი მუქი ალისფერი გამოვიდა, ძალზე ლამაზი. შემოქმედებითად მიდგომა თქვენი ნებაა. უნდა ვიცოდეთ ძირითადი და წარმოქმნილი ფერების ელემენტარული თვისებები. ამის შემდეგ კი შესაძლოა, თქვენდა უნებურად, საოცარი ფერი მიიღოთ.

ენდროში უძველეს დროში ანალოგიური ფერით ღებავდნენ ძაფს, ოღონდ ქვაბიდან ამოღების შემდეგ კვლავ მოაყრიდნენ დაფქვილ ენდროს, დაახლოებით ისე, შეწვის წინ, როგორც თევზს ან კატლეტს ამოავლებენ საფანელში. შემდეგ ასეთი ძაფის შულოებს ჩადებდნენ იმავე საღებავიან ქვაბში და დილამდე ტოვებდნენ. ბოლოს კი გამდინარე ცივი წყლით რეცხავდნენ და ბოლოს მზეზე გააშრობდნენ.

მცენარეების საშუალებით მომზადებული ბუნებრივი, გაუხუნარი საღებავებით არა მარტო ძაფებს, არამედ ღებავდნენ საბრძოლო იარაღს, საცხოვრებელ ბინებს, იყენებდნენ სილამაზისთვის.

დღეისთვის უფრო მეტრად შეიძლება გამოვიყენოთ მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი საღებავები ისე, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ. მაგალითად, ჭიაფერას და ანწლის ნაყოფი, კაკლის ფოთლები თუ წენგო, ჩაის ფოთლები თუ ღეროები, ცოცხის თესლი, ე. წ. "ჯიქურა". ჩვენს სინამდვილეში უდიდესი გამოუყენებელი რეზერვი არსებობს ბუნებრივი საღებავების შესაქმნელად, რომელიც უსარგებლოდ იკარგება ჩვენივე გულგრილი მიდგომის გამო.

ოზურგეთელი ხელოვანი ქალბატონი, ხალხური რეწვის ოსტატი, სულიკო ლომჯარია სწორედ ასეთ გამოუყენებელ სიმდიდრეზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩვენს ფლორას უდიდესი იდუმალი ძალა გააჩნია, რომელიც უკვდავ ფერებში გამოიხატება._ ამ ფერების წარმოქმნას, შესაძლოა, განაპირობებდეს გამორჩეული კლიმატი, დღეისთვის ჯერ კიდევ სუფთად შემორჩენილი ეკოლოგიური გარემო, რომელსაც თვალის ჩინივით გაფრთხილება და მერე გონიერი გამოყენება სჭირდება, _ ამბობს ის.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. „მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნალექი და ძლიერი ქარი_ უახლოესი დღეების ამინდი30 მარტიდან 31 მარტის დილამდე  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,_ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით,  1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17  გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი.  1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი ... ...
  • მშვიდობის ხიდზე დასუფთავების სამუშაოები ტარდებათბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე, სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ დაღუპულია ახალგაზრდაცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში _ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ... ...
  • გამოაცხადდება თუ არა მიმდინარე სემესტრი აკადემიურად _ რას აცხადებს განათლების სამინისტროგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება. უწყების თქმით, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ. რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. „მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება“,- განაცხადეს უწყებაში. წყარო: ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...