როგორ მოვქსოვოთ ჰამაკი შინაურ პირობებში

ხელგარჯილობა

როგორ მოვქსოვოთ ჰამაკი შინაურ პირობებში

2013 ივნ 10 15:50:50
ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა, ვიცოდეთ მაკრამეს (თოკით, ზონარით ქსოვა) ანა-ბანა. ამ სახის ქსოვას ოთხი ძირითადი სხვადასხვა კვანძი გააჩნია, რომლისგანაც უამრავი ლამაზი ორნამენტის მიღებაა შესაძლებელი. ჰამაკს ყველაზე მარტივი და ერთი სახის კვანძი (ნასკვი) სჭირდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვერ ვიტვირთებთ, ნულიდან ავათვისებინოთ ვინმეს მქსოველის, მქარგავის თუ თერძის პროფესია, თუმცა, ვეცდებით, მოყვარულებს გავუწიოთ საგულდაგულო და უსასყიდლო დახმარება.

ჰამაკის მოსაქსოვად საჭიროა 45 მ სიგრძის საშუალო დიამეტრის მქონე თოკი, რომლის შეძენა შეიძლება მაღაზიებსა და ბაზრებში. შეგიძლიათ, იყიდოთ ორნაირი ფერის. ასევე საჭიროა ხის ორი ძელი. მოგეხსენებათ, ხის მასალა და ფიცარი ყველა ოჯახში მოიპოვება, რომლისგანაც ხერხისა და შალაშინის მეშვეობით გამოვთლით ორ ძელს და ელექტრობურღით გავუკეთებთ ნახვრეტებს (ამ საქმეში მე მეუღლე მეხმარება. დაიხმარეთ ქმრები, ძმები, მეზობლებიც, ვისაც ჩხირკედელაობა ეხერხება). ქსოვის დაწყებისას, სადემონსტრაციოდ აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი ახალი, დაუზიანებელი ჰამაკი.

თითოეული ძელის სიგრძე 110 სმ უნდა იყოს (ზომები ოდნავ განსხვავებულიც შეიძლება, რადგან ყველას გვინახავს, საშუალო თუ დიდი ჰამაკი).

ძელზე სულ ათი ნახვრეტი კეთდება, თავსა და ბოლოში 4 სმ დაშორებით, დანარჩენ ნახვრეტებს შორის _ 13 სმ დაშორება უნდა იყოს. ჰამაკის საერთო სიგრძედ, ძელებს შორის უნდა ვიანგარიშოთ 1, 75 მ. თოკი დავჭრათ 4მ სიგრძის 8 ცალ სამუშაო ზონარად, რომლებსაც სათითაოდ გავკეცავთ შუაში და ჩავუშვებთ ძელის ნახვრეტებში, რომელზეც მანამდე სიგრძივად გადავჭიმავთ თოკს და პირველ და ბოლო ნახვრეტში ოსტატურად ჩავამაგრებთ. ეს თოკი ეხმარება სამუშაო თოკების ჩაკიდების პროცესს, რომ ქვემოთ არ ჩასრიალდეს და არ გამოძვრეს. მუშაობას მარცხნიდან მარჯვნისაკენ ვიწყებთ, მერე მოვყვებით უკან და გაკეთებული კვანძების მიხედვით ვიღებთ რომბისებურ ბლანდს. მართალია, ჰამაკის სიგრძე ნაკლებია, ვიდრე სამუშაო ძაფებისა, მაგრამ მკითხველი მიხვდება, რომ კვანძების კეთებაში ძაფის მეტი რაოდენობა იხარჯება. დასასრულ, მეორე ძელის ნახვრეტებში, სისწორის მიხედვით, ვუყრით თოკის ბოლოებს და მეორე მხარეს მოხერხებულად ვკვანძავთ. მუშაობის დროს, კაპრონის ძაფის გაკვანძვისას, მაკრატელთან ერთად, ასანთიც მოვიმარჯვოთ, ნასკვის მიწვით უფრო "ჩადუღება" ხდება და საიმედო სიმაგრე ექნება, რომ არ დაირღვეს.

ჰამაკს გარშემოწერილობისთვის ცალკე სჭირდება 7 მეტრი სიგრძის ძაფი, რომლითაც ხდება ორივე მხარეს სიგრძივად გაყრა. ბოლოებს ძელის ბოლო ნახვრეტში გავუყრით და დანარჩენი, მუშაობის დროს ნარჩენი ძაფების მეშვეობით, წყვილ ნახვრეტებში ამოყვანით, საბოლოოდ ვუკეთებთ საკიდს, როგორც ერთ ისე მეორე მხარეს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით, ჩვენი ელფოსტისა და ტელეფონის მეშვეობით.

მკითხველმა, შესაძლოა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი წვალებაა _ ჰამაკი ხომ 15 ლარი ღირს? თუმცა, მხოლოდ ძაფის ყიდვის შემთხვევაში ამდენიც არ დაგეხარჯებათ და გარდა ამისა, ხელსაქმის ხელოვნება დავიწყებას არ მიეცემა.

მომავალი თვეების მანძილზე ჩვენ ვისაუბრებთ და დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლით, როგორ მოვქსოვოთ ჩხირების გარეშე, მაკრამეს მეშვეობით ხელჩანთა, ფარდა, სუფრა, სხვადასხვა ცხოველის თუ ფრინველის ფიტული.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...