შევკეროთ ფაფუკი და ნატურალური ბამბის ლეიბი

ხელგარჯილობა

შევკეროთ ფაფუკი და ნატურალური ბამბის ლეიბი

2013 სექ 23 10:58:08
ბევრი ქალბატონი დამეთანხმება, რომ თანამედროვე ლეიბ-საბნები, რომლებიც ძალიან ლამაზი, მსუბუქი და კარგი მოსახმარია, სინთეტიკური ბამბა-ქსოვილითაა დამზადებული და ჩვენმა საოჯახო სარეცხმა მანქანამ არაერთხელ ნაფლეთებად აქცია. ასეთი შემთხვევის შემდეგ ვიზრუნე ოჯახში არსებული ძველი ლეიბების განახლებაზე.

ყველა ოჯახში მოიპოვება ნატურალური ბამბისგან შეკერილი საწოლი ლეიბები, რომელიც სიძველისგან დატკეპნილი და ერთი შეხედვით გამოუსადეგარია. ზოგმა არც იცის, რომ ახლა ბევრგან არის გახსნილი ბამბის საპენტი მინი-საამქროები, რომელსაც ამ ძვირფასი ნატურალური პროდუქციის სრული განახლება შეუძლია. ერთმა ჩემმა მეგობარმა თავში შემოიკრა ხელი, როცა საკუთარი გამოცდილება გავაცანი და დახმარებაც შევთავაზე, _ ძველი ლეიბები კი დავწვი და აწი რაღა დროსიაო!

მათ, ვისაც ელემენტარული კერვა შეუძლიათ, ვურჩევ ჯერ შეაგროვონ ოჯახში არსებული ძველი ლეიბები, დაშალონ და დააპენტინონ. არც ისე ძვირი დაგიჯდებათ _ კილოგრამის დაპენტვა 50 თეთრი ღირს. ამის შემდეგ მოვამზადოთ ლეიბის საპირე და და სარჩული. საპირეს შესაკერად საჭიროა სპეციალური ბიაზის ან ნარმის ქსოვილი. სიგრძით ორი მეტრი, სიგანით ერთი მეტრი და ოცი სანტიმეტრი (2X1,20).

ცოტა რთულია საპირეში ბამბის დაგორგვლით ჩადების პროცესი, თუმცა, გთავაზობთ უფრო მარტივ გამოსავალს _ საპირეს ორივე ფარდი ქსოვილი ცალ-ცალკე აიღეთ. ერთზე მოათავსეთ ექვსი კგ ბამბა, თანაბარი განფენილობით. შემდეგ ზემოდან დააფინეთ მეორე ფარდი ქსოვილი და ნელ-ნელა შემოკერეთ ყველა მხრიდან. კერვის დროს ოდნავ შეუკეცეთ კიდეები და ნემსით ნაკერში მოაქციეთ. შემდეგ ავიღოთ სპეციალური მსხვილი აბრეშუმის ძაფი, გავუყაროთ მახათში და და თანაბარი დაშორებით, სამი პარალელური ხაზით ლეიბი დავალიანდაგოთ. ასევე თანაბარი დაშორებით, ექვს ადგილზე (სამი მარცხნივ, სამი მარჯვნივ, მახათის ორი ამოღებით გავაკეთოთ ნაზი, მაგრამ შეკრული კვანძები). შემდეგ ჩავდოთ ლეიბი სპეციალურ სარჩულში, რომლის გამზადებული სახით ყიდვაც შეგიძლიათ და ასევე შინ შეკერვაც.

მე ასე დავამზადე ექვსი ლეიბი. ახლა ვაპირებ ორსაწოლიანი ლეიბის გაკეთებასაც, რასაც იგივე მეთოდით გავაკეთებ, ოღონდ 12 კგ ბამბა და სიგანით ორმაგი ოდენობის საპირე და სასარჩულე ქსოვილი დამჭირდება. ჩემს მეგობრებს ძალიან მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქციისგან ლეიბის შეკერვის გამო და ახლა თვითონაც ცდილობენ იგივეს გაკეთებას.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...