ხელგარჯილობა
ახალი ამბები
- "თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" ალეკო ელისაშვილის საქციელი არათუ პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ ლოგიკასაც სცდილება. ერთი მხრივ, რაღაცას იპრანჭება, მეორე მხრივ ფაქტია, რომ ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თითქოს, ეს არის შემთხვევა, როდესაც მას უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ელისაშვილი „ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის“. „მიუხედავად იმისა, რომ მისი არგუმენტები ზოგჯერ ლოგიკურად ჟღერს და მისაღებიც კია, მისი საქციელი სცდილება ყოველგვარ ღირსებას, აბსოლუტურად ღირსებადაკარგული სუბიექტივით იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან ცუდად იქცეოდა, რაღაც ტიპის თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდა და მან ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური. ფაქტია, რომ მისი მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქარულმა ოცნებამ“, როგორც თვითონ ამბობს მისმა ოპონენტმა, ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს. ამ ქვეყანაში პრობლემა ხომ არ არის ოპოზიციის ურთიერთობა? არის უამრავი პრობლემა და ის მეხუთეხარისხოვან პრობლემაზე ისეთ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რითაც ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა მაშინ, როდესაც ადამიანებს, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლაპარაკს? ძალიან სამწუხაროა, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის რეაქციაც გასაკვირია ჩემთვის. ისინიც რჩებიან ამ პოლემიკაში. ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა - შევიდეს, ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე, თუ უნდა შესვლა, შევიდეს და ატაროს ეს ტვირთი. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს. წყარო: ... ...
- გურული მეციტრუსეები: „ერთი ქარხნის აშენება რა გახდა ოზურგეთში?“გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა. _პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ. მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ. _ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა, არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _ გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე, რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე არავინ მიგვითითონო“. „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც დაინტერსებული გურული მეციტრუსეეები კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა სშუქცევადი ... ...
- “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდშიზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ . ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია ... ...
- ნინო წილოსანი: "გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ..." "სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს დესტრუქციასა და რევოლუციურ თემებზე საუბარში ხედავს _ ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან "ტრიპაჩი", _ ამ შეფასებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. წილოსანის შეფასებით, გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ. „არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან ერთადერთი, რასაც ითხოვდა იყო ის, რომ არ გაესაჯაროვებინა დახურული შეხვედრების დროს მიმდინარე საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როგორ ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგმები აქვთ მათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ შეგრძნება, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა. მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი სიმართლეს და რეალობას, რის წინაშეც ოპოზიცია დგას, აშუქებს და გამოხატავს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო წილოსანმა. აქვე წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ვერც ერთ ფაქტს ვერ ამტკიცებს და არ გააჩნიათ დესტრუქციულ ფორმატში ყოფნის ლიგიკური და სამართლებრივი არგუმენტები. წყარო: ... ...
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ომბუდსმენის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებითსპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ. ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა. შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ... ...
არქივი
მარჯვენა ყური უკეთესად ისმენს

იტალიელმა სწავლულებმა კიეტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ ადამიანები უკეთ...
საუკუნის ბოლოს დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 2050...
ქალისთვის საშიში პროფესიები

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპეციალისტებმა ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, დაადგინეს,...
⚏ა კიდო