"ბერა", "რქა" და "ტაისონის მუშტი" დამლევს ელოდება

ხელგარჯილობა

"ბერა", "რქა" და "ტაისონის მუშტი" დამლევს ელოდება

2014 ოქტ 2 13:41:49

ჯემალ ჭიღლაძე ვაზსა და ქართულ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცია. იგი საჩხერეში, სოფელ ორღულში ცხოვრობს და ხეზე კვეთის ხელოვნებას საკუთარი გადმოსახედიდან ასე აფასებს _ მთავარია, გქონდეს ნიჭი, პატარა დანა _ "ჯაყვა" და ელექტრობურღი. ასე შექმნილმა ხელოვნების ნიმუშებმა შეიძლება არა თუ საჩხერეში, მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ბევრი ოჯახი დაამშვენოს.

_ ჩემი სამუშაო იარაღია პატარა სანამყენე დანა _ "ჯაყვა", ელექტრობურღი, ზუმფარა ანუ "შკურკა" და მისი ჯანი... მორჩა! მეტი არაფერი მჭირდება. ასე ვაკეთებ ამ სხვადასხვა ორიგინალურ ნივთს, უმეტესად კი სასმისებს. ქართველი კაცის სული და გული ხომ ვაზის ძირში და მის ირგვლივ ტრიალებს. ჩემი სიყვარულის აზრიც ეს არის. ისე, გვიან დავიწყე ხეზე კვეთა, 45 წლის ასაკში; ახლა 65 -ის ვარ და ამით სულიერ კმაყოფილებას ვგრძნობ. ერთ ნამუშევარს რომ დავასრულებ, ერთი წლის სიცოცხლე მაინც მემატება, ისეთ სითბოსა და ენერგიას ვგრძნობ... იქნებ, მე მეჩვენება, მაგრამ ასეა და რა ვიცი... _ გვესაუბრება მორიდებით და დინჯად, თითქოს ბოდიშს იხდისო.

არაერთხელ იმეორებს, რომ თვითნასწავლი ოსტატია და იქნებ, ამ ნამუშევრებში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხელოვნების სტანდარტს შეეფერება, თუმცა... "რქა", "ტაისონის მუშტი", "ბერა", "ფესვი", "მტევანი", "ხელი" , "ლომის ხახა", "ორბის თავი" დამლევს ელოდება. ეს ხომ ის სასმისებია, რომელთა გაყიდვას ან გაჩუქებას ბატონი ჯემალი ცოცხალი თავით არ აპირებს, მიუხედავად ბუზებივით დახვეული მთხოვნელებისა. როგორც თვითონ ამბობს, იშვიათად ჰყიდის, საჩუქრადაც ნაკლებად იმეტებს, რადგან საკუთარი ნამუშევრები შვილებივით მიაჩნია და ჰგონია, თუ ბევრს გააჩუქებს ან გაყიდის, რაღაც ენერგიას წაიღებენ მისგან და მერე მუშაობას ვეღარ შეძლებს. რამდენჯერმე კი გაყიდა როგორც უცხოელებზე, ისე აქაურებზეც და უხარია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არა ერთ ოჯახშია მისი ნამუშევარი. რამდენიმე ნიმუშის გაყიდვას პერევის ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალზეც აპირებს _ თითოეულის ფასი 600 ლარია...

ჯემალ ჭიღლაძის ნამუშევრების კოლექცია ძირითადად სასმისებისგან შედგება, თუმცა, აქ საყვავილეებსა და სახილეებსაც შეხვდებით. არის სხვა დასახელების ნივთებიც, სასმისების ნაირსახეობებს თვლა არ აქვს. ზოგჯერ ხის ფესვს, ტოტს, ვარჯს აქვს ისეთი ფორმა, რომელსაც ბუნება აწვდის თავად. ასე იკვეთება ხელოვნების ნიმუშები, რაშიც ხშირად 600, 1000 ლარს სთავაზობენ, მაგრამ უმეტესად არ ჰყიდის. ხვეწნა არ ჭრის, "არას" რომ იტყვის, აღარ უნდა ეცადო დაყოლიება.

ჩვენს მასპინძელს, როგორც თვითონ ყვება, სამუშაო მასალის საძებრად შორს წასვლა არ სჭირდება. ძირითადად კაკლის, წაბლის და ცაცხვის მერქანს იყენებს, რომელთა უმრავლესობა საკუთარ კარმიდამოში ან უახლოეს ტყეებში მოიპოვება.

_ხშირად ახალი ხის მოჭრა მენანება. საშეშე ან თავისით გამხმარი ხე თუ წაიქცევა, ვაკვირდები. ბუნების დაზარალება არ მინდა და ვცდილობ, უკვე უვარგისი მასალისგან რაღაც ვარგისი მოვძებნო და ხელოვნების ნიმუშად ვაქციო. ხან სადღაც მიგდებული ხის ფესვის თუ ტოტის ნაწილი ისეთი ფორმისაა, მხოლოდ გაწმენდა, ოდნავ დამუშავება, მერე ლაქის წასმა სჭირდება და უკვე მზადაა! მეუბნებიან, როგორ ვიგონებ ასეთ ფორმებს, თუმცა, უმეტესად ამის ახსნა და გადმოცემა არ შემიძლია. ეს კია, ბუნება მეხმარება, რაღაცა რაღაცას ჰგავს, მერე მე ვეხმარები ფორმირებაში და ასე ჩნდება ეს ჩემი ნამუშევრები, _ სათითაოდ გვაჩვენებს სასმისებს და ერთ წყვილ ფეხიან კათხას, რომელსაც ყვავილის ფიგურა აქვს, ხელში იღებს. სასმისის მუხლთან ხისავე ასოებით გამოჩუქურთმებულია ასოები და "ბერა" იკითხება.

_ ძალიან მინდა, ეს წყვილი სასმისი ბერა ივანიშვილს ვაჩუქო. საჩხერელია ბიძინა ივანიშვილი და მსურს, ჩემგან, სიყვარულის ნიშნად, მის ვაჟს ეს გადავცე, თუმცა ძნელია, მიუდგე... მე მხოლოდ ვაჩუქო მინდა, რაიმეს კი არ ვითხოვ. ერთხელ მიხეილ სააკაშვილს ჩემი გაკეთებული ხანჯალი და ხეზე ამოტვიფრული საქართველოს რუკა ვაჩუქე, საათი იყო შიგ ჩასმული. სიმბოლურად გავაკეთე. გახსოვთ, რომ ამბობდა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს დავუბრუნებო... საათიც სიმბოლურად ჩავსვი იმ ნამუშევარში, დროის ფაქტორს გავუსვი ხაზი, თუმცა, მერე რუსები აგერ, პერევთან მოვიდნენ და ახლა ცხვირწინ ტრიალებენ... _ სახე ეღრუბლება ბატონ ჯემალს, _ მე ამ საჩუქრებით ვინმეს რაიმეს კი არ ვთხოვ და ვავალებ, უბრალოდ, ჩემი ქვეყნის კარგად ყოფნა მინდა, ქვეყნის ხელისუფლების კარგად ყოფნა მინდა, რომ რაიმე უშველონ საქართველოს... ღმერთი დიდია, იმედით უნდა ვიყო, _ ტკივილიანია მისი ხმა.

_ ბატონო ჯემალ, როცა ასეთ დონეზე ხართ დაუფლებული ხეზე კვეთის ხელოვნებას, არ გიცდიათ, საკუთარი საამქრო ან მინი საწარმო გაგეხსნათ და რაღაც ფორმით მცირე ბიზნესის კეთება დაგეწყოთ?

_ არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, რასაც ვაკეთებ, ის ერთი და განუმეორებელია. ორ ერთნაირ ნივთს მე არ ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩემი თვალით დანახული ფორმა თუ რომელიმე სახის ნივთის გამოჩუქურთმება, მხოლოდ ჩემი "ჯაყვითა" და "დრელით" უნდა მოხდეს! მე ასე მინდა, არავითარი ჩარხები და ტექნიკა! ფულის და გამდიდრების მაძიებელი კაცი არ ვარ! ვერც ერთი ეს ისეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებს, რასაც ჩემი ხელით ნაკეთი ნამუშევრები მგვრიან! ვაზის ქვეყანა ვართ, ვენახის ძირში დავიბადეთ და რაღაც იმ ფესვიდან მომყვება და მკარნახობს, როდის რას მოვკიდო ხელი. ხანდახან კი ვყიდი, ცოტა ფული რომ დამჭირდება. მაინც რამდენი უნდა მომცენ, რომ ჩემი "ჯაყვით" შექმნილი ნამუშევრები გავიმეტო? _ ხელში სათითაოდ იღებს სასმისებს.

ბატონი ჯემალი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უდიდეს შრომას მოითხოვს და თითოეულს ხან მთელი თვე უკირკიტებს.

შვილებითა და შვილიშვილებით მდიდარია. "ბერა" სასმისიც ერთი მათგანისთვის გაუტანებია, თურმე, ივანიშვილებთან: _ საჩხერეში როცა იყვნენ, ბავშვს ვუთხარი, ბაბუ, წაიღე, იქნებ, მიუახლოვდე საიდანმე და აჩუქე, როგორმე,-მეთქი, თუმცა, მოღუშული დაბრუნდა უკან, ვერ მოვახერხე მიახლოებაო, მითხრა.

ჯემალ ჭიღლაძე ახლა კაკლის მერქნისგან არწივის შექმნაზე მუშაობს. ამბობს, რომ საკმაო დრო დასჭირდება _ არაა ადვილი ეგ საქმეო! კითხვაზე, ამჯერად ხელისუფლების რომელიმე პირველი პირის დასაჩუქრებას ხომ არ აპირებს იმ "არწივით", რომელიც ჯერ კიდევ უსულო მერქანია და ოსტატის ხელმა უნდა "გააცოცხლოს" ან ეს არწივი დაჭრილი ხომ არ არის _ ბატონი ჯემალი ჩვეულებრივზე ოდნავ ხმადაბლა ამბობს: _ რა ვიცი, თუ ვინმე ღირსი მოვა, არ დავინანებ... ისე კი დაჭრილ არწივს მე ვერ დაგანახებთ, ეს მხოლოდ დიდ ვაჟას ხელეწიფებოდა!




 ახალი ამბები
  • რებეკა ჰარმსი: „კრიტიკული მომენტი დგება თბილისში“თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი არ დაუჭირა. გულდასაწყვეტია. კრიტიკული მომენტი დგება  თბილისში. პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ქვეყანა დიდი ხანი ემზადებოდა“,_ ამბობს ჰარმსი.     ... ...
  • თბილისში აფეთქება მოხდაგლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.     ... ...
  • ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება„ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედაქალაქში ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა და გადაცემა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, _ ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ყოფილმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან გააკეთა "მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები იმიტომ, რომ პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. მე თვითონ ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის, რომ მათი მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა. გუშინდელი კენჭისყრის მიმართ იყო ძალიან დიდი მოლოდინი და შესაბამისად, შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ", - განაცხადა ... ...
  • „უნდა ვიპოვოთ გამოსავალი”_ ევროკავშირის ელჩი თალაკვაძეს შეხვდაევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცლერი, პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონის ჩავარდნის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ მან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა. „შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის ლიდერს. კონსულტაციები გაგრძელდება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც და ჩემს სხვა კოლეგებთანაც“,_ განაცხადა ელჩმა. პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროკავშირი ელჩის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. თალაკვაძე მზადყოფნას გამოხატავს, რომ   ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, წარმატებით ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: “კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემ მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ“ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა “ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დაასრულა. მან მედიასთან შემდეგ სახის კომენტარი გააკეთა: „მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა. დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან“, _ განაცხადა კარლ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?