ქარგული ნაძვის ხე

ხელგარჯილობა

ქარგული ნაძვის ხე

2016 იან 6 20:10:03

წინასაახალწლო სამზადისში თუ კიდევ ერთ კომპონენტს შევიტანთ და ჩვენს ოჯახს შესაბამისი ნაქარგობით დავამშვენებთ, ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც საშუალოდ მაინც შეუძლია ქარგვა, განსაკუთრებით ჯვარედინი ქარგვის ხელოვნება, რომელიც შედარებით ადვილია, მით უფრო, თუ კანვას გამოვიყენებთ. ამ შემთხვევაში, ნემსი ფართოყურიანი უნდა იყოს, ოღონდ დიამეტრით კანვას თუ ჯვალოს უჯრებს არ უნდა აღემატებოდეს. გირჩევთ, წვრილუჯრებიან ქსოვილს მოერიდეთ.

საერთოდ კი ქსოვილი სურვილის მიხედვით შევარჩიოთ. მოვიფიქროთ ან კანვის ისეთი ფლომასტერით დავხატოთ ნაძვის ხე, რომელსაც წყალი ადვილად აშორებს. დაგეხმარებათ ინტერვალიანი ბადის გამოყენებაც. სასურველია, ნაძვის ხე იყოს სანთლებით მორთული, უხვად გამოიყენეთ პასტელის ფერები, წელს, მით უფრო, რადგან ძალზე მოდურია. თუ ჯვალოს ქსოვილზე უჯრებში მოქარგავთ, უმჯობესია, ქარგვა ქვემოდან დაიწყოთ. როცა ქარგვას დაასრულებთ, შეგიძლიათ გააუთოოთ, გადააკრათ მუყაოზე, ზომებს დაუქვემდებაროთ და ისე ჩასვათ შესაბამის ჩარჩოში. თუ ჩარჩო არ გექნებათ, მოიშველიეთ ფანტაზია, გადააკარით ფანერზე, შემოავლეთ მაკრამეს ხელოვნებით მოქსოვილი მაქმანი ან სულაც მისადაგებული ფერის ზონარი. მერე კი მოათავსეთ კედელზე იმ ოთახში, სადაც ძირითადად საახალწლო დღეებს გაატარებთ.




 ახალი ამბები
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" წარმომადგენელსა და „ოცნების“ წევრს შორისმარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა  "ქართული ოცნების" წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა. გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის   22-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის  კონკრეტული მიზეზი თაბუკაშვილის განცხადებით, ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება უკვე დაიწყო ძალადობის მუხლით. მომხდარის გამო არავინ ... ...
  • „გუდვილის“ სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს (R)საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია. ... ...

არქივი

ზაფრანი

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...

სიზარმაცით გამოწვეული სიკვდილი

ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში...

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და...

ვირტუალური სიყვარული

თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია,...

ნაშუადღევს ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს...