მოთვინიერებული ჭილის ორნამენტებში აყვავებული თექა

ხელგარჯილობა

მოთვინიერებული ჭილის ორნამენტებში აყვავებული თექა

2013 მაი 10 09:35:34
ჭილი, იგივე პაპირუსი, რომელსაც გურიაში "ჭილოფას" ეძახიან, ყველასთვის ცნობილია, როგორც ქუდების და ჭილობების მოსაქსოვად გამოსაყენებელი მცენარე. ერთი შეხედვით ადვილი და მოსაქსოვად საკმაოდ ძნელად მოსადრეკი ამ მცენარის ღეროები, წინასწარ საკმაო მოთელვას საჭიროებს, რომ მისგან სასურველი ნივთი დაამზადო.

ხალხური რეწვის ოსტატები, დები ციური და ცისანა გოგოტიშვილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში ცხოვრობენ და არა ერთ გამოფენაზე დაამტკიცეს, რომ ჭილით უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთის მოქსოვა შეიძლება, რომელთაგან ზოგს პრაქტიკულად გამოიყენებ, ზოგი კი დეკორატიული სამშვენისია და საოჯახო ინტერიერის გემოვნებით გასალამაზებლად ძალზე პოპულარული. სიახლე, რაც დების შემოქმედებას ახლავს, არის ჭილით ქსოვისას, მის სპეციფიკურ, წვეტიან, პაწია ჭიუხების მსგავს ორნამენტების ჯარში სხვადასხვა ფერის თექის ელემენტების შერევა. ამ მიდგომით მათ ჭილით ქსოვის ტექნიკა ხელოვნების დონეზე ასწიეს. ძალიან ფრთხილობენ, ჭილი, როგორც საქსოვი მასალა, არასოდეს შეუღებავთ, რადგან ბუნებრიობა იკარგება.

საკუთარ თავში ქსოვის ნიჭი ათიოდე წლის წინ აღმოაჩინეს. მათი დაოსტატება ხუთ წელში მოხდა.

_ დაქორწინებული არ ვართ, მშობლებისა და დის ნაადრევად გარდაცვალებამ ჩვენს ცხოვრებაზე იქონია გავლენა. ახლა ამ ნამუშევრებს თავს ვევლებით, ჩვენი უფროსი და გულნარა გოგოტიშვილი ოზურგეთის მეორე საბავშვო ბაღში მუშაობს და მასთან არის ჩვენი მრავალი ნამუშევარი, ნაძერწები. ჩვენ დაკარგული თაობა ვართ _ 50 წლის ასაკისანი... _ სევდით სავსეა ქალბატონი ციურის სიტყვები _ ვსწავლობდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, თუმცა, იმ საშინელ წლებში, რომელსაც დაბნელებულს ეძახიან, ინსტიტუტისთვის თავის დანებება მოგვიხდა.

საყვავილეები, საკანფეტეები, ყანწები, დოქები, გოდორი, გიდელი, თეფშები, კედლის ულამაზესი პანოები, ბზისა და ყვავილების ჩასალაგებელი ნაირ-ნაირი ქოთნები _ ასეთია გოგოტიშვილების საშინაო გამოფენის ნუსხა. ქალბატონები, რომლებიც თავიდან მხოლოდ ქუდების მოქსოვას აპირებდნენ, ისე დახელოვნდნენ, რომ ჭილის ღეროებს საკვირველი სული ჩაბერეს, ნაირ-ნაირ ნივთებად აქციეს, შემდეგ კი გარისკეს და ქსოვის და წვნის ლაბირინთებში თექის მასალაც გამოიყენეს. ფრთხილობდნენ კი. რისკმა გაამართლა _ ცდა წარმატებული აღმოჩნდა. მათი ნამუშევრები კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე განსაკუთრებით შეაფასეს, როგორც ხელოვნების დონის ნამუშევრები. კულტურის საერთაშორისო ცენტრიდან მიიღეს ვიზა-მოწვევა, თუმცა უსახსრობის გამო, წასვლა ვერ მოახერხეს.

დების საქმიანობა ძალიან შრომატევადია. ჭილის ამოტანა ზაფხულში, ლეკიანის ტერიტორიიდან უხდებათ. ივლისის თვე ყველაზე უკეთესია მოსაჭრელად. ოზურგეთის კულტურის ცენტრმა შარშან ამისთვის მანქანა გამოუყო. ნადის დახმარებით ჭრიან, შინ მოაქვთ, არჩევენ, ახმობენ და შემდეგ ალბობენ, რათა საქსოვად დრეკადი და დამყოლი გახდეს.

უახლოეს პერიოდში ხელოვანი ქალბატონები კიდევ ერთი სიახლის დანერგვას ცდილობენ. სურთ, ქსოვისას ბუმბულის ელემენტები გამოიყენონ. რამდენად ეფექტური იქნება იგი და ჰარმონიულად შეერწყმება თუ არა ჭილის ორნამენტებს, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, როცა გოგოტიშვილების კიდევ ერთ, ახალი ნამუშევრების გამოფენას ვიხილავთ. ციურისა და ცისანას უსაზღვროდ უყვართ ბუნება, ყვავილების სამყაროშია ჩაძირული მათი კარმიდამო, სამუშაო ოთახი. ცის ფერს აღმერთებენ და ჩემს შენიშვნაზე, რაღაც იდუმალი კავშირი ხომ არ არის მათ სახელებსა და ცისიერ სამყაროს შორის, გაოცებული ღიმილით მიპასუხეს: თითქოს, არასოდეს მოგვწონდა ჩვენი სახელები და ახლა რაღაცნაირად შევკრთით, რა ტყუილად ვსაყვედურობდთ დედას, მადლობა ამ თქვენეული რაღაცნაირი აღმოჩენისთვისო.

წამოსვლისას მორიდებულად გამიმხილეს _ კარგა ხანია, კალამსაც ვცდით, ნოველებსა და მოთხრობებს ჩვენთვის ვწერთ, არავისთვის გვიჩვენებიაო. გამიკვირდა მათი თავმდაბლობა, როცა ულამაზესი და უშეცდომო ქართულით ნაწერი შინაარსიანი სტრიქონები ვიხილე. ამ ყველაფერს კომპეტენტური პროფესიონალის თვალი და შეფასება სჭირდება, რის შემდეგაც დიდი ალბათობით გოგოტიშვილების მხატვრული ნაწარმოებებიც იხილავენ მზის სინათლეს. საოცარია, როცა ჩვენს გვერდით ასე ზედმეტად თავმდაბალი, უნიჭიერესი ადამიანები დააბიჯებენ და მათ საზოგადოება საკადრისად არ იცნობს.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...