კივის სამკურნალო თვისებები

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

კივის სამკურნალო თვისებები

2017 მაი 11 15:53:13

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი უძველესი დროიდან გამოიყენება ნერვიულობის მოსახსნელად, სახსრების,

შარდკენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად. კივი კარგად ინახება, მისგან ამზადებენ ჯემს, ჟელესა და წვენს, ამატებენ ბოსტნეულის სალათებს, თევზისა და ქათმის კერძებს.

მისი არომატი პიკანტურ გემოს სძენს ნებისმიერ ჯემს. მაგრამ კივის უზომოდ მიღებამ შეიძლება მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. მეცნიერების აზრით, კივი არ უნდა მისცენ 1 წლამდე და ალერგიისადმი მიდრეკილ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

კივის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მწვავე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, რადგან ლორწოვანას გარსის ანთებისას მისი კურკები ზუმფარის ქაღალდივით მოქმედებენ.

სამაგიეროდ, დიეტოლოგები წონაში დაკლების მსურველთ ურჩევენ, კივი ჭამონ საუზმეზე და სამხარზე, ამ დროს კურკები ააქტიურებენ კუჭის მოქმედებას, ანეიტრალებენ საკვების ცხიმს და ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

ნორვეგიელი მეცნიერების რეკომენდაციით, სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად, ორგანიზმის ათეროსკლეროზის ბალთებისგან გასაწმენდად და თრომბის წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად, მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა ჭამოთ ორ-ორი ცალი კივი.

გერმანელმა კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ დღეში 2-3 კივის მიღება აწესრიგებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს მდგომარეობას იშემიური დაავადების დროს, ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას.

შეკრულობის დროს კივის რბილობს შეურიეთ თითო ჩ/კ ტაფაზე გამშრალი ქატო და ხორბლის ღივი.

კივის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ონკოლოგიური (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის) დაავადებების განვითარებას. პატარა კურკები და ანტიოქსიდანტური ვიტამინები, რომლებსაც კივი შეიცავს, მექანიკურად წმენდს ნაწლავებს და შთანთქავს ონკოლოგიურ ნივთიერებებს.



 ახალი ამბები
  • "ლანჩხუთის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივრის განცხადება არ შემოსულა"ლანჩხუთის #61 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ბისიეშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე კომისიისთვის არც ერთ  პარტიას არ მიუმართავს საჩივრის განცხადებით. _ საოლქო კომისიაში პოლიტიკური პარტიების  მხრიდან არც ერთი  საჩივრის განცხადება არ შემოსულა. საარჩევნო უბნები სტაბილურ ვითარებაში მუშაობენ, არც ერთ მათგანში რაიმე სახის შეფერხება არ არსებობს  და არჩევნებს მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში ჩავატარებთ, _ ამბობს ... ...
  • „დინამოს“ უნიკალურ საწვრთნელ ბაზასთან 16–სართულიანი კორპუსის „აყუდებას“ ცდილობენ (R) თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა (არამხოლოდ საქართველოში), შესაძლოა 16–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის „ეზო“ გახდეს. ეს ყოვლად დაუშვებელი პროექტი ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ერთჯერადი მოგების სურვილია და სხვა არაფერი, რომელიც უდიდესი ისტორიის ქართული საფეხბურთო კლუბს, რომელსაც ამ შემოდგომაზე 92 წელი უსრულდება, საწვრთნელ ბაზას გაუნადგურებს. „დინამოსთვის“ უმნიშვნელოვანესი საწვრთნელი ბაზა ქალაქის შედარებით სუფთა ეკოლოგიურ ზონაში წლებია არსებობს. ობიექტი საუკეთესოდაა მოვლილი და აქ ფეხბურთელებს იდეალური პირობები აქვთ  ცხოვრებისა და ვარჯიშისთვის. „დინამოს“ ბაზა, მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბების საწვრთნელი ზონების მსგავსად, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და იზოლირებულია გარესამყაროსგან, სადაც ფეხბურთელებს ვარჯიშების ჩატარება ისე შეუძლიათ, რომ კონკურენტებმა ვერ ადევნონ თვალი. იდეალურადაა დაცული მათი უსაფრთხოებაც. თუმცა, ამ “წალკოტს” „რკინა–ბეტონის ჯუნგლი“ უახლოვდება, რომელმაც თბილისის არაერთი უბნის იერსახე მთლიანად გადახატა და მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქის ლანდშაფტი. მსგავს პროექტებზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უამრავი აქვს გაცემული და ქალაქის თავის დაქვემდებარებაში მოქმედი ამ განუკითხავი ორგანოს ბეჭდით მორთული ფურცლებით შეიარაღებული „ინვესტორები“ როგორც სპორტული, ისე ზოგადად საზოგადოების საზიანო პროექის განხორციელებას ცდილობენ, რომელშიც ბინები ისევ ამ საზოგადოებამ უნდა იყიდოს – ფული უნდა გადაიხადონ იმაში, რაც საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება. „დინამოსთან“ 16–სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე დავა 2012 წლიდან იღებს სათავეს. ინვესტორებთან კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ მოლაპარაკებებიც გამართა, საინტერესო, მათთვის მომგებიანი წინადადებებიც შესთავაზა, დაბოლოს სასამართლოსაც მიმართა. დავა დავად რჩება, კორპუსის 4 სართული კი უკვე აშენებულია. სწორედ ამ ფარგლებში, ასეთი კოეფიციენტით იყო თავდაპირველად მშენებლობის ნებართვა გაცემული საკადასტრო რუკის ამ მონაკვეთზე. დოკუმენტის თანახმად, 4 სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო. შემდეგ, მარიფათიანმა ინვესტორებმა არქიტექტურის სამსახურის არაკომპეტენტურობით, თუ შესაძლო უფრო მძიმე, დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლეს და უმტკივნეულო პროექტი „რკინა–ბეტონის ჯუნგლად“ გადააკეთეს. ცნობისთვის, არც „ჯუნგლის“ ინვესტორები გამოირჩევიან სუფთა წარსულით. ეს ჯგუფი ადრე მშენებლობებთან და უძრავ კსპიტალთან დაკავშირდბით თაღლითობაში იყვნენ ბრსლდებული. თუმცა, ამაზე ქვემოთ... მშენებლებმა მუშაობა ჯერ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეაჩერეს, თუმცა, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა თავისივე ნებართვას ყურადღებით გადახედა და მოიწონა. ამის შემდეგ მშენებლობა განახლდა, მაგრამ მალევე შეჩერდა – ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით. კორპუსის დამკვეთს, ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძეს, რომელმაც ყველა დოკუმენტი, მიწის საკუთრებით დაწყებული და მშენებლობის ნებართვით დამთავრებული, „რაღაც მანქანებით“ წესრიგში მოაყვანინა დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურს, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა. მას ხომ ყბადეღებულ არქიტექტურის სამსახურის ბეჭდიანი ნებართვა აქვს?! სასამართლომ კორპუსის მშენებლობა, სავარაუდოდ, არ უნდა დაუშვას, რათა „ასთვალა“ შენობის ფასადი „დამკვირვებლად“ არ დაადგეს თავზე ფეხბურთელების საწვრთნელ ბაზას. კანონმდებლობის თანახმად, რომლიდანაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინსოლაციის კომპონენტი ამოიღეს და დღემდე ვერ მიაღწიეს არქიტექტორებმა მის დაბრუნებას ნორმატიულ ბაზაში, მამუკა შარაშენიძეს უფლება ჰქონდა მშენებლობის გასაგრძელებლად. ერთადერთი დაბრკოლება მორალური მხარე უნდა ჰოფილიყო, თუმცა, ის მორალი, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, ფულთან ვერ თანხმდება და სოლიდურ მოგებაზე უარის თქმა ძალიან არ უნდა ბიზნესმენს. ბიზნესს თავისი მორალური ფასეულობები აქვს და ამაზე არც არავინ დაობს. რომან ფიფიასთან ერთად, ბაზაზე კორპუსის „დაშენებას“ ვეტერანი დინამოელები, მოქმედი ფეხბურთელები და რიგითი გულშემატკივრებიც აპროტესტებენ. კლუბის წარმომადგენლის, ლევან სალუქვაძის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზის მიკროკლიმატი დაირღვევა, სივრცეს არსებული ფუნქცია დაეკარგება და სპორტსმენები ვეღარ შეძლებენ ნორმალურად ვარჯიშს. საფეხბურთო სამყაროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კონკრეტული სტანდარტები აქვს დაწესებული, რომლებიც უპირობოდ უნდა იყოს დაცული ფეხბურთელების წვრთნის პროცესში. „დინამოს“ ბაზა ამ მხრივ შენიშვნებს ნამდვილად არ იმსახურებს. „დინამოს“ ბაზასთან კორპუსის აშენების წინააღმდეგია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი მშენებლობის წარმოებას კლუბისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტთან. კლუბის მფლობელმა შპს „ბაუ ინვესტს“ არაერთი წინადადებით მიმართა. მათ შორის, კორპუსის ნაცვლად სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება, რომელიც, როგორც სპორტსმენებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს მოემსახურებოდა. რომან ფიფია ამ პროექტის ხარჯებში თანაბარი წილით შესვლასაც სთავაზობდა ბიზნესმენებს, თუმცა, გარიგება ვერ და არ შედგა. სავარაუდოდ, მამუკა შარაშენიძემ ფიფიას ინიციატივაში იმაზე ნაკლები მოგება დაინახა, ვიდრე რკინა–ბეტონის კორპუსიდან დაითვალა კალკულატორზე. ცნობისთვის, კორპუსის მოწილეების სოლომნიშვილის და შარაშენიძის სახელები საერთო ბრალდებაში ძმებ ახალაიებთან და კეზერაშვილთან იკვეთება. მშენებლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ პროექტში უცხოელი ინვესტორები დებენ კაპიტალს. ზოგადად, უცხოური პირდაპირი ინვესტიცია სასარგებლო რომაა საქართველოს ეკონომიკისთვის, აქაც არაფერია სადაო. მიუხედავად იმისა, რომ „უცხოური ინვესტიციები“ რეალურად ამ პროექტში არ ჩანს (თუმცა, არც შიდა ინვესტიციებია საზიანო ეკონომიკისთვის), საქმე არა ეკონომიკასთან, არამედ მოსალოდნელ ზიანთან და დისკომფორტთან გვაქვს, რომელსაც მშენებარე კორპუსი უქმნის კლუბის ბაზას. მითუმეტეს, რომ კორპუსების ასაშენებლად სხვა, ეკოლოგიურად არანაკლებ მიმზიდველი ადგილები თბილისში ჯერ კიდევ უხვადაა და პროექტის გადანაცვლება და ბაზასთან თუნდაც სავაჭრო ცენტრის აშენება (რომელიც 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს), საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნორმალურ დამატებით მოგებას მოუტანდა ინვესტორებს, თუნდაც სლოვაკ ბიზნესმენებს, რომლებიც ფორმალურად ირიცხებიან კორპუსის დამკვეთების კომპანიებში და გადაწყვეტილებების მიღებაში საერთოდ არ მონაწილეობენ. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი პირის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, თუ კორპუსის ამ ადგილზე აშენება არ შეიძლება, ყოვლად დაუშვებელია?! ინვესტორების ისტორიიდან: თავდაპირველად მამუკა შარაშენიძე კიდევ ერთ შარაშენიძესთან, მუმლაძესთან, აბესაძესთან და ჩეხ ოტო იანიჩეკთან ერთად აარსებს „ჯმ & კომპანი“–ს.  შემდეგ აფუძნებს ფირმა „მორავია-ჯორჯიას“, იქ ნიშნავს დირექტორად თავის თანაქალაქელს (ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში), შემდეგ „მორავია-ჯორჯია-თბილისს“ ქმნის და იურიდიულ ადგილსამყოფელად, „მორავია-ჯორჯიის“ დირექტორის ნებართვით, უთითებს „მორავია-ჯორჯიის“ ფართში.  რეალურად, კომპანიაში ორი უცხოელია: სლოვაკი - ოტო იანიჩეკი და მისი მოგვარე თუ ახლო ნათესავი. არცერთი მათგანი არანაირი გადაწყვეტილების მიმღები არ იყო. დანარჩენ კომპანიებში დამფუძნებლებიც და დირექტორებიც ქართველები იყვნენ. ოტო იანიჩეკი პროფესიით მეტალურგია და არსებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ჭიათურა-ზესტაფონთან ჰქონდა შეხება. როცა ფირმა დააარსეს და საწესდებო კაპიტალი დააფიქსირეს 450 000 დოლარი, 90 000 დოლარი თითოეულის წილად, ნაღდი ფული ქართველ მეწილეებს არ შეუტანიათ. სამაგიეროდ, ჭიათურის ფაბრიკების დანადგარები ჰქონდა შეფასებული აუდიტორს 450 000 დოლარად, რაც ერთ–ერთმა პარტნიორმა და ფირმის ჭიათურელმა დამფუძნებელმა პრივატიზაციებით და კოოპერატივებით მიიღო საკუთრებაში. დანადგარების კომპანიის საწესდებო კაპიტალში ჩადებამ ფირმას სოლოდურობა შეჰმატა. 2016 წლის 5 სექტემბერს შპს "გოკი და კომპანის"-ს წილის 100%–ის მფლობელი მამუკა შარაშენიძე იძენს შპს "მორავია ჯორჯია-თბილისს", ხოლო 2016 წლის 7 სექტემბერს მოხდა ორი სუბიექტის შერწყმა ერთ შპს "გოკი და კომპანია"-დ. კომპანიების შერწყმა–გაყიდვა–განაწილების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა. საქმის მოწილეებს შორის სკანდალურად მალხაზ სოლომონიშვილის ფიგურა იკვეთება, რომელსაც ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე მისი მილიონამდე ლარის ქონების უკანონოდ და თაღლითურად მითვისებას სასამართლოში ედავებოდა. მანამდე თაღლითობაში მხილებულმა ბიზნესმენმა ამ გზით კოლოსალური თანხა იშოვა. გარდა ამისა, მალხაზ სოლომნიშვილს და მის კომპანიას, ტენდერის პირობების მიხედვით, შეუსრულებელი ვალდებულებები ჰქონდა და ლტოლვილებისთვის სახლების აშენება დაავალდებულეს. ამის შემდეგ მთავრობამ, სასამართლო დადგენილების აღსრულების მიზნით, შეღავათი გაუკეთა სოლომნიშვილს და მის კომპანიონებს. მედიასთან ინტერვიუებში სოლომნიშვილი არაერთხელ ამბობდა, რომ ლტოლვილებს უშენებს კორპუსებს, ანუ დაკისრებულ ვადებულებას ფირმის კეთილ ნებად წარმოაჩენდა. დავუბრუნდეთ ისევ „დინამოს“ ბაზის ღობესთან მშენებარე კორპუსს – აქ ლტოლვილებისთვის არაფერი შენდება და წმინდად კომერციული პროექტია, რომელშიც უცხოური კაპიტალის წილი ნულის ტოლია, ხოლო ქართული კაპიტალის წარმომავლობა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ბევრ კითხვას ბადებს. „დინამოს“ მფლობელ რომან ფიფიას გრანდიოზული, არაკომერციული გეგმები აქვს საწვრთნელ ბაზასთან მიმართებით, რაც იმაზე ბევრად მეტ ინვესტიციას (მეტი ინვესტიცია = მეტ ფულს ბიუჯეტში) მოითხოვს, ვიდრე უსახური რკინა–ბეტონის ბაზასთან წამოჭიმვას სჭირდება. ერთ–ერთ მთავარ ამოცანად კლუბის მფლობელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საფეხბურთო არენის აშენებას ისახავს. ამდენად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქალაქის ამ „სავიზიტო ბარათზე“ „თავდასხმიდან“ მომდჟინარეობს, სპორტული საზოგადოების, გულშემატკივრების და ჩვეულებრივი მოქალაქეების საერთო სატკივარი და მწვავე პროტესტის საფუძველი უნდა გახდეს, რათა ყველამ ერთად არ დავუშვათ თავსგასული ინვესტორების უკანონოდ დაკანონებული პროექტის ... ...
  • იან კელი წინასაარჩევნო გარემო შეაფასა... ...
  • არც ერთი საჩივარი არც ერთი ოპოზიციური პარტიიდანამ ეტაპზე, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ოზურგეთში დარეგისტრირებული არც ერთი ოპოზიციური პარტიებიდან საჩივარი არ შესულა, - ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა განუცხადა: _ არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში. არც ერთ უბანზე არ გვაქვს რაიმე სახის შეფერხება და ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საჩივრით არ ... ...
  • პრემიერის მიმართვა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას  მიმართავს:  "რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნების" სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება. სწორედ ამიტომ, მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას _ ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, ჩვენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოს, ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე. ასევე, მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ამაშია ის დიდი განსხვავება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია ჩვენი მოსახლეობის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში. ასევე, მინდა, განსაკუთრებით მოვუწოდო სამართალდამცავებს და პოლიციას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი, რათა არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, გატარებული ცვლილებების შედეგად, თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი; სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება," _ აღნიშნულია ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...
ზაფრანი

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...

"ცეკვის სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი...

„მკაცრი“ მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები...

„მახინჯი“ ტუნა

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი...

ელვის პრესლის მანქანა იყიდება

აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა "Cadillac...