დავამზადოთ უგემრიელესი "საშობაო"

კულინარია

დავამზადოთ უგემრიელესი "საშობაო"

31 ივლ. 2011, 12:30:01

გაზაფხულიდან, ყველა ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრსა და სამზადისს, ზამთრისთვის რომელი ხილის ნაყენი, კომპოტი თუ მურაბა გააკეთოს.

საკმაოდ პოპულარული, "საშობაოდ" წოდებული სასმელი, სხვადასხვა ხილის ნაყენია, რომელსაც საუცხოო არომატიც აქვს და განსაკუთრებით ხელმისაწვდომია იმისთვის, რომ ყველამ გააკეთოს. მისი დამზადების წესი თანდათანობით პრინციპს ემყარება და საჭიროა ყველანაირი ხილი, რაც ბუნებაში არსებობს. ხილის რაოდენობა აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს _ მაგალითად, თუ ბალი არის 100 გრამი, ამდენივე უნდა იყოს ვაშლი, ქლიავი, მსხალი და ა.შ. შაქარიც იმავე რაოდენობის უნდა დავამატოთ, რამდენიცაა ხილი. სასურველია, შაქარი ოდნავ მეტიც იყოს, რადგან მისი ნაკლებობის შემთხვევაში, ნაყენი სასწრაფოდ ამჟავებას დაიწყებს და შრომა წყალში ჩაგვეყრება.

"საშობაოს" ვამზადებთ ასე:

ავიღოთ მინის ჭურჭელი, რომელსაც მჭიდროდ ეხურება ხუფი. თქვენზეა დამოკიდებული, რა ტევადობის იქნება ეს ჭურჭელი.

ვიწყებთ მაისის სურნელოვანი ვარდიდან _ 2-3 ცალი ვარდი "გავპუტოთ," ჩავყაროთ ჭურჭელში და დავაყაროთ შაქარი. ვარდის ფურცელი უნდა იყოს ცოტა, რადგან ძლიერი არომატი აქვს და შესაძლოა, ნაყენი თავის "დაკრულზე აცეკვოს", ანუ სასმელს ვარდის გემო ექნება, "საშობაო" კი შეუცნობი არომატისა უნდა იყოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ რომელიმე ხილი ზედმეტი მოგივიდათ, ის თავის გემოზე გადაიყვანს ნაყენს.

ხილი გარეცხეთ და, რაც მთავარია, გააშრეთ. სველი არ ჩაყაროთ, თორემ ადვილი შესაძლებელია, სითხე აგიმჟავდეთ და მხოლოდ საარყე მასალა შეგრჩეთ ხელთ. მინის ჭურჭელი მუდმივად მზიან აივანზე უნდა იდგეს, შეიძლება ღია ცის ქვეშაც დატოვოთ, ოღონდ, მოხერხებულ ადგილზე, რომ არ გაგიტყდეთ, უნდა იყოს მჭიდროდ თავდახურული, რომ წვიმა რომ არ ჩავიდეს.

კენკროვანები ისე ჩავყაროთ, რომ არ დავჭყლიტოთ. კურკოვანს კი კურკა გამოვაცალოთ, დავჭრათ მომცრო კუბიკებად (ვაშლი, მსხალი თუ ატამი) და ისე ჩავყაროთ ჭურჭელში. ძალიან ცოტა უნდა ჩავყაროთ ლიმონიც. დეკემბერში, როცა ყველანაირი ხილი მოილევა და "საშობაოს" გავწურავთ, "ჩენჩო" გადავიღოთ ცალკე ქილაში და მოვაყაროთ ცოტა შაქარი. იგი ძალიან ჰგავს ხილის ცუკატს და ძალიან გემრიელია, თანაც, არ ფუჭდება.

რაც შეეხება გაწურულ სითხეს, დავდგათ. იგი დაილექება და 4 -5 დღეში კვლავ გავწუროთ. მივიღებთ უგემრიელეს სასმელს, რომელიც სასურველია, პირველად პატარა სირჩით, შობის დღესასწაულზე დააგემოვნოთ და მიართვათ ოჯახის წევრებს, სასურველ სტუმრებს.

გახსოვდეთ, რომ "საშობაო" არყით ან სპირტით არ უნდა შეაზავოთ. ეს უცხო არომატს დააკარგვინებს ნაყენს - "საშობაო" მზეზეა დადუღებული და აქვს საკმაოდ მაღალი, ბუნებრივად შეძენილი გრადუსიანობა. ნუ ჩაერევით ამ ბუნებრივ ტექნოლოგიაში და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებთ სრულფასოვან ნაყენს.




 ახალი ამბები
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...
  • რატომ გამოიძახეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეხანძრე-მაშველებითბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახნძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მეხანძრეები იმ მიზეზით გამოიძახეს, რომ სადარბაზოში დენის მრიცხველებთან კვამლის სუნი იდგა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სერიოზული არაფერი ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?