სააღდგომო პასკა

gurianews.com

კულინარია

სააღდგომო პასკა

2015 მარ 29 14:23:53

გთავაზობთ პასკის ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს.

თუ გინდათ, პასკა ძალიან გემრიელი გამოვიდეს, ზუსტად დაიცავით მომზადების მითითებული წესი და საკუთარი ფანტაზიით ნუ შეურევთ ამა თუ იმ ინგრედიენტს.

საფუარის მომზადება: ერთ ლიტრ ანადუღებ და გაგრილებულ რძეში შევურიოთ ორი სუფრის კოვზი საფუარი, ერთი ჭიქა შაქარი, სასურველია მიქსერით ავთქვიფოთ, დავამატოთ 4- 5 ჩაის ჭიქა უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი, კარგად ავურიოთ, დავხუროთ თბილად და დავდგათ ასაფუებლად.

როცა ბუშტუკები წამოვა და აფუებას დაიწყებს, ცალკე დავიწყოთ მეორე მასის მომზადება: 10 ცალი კვერცხითა და ერთი კილო და 800 გრამი შაქრით (ზუსტად დაიცავით დოზა) კარგად ამოვიყვანოთ გოგლიმოგლი. ჩავასხათ 200 გრამი არაჟანი, (და არა მაწონი), ავურიოთ, დავამატოთ 900 გრამი გამდნარი კარაქი (და არა მარგარინი) და კვლავ ავურიოთ.

შემდეგ დავამატოთ ვანილი გემოვნებით, ორი ჩაის კოვზი ილი და ამავე რაოდენობის მუსკატი, ორი ჩაის კოვზი ზეთი, 200 გრამი მუქი ფერის, კარგი ხარისხის ქიშმიში. დავამატოთ საფუარიანი მასა, რომელიც წინასწარ გვქონდა მომზადებული, ავურიოთ კარგად და თანდათან შევაზილოთ სამი კგ უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი, რომელსაც წინასწარ აუცილებლად გავცრით.

ავზილოთ კარგად და მერე შეფუთული ქვაბი თუ გობი, რაზეც ცომი გვაქვს, ერთი საათით დავდგათ თბილ ადგილზე. როცა აფუვდება, ერთხელ ჩავზილოთ.

მეორედ ამოსვლის შემდეგ, ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმებში, ჭურჭლის ნახევარი რაოდენობით, დავდგათ ერთი საათით და როცა ფორმებშიც დაიწყებს აფუებას, ისე, რომ მთლად ამოსვლა არ ვაცალოთ, შევდგათ აირღუმელში, 160-170 გრადუსამდე ტემპერატურაზე, დაახლოებით, ერთი საათი და 20 წუთის განმავლობაში.

დაკვირვებით ვაკონტროლოთ ცხობის პერიოდი. უკვე მზა პასკა, გაგრილების შემდეგ, მოვრთოთ საკუთარი გემოვნებით. ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი მაინც შაქრის პუდრაა. სხვა მინარევები ნამცხვრისკენ ხრის პასკის გემოს და არომატის თავისებურებას უკარგავს, თუმცა ეს ჩვენი აზრია. შეგიძლიათ, საკუთარი გემოვნების კარნახით იმოქმედოთ. მთავარია, ბისკვიტი იყოს საუკეთესო.


ნახვა: 228


 ახალი ამბები
  • დედაქალაქის რომელ უბნებში შეიზღუდება გადაადგილება 17-19 ივლისს _ შსს-ს განცხადება"ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტთან დაკავშირებით თბილისში, ზოგიერთ უბანში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17-19 ივლისს თბილისში ,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ. ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ... ...
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...
  • ხანძარი ლანჩხუთში _ ორსართულიანი სახლი სრულიად დაიწვახანძრის შედეგად, რომლის გამომწვევ მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება, ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, რომელთაც დაზარალებულ ზურაბ მარშანიშვილის ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების გაწევის პირობა ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...