გემრიელი პასკის რეცეპტები

კულინარია

გემრიელი პასკის რეცეპტები

2015 მარ 30 15:17:46

პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას მთას აღნიშნავს, სადაც მაცხოვარი აწამეს და ჯვარს აცვეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს პასკის შეძენა ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი, სახლში, საკუთარი ხელით გაკეთებულს სულ სხვა გემო აქვს.

"კარმიდამო ჩემი" გემრიელი პასკის რამდენიმე რეცეპტებს გთავაზობთ.

რეცეპტი #1

კარგი პასკის გამოსაცხობად მზადება რამოდენიმე დღით ადრე იწყება. პასკა ფორმებში ცხვება _. სახლის პირობებში, ძველი კონსერვის ქილაც გამოდგება პასკის ფორმად.

გამზადებულ ფორმებს ჩავუფინოთ კალკა. გამოცხობისას პასკა ფუვდება და სასურველია, რომ კალკა ფორმაზე ოდნავ მაღალი იყოს. კალკას მოვუსვათ ცხიმი (ზეთი) და დავდგათ სითბოში.

შემადგენლობა: 1,4 კგ. შაქარი; 1 ჩ/ჭ წყალი; 300 გრ. ქიშმიში; 1,1 ლ. რძე; 2,5 კგ. ფქვილი; 50 გრ. საფუარი; 10 ც. კვერცხი; 2 შეკვრა მარგარინი; 150 გრ. კარაქი; 200 გრ. + ზეთი; 4 შეკვრა ვანილი (0,8 გრ.); 1 ს/კ მუსკატის კაკალი, ილი, კარდამონი, ლიმონის ცედრა; მარილი.

რეცეპტის მომზადების წესი: 0,5 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილისგან და 1 ჩ/ჭ წყლისგან გავაკეთოთ სეროფი. ჩავყაროთ გარჩეული და კარგად გარეცხილი ქიშმიში (300გრ) და ვადუღოთ 5 წთ. მოდუღების შემდეგ ქიშმიში საწურზე დავაწყოთ, სეროფი კი შევინახოთ.

ღრმა ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი თბილი რძე, 1 ჩ/ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 50 გრ საფუარი (საფუარი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა რძეში) და ხელით კარგად გავადნოთ, ისე რომ საფუარის ბურთულები დაიშალოს. უნდა იყოს არაჟანის სისქის. დავაფაროთ პოლიეთილენი, დავდგათ თბილ ადგილზე და ვაცალოთ ამოსვლა (დაახლოებით 20 წთ დასჭირდება).

ამასობაში მოვზილოთ ცომი. წინასწარ კვერცხის ცილები უნდა შევდგათ საყინულეში, ოღონდ არ გავყინოთ. 10 კვ. გულითა და 0,5 კგ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი.

ცალკე ჯამში აცთქვიფოთ ცილები. თქვების დაწყებისას დავამატოთ 1 პატარა კოვზის პირი ლიმონის მჟავა ან მარილი და ვთქვიფოთ სანამ ღრუბელს არ მივიღებთ. დავუმატოთ 500 გრ. შაქარი და გოგლი-მოგლი. გავაგრძელოთ თქვეფა. შევურიოთ წინასწარ სითბოში გამდნარი 2 შეკვრა მარგარინი, 150 გრ კარქი, 200 გრ ზეთი, საფუარიანი ცომი (თავიდან რომ მოვამზადეთ) და ხელით სათუთად ვურიოთ. დავუმატოთ 4 ც. ვანილი და ქიშმიში (300 გრ. სეროფში რომ მოვამზადეთ). პარალელურად ვურევთ. დავუმატოთ 1 ს/კ მუსკატის კაკალი, 1 ს/კ ილი, 1ს/კ კარდამონი, 1 ს/კ ლიმონის ცედრა და ცოტა მარილი.
ცომი უნდა იზილებოდეს სითბოში. ზელვის დროს ხელი უნდა დავისველოთ ზეთში. ფქვილი დავაცრათ იმდენი რომ ფაფუკი ცომი გამოვიდეს. დაახლოებით 2-2,5 კგ. ეს მასალა დავდოთ თბილად და როცა ამოვა, ჩავზილოთ. ეს უნდა მოხდეს 2-ჯერ. შემდეგ ფორმებში გავანაწილოთ. ხელები ყოველთვის ზეთით უნდა დავისველოთ და ისე შევეხოთ.

ცომი გადავანაწილოთ საცხობ ფორმებში, თითო ფორმაში მოათავსეთ იმდენი ცომი, რომ ფორმის მოცულობის 50 პროცენტზე ოდნავ მეტი შეავსოს. დავაცადოთ ფორმაში აფუება, ზემოდან მოვუსვათ სეროფი (რომელიც თავიდან მოვადუღეთ) და კვერცხის გული, რომ არ დასკდეს.
დაბოლოს, შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 150 გრადუსზე. კარგად რომ ამოვა, ოდნავ დავუწიოთ ტემპერატურას. ბოლოს ხის ჩხირით გავსინჯოთ. თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვა, პასკა მზად არის! გამომცხვარ პასკას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

რეცეპტი #2

მასალა: 15 კვერცხი, 1,6 კგ შაქარი,700 გრამი კარაქი, 1,5 ლიტრი რძე, 120 გრამი საფუარი, დაახლოებით 4 კგ ფქვილი, 10 ცალი ილი ( კარდამონი), 3-4 ცალი მუსკატის კაკალი, ვანილი, დარიჩინი, 7-8 ცალი მიხაკი,ზაფრანა, 400-450 გრამი ქიშმიში, 2-3 წვეთი ლიმონის ესენცია, 2 ცალი ლიმონის ცედრა და წვენი, მაწონი და 3 კვერცხის გული.

მომზადება: ნახევარ ლიტრ რძეში გავხსნათ საფუარის 3/4,ანუ 100 გრამი. დავუმატოთ ცოტა შაქარი და ფქვილი. დავდგათ თბილ ადგილას. რომ აფუვდება დავუმატოთ 1 ლ. ანადუღარი თბილი რძე.

15 კვერცხისა და 1.600 გრ შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და დავუმატოთ საფუვრიანი რძე, მოვზილოთ რბილი ცომი 3,5 კილო ფქვილით (პლუს ცოტა ფქვილიც გაითვალისწინეთ საფანელისათვის). შევფუთოთ ცომი პლედით და დავდგათ თბილ ადგილას.

ვანილი, ლიმონის ცედრა და დაფქული: ილი (კარდამონი), მუსკატის კაკალი, დარიჩინი, და მიხაკი მოვათავსოთ ღვინის ჭიქაში და დავასხათ რომი ან სპირტი.

მეორე ჭიქაში ზაფრანას დავასხათ ნახევარი ღვინისჭიქა რომი ან სპირტი. ორივე ჭიქა თავდახურული დავდგათ.

როცა ცომი აფუვდება ხელის დაკვრით დავწიოთ დაბლა. დავაცადოთ და როცა ისევ აფუვდება ისევ ხელის დაკვრით დავწიოთ.

მესამედ კი შევაზილოთ 700 გრ რბილი კარაქი (კარაქი და არა მარგარინი!), მარლაში გაწურული სანელებლებიანი რომი, ლიმონის ესენცია, 2 ლიმონის წვენი. მოვაყაროთ ის დარჩენილი 20გრ. საფუარი, ცოტა მარილი და მოტოვებული ფქვილი დიდხანს ვზილოთ სანამ ცომი ხელს არ მოსცილდება დაახლოებით 45- 60 წუთი. ამისთვის დაფაზე საფანელს მოვაყრით და ცომს ისე დავაგუნდავებთ, რომ მაინცდამაინც ზედმეტად არ შევაზილოთ ეს საფანელი. ცომი ნაზი უნდა იყოს!

რომ ამოვა დავუმატოთ ქიშმიში და ცხიმწასმულ ფორმებში გადავანაწილებთ. საშუალო ზომის რამდენიმე ფორმა იქნება საჭირო. ფორმები ერთნაირი ზომის უნდა იყოს, რათა ცხობის დროში არ იყოს განსხვავება( ქურის კარის გამოღება პასკის საბოლოოდ გამოცხობამდე არ შეიძლება, თორემ პასკა ჩავარდება!). თუ ფორმები არა გაქვთ, ქვაბების გამოყენებაც შეიძლება.

ფორმას წინასწარ ძირზე ცხიმწასმული (უმჯობესია კარაქი) სქელი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ. ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც ცხიმია წასმული, ვაყრით წმინდად დაფქულ ორცხობილას. ფორმები ცომით 1/3-ით უნდა გაავსოთ . ისევ დავდგამთ თბილად და დავაცდით კიდევ ამოსვლას. რომ აფუვდება, ზემოდან წავუსვამთ მაწონში (ან რძეში) გახსნილ კვერცხის გულს, შევდგამთ ქურაში და საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე ვაცხობთ 1 - 1,5 საათი . ცხობის დრო ფორმების სიდიდეზეა დამოკიდებული.

გამომცხვარი პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ფორმის ძირს ვდგამთ ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით პასკა ამოგვაქვს ფორმიდან.
სულ ბოლოს კი მოვაყრით შაქრის პუდრს. შეგვიძლია ნუშით ან მიწის თხილითაც მოვრთოთ.

რეცეპტი #3

15 კვერცხი და 1,5 კგ შაქრის ფხვნილი ავურიოთ, გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 300 გ გამდნარი თბილი ერბო (უმჯობესია შინაური ერბო), 200 გ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გ არაჟანი და 0,5 ლ (1 ქილა) მაწონი.

ცალკე გავაკეთოთ: 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გავხსნათ 1ჭ თბილ წყალში, დავასხათ 1ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას აფუებამდე.

მომზადებული მასა ჩავასხათ გამზადებულ ცომში და დავიწყოთ ცომის ზელა. ზელის დროს ვაყაროთ ფქვილი. სასურველია ვზილოთ 1 სთ, დროდადრო ხელი უნდა ვასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გვეკრობა. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც ილს - გახეხილს, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გ ქიშმიშიც. ამის შემდეგ ვაგრძელებთ ზელას.

გამზადებულ ცომს ვფუთავთ და ვდგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, ვათავსებთ კარაქწასმულ ფორმებში.

თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე, რომ ფორმა ნახევრად შეავსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმებს ვათავსებთ თბილ ადგილას.

ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც კარაქია წასმული, ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ, რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ბოლოს მოვაყრით დაფქვილ შაქარს.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...