საგაზაფხულო ფხალეული კერძები

კულინარია

საგაზაფხულო ფხალეული კერძები

2015 მაი 1 16:29:16

სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, მსუყე სუფრის ნაცვლად, მსუბუქი ფხალეული კერძების მირთმევას გირჩევთ. ახლა გაზაფხულის ის პერიოდია, როცა ოჯახში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ ჭინჭრის, მოლოქას თუ შერეული ბალახის კერძი.

ჭინჭრის ფხალი ერთ-ერთი საუკეთესოა, სავსე ვიტამინებით. მოვკრიფოთ ნორჩი წვეროები, შევურიოთ ცოტ-ცოტა კამა, ოხრახუში, ნიახური, ჟოლოს ნორჩი დუყები. მოვხარშოთ, დავწუროთ თუშფლანგზე ისე, რომ ცოტა სისველე დარჩეს. დავკეპოთ და შევკმაზოთ გატარებული ნიგვზით, ვუყოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, ნიორი, მარილი გემოვნებით, ძალიან კარგია ცოტა კვაწარახს (ყარაო) თუ ვუზამთ.

 და ბოლოს ვუყოთ წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი, ოხრახუში და პრასი.

პრასის ფხალი  ნიგვზით გავაკეთოთ ასე _ ძირებიანად ამოღებული პრასი კარგად გავასუფთავოთ, მოვხარშოთ დაუჭრელად. შემდეგ გავწუროთ და ცალკე მოვამზადოთ ჩვეულებრივი საკმაზი: გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი, წიწაკა, მარილი გემოვნებით, ცოტა ძმარი.  შემდეგ ავიღოთ მთლიანი პრასი, ამოვავლოთ ამ საკმაზში, დავგორგლოთ და დავდოთ სინზე. ასე მოვამზადოთ სათითაოდ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კამა.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. „მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნალექი და ძლიერი ქარი_ უახლოესი დღეების ამინდი30 მარტიდან 31 მარტის დილამდე  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,_ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით,  1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17  გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი.  1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი ... ...
  • მშვიდობის ხიდზე დასუფთავების სამუშაოები ტარდებათბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე, სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ დაღუპულია ახალგაზრდაცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში _ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ... ...
  • გამოაცხადდება თუ არა მიმდინარე სემესტრი აკადემიურად _ რას აცხადებს განათლების სამინისტროგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება. უწყების თქმით, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ. რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. „მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება“,- განაცხადეს უწყებაში. წყარო: ... ...

არქივი