ნამცხვარი "თეთრი დათვი" მარწყვით

კულინარია

ნამცხვარი "თეთრი დათვი" მარწყვით

2015 ივნ 1 15:02:00

საჭირო მასალა: 10 ცალი კვერცხი, 1,5 ჭიქა შაქარი, 300 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი სოდა და იმავე რაოდენობით თეთრი ძმარი, 5 ჭიქა პურის ფქვილი, ვანილი, ერთი ჭიქა გათეთრებული და გატარებული თხილი.

ბეზე: 10 კვერცხის ცილა და  ჭიქანახევარი შაქარი.

კრემისთვის ერთი ცალი შედედებული რძე, 300 გრამი კარაქი.

ნახევარი კილო მარწყვი.

მომზადების წესი: კვერცხის გულითა და შაქრით ამოვიყვანოთ გოგლიმოგლი (მიაქციეთ ყურადღება _ კვერცხი უნდა იყოს ახალი, თორემ ბეზეს საჭირო კონდიციამდე ვერ ამოიყვანთ).  შემდეგ დავუმატოთ კარგად დარბილებული და ათქვეფილი კარაქი, სოდა ძმრით და  ავურიოთ მიქსერით. ამის შემდეგ ნელ-ნელა  ჩავყაროთ პურის ფქვილი  და კოვზით ავურიოთ. მიღებული მასა გავყოთ სამად, გავანაწილოთ სამ ცხიმწასმულ პერგამენტზე, სამივეზე თანაბარი რაოდენობით მოვაყაროთ თხილი და შემდეგ კარგად ამოყვანილი ბეზეც  ასევე სამივე ფენაზე გავანაწილოთ. სათითაოდ გამოვაცხოთ აირღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე.

კრემისთვის ცალ-ცალკე კარგად ავთქვიფოთ  შედედებული რძე, კარაქი და ერთმანეთში ავურიოთ. დავუმატოთ ვანილი. ეს კრემი სამივე ფირფიტაზე გადავანაწილოთ და თან წვრილად დაჭრილი მარწყვი მოვაწყოთ ორ ქვედა ფირფიტას. მესამე, ზედა ფირფიტაზე სიმეტრიულად დავალაგოთ სასურველ ფორმებად დაჭრილი მარწყვი (გნებავთ, მთელ-მთელად). ბოლოს ბლომად მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა და ორი საათით შევდგათ მაცივარში.




 ახალი ამბები
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • პაატა იმნაძე: თავი დამანებონ, ნუ მრევენ პოლიტიკაში, ბევრი რამე ვიცი და ავლაპარაკდებითავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, გარკვეული ძალები მის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ, რაც მას არ უნდა. „პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ. იმნაძის თქმით, მისი მიმართვის ადრესატებმა იციან ვისზე საუბრობს. მისივე თქმით, უადგილო და უმისამართო შეკითხვები და განცხადებები სპეციალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და აყოვნებენ. „ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა ჩვენი და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?“ - თქვა ... ...
  • დღეს ,,დედამიწის საათი" აღინიშნებადღეს, 28 მარტს ,,დედამიწის საათი" აღინიშნება. დედამიწის საათი გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი 1 საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე.გახდი მსოფლიო მოძრაობის ნაწილი სახლიდან გაუსვლელად.საღამოს 20:30-საათიდან 21:30-საათამდე გათიშე ... ...
  • მამამ 3 თვის ჩვილი დანით მოკლა, ცოლი დაჭრა _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით ... ...
  • "ახლა ნაცებად და ქოცებად დაყოფის დროა არაა" _ მიხეილ სააკაშვილის საგანგებო შეთავაზება მთავრობას"არ არის ახლა დრო ნაციონალებად და ქოცებად ქვეყნის გაყოფის. ეს არის დიდი საერთო უბედურება და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი", _ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მიმართავს. "საგანგებო მიმართვა და შეთავაზება მთავრობას ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც უკვე არის დანიშნული. ამიტომ მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი", უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები.. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. მე უკვე ველაპარაკე საქართველოში ბიზნესმენებს. თორნიკე კოპალეიშვილმა თავისი ორი სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის.. როგორც ვიცი, „მეტეხმა" გადმოგვცა თავისი სასტუმრო კარანტინისთვის, გადასცა მთავრობას კარანტინისთვის, ჩემი სახლი ყვარელში გადმოცემულია, სანდრას სარეაბილიტაციო ცენტრი შემოთავაზებულია.. ჩვენ გვაქვს ასევე უამრავი სხვა შეთავაზება და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ იმაში, რომ ყველა ეს ადამიანი უსაფრთხოდ მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი საფრთხე საქართველოს დანარჩენი მაცხოვრებლებისთვის, ხალხის მიტოვება არ შეიძლება! მე დღეს ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არის კერძო ინიციატივა.. თუნდაც კერძო პირი ვიყო.. დავივიწყოთ, რომ ოდესმე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რაღაცა გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.. კერძო პირების ინიციატივაც უნდა გაიზიაროთ თქვენ ახლა, იმიტომ, რომ თქვენ ეს არ გიჯდებათ არცერთი თეთრი.. გიჯდებათ მხოლოდ ის, რომ უნდა მოგვცეთ ნებართვა - ეს ხალხი შემოუშვათ საქართველოში.. ჯერ 1000 (ათასი) ადამიანი, შემდეგ დამატებით 4000 (ოთხი ათასი) ადამიანი ავიახაზებით და ასევე, ავტობუსებით.. ეს არის ჩემი შემოთავაზება მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ გავდოთ გვერდზე ყველანაირი განსხვავებები და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს. პოლიტიკა გადავდოთ შემდგომისთვის, ხალხო! აგერ არის კონკრეტული შემოთავაზება - უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და იმედი მაქვს, რომ ახლა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ან მინიმუმ არ შევუშლით ერთმანეთს ხელს. არ არის ახლა დრო ნაციონალებად და ქოცებად ქვეყნის გაყოფის.. ეს არის დიდი საერთო უბედურება და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, ყველამ უსაფრთხოების ყველა ზომა დავიცვათ, მაგრამ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. ამას ვაკეთებ მთელი გულით და იმედია, თქვენც მთელი გულით მიუდგებით ამ საქმეს. ყველანი ქართველები ვართ და მოვიქცეთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. და მაშინ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი გამოგვივა, _ ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ... ...

არქივი