საუზმე ტკბილი წიწაკით და ანჩოუსით
მომზადება: ღია ცეცხლზე შეწვით წიწაკა გამუქებამდე. ცხლად ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში, თავი მოუკარით, "ოფლი" რომ გამოუვიდეს; წიწაკას გააცალეთ კანი, ამოაცალეთ გული და დაჭერით სიგრძეზე წვრილ ზოლებად; ცხელ ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ანჩოუსები, ჩააყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, შეწვით 8-10 წუთის. განმავლობაში, ჩადნობამდე. ამის შემდეგ მოაყარეთ შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით, კაპარი, ჩაასხით ლიმონის წვენი.
წიწაკა ჩაალაგეთ მინის სასალათეში, მოასხით ანჩოუსის სოუსი და მოაყარეთ რეჰანი.
ეს საუზმე შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და თბილიც. კარგად ინახება მაცივარში.