ძირძველი ქობულეთური საახალწლო ტრადიციების ხიბლი და იერ-სახე

კულინარია

ძირძველი ქობულეთური საახალწლო ტრადიციების ხიბლი და იერ-სახე

6 იან. 2016, 20:12:56

ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია ძველთაგანვე და მის შესახვედრად ყველა კუთხეში განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ამ დღისთვის, სხვადასხვა ტკბილეულთან ერთად, განსაკუთრებულ ნუგბარსაც ამზადებდნენ და ახლობლებსა და მოკეთეებს უმასპინძლდებოდნენ. დიასახლისები მუდამ ცდილობდნენ, მათი კუთხისთვის დამახასიათებელი გამორჩეული და განსაკუთრებით საყვარელი კერძები მოემზადებინათ, დღესასწაულს საზეიმოდ გამოწყობილი შეხვედროდნენ და სუფრა სავსე ყოფილიყო.

ყველა კუთხეს ახალ წელთან შეხვედრის განსხვავებული და გამორჩეული წესები გააჩნია. ბევრი რამ დაიკარგა კიდეც, ბევრი საახალწლო ჩვეულება კი დღემდე მყარადაა დაცული და უამრავი ადამიანი მას გულმოდგინედ იცავს. მათ შორის არის ჩვეულებები, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულთან შესახვედრად ქობულეთში იყო გავრცელებული. ამ ჩვეულებების დიდი ნაწილი ბოლო ასწლეულში დაიკარგა და დავიწყებას მიეცა, ნაწილი კი დღემდე შემორჩა და საკმაოდ ძლიერად ზის კუთხის წეს- ჩვეულებებში.

ახალი წელი ქობულეთელებისთვის მიღწეული შედეგების, დაგროვილი დოვლათის, გახორციელებული საქმეების შეჯამების დღესასწაულად ითვლებოდა. წარმატებული წლის შემთხვევაში სიხარულით ხვდებოდნენ, უკმაყოფილების დროს კი იმედის თვალს მომავალ წელს მიაპყრობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ საქმე უკეთესად წარიმართებოდა.

 ქობულეთელები განსაკუთრებულად ძველით ახალ წელს ხვდებოდნენ. ახალი სტილით დღესასწაული უფრო ნომინალურად ითვლებოდა და ისეთი ხალხურიც ნაკლებად იყო. საახალწლო ტრადიციების დაცვაც ძველი სტილით ახალ წელს ხდებოდა, რადგანაც ის უფრო საკრალურად ითვლებოდა და ჩვეულებების დარღვევა "დუცეთად" (ავისმომასწავებლად) ითვლებოდა. ახალი სტილით ახალი წლის აღნიშვნამ უფრო მეტი პოპულარობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან მოიპოვა და დღეისთვის ყველა საახალწლო რიტუალი, ფაქტობრივად, ორჯერ მეორდება. ზოგ სოფლებში ახალი სტილით ახალი წელი დღემდე ნომინალური დღესასწაულია და მასთან შესახვედრად სამზადისი ნაკლებ პომპეზურია. თუმცა, ასეთ სოფლებშიც საახალწლო ჩვეულებების ორჯერ აღსრულება იკიდებს ფეხს.

ქობულეთში საახალწლო სამზადისი სახლის და ეზოს დალაგებით იწყებოდა. სირცხვილად ითვლებოდა და ახლაც ითვლება ეზო-კარში უწესრიგობა და საახალწლოდ ყველაფრის მოწესრიგებას ცდილობდნენ, რადგან "მოსული რას იტყვის, ხალხი ილაპარიკებს".

ეზოდან სახლში გადაინაცვლებდნენ, დალაგებასთან ერთად, ძველ, ხმარებიდან გამოსულ ნივთებს და ავეჯს მოიშორებდნენ. "უკან დაგვწევსო," იტყოდნენ. თუ რაიმე ნივთი ან სამუშაო ინსტრუმენტი ვინმეზე განათხოვრებული ჰქონდათ, აუცილებლად მოიკითხავდნენ და შინ დააბრუნებდნენ, რადგანაც სწამდათ, რომ ოჯახი "წინ ვერ წევდოდა", მთელი წლის განმავლობაში, "ჭიჭვს ვერ იყრიდა" (დოვლათი არ მოემატებოდა). წინასაახალწლო დღეებში აუცილებლად იყიდ­ნენ ან "შეკერავდნენ" (გააკეთებდნენ) ცოცხს. ამ ცოცხით პირველად ახალი წლიდან მესამე დღეს გამოგვიდნენ ოთახს. ძველს კი არ გადააგდებდნენ, დაწვავდნენ. იტყოდნენ, რომ "ცოცხის გადაგდება დუცეთია" (ავისმომტანია), ოჯახის ჭენჭს გეიყოლიებსო" (ჭენჭი _ ქონი, დოვლათი, ხორაგი).

ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენას ექცეოდა _ ბანაობა, ტანსაცმელი და ზოგადად გარეგნობა. ახალ წელს ახალი და საგარეო ტანსაცმელით უნდა შეხვედროდნენ, რომ წელი წარმატებული ყოფილიყო და წინსვლა მოეტანა.

განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო საახალწლო სუფრა, რომელზეც კუთხის სამზარეულოში გამორჩეული "სამარიფეთო" კერძები უნდა მოემზადებინათ. ქობულეთურ სამზარეულოში დიდი ადგილი უკავია ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს, სხვადასხვა ტკბილეულსაც და იგი რადიკალურად განსხვავდება ზოგადად ცნობილი აჭარული სამზარეულოსაგან, რომელიც მეტწილად რძესა და რძის პროდუქტებისაგან მომზადებული კერძებით გამოირჩევა.

ქობულეთში, საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მიირთმევდნენ ხორცს. მეტწილად მხოლოდ შემოდგომიდან გაზაფხულამდე და უპირატესობა ძროხის ხორცს ენიჭებოდა. შედარებით იშვიათად _ თხის. ცხვარი, შეიძლება ითქვას, გამონაკლისს წარმოადგენდა. იგი დღესაც არ სარგებლობს პოპულარობით და სპეციფიური სუნის გამო, ოჯახებში თითქმის არ მოიხმარება. ოსმალეთის მიერ ქობულეთის დაპყრობის შემდეგ, აქ ადამიანთა რაციონიდან ღორის ხორციც ამოვარდა და მის მოშენებას ქობულეთის მოსახლეობა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში შეუდგა. თუმცა, რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიბრუნა.

საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა იახნი, რომელსაც ახალდაკლული საქონლის საუკეთესო მსუყე ნაჭრებისაგან ამზადებდნენ. იახნის ხორცი ქონიანიც უნდა ყოფილიყო. მის მოსამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნიგოზი გამოიყენებოდა და დღესაც უძვირფასეს კერძად ითვლება. რაღაცით იგი ჩამოჰგავს მეგრულ ხარჩოს, მაგრამ მას მეგრული ხარჩო დიდად ჩამორჩება გემოვნურ თვისებებში და კონკურენციას ვერ უწევს. კარგი იახნის მომზადება გამორჩეულ თვისებად ითვლებოდა და ვისაც ეს შეეძლო, იგი ხალხში ცნობილი იყო. ასეთ ადამიანებს ხშირად იწვევდნენ ამ კერძის მოსამზადებლად. სუფრაზე იახნი ღომის ღომთან ერთად მიჰქონდათ. ღომი კი ძალიან გადაზელილი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, დღეს ღომი ქობულეთში, ისე როგორც სხვაგან, დაღერღილი სიმინდით მზადდება.

ხორციანი კერძებიდან სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ყაურმაც, მშრალად მოხრაკული საქონლის გული და ფილტვები. ასევე, "აპოხტი" (გამხმარი ქათამი), რომელსაც შემოდგომაზე ამზადებდნენ. ქათმებს სპეციალურ საჩიხეში დაასუქებდნენ, დაკლავდნენ და გაწმენდის შემდეგ სამ დღეს მარილიან წყალში თავდაღმა ჩაალბობდნენ, სამ დღეს _ თავაღმა. ამის შემდეგ კი ღუმელის ან კერის თავზე დაკიდებდნენ და გაახმობდნენ. თოთოეული ოჯახი საშუალოდ 20-დან 50-მდე აპოხტს ამზადებდა და მხოლოდ სადღესასწაულო სუფრისთვის გამოიყენებოდა. მას მხოლოდ მდიდრები აგემოვნებდნენ. აპოხტს სხვადასხვანაირად მიირთმევდნენ _ ხან მოხრაკავდნენ, ხანაც კვერცხთან ერთად შეწვავდნენ ან თხლად მოზელილი მჭადის გუნდაში მის ნაჭრებს ჩადებდნენ და ისე შეწვავდნენ. იგი დღემდე პოპულარული საჭმელია, თუმცა, იშვიათად მზადდება.

ოჯახი, რომელსაც ხორცის საშუალება არ ჰქონდა და იახნის მომზადებას ვერ ახერხებდა, უპირატესობას ანიჭებდა "დედლურის" მომზადებას. დედლური მამლის ხორცისაგან მზადდება და ბრინჯის, ნიგვზის და სანელებლების ნაზავს წარმოადგენს. ეს კერძი დღესაც პოპულარულია და საკმაოდ ძვირფასად ითვლება.

საახალწლო სუფრაზე აუცილებელი იყო მწნილებიც. ამისათვის გაზაფხულიდან ინახავდნენ კეჟერა ფხალის ყვავილების, პრასის, ჯონჯოლის, აკაციის, მწვანე ლობიოს, კიტრის, კომბოსტოს და სხვა მწნილებს. პრასს და კეჟერა ფხალს აუცილებლად ნიგვზით და ბროწეულის წვენით აზავებდნენ. თუმცა, დღეისთვის მეტწილად ტყემლის დადუღებული წვენი გამოიყენება, რომელმაც ბროწეული განდევნა. ნიგვზით და სანელებლებით შეზავებული კეჟერა ფხალის ყვავილები _ "ჭიჭვი ფხალი" ძვირფას კერძად ითვლებოდა და მას გაზაფხულზე ამზადებენ. იგი დღესაც პოპულარულია ქობულეთში. იგივენაირად ამზადებდნენ პრასის მწნილსაც, რომელსაც ხშირად იყენებდნენ განსაკუთრებული სტუმრების გასამასპინძლებლად და მასაც სანელებლებით, ნიგვზით ან თხილით აზავებდნენ. ამ ყველაფერს განსაკუთრებით უხდება გუნდა ჭადები და ყველიც, რომელსაც ქობულეთში ძირითადად იმერულს ამზადებდნენ.

საახალწლო სუფრას არ აკლდა დესერტიც; აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხილი, მოხარშული "ხაპი" (გოგრა). საუკეთესოდ ითვლებოდა "წაბლაი ხაპი" (რბილკანიანი), რომელსაც ხშირად თაფლთან ერთად მიირთმევდნენ; ხურმის ჩირი, გამხმარი პანტა ხურმა და შემწვარი "დემირაი ვაშლი" (იგი "რკინა ვაშლის" სახელითაცაა ცნობილი. ეს ჯიში უამრავ ნასოფლარეში ახლაც ბლომად გვხვდება და გურიაშიც არის გავრცელებული). ვაშლს გულს ამოჭრიდნენ, შიგ შაქარში შეზავებულ ნიგოზს და პატარა ერბოს ნაჭერს ჩადებდნენ და დახურულ კეცში ან ღუმელში შედგამდნენ.

სუფრის მშვენება უნდა ყოფილიყო ფელამუშიც, რომელსაც ძველი სიმინდის ფქვილით ამზადებდნენ. უპირატესობას ანიჭებდნენ თეთრი ყურძნის წვენს. საახალწლოდ თეთრი ფელამუში უფრო მდიდრულად ითვლებოდა. ხშირად ფელამუშში თაფლსაც ურევდნენ, კარგად შეკრავსო, ამბობდნენ. იქ, სადაც ფელამუში იყო, მუდამ უნდა ყოფილიყო ჯანჯუხაც, ანუ თხილის ჩურჩხელაც, რომელიც დიდი რაოდენობით მზადდებოდა და მას "ქუმასაც" უწოდებდნენ. ხილთან ერთად სუფრაზე ალაგებდნენ ტყლაპსაც, რომელსაც ვაშლის, ატმის და ტყემლისგან ამზადებდნენ.

ქართული სუფრა ხაჭაპურის გარეშე არც ქობულეთში ითვლებოდა სუფრად, რომელიც 12 ფურცლიან აჩმას და თხელ ხაჭაპურებს უნდა დაემშვენებინა. რაც შეეხება ნამცხვრებს, ადრე ძირითადად ამზადებდნენ თაფლიან მჭადებს, ქადებს და თხელი ცომის ფირფიტებში გახვეულ სიროფიან და ერბოიან ხვეულებს ნიგვზის, ხმელი ქლიავისა და ვაშლის სართით. დღეისთვის ასეთი ხვეულები მხოლოდ ნიგვზისგან მზადდება და მას ბურმეს უწოდებენ. თუმცა, შეძლებულ ოჯახებში საგანგებოდ ამზადებდნენ ბაქლავასაც (ქობულეთში ბაქლავას "ტათლი" ეწოდება და ადრე მხოლოდ ამ სახელით იყო გავრცელებული). ბაქლავა 45 უთხელესი ფირფიტისაგან მზადდება. მას მოხალულ, კანგაცლილ და დაფქულ თხილს ურევენ ფენებს შორის და შეწვის შემდეგ შაქრის სიროფით რწყავენ. მისი მომზადება უდიდეს ოსტატობას მოითხოვს. ფენა ქაღალდივით თხელი უნდა იყოს, კარგად უნდა გამოცხვეს და არ უნდა დაცომდეს.

საახალწლო სუფრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნუგბარად ითვლებოდა მაჯუნიც. იგი დადუღებული ბადაგისაგან, ბრინჯისაგან და რბილკანიანი გოგრისგან მზადდება. მას საგულდაგულოდ ინახავდნენ განსაკუთრებული დღეებისთვის, რომელთა რიცხვშიც ახალი წელიც იყო.

სასმელებიდან ძველად განსაკუთრებული პოპულარობით თაფლის არაყი სარგებლობდა. თუმცა, იგი ფუფუნებად ითვლებოდა და ყველგან არ გვხვდებოდა. მეტწილად ყურძნის არაყი იყო გავრცელებული. შედარებით ნაკლებად კი ღვინო, რადგანაც ვენახები და საღვინედ ვარგისი ყურძენი ქობულეთში დღესაც კი ცოტაა.

ახალ წელს ოჯახში "საფერხავად" პირველად მეკვლე _ "მფერხავი" შედიოდა. მას ოჯახში მთვარისებური ღვეზელი, თაფლი და ნიგოზი, ცივად მოხარშული დედალი და წითელი ვაშლები მიჰქონდა. ღვეზელში კვერცხები მთლიანი უნდა ყოფილიყო. ხშირად მოხარშულ კვერცხს ნაკვერცხალზე შეწვავდნენ და ისე ჩადებდნენ ღვეზელში. მეკვლე ქვრივი არ უნდა ყოფილიყო, შვილი არ უნდა კლებოდა, ფიზიკური ნაკლი არ უნდა ჰქონოდა, წარმატებული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მეტწილად მოზარდ ბიჭებს _ "მორბედებს" ირჩევდნენ. არავის ჰქონდა უფლება, ოჯახში მფერხავზე ადრე მისულიყო.

მფერხავი მარჯვენა ფეხით შევიდოდა ეზოშიც და სახლშიც. დააკაკუნებდა, კარის გაღებისთანავე მიულოცავდა დამდეგ წელს, დოვლათს და წინსვლას, ჯანმრთელობას უსურვებდა. ოთახში, სიუხვის ნიშნად, ღომის მარცვალს მოაბნევდა. დღეს კი ღომის მარცვლის მაგივრად ბრინჯი გამოიყენება.

მფერხავის მიერ ღვეზელის, ცივად მოხარშული დედლისა და წითელი ვაშლების ჩვეულება დღეს დავიწყებულია. თუმცა, ეს ტრადიცია სულ სხვა რიტუალში გადავიდა, რომელსაც სადილის მიტანა ჰქვია. ქობულეთში გათხოვილ გოგონას როცა პირველად ესტუმრებოდა მამა, წესის თანახმად, ღვეზელს, ცივად მოხარშულ დედალს და წითელ ვაშლებს მიუტანდა. ეს ჩვევა კეთილი სურვილებისა და ფეხბედნიერების გამოხატულება იყო. ამ წესს დღეს "სადილის მიტანა" ჰქვია და ოდნავ სახეშეცვლილი ფორმითაა შემორჩენილი _ მას ბაქლავა და ჰალვა დაემატა, რომელიც ქობულეთში პონტოელმა ბერძნებმა შემოიტანეს. საახალწლო დღეებში სხვაგან სტუმრობას ერიდებოდნენ მგლოვიარეები, ძაძების მატარებლები, შვილ და მეუღლედაკარგულები. რადგანაც ითვლებოდა, რომ მათ, შესაძლოა, უბედურება მიჰყოლოდა თან.

ახალი წლის მეორე დღეს საქონლისა და ფრინველის "ფერხვა" იყო. ამ დღეს მოხარშავდნენ და დღესაც ხარშავენ სიმინდს, მოსავალი ბევრი იქნებაო. არ იხმარდნენ მაკრატელს _ ფრინველს საქმე ცუდად წაუვაო და საპონს _ სიმწარე მოყვებაო. თან ცდილობდნენ, რომ იმ დღეს ეზოდან არ გადასულიყვნენ, საქონელი და ფრინველი არ დაიკარგება, ბევრს არ ივლისო. საქონლისა და ფრინველის ფერხვა, მხოლოდ ოჯახის უფროსს, იშვიათად კი დიასახლისს (თუ მეუღლე არ ჰყავდა) შეეძლო. იმ დღეს სხვას არ ჰქონდა უფლება, მათთვის საკვები მიეცა ან მათ სამყოფელს მიახლოებოდა. დღეისათვის ეს წესი დაცულია, თუცა, სიმბოლური დატვირთვა და შინაარსი აღარ აქვს.




 ახალი ამბები
  • ჭიჭინაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გაქცევას აპირებს„ „ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება.  ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს და სადღაც გაქცევას აპირებენ.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ ხალხის ერთჯერადი დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს. მისი თქმითვე, „ოცნებას“ არავინ ყავს გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისიდან განსხვავდება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. მაგრამ „ოცნების მთავრობა“  ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს ფულს ურიგებენ დახმარების სახით.  200-300 ლარიან პაკეტების შეთავაზება,  ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ  კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ! რადგან გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის გამოყრა და დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ  სხვა. რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას! არადა, დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია  და  თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა,  თუ არ იქნება  რეზერვები მიმართული როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“,_ აცხადებს დავით ... ...
  • ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებულიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. "გუშინ, ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ ახალქალაქში მედიისთვის მიცემულ კომენტარში.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირია დაშავებული და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო ... ...
  • 8 აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის ბადრი გზირიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნამიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ვახტანგ გზირიშვილი  სოფელ ტბეთთან, 2008 წელს რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გამოყვანისას დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". მამა-შვილი გზირიშვილების ქუჩის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტისა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, გზირიშვილების ოჯახის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე  ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც აღევლინა. ... ...
  • ახალციხეში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს (R)2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე -ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, დავით ფეიქრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახალციხის ცენტრალურ სკვერში შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ახალციხის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა (აბრამაშვილმა) კი გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს, სამცხე-ჯავახეთიდან, 6 ჯარისკაცი შეეწირა;  32 წლის უფროსი სერჟანტი, თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან იყო. იგი, გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ომი რომ დაიწყო.  თამაზი, 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის დაბომბვისას დაიღუპა. თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიაშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, დაჯილდოვდა მედლებით: ''მხედრული მამაცობისთვის'' და ''სამშობლოსათვის თავდადებული''. მისი სახელი ქვია ახალქლაქის ერთ–ერთ ქუჩას, ასევე სოფელ კოთელიის საჯარო სკოლას, რომელიც 2012 წელს გახისნა. III ქვეითი ბრიგადის მებრძოლი, ალექსანდრე ზაზაშვილი ადიგენიდან იყო; ცხრა აგვისტოს, ცხინვალში სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა დაბომბილი ტერიტორიიდან დაჭრილები გაჰყავდა; იგი ტანკზე იჯდა, როცა კასეტური ბომბი ჩამოვარდა... ალექსანდრე ზაზაშვილის სახელს ატარებს ადიგენის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩა. 27 წლის დევი ჩადუნელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანიდან იყო. მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა.  დევიმ სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა და კიდევ აპირებდა წასვლას. დევი ჩადუნელი, ცხრა აგვისტოს, ცხინვალში რუსული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა. როგორც მისი თანამებრძოლები იხსენებენ, წინა ხაზიდან დაჭრილები გამოყავდა, ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშან-ჟილეტი გაუხდია და მისთვის მიუფარებია; მისი მეგობრები ყვებიან, რომ წელს ზემოთ შიშველი საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღვოდაო". ცხინვალში ქართული ჯარის შესვლის შემდეგ, რუსულმა მხარემ მათი დაბომბვა დაიწყო, რა დროსაც გამსკდარი ჭურვი დევი ჩადუნელს მარცხენა მხარში მოხვდა;ახლოს ტაძარი იყო და ბიჭებისთვის უთქვამს ტაძართან მივიდეთ, იმასაც ხომ არ დაბობმავენო, მაგრამ მანამდე დაიჭრა. მერე ტაძრის კედელთან მიმჯდარა და ბიჭებს ეუბნეოდა დამტოვეთ და თქვენ წადითო. დაჭრილმა რამდენიმე საათი გაძლო, სასწრაფო დახმარებამ ვერაღ მიუსწრო"... გარდაცვლილი დევი ჩადუნელი, ბრძოლის ველიდან, თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. კაპრალი დევი ჩადუნელი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა  მედლით''მხედრული მამაცობისათვის''.ადიგენში, ერთ–ერთი ქუჩა, მის სახელს ატარებს. არტემ ბალახაშვილი სოფელ უდეს მკვიდრი იყო, ქუთაისის მესამე ბრიგადაში, 31–ე ბატალიონში მსახურობდა. იგი 11 აგვისტოს, სოფელ ბროწლეთთან, რუსების მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. არტემის მამა, გურამ ბალახაშვილი, უკვე 11 წელია, შვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირს ატარებს. უდეს პირველ საჯარო სკოლასთან არსებული მინი სტადიონი, არტემ ბალახაშვილის სახელობისაა. ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი ჰქვია ადიგენში ერთ–ერთ ქუჩასაც. 24 წლის, წარმოშობით  ახალციხელი კაპრალი, ანზორ გელდიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო; 11 აგვისტოს, გორის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა; მისი თანამებრძოლების იხსენებენ,რომ 8 საათი ებრძოდა დაჭრილი სიკვდილს, მოძღვარი მოუთხოვია ბოლოს, მამა სერაფიმემ აზიარა, თურმე, სიკვდილის წინ; დაჯილდოვებულია მედლით''მხედრული მამაცობისათვის''. 20 წლის კაპრალი, ტარიელ ქამაშიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანიდან იყო; III ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა; 9 აგვისტოს,მისი ბრიგადა, ცხინვალში შევიდა; ახალგაზრდა კაპრალის ოცეული სამთავრობო შენობასთან ჩასაფრდა. სწორედ იქ იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ, ორმხრივი სროლის დროს.   სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. ... ...
  • აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლები ქვემო ქართლში გაიხსენეს (R)დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ვეტერანებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ  მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მოგვიანებით, უწყების ქვემო ქართლის წარმომადგენელმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული ბოლნისელი მეომრების  _ ასლან შაინიძის სოფელ დისველში, ნოდარ დევნოზაშვილის სოფელ რატევანში და საბა დადვანის სოფელ ტანძიაში საფლავები გვირგვინებით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, დისველში, რატევანსა და ტანძიაში იმ უბნებს, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა. ... ...

არქივი