კომბოსტო

კულინარია

კომბოსტო

1 იან. 1970, 04:00:00
შიშველი ან შებუსული ღერო და ფოთოლი, მტევნებად ან ფარებად შეკრებილი ყვავილები; ყვითელი გვირგვინის ფურცლები; ნაყოფი _ პარკი, სფეროსებრი თესლი, ფერად მუქი მურა. მომიხაკისფრო, მოწითალო მურა ან ყვითელი. კომბოსტოს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა, სამშობლოდ ითვლება ძველი რომი, ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი (სხვადასხვა წყაროების მიხედვით); ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში.

სახელწოდება მოდის ძველი რომაული "კაპუტუმი"-დან, რაც ნიშნავს თავს, რომელიც განსაზღვრავს მცენარის ძირითადი ნაწილის აგებულებას.

უძველესი ეტრატებით და არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ კომბოსტო ნამდვილად ძველი რომიდან გავრცელებულა. რომაელებს მოჰყავდათ სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო: თავხვეული, ფოთლოვანი და ბროკოლიც კი. "ყველა ბოსტნეულს შორის _ პირველი" _ ასე უწოდებდა კომბოსტოს ძველი რომაელი მხედართმთავარი და მწერალი მარკუს პორციუს კატონ უფროსი (ძვ.წ. 234. ძვ.წ.149). თავის ტრაქტატში "მიწათმოქმედება" ის იძლევა მითითებებსა და რჩევებს საერთოდ მიწათმოქმედების შესახებ და განსაკუთრებით აქებს კომბოსტოს, მის სამკურნალო თვისებებს; ის წერს "თუ მანამდე ორგანიზმში იყო რომელიმე დაავადება, კომბოსტო განკურნავს, გამოდევნის ტკივილს და მოარჩენს ადამიანს." რომაელებს სწამდათ, რომ ისინი, ვინც რეგულარულად მოიხმარს კომბოსტოს, უფრო გაბედულები და ძლიერდება არიან. მათ არ ეკარებათ ავადმყოფობა. პითაგორას აზრით "კომბოსტო ადამიანს უნარჩუნებს მხნეობას და ხალისიან განწყობას."

ძველი რომაელები კომბოსტოს ფართოდ გამოიყენებდნენ როგორც საკვებად, ასევე სამკურნალო დანიშნულებით, რადგანაც მიაჩნდათ, რომ ის სასარგებლოა და შეუძლია შეუნარჩუნოს ორგანიზმს მრავალ დაავადებასთან ბრძოლის უნარი, ააშოროს ავადმყოფობა, უძილობა, დაუამოს თავის ტკივილი.

ძველ ეგვიპტეში მომავალი თაობის ჯანმრთელობით დაინტერესებული ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ბავშვთა კვების რაციონში კომბოსტოს ჩართვას.

რუსეთში კომბოსტო შეიტანეს ყირიმიდან და შავი ზღვის სანაპიროებიდან, რომლებიც ძველად დასახლებული იყო ბერძნულ-რომაული კოლონიებით. მცენარე კიევის რუსეთში უფრო ადრე აღიარეს და მიიღეს, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ბუნებაში თეთრი თავხვეული კომბოსტო არ გვხვდება იმ სახით, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე იზრდება ველური ჯიშის ფოთლოვანი კომბოსტო. მრავალი საუკუნე დასჭირდა ამ მცენარის კულტურული ჯიშის მიღებას. სელექციონერთა გულმოდგინე შრომის წყალობით, დღეს მოსახლეობას საშუალება აქვს, მოიხმაროს უამრავი სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო. მას იყენებენ ნედლად, ხარშავენ, თუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, ყინავენ და ა.შ.

ხალხური მედიცინა დიდ ყურადღებას უთმობს კომბოსტოს, როგორც სამკურნალო საშუალებას. იგი ძალიან სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლის დაავადებების, ავიტამინოზის, წყალმანკის, ნიკრისის ქარის, შაქრიანი დიაბეტისა და ანთებით პროცესების დროს. კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს წყლულების, ჭრილობის, ზედაპირული დამწვრობით გამოწვეული იარების შეხორცებას.

კომბოსტოს ფოთლებს საფენების სახით იყენებენ რადიკულიტური და რევმატიული ტკივილების გასაყუჩებლად.

კომბოსტოს სამკურნალო ეფექტი გამოწვეულია მისი ქიმიური და ბიოქიმიური შემადგენლობით: იგი შეიცავს შაქარს, კალიუმის მარილებს, ფოსფორს, უჯრედისს, ფიტონოციდებს; A1, B1, B6, C, P, K ვიტამინებს, წყლულოვანი დაავადების საწინააღმდეგო ვიტამინს; განსაკუთრებით ბევრი ვიტამინია კომბოსტოს წვენში. უჯრედისი საუკეთესო გავლენას ახდენს ნაწლავების მიკროფლორასა და მოტორულ ფუნქციაზე. კომბოსტოში არსებული მჟავა ხელს უშლის შაქრის ცხიმად გადაქცევას და იცავს ორგანიზმს ზედმეტი წონისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ტარტონის მჟავა სითბური დამუშავებისას იშლება, თუმცა შესანიშნავად ინახება დამწნილების შემთხვევაში.

კომბოსტოში საკმაო რაოდენობითაა იოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით დაავადებულთათვის. გარკვეული რაოდენობით სპილენძის შემცველობა აუცილებელს ხდის კომბოსტოს ჩართვის ნერვული სისტემის მოშლით დაავადებულთა რაციონში.

განსაკუთრებით მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით ხასიათდება სავოიური კომბოსტო, რომელსაც ასე ეწოდა იტალიის პატარა საგრაფოს მიხედვით. იქაური მოსახლეობა ამ ჯიშის კომბოსტოს დიდი მოყვარული იყო და ბარაქიან მოსავალსაც იღებდა. დღეს ეს კომბოსტო ძალიან პოპულარულია საფრანგეთსა და გერმანიაში. რუსეთში მისი მოყვანა XVIII-ის ბოლოს დაიწყეს და მაშინვე მოიხიბლნენ ხარისხობრივი მაჩვენებლებით და უხვმოსავლიანობით.

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, სავოიური კომბოსტო უფრო მდიდარია ვიტამინებით და უკეთესი გემო აქვს, ვიდრე თეთრთავა კომბოსტოს. სანატორიუმებში, პანსიონატებსა და საავადმყოფოებში ფართოდ გამოიყენებენ ამ ჯიშის კომბოსტოს, როგორც დიეტური კვების ერთ-ერთ საუკეთესო კომპონენტს. სავოიური კომბოსტოს ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ უნაზესი ფოთლების გამო, მისი დამწნილება შეუძლებელია.

წითელთავა კომბოსტოს მოლურჯო-იისფერი შეფერილობა გამოწვეულია მასში საღებავი ნივთიერების ანტოციანინის არსებობით: ეს კომბოსტო დასავლეთ ევროპაში გამოიყვანეს XVI ს-ში, ხოლო ინტენსიურად მხოლოდ XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში გავრცელდა. ამ ჯიშის კომბოსტოს შორეულ წარსულში ფილტვების დაავადებისას იყენებდნენ, ხოლო თანამედროვე ხალხური მედიცინა მას მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ ურჩევს.

წითელი კომბოსტოს სამკურნალო თვისებები განპირობებულია მინერალური მარილების, უჯრედების და ვიტამინის მაღალი შემადგენლობით. მასში C ვიტამინი 2-ჯერ, ხოლო პროვიტამინი A 4-ჯერ მეტია, ვიდრე თეთრ კომბოსტოში. იმის გამო, რომ წითელი კომბოსტოს უჯრედისი ძალიან უხეშია, მისი მიღება იკრძალება ან ძალიან იზღუდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ყვავილოვანი კომბოსტო უძველესი დროიდანაა ცნობილი. ის სირიელმა ფელახებმა (გლეხი _ მიწათმოქმედი არაბულ ქვეყნებში) გამოიყვანეს და სირიული კომბოსტო უწოდეს.

ყვავილოვანი კომბოსტო პირველად არაბმა ბოტანიკოსმა იბ-ილ-ბეიტარმა აღწერა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ის მხოლოდ სირიაში და სხვა არაბულ ქვეყნებში მოჰყავდათ. XII ს-ში არაბებმა ესპანეთში შეიტანეს ყვავილოვანი კომბოსტო; თითქმის მაშინვე გაავრცელეს იგი კვიპროსშიც. საუკუნეების მანძილზე კვიპროსი თითქმის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ევროპის ქვეყნებს ყვავილოვანი კომბოსტოს თესლით ამარაგებდა.

XVI ს-ში ყვავილოვანი კომბოსტოს ზოგიერთი ჯიში საფრანგეთში იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და ინგლისში გამოიყვანეს.

რუსეთში ყვავილოვანი კომბოსტო ეკატერინე II-ის დროს შეიტანეს და მხოლოდ რამდენიმე დიდებულის ბოსტნებში მოჰყავდათ. ჩვენს დროში ყვავილოვანი კომბოსტო გავრცელებულია თითქმის ყველგან.

ყვავილოვანი კომბოსტოს კვებითი ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე თეთრი კომბოსტოსი. იგი მდიდარია B1, B2, B3, B6, PP, C ვიტამინებით და მინერალური მარილებით. ყვავილოვანი კომბოსტო ძვირფასი დიეტური პროდუქციაა. მას ხარშავენ, თუშავენ, წვავენ. კვების რაციონში მისი ხშირი გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დარეგულირებას.

ბრიუსელის კომბოსტო ფოთლოვანი კომბოსტოსგან გამოიყვანეს ბელგიელმა სელექციონერებმა. იგი უჩვეულოდ ლამაზი და განსხვავებულია. ბელგიიდან კომბოსტო სწრაფად გავრცელდა ჰოლანდიაში, მერე კი _ გერმანიაში, სადაც "როზენკოლი ვარდისებრი" კომბოსტო უწოდეს. კარლ ლინეო იყო პირველი, ვინც მეცნიერულად აღწერა ეს კომბოსტო და მას ბრიუსელის კომბოსტო უწოდა იქაური სელექციონერების საპატივცემულოდ.

ბრიუსელის კომბოსტო ყველაზე გემრიელ და ძვირფას ბოსტნეულად ითვლება. იგი შეიცავს ვიტამინების, ფერმენტების, ორგანული მჟავებისა და ადვილად ათვისებადი ცილების მთელ არსენალს. ჩ ვიტამინის შემცველობით იგი სამჯერ აღემატება თეთრ კომბოსტოს. განსაკუთრებით გემრიელია ამ კომბოსტოთი მომზადებული წვნიანი და ბულიონი, კერძი არაფრით ჩამოუვარდება ქათმისას. სწორედ ამიტომ შეაქვთ ბრიუსელის კომბოსტოს კერძები ოპერაციის შემდგომი პერიოდის რაციონში. იგი აუცილებელი და სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით _ სტაფილოს წვენთან, სალათის ფოთლებთან და მწვანე ლობიოსთან ერთად. ბრიუსელის კომბოსტოს ხარშავენ, ამწნილებენ, თუშავენ, აშრობენ, აკონსერვებენ.

კოლრაბი ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა შეიყვარეს. იქ მას "კოულორაპა"-ს უწოდებდნენ, ანუ ღეროიან ბოლოკს. ეს სახელწოდება განაპირობა იმან, რომ კომბოსტოს აქვს გამსხვილებული ბოლოკის მსგავსი შუაში მომრგვალებული ღერო, იგივე ღერონაყოფი, უნაზესი და წვნიანი რბილობით. ნაყოფის ფერი ცვალებადია: ღია _ მწვანიდან მუქ იისფრამდე. კოლრაბი მოჰყავთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუსეთში; ჩვენთან ჯერჯერობით იშვიათია, მხოლოდ მოყვარულები ინტერესდებიან.

კოლრაბი ძალიან ძვირფასია ბავშვთა კვებისთვის, რადგანაც დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს; ჩ ვიტამინის შემადგენლობით კი უსწრებს ფორთოხალს. ამიტომაც მას ხშირად ჩრდილოეთის ფორთოხალს უწოდებენ.

ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ჯიშის კომბოსტოზე ვისაუბრეთ. ყველას დახასიათება ძნელია ერთ საგაზეთო წერილში. მით უფრო შეუძლებელია ყველა იმ კერძის ჩამოთვლა, რომელიც კომბოსტოთი ან მისი მონაწილეობით მზადდება.

გთავაზობთ შედარებით იშვიათი და ადვილად მოსამზადებელი კერძების რეცეპტებს:

თავიანი კომბოსტოს სალათა

კომბოსტო დაჭერით ძალიან წვრილ, გრძელ ზოლებად. მოაფრქვიეთ მარილი, დაუმატეთ გრძლად დახეხილი სტაფილო, მოასხით მაიონეზი.

თავიანი კომბოსტოს კოტლეტი

კომბოსტო დაჭერით წვრილ, მოკლე ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში, ჩაუმატეთ რძე, კარაქი და მოშუშეთ ნახევრად მომზადებამდე. წვრილ ნაკადად ჩაუშვით მანანის ბურღული, კარგად აურიეთ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით. შეაგრილეთ, დაუმატეთ კვერცხი, ნაღები, მარილი და შავი წიწაკა. დაყავით კოტლეტებად, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ცხიმიან ტაფაზე. მიართვით ცხლად, ნაღებთან ერთად.

საჭიროა: 150 გრ. კომბოსტო, 30 გრ. მანანის ბურღული, 10 გრ. კარაქი, 20 გრ. ნაღები, 30 გრ. დაფქული ორცხობილა, 20 მლ. რძე, 1 ც. კვერცხი, მარილი, წიწაკა.

ბრიუსელის კომბოსტო ბულიონში

საქონლის ხორცისა და ძვლის ბულიონი გაწურეთ. გაყავით 2-ად. ერთ ნაწილს დაამატეთ მარილი და მასში მოხარშეთ 10-12 ც ბრიუსელის კომბოსტო. გადაიტანეთ საწურზე. როცა კარგად დაიწურება, ჩაყარეთ მდუღარე ბულიონში (მეორე ნაწილში). ჩაამატეთ სანელებლები, მარილი, დაფნის ფოთლები. ადუღეთ 2-3 წუთი. სუფრაზე მიტანისას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ცერეცო.

კოლრაბი ვაშლით

გასუფთავებული კოლრაბი და გაუთლელი ვაშლი დაჭერით წვრილ ზოლებად. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქსილიტი, მარილი, ზეთი, აურიეთ და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.

სავოიური კომბოსტოს სალათი

წვრილად დაჭერით სავოიური კომბოსტოს ფურცლები. პომიდორს გააცალეთ კანი, გამოაცალეთ გული და დაჭერით თხელ რგოლებად. შეწვით წითელი ბულგარული წიწაკა, გააცალეთ კანი, გამოაცალეთ თესლი, დაჭერით წვრილ, გრძელ ზოლებად. ერთად მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული. ცალკე ერთმანეთში აურიეთ ზეთი, მდოგვი, მარილი, შავი წიწაკა და ეს ნაზავი მოასხით ბოსტნეულს. ძალიან ფრთხილად აურიეთ. გადაიტანეთ მინის სასალათეში, მორთეთ კუბიკებად დაჭრილი კვერცხით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი მოასხურეთ ლიმონის წვენი.

საჭიროა: 120 გრ. კომბოსტო, 3-4 ც ბულგარული წიწაკა, 50 გრ. პომიდორი, 15 გრ. ზეთი, 2 გრ. მდოგვი, 1 ც. ლიმონი, მარილი, წიწაკა...

წითელი კომბოსტოს სალათი ვაშლით

კომბოსტო დაჭერით თხლად. დაასხით მდუღარე წყალი, ჩაყარეთ ცოტა მარილი და ლიმონმჟავა. მორევით გააცხელეთ. როდესაც კომბოსტო ჩაიწევს, გადაიტანეთ საწურზე, გააცივეთ და გაწურეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, ვაშლი მსხვილად გახეხეთ (ერთი მიმართულებით, გრძელი ზოლები რომ მიიღოთ), ყველაფერი შეაერთეთ, დაუმატეთ ქსილიტი, ზეთი. აურიეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი

ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ, დაწურეთ, დაყავით. მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. ფრთხილად აურიეთ. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...

არქივი