ნამცხვარი "შავი მეფე"

კულინარია

ნამცხვარი "შავი მეფე"

7 ივლ. 2016, 13:07:43

საჭირო მასალა: ხუთი კვერცხი, ორი ჭიქა შაქარი, 250 გრამი კარაქი, 400 გრამი მაწონი, 2 ჩ /კ სოდა ძმრით, ორი პატარა შეკვრა კაკაო, ვანილი, ცოტა მარილი, ოთხი ჭიქა ფქვილი.

კვერცხის გულითა და შაქრით ამოვიყვანოთ გოგლიმოგლი. მაწონში ჩავუშვათ სოდა, მოვურიოთ და ჩავასხათ, დავამატოთ კაკაო და კარგად ავურიოთ. თუ მუქი არ გამოვა, კვლავ დავამატოთ, ვუყოთ ვანილი და ბოლოს ნელნელა ჩავყაროთ ფქვილი. გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ, პერგამენტდაფენილ "ჟარონაზე".

კრემი: 200 გრამი მოხარშული შედედებული რძე კარგად ამოვიყვანოთ 300 გრამ კარაქთან და ვანილთან ერთად.

ბეზე თხილით: ხუთი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ ორ ჭიქა შაქართან. დავუმატოთ ვანილი და ერთი ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ან თხილი და გამოვაცხოთ პერგამენტდაფენილ აჩმის "ჟარონაზე".

როცა ყოველივე ეს მზად იქნება, პირველ ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ერთი ჭიქა გატარებული თხილი ან ნიგოზი, შემდეგ დავადოთ ბეზეს ფირფიტა, წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნახევარი ჭიქა დაჭრილი თხილი ან ნიგოზი. ბოლო ფირფიტას გავუკეთოთ მინანქარი. ამ ნამცხვრის მომზადებისას უნდა ვიხმაროთ ხარისხიანი კაკაო. ბისკვიტი ძალიან შავი უნდა იყოს.




 ახალი ამბები
  • "შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას"- ღარიბაშვილისაქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წლის შესრულებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის და უთანსწორო ბრძოლის  მიუხედავად, ჯარისკაცებმა ქართული სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს. „დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შესძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას“,_ აცხადებს ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება (R) საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1,000 კვ.მ-ზე  უკვე გაშენებულია პომიდვრის სათბური. შპს აგრო გარდენსი 10 ტონა მოსავლის მიღებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების პროცესში, დასაქმებულია 5 ადამიანი. ინვესტიციის ჯამური მოცულონა 97 500 ლარია.  „მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და კვლავაც აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითრების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის. კომპანიას საკმაოდ კარგი სტარტი აქვს აღებული და გვჯერა, რომ ასე წარმატებით გააგრძელებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. (R)   ... ...
  • აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა (R)დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად.  დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.  კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:  ●    გინეკოლოგია ●      რეპროდუქტოლოგია ●      მშობელთა სკოლა ●      სამეანო განყოფილება ●      ორსულთა მეთვალყურეობა ●      ექოსკოპიური გამოკვლევები ●      ლაბორატორია ●      ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია  ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს.  დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა.  თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი - 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.  დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 2 42 42 52, ან ვებ-გვერდზე - www.ddc.ge   ... ...
  • სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია (R)ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.   ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.  2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:  ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს. ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს  Cash-In ბანკომატიდან. სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს. იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით. „ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - აცხადებს  ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოროღლიშვილი. ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა ... ...
  • აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს გაერთიანებისკენამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას ეხმაურება. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა- წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“,_ წერია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ... ...

არქივი