ტყის მარწყვი _ სურნელოვანი ნუგბარი და უებარი წამალი

კულინარია

ტყის მარწყვი _ სურნელოვანი ნუგბარი და უებარი წამალი

2012 ივლ 13 06:48:05

გვხვდება მარწყვის რამდენიმე სახეობა; მათ შორის: ტყის მარწყვი, მწვანე მარწყვი, მუშკის მარწყვი და ბაღის მარწყვი.

ველურად მზარდი ტყის მარწყვის ნაყოფით ადამიანი ისტორიამდელ ეპოქაშიც სარგებლობდა. მისი თესლი ნაპოვნი იქნა შვეიცარიაში, ქვის ხანის ნაგებობების გათხრის დროს.

ძველ რომაელებსა და ბერძნებს მარწყვი მიაჩნდათ შესანიშნავ სამკურნალო საშუალებად, თუმცა ასევე ძალიან აფასებდნენ მას, როგორც არომატულ და საუკეთესო გემოს მქონე კენკრას.

ტიბეტური სამყაროს უძველეს ტრაქტატებში მარწყვს "მცენარეული სამყაროს დედოფალს" უწოდებდნენ, იმიტომ, რომ მას განასხვავებს უმდიდრესი ქიმიურ შემადგენლობა. ფიქრობენ, რომ მარწყვში ჯერ კიდევ აღმოუჩენელი უამრავი ნივთიერებაა, რომელთა ერთიანობა განაპირობებს მის არაჩვეულებრივ სამკურნალო ეფექტს.

პასტორი კნეიპი, XX ს-ის დასაწყისის ექიმი წერდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭამენ ბევრ მარწყვს, არასოდეს ავადმყოფობენ. იგივე აზრი, შეიძლება, სხვა მეცნიერმა სხვა ხილკენკრის მისამართითაც გამოთქვას, მაგრამ კნეიპმა, რომელმაც შექმნა მრავალი მძიმე დაავადების კომპლექსური მკურნალობის სისტემა, დაასახელა მხოლოდ ტყის მარწყვი.

მარწყვი შეიცავს 3,5-15% შაქარს, ორგანულ მჟავებს, მარილებს, რკინას, მთრმილავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, A, B, C ვიტამინებს.

სამკურნალო დანიშნულებით მარწყვს ჩვენს ერამდე ათასეული წლების წინ იყენებდნენ. მრავალი ქვეყნის ხალხური მედიცინა მას დღესაც ერთ-ერთ პოპულარულ სამკურნალო მცენარედ მიიჩნევს.

მარწყვის ნაყოფი აღვიძებს მადას, არეგულირებს საჭმლის მონელებას და კლავს წყურვილს. წყალზე ნაყენი ანელებს ანთებით პროცესებს, სპობს ზოგიერთი სახის მიკრობს. აქვს ოფლმდენი, შარდმდენი და სუსტი კუჭამშლელი მოქმედება. ითვლება, რომ ნაყოფს შეუძლია თირკმლებიდან ქვიშის გამოდევნა და ახალი ნალექის წარმოქმნის თავიდან აცილება. ცნობილია, რომ გამოჩენილი შვედი ბოტანიკოსი კარლ ლინე რეგულარულად დიდი რაოდენობით ტყის მარწყვის ნაყოფის მიღებით მთლიანად განიკურნა ნიკრისის ქარისგან.

ახალ ნაყოფს უნიშნავენ სისხლძარღვების სკლეროზის, ჰიპერტონიის, შეკრულობის, აშლილობის, კუჭის წყლულის (ზომიერი რაოდენობით, ექიმთან შეთანხმებით), ნიკრისის ქარის, თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში.

ნაყოფი და ფოთლების ნაყენი ინიშნება ძალების გამოცლის, სისხლნაკლულობის, საშვილოსნოდან სისხლდენის, შარდის შეკავების, ბავშვებში კუჭის აშლილობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, სიმსუქნის, ნევრასთენიის, გასტრიტიტის, რაქიტის, სიყვითლის, ეკზემისა და კანის ქავილის, ჰიპერტონიის შემთხვევაში. ფოთლებს აქვს შარდმდენი და ოფლმდენი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შეხორცებისთვის საჭირო მაჩვენებლები.

ფესვები გამოიყენება როგორც შემკვრელი, სისხლდენის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალება.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხალხური მედიცინა გულით დაავადებულებს მარწყვის ყვავილების ნაყენის, ხოლო საშვილოსნოში ფიბრომის მქონე ქალბატონებს მთლიანი მცენარის ნაყენის მიღებას ურჩევს.

გერმანული ხალხური მედიცინა ფოთლების ნაყენს ბრონქული ასთმის, აშლილობის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ღამით ძლიერი ოფლიანობის, შეშუპებისა და გამონაყრის სამკურნალოდ გამოიყენებს.

როგორც გარეგანი საშუალება, ფოთლების ნაყენი ეფექტურია სისხლმდენი და ანთებითი ჰემოროიდული კვანძების დროს; სველი საფენების სახითკი გამოიყენება სისხლმდენი ჭრილობების სამკურნალოდ.

ნაყოფის წვენი და ფოთლების ნაყენი საუკეთესოა პირის ღრუში გამოსავლებად ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

ხმელი და ნედლი ფოთლების საფენებად გამოყენება ამცირებს კბილის და რევმატულ ტკივილს. ორთქლში დანამული ხმელი და ახალი ფოთლების თბილ საფენებად გამოყენება აჩქარებს ჩირქოვანი წყლულებისა და ძველი იარების გაწმენდას და ხელს უწყობს სწრაფ განკურნებას.

დაჭყლეტილი ნაყოფი და მისი წვენი არბილებს სახის კანს, აქრობს ჭორფლსა და გამონაყარს; ამავე მიზნით გამოიყენება ფოთლების ნაყენიც.

უკრაინის ხალხური მედიცინა ტყის მარწყვს აღიარებს თითქმის ყველა დაავადების უნიკალურ სამკურნალო საშუალებად. ხალხური მედიცინა ურჩევს სოლიტერის ჭიებისგან ორგანიზმის გაწმენდის ასეთ ხერხს: ადამიანმა დღის განმავლობაში უნდა შეჭამოს 3 კგ. მარწყვი, ხოლო შემდეგ მიაყოლოს დამარილებული ქაშაყი და უმი ხახვი. როგორც წესი, სოლიტერი ასეთ მენიუს ვერ იტანს.

სასურველია მარწყვი მიირთვათ ნატურალური სახით, თერმული დამუშავების გარეშე და როგორც ამბობენ, რაც მეტი _ მით უკეთესი! (თუმცა მედიკოსები ზოგ შემთხვევაში მაინც გვირჩევენ თავი შევიკავოთ მისი დიდი რაოდენობით მიღებისგან).

ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ და სისხლდენის შესაჩერებლად სასურველია ფოთლების ნახარშის მიღება. უკეთეს შედეგებს იძლევა ახალი ნაყოფისა და მისი 7-8 ს.კ. წვენის მიღება დილით, უზმოზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყის მარწყვი ბევრად უფრო სურნელოვანი და სასარგებლოა, ვიდრე ბაღისა.

მარწყვის დასაკრეფად უნდა წაბრძანდეთ დღისით, მშრალ, მზიან ამინდში ნამის შეშრობის შემდეგ, სანამ ისევ მოუსწრებს საღამოს ნამი.

ტყის ამ მშვენიერ ბინადარს ადვილად "მოაშინაურებთ", თუ ამის სურვილი გაგიჩნდებით; უბრალოდ, ფრთხილად ამოთხარეთ და ნოყიერი მიწით სავსე ქოთანში გადარგეთ. თქვენი ფანჯრის რაფები თავს მოიწონებენ უცხო სამკაულით, თქვენ კი ყოველთვის შეგეძლებათ სურნელოვანი, მწიფე, უზადოდ მშვენიერი ნუგბარით ისიამოვნოთ.

ფრთხილად!

1. მარწყვის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ ან მისი გამოყენება მკაცრად გააკონტროლონ იმათ, ვისაც კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა, კუჭისა და ღვიძლის ჭვალი ან აპენდიციტი აწუხებს.

2. ზოგჯერ მარწყვის მიღების შემდეგ ჩნდება ქავილის შეგრძნება, კანზე გამონაყარი ან ალერგიის სხვა სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მარწყვის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

მოგაწვდით მარწყვის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენების რამდენიმე რეცეპტს:

_ სისხლნაკლულობის დროს 2 ს. კ. კენკრა აადუღეთ 1 ჩ. ჭ. წყალში. შეფუთეთ. გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში.

_ ნიკრისის ქარის, თირკმელში კენჭებისას ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას მიიღეთ ფესვებისა და ფოთლების ნაყენი, როგორც ვიტამინებიანი და შარდმდენი საშუალება.

ცნობილია, რომ ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი ამცირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს რიტმს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და აფართოებს სისხლძარღვებს. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 50 გრ. პროდუქტი, დაასხით 0,5 ლ. მდუღარე წყალი, შეფუთული დატოვეთ 4 სთ. გაწურეთ, მიიღეთ 150 მლ. დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

დაძველებულ ეკზემას ხალხური მედიცინა ასე კურნავს: სუფთა ტილოს ნაჭერზე დაასრესენ რამდენიმე ცალ მწიფე ტყის მარწყვს და დააფენენ (ნაჭრის მხრიდან) დაზიანებულ მონაკვეთს. იმეორებენ 2-3 დღეს. კანის აქერცლილი, სველი მონაკვეთები შრება და იწმინდება, რაც აადვილებს შემდგომ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

მარწყვისგან უგემრიელესი დესერტების მომზადება შეგიძლიათ:

ტყის მარწყვის კომპოტი _ 1 ლ. წყალზე აიღეთ 300-400 გრ. შაქარი. გარეცხილი, მშრალი მარწყვი შუამდე ჩაყარეთ ქილებში. დაასხით მდუღარე სიროფი. გააჩერეთ 7 წთ. გადმოასხით, აადუღეთ და ისევ დაასხით. მაშინვე მოხუფეთ და გადაატრიალეთ. ასე დატოვეთ გაცივებამდე.

ბაღის მარწყვი შაქრით _ 1 კგ. ბაღის მარწყვზე აიღეთ 300 გრ. შაქარი. გასტერილებულ ქილაში ფენად მოაწყვეთ გარეცხილი, გამშრალი მარწყვი, მოაყარეთ შაქარი. ასე გაიმეორეთ ქილის ავსებამდე, დაელოდეთ, სანამ ჩაიწევს, შეავსეთ და გაასტერილეთ.

ჟელირებული ხილფაფა _ მარწყვის პიურეს ჩაუმატეთ მწვანე, უმწიფარი ვაშლის ან მოცხარის პიურე (ანუ ისეთი ხილისა, რომელიც მეტ პექტინს შეიცავს). ხილფაფა უნდა ხარშოთ ნელ ცეცხლზე, საშუალო სისქის მიღებამდე. ცხლად გადაანაწილეთ ქილებში, შეგიძლიათ მოხუფოთ.

საჭიროა 1 კგ. მარწყვის პიურე, 0, 5 კგ. უმწიფარი ვაშლის ან მოცხარის პიურე, 1 კგ. შაქარი.




 ახალი ამბები
  • ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნებალევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. POშთV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა. მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს ... ...
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშიას" ნაცვლად _ ფრაქციამ სახელი შეიცვალადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სხდომა გამართა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის წესდებაში ცვლილება შეიტანა. ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სახელი შეიცვალა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-დ დარეგისტრირდა. უცვლელი რჩება შემადგენლობა, თუმცა, თავმჯდომარე ლელა ჩახვაძე ... ...
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...