პომიდვრის შავგვრემანი "ნათესავი"

კულინარია

პომიდვრის შავგვრემანი "ნათესავი"

2011 თებ 16 11:38:40
ბადრიჯანი პომიდვრის "ნათესავია". მისი სამშობლოა ინდოეთი. ველური სახით ის ახლაც ხარობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში _ ინდოეთში, ბირმაში, ვიეტნამში. მისი მოშენება და საკვებად გამოყენება ჯერ კიდევ ძველმა ინდოელებმა და ეგვიპტელებმა დაიწყეს. იგი ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში გამოჩნდა, როგორც დეკორატიული მცენარე. მხოლოდ სამხრეთ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გაიგეს ევროპელებმა, რომ ინდიელთა უძველესი ტომები ბადრიჯანს საკვებად მოიხმარდნენ.

შედარებით ფართო გავრცელდება ჰპოვა ამ მცენარემ საფრანგეთისა და ბულგარეთში, სადაც დღესაც უხვად მოჰყავთ  და სხვადასხვა მეთოდით აკონსერვებენ.

რუსეთში ბადრიჯანი XIX საუკუნეში შეიტანეს, ოდნავ მოგვიანებით _ კავკასიაში, უკრაინასა და მოლდავეთში.
ბადრიჯანი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ძალიან უყვარს სითბო (20-30 გრადუსი) და ტენი. ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. უმთავრესად მოჰყავთ ღია გრუნტზე. ნაყოფი შეიცავს 7,1-11% მშრალ ნივთიერებას, 2,7-4% შაქარს, 0.6-1,4 ცილას, 0,1-0,4% ცხიმს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მაგნიუმის, რკინის მარილებს; ვიტამინებს (ჩ, PP, B-B1, B6, B3); ნაყოფში არსებული ეთეროვანი ნივთიერებებითაა გამოწვეული გარკვეული სიცხარე და სპეციფიკური მომწარო გემო, ამიტომ, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებისას, განსაკუთრებით კი, წყლულის შემთხვევაში, საკვებად მისი გამოყენება არაა სასურველი.
შედარებით გავრცელებული ჯიშებია: დელიკატესი, დონური, გრძელი იისფერი, სიმფეროპოლური, გარდაბნული, ბულგარული, შავგვრემანი, საკონსერვო და სხვა.
სუბტროპიკული და ზომიერი ჰავის პირობებში ბადრიჯანი მოჰყავთ, როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით.
ბადრიჯნის შაქრის დამწევი პირდაპირი თვისება არაა ცნობილი, მაგრამ შაქრის დაბალი შემცველობა შერწყმული ვიტამინებისა და მინერალების "საბადოსთან", მას შეუცვლელს ხდის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში. ბადრიჯანი უხვად უნდა ჩართონ მენიუში იმათ, ვისაც დიაბეტთან ერთად სიმსუქნე და ათეროსკლეროზიც აწუხებთ.
ბევრმა იქნებ არ იცის, რომ ბადრიჯანი კარგად ათეთრებს კბილებს; ამისათვის ქურაზე უზეთოდ ან ღადარში შეწვით მთლიანი ბადრიჯანი, გააცივეთ, გააცალეთ კანი, გამოაცალეთ თესლი, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასით ჩვეულებრივად გაიწმინდეთ კბილები.
ბადრიჯნისგან ძალიან ბევრი გემრიელი კერძების მომზადება შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ბადრიჯნისა და პომიდვრის სალათი
გარეცხილი ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაფრქვიეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ კარგად გაავლეთ ცივი წყალი და ფრთხილად გაწურეთ. შეწვით ზეთში. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ საწურზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
მოამზადეთ ნიგვზიანი ნაზავი: გაატარეთ ან გახეხეთ ნიგოზი (შეიძლება თხილიც), ნიორი. მარილი და წიწაკა დაუმატეთ გემოვნებით; მოასხურეთ ცოტა ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ნაზავი ფხვიერი უნდა იყოს, არ აზილოთ. 
აიღეთ მინის სასალათე. ერთ ფენად ჩაალაგეთ ბადრიჯნის ნაჭრები, მოაყარეთ ნიგვზიანი მასა, ზემოდან დააწყვეთ ყვითელი და წითელი პომიდვრის ნაჭრები. ამასაც მოაფრქვიეთ ნაზავი; ისევე გაიმეორეთ ყველაფერი იგივე თანამიმდევრობით. შუა ფენას შეგიძლიათ მაიონეზიც მოავლოთ. ბოლო, ზედა ფენა მორთეთ ნიგვზის ლებნებით.


ბადრიჯანი ბეშამელის სოუსით

საჭიროა: 120 გრამი ხახვი, 50 მლ ზეთი, 250 გრ. პომიდორი, 300 გრ. ბადრიჯანი; მარილი და წიწაკა გემოვნებით.
ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი და ადუღეთ 8-10 წუთი. გათლილი, მარილში გამოყვანილი ბადრიჯნის მრგვალი ნაჭრები ნახევრად შეწვით და ფართო ტაფაზე დაალაგეთ; მოასხით მზა სოუსი ისე, რომ დაფაროს.

ახლა უნდა მოამზადოთ ბეშამელის სოუსი; ამისათვის აიღეთ 125 გრ. ხაჭო, 2 სუფრის კოვზი გახეხილი მარილიანი ყველი, 2 ცალი კვერცხი, 50 გრ. ნაღები. ყველაფერი კარგად აურიეთ, ათქვიფეთ და სქელ ფენად გადააფარეთ ბადრიჯანს.
შედგით ჰაერღუმელში 10-15 წუთით.

ბადრიჯანი კვერცხით ან ყველით

საჭიროა: 4 ცალი ბადრიჯანი, 8 ცალი კვერცხი, 8 ცალი პომიდორი, 4 თავი ხახვი, 10 სუფრის კოვზი ზეთი; მარილი, წიწაკა _ გემოვნებით.
გარეცხილი ბადრიჯანი გაჭერით სიგრძეზე. განაჭერზე მოასხურეთ ზეთი და შედგით ღუმელში 20 წუთით. პომიდორს გამოაცალეთ თესლი და წვენი, გააცალეთ კანი და დაჭერით წვრილად. დარბილებულ ბადრიჯანს კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გულის ნაწილი, კანი არ დააზიანოთ. ამოცლილი რბილობი დაკეპეთ. მოშუშეთ ხახვი, პომიდორი და ბადრიჯნის რბილობი. შუშეთ, სანამ წვენი ჩაუშრება. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. ეს მასა თანაბრად გადაააწილეთ ბადრიჯნის "ბუდეებში". თითოეულს კოვზით გაუკეთეთ ღრმული და ჩაახალეთ თითო ცალი კვერცხი. შეგიძლიათ კვერცხის ნაცვლად კარგი ხარისხის გახეხილი ყველი გამოიყენოთ. ბადრიჯანი ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ კვერცხის ცილა შეიკვრება.

ბადრიჯანი ერბო-კვერცხით
საჭიროა: 1 კგ ბადრიჯანი, ერბო 60-70 გრ. კვერცხი 2-3 ც, ახალ დაფქული შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით.
გათლილი ბადრიჯანი დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, 30 წთ-ის შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი.
ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხი. ამოვავლოთ ბადრიჯნის გაწურული ნაჭრები და ცხელ, ერბოდასხმულ ტაფაზე დავალაგოთ. შევწვათ ორივე მხრიდან.
თუ ათქვეფილი კვერცხი მოგრჩათ, შეგიძლიათ შემწვარი ნაჭრები ისევ ტაფაზე დაალაგოთ და ზემოდან მოასხათ, ამის შემდეგ ჰაერღუმელში უნდა შედგათ 2-3 წუთით.

ლეილა ნიკოლაიშვილი

ის შავგვრემანი "ნათესავი"

ბადრიჯანი პომიდვრის "ნათესავია". მისი სამშობლოა ინდოეთი. ველური სახით ის ახლაც ხარობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში _ ინდოეთში, ბირმაში, ვიეტნამში. მისი მოშენება და საკვებად გამოყენება ჯერ კიდევ ძველმა ინდოელებმა და ეგვიპტელებმა დაიწყეს. იგი ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში გამოჩნდა, როგორც დეკორატიული მცენარე. მხოლოდ სამხრეთ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გაიგეს ევროპელებმა, რომ ინდიელთა უძველესი ტომები ბადრიჯანს საკვებად მოიხმარდნენ.

შედარებით ფართო გავრცელდება ჰპოვა ამ მცენარემ საფრანგეთისა და ბულგარეთში, სადაც დღესაც უხვად მოჰყავთ და სხვადასხვა მეთოდით აკონსერვებენ.

რუსეთში ბადრიჯანი XIX საუკუნეში შეიტანეს, ოდნავ მოგვიანებით _ კავკასიაში, უკრაინასა და მოლდავეთში.

ბადრიჯანი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ძალიან უყვარს სითბო (20-30 გრადუსი) და ტენი. ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. უმთავრესად მოჰყავთ ღია გრუნტზე. ნაყოფი შეიცავს 7,1-11% მშრალ ნივთიერებას, 2,7-4% შაქარს, 0.6-1,4 ცილას, 0,1-0,4% ცხიმს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მაგნიუმის, რკინის მარილებს; ვიტამინებს (, PP, B-B1, B6, B3); ნაყოფში არსებული ეთეროვანი ნივთიერებებითაა გამოწვეული გარკვეული სიცხარე და სპეციფიკური მომწარო გემო, ამიტომ, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებისას, განსაკუთრებით კი, წყლულის შემთხვევაში, საკვებად მისი გამოყენება არაა სასურველი.

შედარებით გავრცელებული ჯიშებია: დელიკატესი, დონური, გრძელი იისფერი, სიმფეროპოლური, გარდაბნული, ბულგარული, შავგვრემანი, საკონსერვო და სხვა.

სუბტროპიკული და ზომიერი ჰავის პირობებში ბადრიჯანი მოჰყავთ, როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით.

ბადრიჯნის შაქრის დამწევი პირდაპირი თვისება არაა ცნობილი, მაგრამ შაქრის დაბალი შემცველობა შერწყმული ვიტამინებისა და მინერალების "საბადოსთან", მას შეუცვლელს ხდის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში. ბადრიჯანი უხვად უნდა ჩართონ მენიუში იმათ, ვისაც დიაბეტთან ერთად სიმსუქნე და ათეროსკლეროზიც აწუხებთ.

ბევრმა იქნებ არ იცის, რომ ბადრიჯანი კარგად ათეთრებს კბილებს; ამისათვის ქურაზე უზეთოდ ან ღადარში შეწვით მთლიანი ბადრიჯანი, გააცივეთ, გააცალეთ კანი, გამოაცალეთ თესლი, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასით ჩვეულებრივად გაიწმინდეთ კბილები.

ბადრიჯნისგან ძალიან ბევრი გემრიელი კერძების მომზადება შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ბადრიჯნისა და პომიდვრის სალათი

გარეცხილი ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაფრქვიეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ კარგად გაავლეთ ცივი წყალი და ფრთხილად გაწურეთ. შეწვით ზეთში. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ საწურზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

მოამზადეთ ნიგვზიანი ნაზავი: გაატარეთ ან გახეხეთ ნიგოზი (შეიძლება თხილიც), ნიორი. მარილი და წიწაკა დაუმატეთ გემოვნებით; მოასხურეთ ცოტა ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ნაზავი ფხვიერი უნდა იყოს, არ აზილოთ.

აიღეთ მინის სასალათე. ერთ ფენად ჩაალაგეთ ბადრიჯნის ნაჭრები, მოაყარეთ ნიგვზიანი მასა, ზემოდან დააწყვეთ ყვითელი და წითელი პომიდვრის ნაჭრები. ამასაც მოაფრქვიეთ ნაზავი; ისევე გაიმეორეთ ყველაფერი იგივე თანამიმდევრობით. შუა ფენას შეგიძლიათ მაიონეზიც მოავლოთ. ბოლო, ზედა ფენა მორთეთ ნიგვზის ლებნებით.

ბადრიჯანი ბეშამელის სოუსით

საჭიროა: 120 გრამი ხახვი, 50 მლ ზეთი, 250 გრ. პომიდორი, 300 გრ. ბადრიჯანი; მარილი და წიწაკა გემოვნებით.

ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი და ადუღეთ 8-10 წუთი. გათლილი, მარილში გამოყვანილი ბადრიჯნის მრგვალი ნაჭრები ნახევრად შეწვით და ფართო ტაფაზე დაალაგეთ; მოასხით მზა სოუსი ისე, რომ დაფაროს.

ახლა უნდა მოამზადოთ ბეშამელის სოუსი; ამისათვის აიღეთ 125 გრ. ხაჭო, 2 სუფრის კოვზი გახეხილი მარილიანი ყველი, 2 ცალი კვერცხი, 50 გრ. ნაღები. ყველაფერი კარგად აურიეთ, ათქვიფეთ და სქელ ფენად გადააფარეთ ბადრიჯანს.

შედგით ჰაერღუმელში 10-15 წუთით.

ბადრიჯანი კვერცხით ან ყველით

საჭიროა: 4 ცალი ბადრიჯანი, 8 ცალი კვერცხი, 8 ცალი პომიდორი, 4 თავი ხახვი, 10 სუფრის კოვზი ზეთი; მარილი, წიწაკა _ გემოვნებით.

გარეცხილი ბადრიჯანი გაჭერით სიგრძეზე. განაჭერზე მოასხურეთ ზეთი და შედგით ღუმელში 20 წუთით. პომიდორს გამოაცალეთ თესლი და წვენი, გააცალეთ კანი და დაჭერით წვრილად. დარბილებულ ბადრიჯანს კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გულის ნაწილი, კანი არ დააზიანოთ. ამოცლილი რბილობი დაკეპეთ. მოშუშეთ ხახვი, პომიდორი და ბადრიჯნის რბილობი. შუშეთ, სანამ წვენი ჩაუშრება. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. ეს მასა თანაბრად გადაააწილეთ ბადრიჯნის "ბუდეებში". თითოეულს კოვზით გაუკეთეთ ღრმული და ჩაახალეთ თითო ცალი კვერცხი. შეგიძლიათ კვერცხის ნაცვლად კარგი ხარისხის გახეხილი ყველი გამოიყენოთ. ბადრიჯანი ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ კვერცხის ცილა შეიკვრება.

ბადრიჯანი ერბო-კვერცხით

საჭიროა: 1 კგ ბადრიჯანი, ერბო 60-70 გრ. კვერცხი 2-3 , ახალ დაფქული შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით.

გათლილი ბადრიჯანი დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, 30 წთ-ის შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი.

ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხი. ამოვავლოთ ბადრიჯნის გაწურული ნაჭრები და ცხელ, ერბოდასხმულ ტაფაზე დავალაგოთ. შევწვათ ორივე მხრიდან.

თუ ათქვეფილი კვერცხი მოგრჩათ, შეგიძლიათ შემწვარი ნაჭრები ისევ ტაფაზე დაალაგოთ და ზემოდან მოასხათ, ამის შემდეგ ჰაერღუმელში უნდა შედგათ 2-3 წუთით.

ისღა დამრჩენია გითხრათ, რომ ბადრიჯანი იცავს ორგანიზმს დაბერებისგან და გისურვოთ იყოთ მარად ახალგაზრდები, ხალისიანები და ბედნიერები!

ლეილა ნიკოლაიშვილი




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?