გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

კულინარია

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

13 თებ. 2021, 09:45:53

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ შეგხვდებათ ციტატები და რეცეპტები განმარტებებით: "ეს ძველებური ნამცხვარია", გავიხსენოთ "ზღაპარი" ... და ასე შემდეგ. თუმცა, თავად რეცეპტი და მომზადების წესი ხშირად ისეა არეულ-დარეული, თუ მიჰყევი, საბოლოოდ, შესაძლოა, ნამცხვრის გარდა, ყველაფერი მიიღოთ.

"კარმიდამო ჩემი" გთავაზობთ ე. წ. "ძველებურად" ცნობილი ზოგიერთი ნამცხვრის მომზადების ზუსტ წესს.

ზღაპარი

საჭირო მასალა: 4 ცალი კვერცხი, 4 ჭიქა შაქარი, 4 სუფრის კოვზი თაფლი, 250 გრამი მარგარინი, ერთი ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ვანილი, 4 ჭიქა პურის ფქვილი (ცოტა მეტიც, შეატყობთ მოზელვის დროს, რამდენი დაგჭირდებათ. ისე, რომ ბისკვიტი ძალიან არ გაამაგროთ).

კვერცხით და შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, კარგად უნდა ავთქვიფოთ. დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი სოდა, ძმრით, ვანილი. ცალკე ამოვიყვანოთ დარბილებული მარგარინი, მერე გადავიტანოთ გოგლიმოგლში და კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ. ამის შემდეგ, თასს, რომელშიც ეს მასა გვაქვს, დავდგამთ ადუღებული წყლით სავსე ქვაბის თავზე, რომელიც ღუმელზეა მოთავსებული. ორთქლის ქვეშ ამ მასას უნდა ვურიოთ სულ ცოტა ერთი საათი! როცა მასა ფერს შეიცვლის, გახდება საკმაოდ ბლანტი, გადმოდგით. ოდნავ შეგრილდეს (არ გაცივდეს!) და შეაზილეთ პურის ფქვილი. საშუალო, ფაფუკი გუნდა უნდა მიიღოთ. შემდეგ ეს ცომი გაყავით რვა ნაწილად. თითოეული სტანდარტული "ჟარონის" სიფართეზე უნდა გააბრტყელოთ, რომელსაც აუცილებლად უნდა წაუსვათ ზეთი.

ძალზე სიფრიფანა გამოდის, თუმცა, რომ არ დაიფშვნას, ამაში თქვენ გეხმარებათ ის პროცესი, რომელიც ცომმა ორთქლზე ყოფნისას "გაიარა".

ფირფიტა სწრაფად ცხვება აირღუმელში, სულ ცოტა 160 გრადუს ტემპერატურაზე. მერვე ფირფიტა უნდა გამოიყენოთ ზედაპირის დასაფარად, გააფხვიერებთ და კრემის წასმის შემდეგ, მოაყრით.

კრემი: ორი ქილა, კარგი ხარისხის შედედებული რძე, 400 გრამი კარაქი, ვანილი.

ცალ-ცალკე კარგად ავთქვიფოთ კარაქი და შედედებული რძე. მხოლოდ ამის შემდეგ შევურიოთ ერთმანეთს. კიდევ ავთქვიფოთ. დავუმატოთ ვანილი. წავუსვათ ფირფიტებს. როგორც ვთქვით, მოვაყაროთ კარგად გაფხვიერებული მასა.

ეს ნამცხვარი აუცილებლად უნდა მოამზადოთ სუფრაზე მიტანამდე 24 საათით ადრე, თუ გინდათ, რომ მართლაც საოცარი, ზღაპარივით ჰაეროვანი იყოს.

"ნაპოლეონი"

ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, როგორ ვაცხობდით მრავალი წლის წინ ამ ნამცხვარს, როგორც ერთ მთლიანს, აირღუმელის "ჟარონაზე". დღევანდელ პირობებში გამარტივებულია ამ ნამცხვრის ბისკვიტის მომზადების წესი. თუმცა, თუ დააკვირდებით, უფრო ზემოდან მობნეული მასა არის ფხვიერი, ბისკვიტი კი რეზინისებრია.

ადრე ვამზადებდით ასე: ორი კვერცხი კარგად ავთქვიფოთ და შევურიოთ ერთ ჭიქა თბილ წყალში. დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი, ერთი სუფრის კოვზი არაყი, ცოტა მარილი, ვანილი და ლიმონმჟავას ფხვნილი. კიდევ ერთხელ კარგად მოვურიოთ და შევაზილოთ უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი.

ცომი უნდა იყოს ნაზი, საშუალოზე ცოტათი უფრო სქელი.

ცალკე კარგად ავთქვიფოთ დარბილებული, კარგი ხარისხის 250 გრამი მარგარინი ან კარაქი. ცოტა ვანილი დავუმატოთ. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ საკმაოდ ფართოდ, რასაც გაიწევს. დაახლოებით, ხაჭაპურის ცომივით. მთელ სიფართეზე თანაბრად წავუსვათ ათქვეფილი მარგარინი. გადავკეცოთ ერთხელ და გავაბრტყელოთ ფრთხილად. კიდევ ორჯერ გავიმეოროთ ეს პროცესი. საბოლოოდ გაბრტყელებული ფირფიტა კი დავახვიოთ რულონის მსგავსად. გავჭრათ ისე, რომ სამი თანაბარი ნაწილი მივიღოთ, მეოთხე კი უფრო პატარა იყოს, რომელსაც, გამოცხობის შემდეგ, გამოვიყენებთ გასაფხვიერებლად და თავზე მოსაყრელად.

ეს ცომი ორი საათით (შესაძლოა, მეტითაც) შევდგათ მაცივარში.

გამოცხობის დროს, სათითაოდ გამოვიღოთ მაცივრიდან და ისე გამოვაცხოთ. "ჟარონას" თხლად წავუსვათ ზეთი და საშუალოზე ცოტა მაღალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.

ძალიან უხდება იგივე კრემი, რომელიც ზემოთ, "ზღაპარის" შემთხვევაში გავაკეთოთ. შეგიძლიათ რძით მომზადებული, მოხარშული კრემიც შეურიოთ.

გამზადებული "ნაპოლეონი" ასევე 2-3 საათით შევდგათ მაცივარში. ასე მომზადებული ნაპოლეონი" თქვენ უსათუოდ დაგიბრუნებთ "ძველ გემოს".

შეგიძლიათ, დაჭრათ ზომებად, კარგად გააბრტყელოთ, გადაკეცოთ (რომბისებურად, სამკუთხა...) და ისე გამოაცხოთ.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი