მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

კულინარია

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

2018 დეკ 10 09:52:56

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო მცენარეებია. თუმცა, მეცნიერები აქაც ვერ თანხმდებიან. სოკოებს ქლოროფილიანი მწვანე მცენარეებისგან განსხვავებით, ორგანული ნივთიერებების სინთეზი არ შეუძლიათ. პირიქით, არსებობისთვის სხვადასხვა ორგანულ ნაშთს იყენებენ. ადამიანი უხსოვარი დროიდან ფლობს სოკოს სახალხო მეურნეობაში გამოყენების ხერხებს და ოდითგან მიჩნეულია კვების მნიშვნელოვან პროდუქტად. საჭმელ სოკოებზე, ასევე უძველესი დროიდან არსებობს ინფორმაცია.

საჭმელი სოკოების კვებითი ღირებულება ჯერ კიდევ არაა კარგად შესწავლილი. საქართველოში კი კიდევ უფრო სუსტად არსებობს ინფორმაცია. ცნობილია ის, რომ საქართველოს საჭმელი სოკოების უმრავლესობა ცილების რაოდენობის მიხედვით, აღემატება კომბოსტოს, ჭარხალს, პომიდორს და სტაფილოს.

საჭმელი სოკოების ყუათიანობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტიც, რომ მათი გამოყენებით ადამიანის ორგანიზმი საკმაო რაოდენობით იღებს საჭირო მიკროელემენტებს. მაგალითად, დღე-ღამის განმავლობაში თუთიას და სპილენძს ასი გრამი მანჭკვალასგან იღებს.

ჩვენში ასე კარგად გავრცელებული მანჭკვალა, რომელიც, ძირითადად, ნოემბერში იზრდება _ გვიანი შემოდგომის სტუმარია. თუმცა, ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშების ჯირკებზე ივლისშიც გვხვდება. სხვათა შორის, მანჭკვალას შეუძლია ორასამდე ჯიშის მერქნიანი მცენარის დაზიანება.

ზოგადად, მანჭკვალა ხეების, როგორც ხმელ, ისე ნედლ ფესვებზეც იზრდება. ნედლად არ იჭმება,

მანჭკვალას შენახვა ზამთრისთვის ადვილად შეგვიძლია მარტივი ხალხური წესით, რომელსაც ადრიდან ხშირად იყენებდნენ ჩვენში _ უმეტესად აშრობდნენ მზეზე, თუმცა, გურიის პირობებში, მხოლოდ მზეზე ადვილი არ არის მის სრულფასოვანი გაშრობა. ამიტომ დავიხმაროთ ღუმელი.

გთავაზობთ ჩვენ მიერ ნაცად მეთოდს, რომლის მიხედვით მომზადებული და შენახული მანჭკვალა სრულიად საიმედოა საკვებად.

კარგად გარჩეული მანჭკვალა გავრეცხოთ, დავყაროთ ცხაურზე და გავაშროთ მზეზე. დღის განმავლობაში გადავაბრუნოთ, რომ სისველე არც ერთ მხარეს არ დარჩეს. საღამოს შინ შევიტანოთ. ლანგარზე დავაფინოთ სუფთა ქაღალდი. არ გამოიყენოთ გაზეთი. შემდეგ დავალაგოთ სოკო ისე, რომ ერთმანეთზე არ დავაწყოთ. დავდოთ ღუმელთან ახლოს. თუ ღუმელის ზემოთ მოვაწყობთ საკიდს და ისე დავდებთ, უფრო სწრაფად გაშრება. შეგიძლიათ ელექტროღუმელშიც გააშროთ, საშუალო ტემპერატურაზე, ოღონდ ტაფაზე არ დაალაგოთ _ გამოიყენეთ ცხაური. თუ მზიანი და მშრალი ამინდებია, დღის განმავლობაში ყოველთვის გაიტანეთ გარეთ. ათი დღე საკმარისია მანჭკვალას სრულად გამოსაშრობად. ასეთ დროს ნატურალურ ფერსაც ინარჩუნებს.

მშრალი სოკოს მასალა ჩავყაროთ მარლის ტომსიკაში და აუცილებლად მეორე სართულზე, მშრალ ადგილზე შევინახოთ. ასევე, კარგად გამომშრალი სოკო შეიძლება ჩავალაგოთ ჰერმეტულსახურავიან მინის ქილებში.

მანჭკვალა სოკო კარგად მოხარ­­­­შული, ხმელ სუნელებსა და ხახ­­ვში მოხრაკული, ბროწეულითა და ერთად დანაყული ნედლი პიტნითა და ნივრით ძალიან გემრიელია.

გაცილებით გემრიელია მანჭკვალა მწვადის მსგავსად შემწვარი. დარეცხილ და დაწრეტილ მასალას ცოტა მარილი, ქონდარი და წიწაკა მოაყარეთ. შემდეგ სათითაოდ წამოაცვით შამფურზე და შეწვით ბუხარში.

მანჭკვალას, ძირითადად, ხარშავენ და ჩახრაკულად აკეთებენ, თუმცა, ასე შემწვარი, ანუ საპიკნიკო ფორმა, უფრო გემრიელია.

ასევე, გთავაზობთ ჩვენ მიერ მარტივად მომზადებულ მანჭკვალას გამონაწური წვენის მიღების წესს. ახლად მოკრეფილ, კარგად გასუფთავებულ-გარეცხილი მანჭკვალა დავჭრათ წვრილად. დავაყაროთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ ორი საათით მაინც. ერთი კგ სოკოსთვის საკმარისია ერთი ჩაის ჭიქა წყალი. დავასხათ ამ მასალას და ვშუშოთ ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ გადმოვწუროთ გამოყოფილი წყალი ცალკე ჭურჭელში და ჩვენი გემოვნებით მოვამზადოთ სუპი.

დარჩენილი სოკო თქვენი გემოვნებით შეკმაზეთ და გამოიყენეთ გარნირად.

ეს გამოცდილება ემყარება სისუფთავის მაღალ ხარისხს და რაც მთავარია, ახლად დაკრეფილ მანჭკვალას. მიუხედავად იმისა, რომ მანჭკვალა ყველაზე უვნებელ სოკოდ არის მიჩნეული და როგორც ხის ფესვებზე მობინადრე, ნაკლებადაა ტოქსიკური, მაინც სიფრთხილეს თავი არ ტკივა და მკაცრად დაიცავით მითითებული წესი. მოამზადეთ მოკრეფისთანავე, დღის განმავლობაში. თუ შეინახავთ, მხოლოდ ერთი დღით და ისიც კარგად გასუფთავებული მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. ასევე, მოკრეფის დროს არ დაგავიწყდეთ დაკვირვება, რომ არ იყოს დაჭიანებული. მთლიანად გაშლილი ქორდა როცა აქვს ის უფრო უვარგისია. ქუდის ფორმიანები დაკრიფეთ, ნახევრად გაშლილი.




 ახალი ამბები
  • ვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებასვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებას, _ ეს განცხადება  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქავთარაძემ  ხელისუფლების მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თალაკვაძე თავის საქმიანობას ოპოზიციონერი დეპუტატის დაჭერით იწყებს! ეს ხლეჩს საზოგადოებას. ეს არის რუსეთის დაკვეთა. ვერ დაიჭერთ. შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი",  _ ირაკლი ... ...
  • ბიურომ პროკურორის მიმართვა მელიას დაპატიმრებაზე განსახილველად კომიტეტებს გადასცაპარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა. გენერალური პროკურატურა მომართვას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს, რომელსაც განსახილველად 5 დღიანი ვადა აქვს, თუმცა როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომიტეტის სხდომები ხვალ დილითვე გაიმართება, რადგან ვადები შემჭიდროვებულია. სავარაუდოდ სესიაც ხვალვე განიხილავს. კახიანმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა ენმ-ს დეპუტატს იმუნიტეტი შეუწყვიტოს. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს. პარლამენტის ბიუროს სხდომა ფიზიკური გაწევ-გამოწევისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ... ...
  • თუ დამიჭერენ, გული დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - მელიათუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - ეს განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ გააკეთა. მელია პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და პარლამენტს მელიასთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.  მელია საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ხვალ დაიბარა და ასევე თქვა, რომ ისინი დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება. „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.  "უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული," - განაცხადა ნიკა მელიამ.  როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ... ...
  • შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალესშეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოთხმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. "ვუერთდებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციას. ჩვენ არ დავიშლებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება."- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილე, მინდია ადაძემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ... ...
  • რომან გოცირიძე: ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდებანიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე. გოცირიძე აცხადებს, რომ იწყება დიქტატურა. „ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც ამ თავის ლაქიებს, ბიუროზე მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს. მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს ისტორია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. რომან გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას დასჯის ნაცვლად შოუ დადგეს. „შოუთი გახარიას პარლამენტში მოსვლის ამ გარკვეული პრელუდიით ზეიმი სურთ. ნიკა მელიას მხრიდან არავითარი მოწოდება არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხაზი გადაკვეთა. ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება – გადატანითი მნიშვნელობით, მას თითსაც ვერ დააკარებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...