მსუბუქი ნამცხვარი არაჟნით

კულინარია

მსუბუქი ნამცხვარი არაჟნით

2017 ოქტ 4 15:11:19

საჭირო მასალა: 400 გრამი არაჟანი, 200 გრამი კარაქი, ექვსი ჭიქა ფქვილი, ვანილი, ერთი ჩაის კოვზი სოდა.

კარაქი ავთქვიფოთ კარგად. დავუმატოთ არაჟანი, ფქვილი, სოდა, ვანილი და მოვზილოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ ცერა თითის სიმსხომდე.

გადავკეცოთ, ისევ გავაბრტყელოთ. მესამე გადაკეცვის შემდეგ შევდოთ მაცივარში ერთი საათით.

რომ გამოვიღებთ, გავაბრტყელოთ ერთ სანტიმეტრ სისქემდე, დავჭრათ ნაირ-ნაირ ფორმებად და ზომიერი სიმხურვალის ჰაერღუმელში გამოვაცხოთ.

როცა გამოვიღებთ, ცხლადვე ამოვავლოთ ვანილიან შაქრის პუდარში, დავალაგოთ, გაცივდეს და მერე მიირთვით.




 ახალი ამბები
  • "ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“ _ გოჩა მირცხულავათუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... , _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. "თუ ჩვენ არ ვისწავლით ვითარების ობიექტურად გაანალიზებას და მტუან-მართალს მხოლოდ იმის მიხედვით განვსაზღვრავთ ვის ვინ მოგვწონს, არაფერი გამოვა. მესმის, ძალიან რთულია სიმართლის გააზრება და აღიარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარე ხარ, ვიღაც მოგწონს, ვიღაც გძულს... მაგრამ, აბა, კარგად გადავხედოთ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავიხსენოთ უმნიშვნელო დეტალები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიცია და ეკლექტური ხელისუფლება. მერე? ამ ხელისუფლების კონგლომერატები ისევ ოპოზიციაში... მიზეზებს არ განვარცობ... ჩვენ გვისმოვნებს, როდესაც იმას ვისმენთ ერთ წინადადებად, რაც ჩვენს სურვილებს ემთხვევა. დანარჩენს კი, რამდენსაც არ უნდა გვატყუებდნენ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ტყუილს "ვაპრავებთ' და მერე თავად ვიჯერებთ. --საოცარი რამეა ცხოვრება, საოცარი. იცით, 2017 წლის 22 ივნისს რა მოხდა? მოიცა, მოიცა, არ დაგაბნევთ, ფეისბუქზე, ჩემს პირად გვერდზე, გამოვაქვეყნე „ჩანაწერი“ – „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... დიდი არაფერი ხო? პრინციპში ვისაც დაგაინტერესებთ ეს ჩანაწერი ახლაც მანდ დევს... სრული პასაჟი და ლაიტმოტივი ამ ჩანაწერის ის არის რასაც სათაურში კითხულობთ. მიზეზები რაც მაშინ ეს დამაწერინა, ფრიად აქტუალური გახლდათ. თუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... რა რატომ?--ახლა კი განსჯა - რატომ არ ითხოვდა ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და მხოლოდ გახარიასი? მე ჩემი განმარტებები მაქვს და თავს არ შეგაწყენთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვაში ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს. მივიდეს მინიმალური საგარეო და საშინაო ზიანით. ეს ჩვენ გვჭირდებ,ა ამ ქვეყნის მოქალაქეებს და აქ პრიორიტეტი ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გნებავთ ხელისუფლების დღის წესრიგი. ამიტომ, მე ასეთ ვითარებაში მთავრობის სრულ შემადგენლობას შევცვლიდი. რამდენად პოზიტიური იქნებოდა ეს სახელმწიფოსთვის ამის ახსნასაც არ დავიწყებ. ახალ მთავრობას თუნდაც ოპოზიციასთან ჯანმრთელი და ჯანსაღი დიალოგის წარმოების შანსი უჩნდება. დიალოგი კი თავის მხრივ შეანელებს იმ დაძაბულობისა და ურთიერთზიზღის მუხტს, რითაც საბოლოდ შესაძლოა, ჩვენმა მტერმა, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინმა ისარგებლოს. ვინმესთვის გაუგებარია, მისი "იუდას ამბორი" რას ნიშნავს, მით უფრო იმ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, რაშიც რუსეთს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. მაგრამ ირანის ფაქტორით აბალანსებს, ჯერჯერობით, _ წერს ... ...
  • ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოვალეობა შეუჩერდაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა წარადგინა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა, უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ ხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟოროტარული არჩევნები აღარ ... ...
  • თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალაუბედური შემთხვევა თბილისში - დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა სამარშრუტო ტაქსითაც იქნება შესაძლებელითბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს. „სიმართლესთან ახლო არ არის, რომ მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. თვითონ რეფორმა არის მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერის თქმით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ახლით მათ შეცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მიკროავტობუსები 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კერძო კომპანიასთან, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლოებას მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ... ...
  • პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავსინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  "ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს. არაფერი გართულება არ არის, რაც გვაქვს, ისიც მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის ამ პერიოდში. პრაქტიკულად, ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წითელას მხრივ სიმშვიდეა, რამდენიმე შემთხვევა აღინიშნება სულ კვირის განმავლობაში. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, წითელა შემოდგომაზე ისევ შემობრუნდეს. მთავარი რეკომენდაცია წითელაზე კვლავ რჩება და 20-დან 40 წლამდე პირებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, რომ აიცრან. ასევე, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა. ძირითადად ასეთი დამოკიდებულება არის ტკიპებზე. კბენის ფაქტები ბევრია, მაგრამ ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. წელს გაზაფხულზე იყო ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა და იმის მერე არ გვქონია, არის ლაიმის დაავადების, ბოლერიოზის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ არაფრითაა გამორჩეული წინა წლების სიტუაციასთან შედარებით. მთავარია, გამოვიყენოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - დამაფრთხობლები ანუ რეპელენტები, რომელიც შეიძლება წავისვათ როგორც ღია ადგილებზე, ისე - ტანსაცმელზეც", - აღნიშნა იმნაძემ. მისივე თქმით, მდგომარეობა წყნარია იქაც, სადაც მწერების სიმრავლე იყო - შავი ზღვისპირეთსა და კახეთში. "რაც შეეხება შავი ზღვისპირეთს, მწერების საწინააღმდეგო დამუშავების პირველი ეტაპი საკურორტო ზონაში დამთავრდა, მეორე ეტაპი კი მალე დაიწყება, მწერების საწინააღმდეგო საშუალება უკვე ყველას დარიგებული აქვს და შეიძლება ფართოდ იქნას გამოყენებული ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ. შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვისპირეთში კოღოების პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, ისინი იმ რაოდენობით არ არის, როგორიც შეიძლება იყოს ამ სეზონზე. ასევე, სხვა ადგილებში, განსაკუთრებით კახეთში, წყალდიდობების მერე იყო კოღოების დიდი რაოდენობა და იქაც დამატებით გაეგზავნათ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. ასე რომ, ზაფხული წყნარი, მშვიდია და ინფექციებისგან დაცულები ვართ. ეს მწერების მიერ გადატანილის გარდა ეხება სხვა ინფექციებსაც, მოგეხსენებათ, ზაფხული კუჭ-ნაწლავის, ნაწლავების ინფექციების სეზონია და ამ მხრივაც ქვეყანაში ძალიან მშვიდი მდგომარეობააა, არავითარი გართულება არ ყოფილა და არც ველოდებით. წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან და ასევე განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ არავითარი საშიშროება არ არის. კვებასთან დაკავშირებით ძირითადი რეკომენდაციაა, რომ სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მირკობი იყოს და მათ გამო არაფერი მოგვივა, მაგრამ იგივე მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, შეიძლება ეს სუფრის ბოლოს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრობლემა გახდეს, რადგან მიკრობები გამრავლდება. ასევე, სალათები უნდა ინახებოდეს მაცივარში და კიდევ უფრო კარგია, თუ არაჟნით ან მაიონეზით უშუალოდ სუფრაზე გატანამდე გავაწყობთ. სალათები კარგია, ოღონდ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და არაჟნის გარეშე", - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...