"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

კულინარია

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

15 ივნ. 2020, 14:54:43

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების წესი ინდივიდუალურია, თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბევრი რეცეპტი კონკრეტულ უზუსტობებს შეიცავს, რაც საბოლოოდ, არომატსა და გემოს უკარგავს "ქალების კონიაკს", თორემ მისი მიღებით არავინ დაზიანდება.

რაკი საშობაო ლიქიორის მომზადება ახლა, მაის-ივნისში იწყება, კარგად უნდა დავიცვათ მისი მომზადების ელემენტარული წესებიც კი, თუ გვინდა, რომ ხარისხიანი გამოგვივიდეს.

მინის ჭურჭელში ჩავყაროთ სურნელოვანი ვარდის ფურცლები, დავაყაროთ სამყოფი შაქარი, რომ მასა არ ამჟავდეს და თავდახურული ქილა დავდგათ მზიან ადგილზე. ვარდის ფურცლები ყველაზე ცოტა რაოდენობით უნდა ჩავუშვათ, რადგან მას ძლიერი ესენცია გააჩნია და თავის "გემოზე" არ უნდა გადაიყვანოს მასა, რომლითაც თანდათან შევავსებთ ქილას.

 ამის შემდეგ დავიწყოთ იმ ხილის ჩაშვება, რომელიც მოცემულ მომენტში მწიფს. მაგალითად, ახლა მარწყვის სეზონია. ხილი გარეცხილი და დაწრეტილი უნდა იყოს, ხოლო შაქარი მოვაყაროთ ცოტათი ნაკლები _ მაგალითად, ას გრამ ხილს 70 გრამი შაქარი.

ფეიჰოას და სხვა ციტრუსოვანთა სეზონი როცა მოვა, შაქარი და ნაყოფი თანაბარი წონით უნდა ჩავყაროთ, რადგან მათში მჟავიანობა მეტია. ქილა მუდმივად მზეზე უნდა იდგეს. ასე თანდათან ჩავყრით ყველა სახის ხილს და ვუმატებთ შაქარსაც. მასას თანდათან შეუდგება სითხე.

ხილი, რომელიც დასაჭრელი იქნება, ეცადეთ ლამაზ კუბიკებად დაჭრათ და ისე ჩაყაროთ, რადგან გაწურვის შემდეგ, ამ დაქუცმაცებულ ნარჩენს ცალკე თეფშზე გადააწყობთ, მოაყრით ცოტა შაქარს, შედგამთ მაცივარში და როცა დაგჭირდებათ, გაგიმრავალფეროვნებთ ტკბილეულის მაგიდას.

საშობაო ლიქიორს დეკემბრის ბოლოს გავწურავთ. თუშფლანგზე დავყრით და ყოველგვარი შეჯანჯღარების და მოჭყლეტის გარეშე ვაცლით, საბოლოოდ დაიწრიტოს.

მცდარია მასში არყის შერევის რჩევა, რასაც ხშირად ვაწყდებით ფეისბუკსივრცეში _ სითხეს, მრავალი თვის განმავლობაში, მზის გულზე ყოფნის მეშვეობით, საკმაოდ მაღალი გრადუსი აქვს და არაყი არ სჭირდება. ამ შემთხვევაში ის არომატს დააკარგინებს _ თუ არყის დალევა გსურთ, ცალკე მიირთვით და საშობაო ლიქიორს ნუ შეუცვლით გემოს და ნურც მომზადების წესს შეცვლით, თუნდაც უმნიშვნელოდ, რადგან ლიქიორის გემო არ უნდა ჰგავდეს არც ერთი ხილის გემოს. არ უნდა შეეპაროს სიმჟავე, რაც არ მოხდება, თუ წყლიან ხილს არ ჩაყრით, დაიცავთ წონას და არ მიაკლებთ შაქარს. ამ ლიქიორის პიკანტურობას სწორედ აღნიშნული წესის დაცვა განაპირობებს.

 აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ლიქიორი, ძალიან მოსწონთ უცხოელ ტურისტებს. ხშირად ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის რაღაც ახალი, ქართველი ქალების მიერ მომზადებული "ქალების კონიაკი".




 ახალი ამბები
  • 2020 წლის 9 თვის განმავლობაში 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდაგენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართა. ონლაინკონფერენცია მიზნად მონიტორინგის იმ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.   ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელმაც ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები მიმოიხილა. ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს ექსპერტებმასაქართველოდან, არგენტინიდან და სერბეთიდან. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისომისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის რეკომენდაციით შექმნა. ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით, რომელთა ნაწილი შესრულდა“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის შედეგად, კვლავაც იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი. კონფერენციის შეჯამებისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ​ აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიუხედავად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმეთა შესწავლისას კომპლექსური მუშაობაა მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, ფემიციდის მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანი პრობლემის რეალური მასშტაბის, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებული ხარვეზების ... ...
  • ჟურნალისტ ია გოლიაძეს საზოგადოების დახმარება ჭირდებაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამაუწყებლო კომპანია „TV 25“-ის  წამყვან-რეპორტიორი მძიმედ დაშავდა. ია გოლიაძე ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, კონტაქტურია და ბინაზე მალე გაეწერება, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში თქვენი ფინანსური დახმარებაა მნიშვნელოვანი, მას სახეზე პლასტიკური ოპერაცია ესაჭიროება. თანხის ჩარიცხვის მსურველთათვის TBC ბანკში გახსნილია ანგარიში: GE81TB7953845061100041 მიმღები ია ... ...
  • როდემდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება სკოლებში10 დიდ ქალაქსა და აჭარაში პირველი სემესტრის ბოლომდე როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი  დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • დათო მდინარაძე: არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დათო მდინარაძე სოციალურ ქსელში ადამიანებს მოუწოდებს, რომ დაიცვან ის წესები, რომელიც კორონავირუსის დროს უნდა გაითვალისწინონ. “საქართველოში და გურიაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი რჩება მაღალი-რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში,კონტაქტით თუ მის გარეშეც,  თუ გაქვთ ტემპერატურის მატება,კუნთების, ზურგის, თავის ტკივილი და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა,ეს პრაქტიკულად ნიშნავს რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების, ტესტირებაზე დროის, ფულის, ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე  - უნდა დალიოთ ჩაი. ბევრი სითხე, იკვებოდ სწორად, ხშირად ანიავოთ ოთახი, იმოძრავოთ და რაც მთავარია იყოთ იზოლაციაში-ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს ოჯახის ექიმი, ამავე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რჩებით სახლში ან სასტუმროში თუ გჭირდებათ კლინიკაში მოთავსება, ამავე ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები თუ ისინი გჭირდებათ (და არა მეზობელმა, ახლობელმა და ფარმაცევტმა) ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე.. რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ: 1.ყველგან ატარეთ ნიღაბი 2.დაიცავით დისტანცია. 3.დაიბანეთ ხშირად ხელები. 4.სიმტომების გამოვლენისთანავე გადადით იზოლაციაში. 5.არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები, გარდა სიცხის დამწევისა და ისიც დოზირებულად. 6.არ შეაჩეროთ იმ მედიკამენტების მიღება, რომელიც მანამდე დანიშნული გქონდათ ქრონიკული დაავადებების გამო. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელება. გაწვდით ოჯახის ექიმების ტელეფონის ნომრებს: 1.ლალი ხინთიბიძე-599 74 72 14 2.ქეთევან სტურუა-598 14 99 15, 3.მარინა კოროშინაძე-595 32 39 69 577 62 99 68. 4.ირინა ერქომაიშვილი-593 31 04 07 577 62 88 12 5.ირინა თუთბერიძე 577 62 99 63 - ყველაფერი კარგად იქნება.“ - წერს დათო ... ...
  • სააკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გაფართოების საკითხზე იმსჯელასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრიბის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე მსჯელობა, ბიზნესსექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში მიიღება. მთავრობის მიზანია, ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალებში არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ეს პირველ რიგში სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ კოვიდ-სასტუმროებში გაძლიერებულია თერაპიული კომპონენტები, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორებით აღჭურვის თვალსაზრისით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე. მსუბუქი შემთხვევები კი მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით განაგრძობენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დამატებით რეანიმაციული და ინტენსიური საწოლების მობილიზების კუთხით. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, თუმცა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რისი კონტროლიც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება. საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა ვაქცინაციის  ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 111 818  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 92 215 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1051 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2102 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3739 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6192 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ... ...

არქივი